Tuesday, February 22, 2011

დღეს მეტროში

"კარები იკეტება, შემდეგი სადგური ავლაბარი"- გამოაცხადა ნაცნობმა ხმამ.
 კარებში მოჰყვა კაცი. ორმა ახალგაზრდამ კარები დაიჭირა და დაახლოებით 55 წლის კაცმა შემოსვლა მოახერხა. ალბათ ეუხერხულა ცოტა ასე უხერხულად რომ შემოვიდა ვაგონში და თამამი ნაბიჯებით გაიარა.
 გავიხედე და დავინახე შემდეგ კართან იდგა და მორცხვად იყურებოდა აქეთ, რათა დაენახა ვინ უყურებდა მას. დამინახა, გავიხედე და სახეში შემომშტერებოდა. თვალი ავარიდე. ალბათ მარტო მე გავაყოლე ამ კაცს თვალი. სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი უხერხულობა, თუმცა ძალზედ კეთილი სახის მატარებელი იყო: გათეთრებული თმა, სათვალეები და გამხდარი მაღალი ტანი. აღარ გამიხედავს იქით, მრცხვენოდა.
მერე ვიფიქრე, იგივე სიტუაციაში მე როგორ მოვიქცეოდითქო? რათქმაუნდა ისევე როგორც ის "კეთილი კაცი".
"ავლაბარი"- გაისვმა კვლავ ნაცნობი ხმა.
ახალგაზრდა ბიჭი წინ წაიწია რათა ჩასულიყო. მარცხენა ყურზე საყურე შევნიშნე. ასევე შევნიშნე ის, თუ როგორ აათვალიერ-ჩაათვალიერა გვერდით მდგომმა ახალგაზრდა ბიჭმა. ჯერ საყურეს დააშტერდებოდა მერე კი თმიდან ფეხის წვერებამდე ათვალიერებდა. ნეტა რას ფიქრობდა?
შეიძლება იფიქრა: "ნეტა ცისფერი ხომ არაა?"
ან:
"სიამოვნებით მოვდებდი ყბაში ამ პიდარასტს"
ან თუნდაც:
" რას გავს ეს ჩემისა".

ფიქრებში გართულს მომესმა: "ვარკეთილი, ბოლო გაჩერება. გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები".

Sunday, February 13, 2011

იცით, რა მინდა მე?

იცით რა მინდა მე?
~მზე და მთვარე ერთად მინდა ცაზე.
იცით, კიდევ რა მინდა?
~ორი მთვარე გვინათებდეს ღამეს.
იცით, რა მინდა მე?
~ ხელოვნური ფრთებით მინდა ვიფრინო.
იცით, რა მინდა მე?
~მალულად ოცნება ფიქრში გავცვალო.
იცით, რა მინდა მე?
~საჯინობო მინდა თეთრი, შავი და ოქროსფერი ცხენებით.
იცით, რა მინდა მე?
~იასამნების ბაღი მინდა.
იცით, რა მინდა მე ?
~ბალეტზე დასწრება მინდა.
იცით, რა მინდა მე ?
ვიოლინოზე დაკრული ტანგოს მუსიკაზე ცეკვა მინდა.
იცით, რა მინდა მე?
საკუთარი ბიბლიოთეკა მინდა უამრავი წიგნებით.
იცით, რა მინდა მე?
უმისამართო მატარებლით მგზავრობა მინდა.
იცით, რა მინდა მე ?
სანთლებით განათებული ღამის ნახვა მინდა.
იცით, რა მინდა მე ?
ყველა ინსტრუმენტზე მინდა დაკვრის მოსინჯვა.
იცით, რა მინდა მე?
მოტოციკლეტით გაქროლება მინდა.
იცით, რა მინდა მე ?
ჯაზის ჰაგებით გაჟღენთილი საღამო მინდა.
იცით, რა მინდა მე ?
ერთი დღით ყველა პროფესიის ადამიანი ვიყო მინდა.
იცით, კიდევ  რა მინდა?
მე ბევრი რამე მინდა...



Wednesday, February 9, 2011

მე ლუზერი ვარ !

