წინათაც მეძინა, ვჭამდი და ვფიქრობდი,
ადრეც ვიცმევდი, ვიხდიდი, ვწვებოდი,
აქამდეც ველოდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი,
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა...
შენ უცებ გამოჩნდი.
ახლა ყველაფერი სულ სხვანაირია,
ჩემი ღამის ძილი სულ აირია.
ახლა დილა უფრო ცისფერია,
ჩემი სამყარო ერთ მთლიანშია.
შენა ხარ ჩემი დილის ჩაის ყლუპი,
შენა ხარ ჩემი ნაბიჯი ნელი,
შენა ხარ სარკე, რომელსაც ვეპრანჭები,
შენა ხარ შხაპის ყოველი წვეთი.
შენა ხარ მაშინაც როცა ძილის წინ
შუქებს ვაქრობ, ფეხებზე ვიხდი.
ბალიშიც შენ ხარ თავი რომ მიდევს,
მთვარეც შენა ხარ ასე რომ ველი.
ექიმიც შენ ხარ, რომელიც მსინჯავს,
უსმენს გულს და მეხება ხელით.
ფურცელზე რაღაცას წერს, ხელი უკანკალებს,
შენა ხარ ის უკურნებელი სენი.
შენა ხარ ჩემი სიზმრების გროვა,
რომელსაც ძილში ვეთამაშები,
შენა ხარ ბლა ბლა უაზრო სიტყვები,
შენი ბრალია ძილში რომ ვბოდავ.
გითხარი წინათაც მეძინა, ვჭამდი,
არ მიფეთქავდა მთლად ასე გული,
ახლაც ვჭამ და ვფიქრობ მხოლოდღა,
ყველაფერს ასდის სულ შენი სუნი.
Wednesday, July 13, 2011
Thursday, July 7, 2011
კითხვა-პასუხი
კაი ხანია პოსტი არ დამიდია ბლოგზე. დღესაც მხოლოდ სურათები დავდე.
თეგ თამაშია კითხვა და პასუხი.
გადავწყვიტე ვითამაშო.
დავწერ უფრო სწორედ.
ეს პოსტი ყველაზე მეტად მე მაინტერესებს ^^
ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?-- პიჟამოთი ზამთარში, პერანგით ზაფხულში.
შავი თუ ლურჯი კალამი? -- შავი.
მოგწონს მოგზაურობა? -- უფრო მოგზაურობის პროცესი, მგზავრობა.
მოგწონს ვინმე? -- არა, მიყვარს.
იცის? -- კი.
ფიქრობ რომ მიმზიდველი ხარ? -- კი
გინდა დაქორწინდე? -- უმეტესად კი..
ვისზე? -- უნდა გითხათ?
კარგი სტუდენტი ხარ? -- კარგი სტუდენტი ვიყავი. დავამთავრე სწავლა
ახლა ბედნიერი ხარ? -- კი.
მოგიტყუებია ვინმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? -- დიახ.
დაბადების ადგილი -- თბილისი
შობა თუ ჰელოუინი? -- შობა რათქმაუნდა ^^
ფერადი თუ შავ-თეთრი ფოტო? -- ფერადი
შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? -- მე არ მჯერა რომ ძლებს.
ასტროლოგიის გჯერა? -- ისეტ პონტში
გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? -- კი.
სვამ? -- გააჩნია რას. ლუდს არა.
ხალხს ამხიარულებ? -- გააჩნია ჩემს ხასიათს. თუ მომინდა ისეთ სისულელეებს ვამბობ ხოლმე, რომ ეცინება ხალხს. თუ არ ვარ მთლად ხასიათზე სხვას კი არა რამდენიც არ უნდა ეცადონ მეც ვერ გამამხიარულებენ.
ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? -- კი რატომაც არა. ოცნებასაც გააჩნია. რეალური უნდა იყოს.
საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი. -- მართა.
მოგიპარავს ოდესმე რამე? -- კი, ორჯერ. ერთი ჩემივე ნივთი იყო.
ერთხელ 5 თეთრიანი მამალო მოვიპარე. და მეორე, ჩემნი თოჯინის კაბა მომპარა მეგობარდა, გადააკეთა და თავის ბარბის ჩააცვა. მეც მოვიპარე ჩემივე კაბაში გამოწყობილი პატარა ბარბი. :დ
როგორი ამინდია ახლა? -- ღამეა და საშინელი ჩახუთული ჰაერი.
ბოლოს როდის შეიჭერი თმა? -- წლინახევრის წინ.
ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? -- კოკას.
როდის იბანავე ბოლოს? -- დღეს შუადღისას.
წყნარი თუ სწრაფი მუსიკა? -- წყნარი ^^
Mcdonalds თუ Burger King? -- ორივე.
ღამე თუ დღე? -- ღამე. (ჩემი ფარული ბოიფრენდია ღამე)
ბალიშების რაოდენობა. -- ერთი ზამთარში. ზაფხულში არ მიდევს.
პიანინო თუ გიტარა? -- გიტარა.
მომავალი სამსახური. -- რასაც უფალი მომცემს.
ახლანდელი სამსახური. -- სულ სულ ცოტა ხნით უმუშევარი
ახლანდელი სიყვარული? -- კითხვა ვერ გავიგე. სახელი? მყავს თუ არა? კმაყოფილი ვარ თუ არა? ვთოვებ ამ კითხვას.
ახლანდელი იმედგაცრუება? -- თხოვნა არ შემისრულა საყვარელმა ადამიანმა.
ახლანდელი გაბრაზება? -- დედაჩემი ყოველ 2 წუთში მიშლის ნერვებს
ბოლოს რა ჭამე? -- ვერმიშელი და თევზი.
ბოლო რაღაც რაც შეიძინე -- იმდენი ხანია არაფერი მიყიდია დამავიწყდა კიდეც. მარილიანი ჩხირები.
რა გესმის ახლა? -- მაია ასათიანის ხმა. ჩემები ტელევიზორს უყურებენ.
გაქვს გეგმები WEEKEND-სთვის? -- დაახლოებითი.
რა ქენი დღეს? -- განსაკუთრებული არაფერი. მთელი დღეა სახლში ვარ.
გაიხედე უკან, რა არის? -- კომოდი.
მინდა... -- ნაყინი და კიდე მაღალ ანახღაურებადი სამსახური მინდა
ვისურვებდი? -- ამ ზაფხულს მე რომ მინდა ისე დავისვენო. ^^
მაინტერესებს -- ხვალაც ასე ეცხელება?
ახლა მაცვია -- მოკლე სარაფანა.
გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე.
კეთილი სურვილებით, ილარია.

ჩემი რაღაც-რუღაცეები
ადრე ვაგროვებდი ბლოკნოტებს, ფანქრებს, მერე საშლელებს.
მომინდა თქვენთვისაც მეჩვენებინა.
კალმებსაც ვაგროვებდი სანამ არ დაიტაცეს ოჯახის წევრებმა.
Subscribe to:
Posts (Atom)