Saturday, May 28, 2011

საქსოფონი

რამდენი ხანია მინდოდა ამ გასაოცარ ინსტრუმენტზე დაწერა და როგორც იქნა მეღირსა.


ვინ შექმნა საქსოფონი?
საქსოფონი- ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმნეტია, რომელიც ბელგიელმა მუსიკალური ინსტრუმენტების გამომგონებელმა, ადოლფ ანტუან ჯოზეფ საქსმა შექმნა 1841 წელს. სწორედ მისი გვარის მიხედვით დაარქვეს ინსტრუმენტს ეს სახელი.
 ადოლფის მამა, შარლ ჟოზეფ საქსი ცნობილი მუსიკალური სასულე ინსტრუმენტების ოსტატი იყო. მას 11 შვილი ჰყავდა და თავისი პროფესია მხოლოდ ადოლფს გადაულოცა. საქსი საცხოვრებლად ბელგიიდან საფრანგეთში გადავიდა და სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების ქარხანა გახსნა. ადოლფ საქსმა სრულყო თითქმის ყველა სასულე ინსტრუმენტი. ის ცდილობდა, ახალი ჟღერადობა მიენიჭებინა ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის და წარმატებით შეძლო კიდეც. საქსოფონის გამოგონებამ მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

როგორი ინსრუმენტია საქსოფონი?
საქსოფონი ხის სასულე ინსტრუმენტთა რიცხვს განეკუთვნება, თუმცა ის ლითონისგან - ვერცხლის ან განსაკუთრებული შენადნობისგან, ლატუნისგან მზადდება. ფორმითა და ჟღერადობით კლარნეტს ჰგავს. საქსოფონი წარმოადგენს პარაბოლის მსგავს საყვირს, ნისკარტისმაგვარი მუნდშტუკითა და ერთმაგი ტროსტით. არსებობს მუნდშტუკის მრავალი ტიპი, რაც სხვადასხვანაირი ჟღერადობის საშუალებას იძლევა. საქსოფონის ოჯახი 7 ნაირსახეობისგან შედგება- სოპრანოდან კონტრაბასამდე და ჯაზური ორკესტრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. გამოიყენება სასულიერო, საესტრადო და სიმფონიურ ორკესტრებში, აგრეთვე, როგორც სოლო ინსტრუმენტი.

სად გამოიყენება საქსოფონი?
თავდაპირველად საქსოფონი მხოლოდ სამხედრო ორკესტრებში გამოიყენებოდა. შემდეგ კი, თანდათანობით, საოპერო და სიმფონიურ ორკესტრებშიც შეიტანეს. ბევრი ცნობილი კომპოზიტორი წერდა მუსიკას სპეციალურად ამ ინსტრუმენტისთვის. სიმფონიურ ორკესტრში საქსოფონი პირველად გამოიყენა ჟორჟ ბიზემ, ალფონს დოდეს პიესის - „არლელი ქალი“-სათვის დაწერილ მუსიკაში.
დღეს ყველაზე ხშირად საქსოფონი გამოიყენება ჯაზურ მუსიკაში. ზოგიერთი ცნობილი მუსიკოსი მას „ჯაზის მბრძანებელსაც“ უწოდებს.
მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა ახალი მუსიკალური სტილი „ჯაზი“ და საქსოფონი მაშინვე იქცა მის მთვარ ინსტრუმენტად. მისი სპეციფიკური ჟღერადობა და დიდი შესაძლებლობები ამ სტილს ძალიან მიესადაგა.


