Wednesday, September 29, 2010

Betty Boop


ბეტი ბუფი.


ანიმაციური პერსონაჟი.
დაბადების თარიღი: 8/08/1930
დაბადების ადგილი: ფილმები
ყველაზე ცნობილი როგორც: მოკრძალებული და სუქსუალური ანიმაციური ლედი 1930 წლებში.

ბეტი ბუფი იყო ანიმაციური ლამაზმანი, რომელიც მაქს ლეჩერმა შექმნა "პარამაუნთ სტუდიოს" 42 სერიანი მულტფილმისათვის. თავდაპირველად, ბეტი ბუფი იყო ძაღლი, ხოლო 1930 წელს, იგი ჩამოყალიბდა ლამაზ ქალბატონად, რომლის ქვედაბოლოს აწევა და მისი სამარკო ნიშანი "ბუფ-ბუფ-დუფ" უფრო მაცდუნებელი გახდა ვიდრე მხოლოდ ცეკვა და სიმღერა. მისი პირველი დებიუტი შედგა 1930 წლის 8 აგვისტოს "დიზი დიშის" მულტიპლიკაციური სერიების მეექვსე ნაწილიში. ბუფი იყო სენსაცია იმ დროისათვის და ასამდე მულტფილმში მიიღო მონაწილეობა 1931 წლიდან 1939 წლამდე. ბეტი ბუფის სექსუალურმა გარეგნობამ კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, მისი დიზაინი რამდენჯერმე გადაკეთდა, შედაგად კი მისმა პოპულარულობამ იკლო. ბუფის მომღიმარი სახე გამოსახული იყო ყველანაირ ნივთზე. სამკაულებიდან დაწყებული, ავტომანქანებით დამთავრებული. ბეტი ბუფის ნივთებზე დიდი მოთხოვნა არის 21-ე საუკუნეშიც.

Donna Reed


დონა რიდი.

მოვიხიბლე ამ ქალის გარეგნობით და ნიჭით. ეს არის ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. დონა რიდს არასდროს უფიქრია მსახიობი გამხდარიყო. მას სურდა მასწავლებლობა, თუმცა კოლეჯის საფასურის გადახდა ვერ შეძლო და კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად.

სკოლაში და უნივერსიტეტში რიდი აირჩიეს სილამაზის დედოფლად. 1941 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს MGM-თან. ამის შემდეგ დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. თავდაპირველად, იგი მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებს თამაშობდა, დონა ადამსის სახელით. 40-იანი წლების შუა ნახევარში იგი მთავარ როლებზე დანიშნეს და წარმატება მოიპოვა დონა რიდის სახელით. დონა ძირითადად ანსახიერებდა გულწრფელ, კეთილშობილ მეუღლეს ან შეყვარებულს. 1953 წელს კი მან რადიკალურად განსხვავებული როლი შეასრულა ფილმში "from here to eternity". სუსტი ყოფაქცევის ქალის შესრულებული როლისთვის მან აიღო ოსკარი ნომინაციაში, საუკეთესო მსახიობი ქალი. 1958 წლიდან კი მან შეწყვიტა ფილმებში მონაწილეობა და ტელესერიალ "The Donna Reed Show"-ს მთავარი გმირი გახდა.ტელესერიალი დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და 1966 წლამდე გადიოთა ეთერში.

4 შვილის დედა დონა რიდი 3-ჯერ გათხოვდა.
იგი გადაიცვალა პანკრეასის კიბოს დაავადებით, ბევერლი ჰილსზე, კალიფორნიაში, 1986 წლის 14 იანვარს.

tango


ტანგო ჩამოყალიბდა ბუენოს აირესში, არგენტინა და მონტევიდეოში, ურუგვაი. ევროპელი ემიგრანტების, ძირითადად იტალიელი, ფრანგი და ესპანელი ხალხის კულტურისა და ტემპერამენტის შერწყმით. თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული "ბინძური ცეკვების" ნუსხაში შედიოდა და ამიტომაც იგი მიღებელი იყო საზოგადოების მაღალი ფენებისთვის და დიდებული ევროპისთვის,მაგრამ ამ ცეკვამ მალე მოხიბლა ხალხი, მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა სანამ მთელს მსოფლიოს არ მოედო.
თავიდან არსებობდა მხოლოდ ტანგო ქრიოლო ანუ უბრალოდ ტანგო,შემდგომში იგი დაიხვეწა, განვითარდა და დღეისთვის მისი მრავალი სტილია ცნობილი:


Tango Argentino
Tango Oriental (uruguayo)
Tango Canyengue
Tango Liso
Tango Salon
Tango Orillero
Tango Milonguero (Tango Apilado)
Tango Nuevo (New Tango)
Show Tango (also known as Fantasia)
Ballroom Tango
Finnish Tango

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ტანგო იყო სოლო ცეკვა, რომელსაც ქალი ასრულებდა. ცეკვა ამორალურად მიიჩნიეს მისი ფლირტული მელოდიის გამო.