მივხვდი რა სჭირს ჩემს ბლოგს.. სითბო და გულახდილობა აკლია.. მართალია არც ვტყუი და ყველაფერ სიმართლეს ვწერ, მაგრამ რაღაც აკლია მაინც ამ ყველაფერს.
ის, რაც სხვა ბლოგებს აქვს. ის , რაც მე მომწონს სხვის ბლოგებში. ისინი ისე წერენ, რომ მკითხველის გულს ხვდება, მოქმედებს მათზე. ასეთი პოსტის ავტორს ჰქვია კარგი ბლოგერი ალბათ.
მე არ ვიცი რა მჭირს. ან საკმაოდ გულახდილი არ ვარ, ან იმაზე არ ვწერ, რაზეც ნამდვილად მინდა წერა, ან წერა არ ვიცი (რაც ალბათ ყველაზე დიდი სინამდვილეა).
ჰო ლაპარაკი და წერა არ მეხერხება. კომუნიკაცია მიჭირს. ეს არც სიმორცხვის ბრალია (მორცხვი ნამდვილად არ ვარ) და არც სურვილის ბრალი. უბრალოდ მიჭირს საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოთქმა. ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმა რატომ უნდა გამიგონ და მიხვდნენ რის თქმას ვცდილობ? ჩემი ნათქვამი ძალიან ხშირად ესმით არასწორად, მითუმეტეს იმათ ვინც კარგად არ მიცნობს. რთულია ასე. რახან ჩემი ნათქვამი არ ესმით ისე, როგორც მე ვგულისხმობ, ესე იგი, პრობლემა ჩემშია. მე ვერ გამოვხატავ სიტყვებით სწორად იმას, რისი თქმაც მსურს.
ჩემი ბლოგი ცივი და უემოციოა.
არ იგრძნობა რომ ამ ბლოგს სულიერი ავტორი ჰყავს.
რომ ამ ბლოგზე წერს ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც წერს თავის პრობლემებზე, ან თუნდაც სასიხარულო ამბებზე, სიახლეებზე და ა.შ. ეს არ იგრძნობა.
არც გულწრფელობა არ იგრძნობა მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ მიცრუია.
შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ მე ცოტას ვწერ ჩემს პირადზე და ძირითადად შემეცნებითი პოსტები მაქვს და ეს არეულობა უფრო აფუჭებს ბლოგს.
ჩემს ბლოგს რაღაც აკლია.
მშრალია ჩემი ფორუმი და მოსაბეზრებელი.
ან შეიძენს ამას ან არა.
მე დიდი იმედი მაქვს მაინც, რომ გახდება ისეთი, როგორიც ავტორს უნდა რომ იყოს. :)

პ.ს. მადლობა აქსიომას ბლოგს.




Wednesday, February 2, 2011

ძველისძველი წერილები



ამოვალაგოთ ჩემი დიდი ხნის წინანდელი კონვერტი. ჩემი ხელით გაკეთებულია ^_^ და შიგ ძველი წერილები ინახება. სკოლაში ვიცოდით ასე, ერთმანეთს გოგოები ვუკეთებდით ასეთ საჩუქრებს. :)





ერთ წელს, შობის არდადეგების შემდეგ, ჩემმა კლასელმა ეკამ, დაგვირიგა ასეთი კონვერტები ყველა კლასელს. და აი რა წერია წერილში:
"გილოცავ ახალ
წელს და გისურვებ
რომ ისეთი ბუზღუნა
აღარ იყო როგორიც
 იყავი

Happy new year.


წერილები ზუსტადაა გადმოტანილი.

ამ წერილებიდან 2 ნახატია. მართალია არც ერთი მათგანი არ მგავს მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. :D :D




კვლავ ეკას წერილი. თუმცა სჯობს თავად ნახოთ და გადაწყვიტოთ რა არის :)
















შემდეგ კონვერტში 2 წერილია. ჩემი მამიდაშვილების. თეოსი და თამოსი.
თამოს წერილში ყველაზე მეტად იმაზე ვიცინე, რომ წაწერილი აქვს თეომდე მე დავწერე წერილიო : D :D

თამოს წერილი: "როგორ ხარ? მე ვარ ისე რა! ძალიან მენატრები. ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ. ხო მართლა ხო ჩამოხვალ ჩვენთან არდადეგებზე? ხომ არ გვიბრაზდები ისევ მე და თეოს, რომ ვერ მოვედით მეორე დილით? ვერ მოვახერხეთ თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა. არ გეწყინოს. გახსოვს ჩვენი "ღამე?" სასაცილო იყო ხომ?
დათოს ჩემს და ჩემი ოჯახის მაგივრად მაგრად აკოცე და მიულოცე დაბადების დღე.
მომიკითხე ბიძა, ბიცოლა და ზურა.
        ყველას გილოცავთ აღდგომას.
მეტი რა დაგიწერო არ ვიცი. მომენატრა ჩვენი ჭორაობა.
გახსოვს გვანცა, მაკა და ლია? რომ ჩამოხვალ მასზე რაღაცეებს მოგიყვები. რეზო როგორაა? რეზიკო : D "

თეოს წერილის შინაარსიც იგივეა ვერ გადავწერ დიდია ძალიან. : D


შემდეგი წერილი (არ ვიცი რამდენადაა წერილი) უფრო სწორად ნახევარწერილი, : არის ერთი გვერდის ნახევარი. წერილი მე და ჩემს კლასელს შორის (ნათია) ისტორიის გაკვეთილზეა დაწერილი. ბოლოს გადავწყვიტეთ შუაზე ჩამოგვეხია და ბოლო ზარზე შეგვეერთებინა. მერე კი დაგვავიწყდა და შეგვრჩა ასე ნახევარ ნახევარი. : D
წერილში ჩვენი ჭკუით ვღადაობთ. არადა რომ გადავიკითხე რისი ამოკითხვაც შეიძლებიდა არაფერი სასაცილო არაა.. :D





და  უკანასკნელი არის ბოლო ზარის მოსალოცი ბარათი, რომელსაც ყველას გვაძლევდნენ ლექსად დაწერილს.
ჩემი ასეთია:
" მოხდენილი გოგო ხარ და
მომღერალი ბულბული,
წახვედი და თან წაიღე
ჩვენი სული და გული."

ყველაზე უნიჭო ლექსი ever. :D

სულ ეს იყო ძველი წერილები.
ვალენტინობისას სკოლაში დარიგებულ წერილებსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე. გადავყრიდი ადრე. არადა ძალიან ბევრი იყო.
მაინც კარგია რაღაც ძველს რომ აღმოაჩენ.
10 წლის წინანდელი წერილი ხუმრობა საქმეა? O_o