Wednesday, May 25, 2011

შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

მაცომ დამთაგა ამ პოსტზე. არც ვიცოდი. შევედი წავიკითხე მისი პოსტი და ვნახე იქ.
ამ ბოლო დროს ვეღარ ვწერდი რატომღაც.
რამდენი ხანია არაფერი დამიწერია და ეს ბოლო ჩემი პოსტი "Smell of the skin" როგორ გამომივიდა არ ვიცი.
ლექსის დაწერა მინდა იმაზე, რაც დიდ სიხარულს, სიყვარულს მგვრის და ვერ ვაკეთებ. ბევრნაირი ვარიანტი დავიწყე და გავჩერდი. არ შემიძლია ბედნიერების აღწერა, თურმე არ შემძლებია.
გადავუხვიე თემას მგონი.
ჩემთვის სევდიანი მომენტებიც იმსახურებს გაჩერებას, თუმცა ვეცდები ნაკლებად დავწერო სევდიან მომენტებზე.


2010 წლის ზაფხული - ზღვა, 2 მთვარე, მეგობრები, ფეხშიშველი სიარული, ზღვასთან კოცონი, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

ღამის 4 საათი, ჩემი დეიდაშვილი ჩემთან დარჩა, ვწევართ, ჩემი ძმა, ნასვამი, გაგვაღვიძა, შოკოლადები, რაფაელოები,  მაკოცა, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

სკოლის მოსწავლე ვარ, სცენა, სიმღერა, მოხუცის ღიმილნარევი, სიხარულით და სიტკბოთი სავსე თვალები, შეჩერდი, წამო, მშველიერი ხარ.

სკოლის მოსწავლე ვარ, თბილისობა, გავიყინე, ვიმღერე, და პირველი ადგილი..., სიგელი, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

ქობულეთი, ჯგუფელები, ცეკვა, სიცილი, კამერა, საზამთრო, შეჩერდი, წამო, მშველიერი ხარ.

დაღლილი დედა, კოცნა, ჩახუტება, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!
ჯაზის მოსმენის დროს ხშირად მჭირს შეჩერდი, წამო.

ბაღი, ანა მუსი, miss Ia, I love you! შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

კოკას თვალების ყურება, მისი მეორე თვალების ყურება. შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

კოკასთან გატარებული ყოველი წამი ჩერდება!

Smell of the skin

ზოგჯერ ისე დაცხება ხოლმე, რომ სუნთქვაც ჭირს. მერე გონება გეკარგება. აზროვნებ, მარა ცოტა ხნის მერე აღარ გახსოვს რაზე ფიქრობდი. ფიქრობ ისეთ უცნაურ რაღაცეებს, რაც შენც იცი, რომ მასე არაა. გამორკვეულს აღარ გახსოვს რატომ ფიქრობდი ასე.
ლაპარაკი გინდა და ემზადები სიტყვის სათქმელად, მარა ვერ იწყებ, ვერ ლაპარაკობ. თითქოს შიგნიდან გექაჩებიან და არ უშვებენ ხმას ამოვიდეს ყელიდან, ტუჩები არ იძვრის, რათა ასო წარმოთქვან
. ბაგეები გაყინულან, გამშრალან და ენას უხმობენ, რათა მოლოკოს  და გამოაცოცხლოს, როგორც გულწასულს წყლის შესხურება გამოაცოცხლებს, მოიყვანს გონზე.
ფიქრი ზარმაცდება ხოლმე ამ დროს და არ სურს ტრაკის განძრევა. მიატოვებს მფლობელს და ჯიუტდება. თიშავს მთელ გონებას და ხელ-ფეხს უკრავს
, რათა ვერ შეძლონ მოძრაობა. საფეთქლები იწყებენ წივილს, კივილს, გიკაკუნებენ ჩაქუჩს, ლურსმანი საჭიროზე  გრძელია და დიდი დრო სჭირდება დაჭედებას.
  თვალები იყურებიან, თუმცა უაზროდ. თვალი თვალში რომ გაუყარო, ვერ ამოიკითხავ ვერაფერს. თუ ძლიერ დააკვირდები, უსასრულობაში დაკარგის შიში შეგიპყრობს და თვალს მოარიდებ. გუგები ამ დროს დაპატარავებულია, თვალის ფერი კი, ვერაფერს გეტყვის საინტერესოს.
 კისერი, მაინც რა ლამაზი კისერი აქვს. ყელი მოუღერებია და მაცდუნებლად გამოიყურება. ძნელია თავი შეიკავო ცქერისგან. ნეტა თბილი კისერი აქვს? ხელის ნელი ჩამოცურებით იგრძნობდი ტემპერატურას, მარა ხელის მიტანას როგორ გაბედავ? არ მიგიშვებს... შორიდანვე უკარება ჩანს. რა უცნაურად თეთრია...
 ვიზმორები და ვიღვიძებ...