როგორც ყვებიან ტანგო მოდის არგენტინელი გაუჩოებისგან. მათ ეცვათ კოვბოის ტყავის შარვალი, რომელიც გამაგრებული იყო ცხენების დორბლითა და ოფლით. გაუჩოები დადიოდნენ მოღუნული მუხლებით. ისინი ღამით შედიოდნენ ხალხით გადატენილ კლუბებში და საცეკვაოდ იწვევდნენ ადგილობრივ გოგონებს. იმის გამო, რომ გაუჩოები არ იყვნენ დაბანილები, გოგონები ცეკვისას თავს უკან წევდნენ. გოგონას ხელი დაბლა ეჭირა მამაკაცის ჯიბესთან ახლოს - საფასური მასთან ცეკვისთვის. კავი მოღუნული სხეულით ცეკვავდა იმის გამო რომ ადგილი პატარა იყო. კლუბი მრგვალი მაგიდებით იყო სავსე, ამიტომ კაცს მათ გარშემო და მათ შუა უწევდა ცეკვა.

ტანგოს ამერიკული ვერსია იმ კრიტერიუმებისაგან შედგება რომლისგანაც ყველა კარგი ცეკვა ფასდება: 1. მუსიკა ცეკვის შესაფერისი უნდა იყოს. 2. ის უნდა შეიცავდეს იმ ძირითად ელემენტებს, რომლითაც იგი განსხვავდება სხვა ცეკვებისგან. 3. მისი შესრულება კომფორტული და სასიამოვნო უნდა იყოს.

ცეკვის საჩვენებლად, ტანგოს მოცეკვავემ უნდა დაამყაროს მტკიცე კავშირი მუსიკასთან, ცეკვასა და აუდიტორიასთან. მაყურებელი იგრძნობს ამ კავშირს თუ შემსრულებელიც ნამდვილად გრძნობს ამას. ეს არის როცა შენი და შენი პარტნიორის სიამოვნებისთვის ცეკვავ.

იდეალური ბალერინა


სასურველი ფიზიკური მოთხოვნა ბალეტის მოცეკვავისთვის არის: გრძელი ხელები და ფეხები, გრძელი კისერი და შედარებით მოკლე ტანი. იდეალური ტანი ბალერინასთვის არის მოქნილი, გამხდარი და ძლიერი. მოცეკვავეებს არ შეუძლიათ შეიცვალონ ტანის პროპორციები, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ ფიზიკური მონაცემები. ყველა დიდმა ბალერინამ დაიწყო არა სასურველი მონაცემებით.
ასევე იდეალურ ბალერინას უნდა ჰქონდეს რიტმის გრძნობა და მთლიანად უნდა შეიგრძნობდეს მუსიკას. მას უნდა უყვარდეს ბალეტი და მთლიანად უნდა მიუძღვნას თავი მას. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ შეასრულებენ ლამაზ მოძრაობებს...

პირველი საბალეტო სკოლა


ბალეტი ლამაზი ცეკვაა. ტელევიზორში ან ფილმში მაინც გექნებათ ნანახი. შეიძლება ბალეტზე თქვენც დადიხართ ან იცნობთ ასეთ ადამიანს. ინგლისურად ბალლეტ ასო “თ” არ იკითხება და გამოითქმის როგორც ბალეი.ბალეტი პირველად იტალიაში შესრულდა 1600-ში.1661-ში კი პირველი საბალეტო სკოლა გაიხსნა საფრანგეთში. ის ლუი მეთოთხმეტემ გახსნა და მხოლოდ კაცებს ჰქონდათ უფლება ეცეკვათ. ქალებმა პირველად ბალეტი იცეკვეს 1681 წელს. ისინი სულაც არ გავდნენ დღევანდელ ბალერინებს, რადგან კოჭებამდე კაბა ეცვათ.1789 წლამდე შემსრულებლები არა მარტო ცეკვავდნენ არამედ პოემებსაც ამბობდნენ და სიმღერებსაც მღეროდნენ.საცეკვაო ძველი ილეთები დღესაც შემორჩენილია და მათ ისევ ფრანგული სახელები ჰქვიათ.ბალეტის ძირითადი 5 ილეთი შეიქმნა 1600 წლებში ფრანგი ბალეტის მასწავლებლისეაუცჰამპს-ის მიერ. ეს ხელების და ფეხების მოძრაობა ეხმარება ბალეტის მოცეკვავეს დაიცვას ბალანსი ცეკვის დროს. ბალეტის ყოველი ნაბიჯი იწყება ერთ-ერთი ძირითადი ილეთიდან.ილეთების ფრანგული დასახელებები და მათი ქართული შესატყვისები:

“Devant,”-win
“Glissade,”-narnari
“Pas,”-nabiji
“Pas de chat,”-“katuri nabiji”
“Pas de deux,”-nabijebi ori mocekvavisTvis
“Pas jete,”- gamosr ialeba
“Releve,”-aweuli
“Rond de jambe,”-cal fexze triali
“En premiere,”-pirveli pozicia
“En seconde,”-meore pozicia
“en troisieme,” “en quatrieme,” and “en cinquieme.” –mesame, meoTxe da mexuTe pozicia.

მოცეკვავეები. მდედრობითი სქესის მოცეკვავეები ანუ ბალერინები ცეკვავენ თითის წვერებზე. ამას ჰქვია ცეკვა “ენ პოინტე”. ბალერინა სულ მცირე 12 წლის უნდა იყოს რომ იცეკვოს ეს ცეკვა. შემდებ იგი იცმევს ფეხზე თითის წვერებთან მაგარ და ბანტიან ფეხსაცმელს. მატყლს დებენ წყერებთან რათა ბალერინას არ ეტკინოს თითის წვერები.
ბალერინები წარმოდგენისთვის იცმევენ “ტუტუს”, რომელიც არის გრძელი პერანგი და ის მიმზიდველად ჩანს როცა ბალერინა ცეკვავს.
მათი თმა კი კოსად შეკრული თავზე მაღლა აქვთ გადაწეული.
მამაკაცი მოცეკვავეები, რომლებსაც უბრალოდ ბალეტის მოცეკვავეები ჰქვიათ, ცეკვავენ უბრალო რბილი სპეციალური ფეხსაცმლით. მათ არ აცვიათ პუანტები. ასევე ისინი კარგ ფორმაში უნდა იყვნენ, რათა შეეძლოთ ბალერინების ჰაერში აწევა.
ყველა ბალეტის მოცეკვავეს აცვია კოლგოტი. ეს არის წინდების მაგვარი რამ , რომელიც მთელ ფეხს ფარავს.

ყველა საბალეტო დადგმა სხვადასხვანაირია სხვადასხვა ადგილებში.
შეგიძლია ნახო “გედების ტბის” ბევრნაირი დადგმა და არასდროს მოგწყინდება რადგან ყველა ქორეოგრაფი თავისებურად დგამს ბალეტს.

ბალეტი


ბალეტი 15 საუკუნის იტალიური რენესანსის დროში წარმოიშვა და განვითარდა საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში როგორც საკონცერტო ცეკვის სახეობა. თავდაპირველად ის სრულდებოდა კლასიკურ მუსიკაზე. ბალეტი ისწავლება სპეციალურ საბალეტო სკოლებში მთელი მსოფლიოს ირგვლივ, რომლებიც იყენებენ თავის კულტურას და საზოგადოებას რათა გააცნონ ეს ხელოვნება.
საბალეტო ცეკვები იდგმება ქორეოგრაფიულად პროფესიონალი მოცეკვავეების მიერ, რომლებიც შესრულებაში რთავენ მიმიკებსა და მსახიობურ ილეთებს. Bბოლოს კი მუსკა ედება წარმოდგენას (ჩვეულებრივ ორკესტრის, ზოგჯერ კი ვოკალურიც). Bბალეტი არის სტაბილური ცეკვის სახეობა, რომელიც შეიცავს სხვა ცეკვების თავდაპირველ მოძრაობის ფორმებს.

ცეკვა რთული შესასრულებელია და ითხოვს ბევრ მეცადინეობას რათა მიაღწიო შედეგს. ის ცნობილია როგორც ღომანტიც bალეტ ორ Bალლეტ Bლანც, რომელიც გულისხმობს მდედრობითი სქესის მოცეკვავეს, რომელიც კონცენტრირებულია პოინტის მუშაობაზე, რხევაზე, ზუსტ ტანმოვარჯიშის მოძრაობებზე. ბალერინები წარმოდგენილი არიან მოკლე თეთრ ფრანგულ კონტუმში რომელსაც ჰქვია ტუტუ. ბალეტის უკანასკნელ განითარებაში შედის: სახვითი ბალეტი, ნეოკლასიკური ბალეტი და თანამედროვე ცეკვის ელემენტები.

სიტყვა “ბალეტი” მოდის ფრანგულიდან, რომელიც ინგლისურშიც დამკვიდრდა 17 საუკუნიდან. ფრანგული სიტყვა კი თავის მხრივ იტალიური “ბალეტოდანაა”. ფუძე “ბალო” ცეკვას ნიშნავს. ბალეტის ყველაზე ძველი სიტყვა კი ლათინურშია “ბალეა” რაც ასევე ცეკვას ნიშნავს.