                                                                    ნეფერტიტის დღიურიდან

Thursday, May 5, 2011

ვინ იყო მართა?

ზოგს მოგეხსენბათ, მაგრამ ვინც არ იცით გეტყვით რომ სკაიპში "მართა" მქვია. ეს სახელი ისე ავიღე. ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობას მოვარგე ეს სახელი. მდგომარეობას არ დავახასიათებ, უბრალოდ ჩემში ამ სახელის ასოციაციას იწვევდა.
როცა მეკითხებოდნენ ვინაა მართაო არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა, რადგან ასეთს არც არავის ვიცნობ და არც არასდროს შემხვედრია ეს სახელი არსად.
ამას წინათ ვკითხულობდი გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს (ახლაც ვკითხულობ). სარჩევში წავაწყდი სათაურს "მართა". მგონი ვიპოვე რასაც ვეძებდი. ^_^
და აი ვინ იყო მართა:

მართა იყო ქართველი ქრისტიანი ქალი. ქმარი აღარ ჰყავდა, ბრძოლაშო დაეღუპა. ერთ წელსაც არ უცხოვრია ქმართან ერთად. ერთხელაც კი ვერ შეუხედნია ხეირიანად მისთვის თვალებში, ისე დაქვრივდა.
ფეხმძიმედ იყო მართა.
მართას სილამაზე განთქმული იყო. ღია-წაბლისფერი თმა, ტანად აშოტილი იყო, წელწვრილი, მოცისფრო-მოიისფრო თვალები ჰქონდა.
ლეკებმა მოიტაცეს მართა და მისი უმცროსი და მარეხი. მათი სილამაზის გამო დაჰპირდნენ, რომ ბაზარში არ გაყიდიდნენ, სამაგიეროდ კი მათ უნდა დეტევებინათ ღმერთი და ეღიარებინათ ალაჰი.
მარეხისგან განსხვავებით, მართამ ბოლომდე შეინარჩუნა რჯული. იგი საპყრობილეში ჩააგდეს, მარა მაინც არ მიიღო ლეკების რჯული. რას არ დაპირდნენ, რითი არ შეაშინეს, ქალი მეტად მტკიცე აღმოჩნდა.
მართას ძალიან ენატრებოდა საქართველო. ღამღამობით სიზმარში ხედავდა, რომ ტყვეობიდან გარბოდა და გადასახედიდან გადაჰყურებდა საქართველოს.
მართამ სიბნელეში, მარტოდმარტომ იმშობიარა.
მან ჩვილი დატოვა იმ იმედით, რომ მასთან ოდესმე დაბრუნდებოდა და წაიყვანდა თან. ქალმა პირჯვარი გადაიწერა და გაძვრა იმ ხვრელში, რომელიც მან ამ დროის განმავლობაში გათხარა გასაქცევად.
ქალი გარბოდა... მირბოდა მართა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
მდევარი თანდათან უახლოვდებოდა.
ზემოთ საქართველოს გადასახედი იყო.
როგორმე იქამდე უნდა მიეღწია.
მდევარმა ლეკმა თოფი დაუმიზნა მართას და ესროლა.
ნასროლი ზუსტი გამოდგა.
"- ვაი შვილო! _ აღმოხდა მართას და შეტორტმანდა. უნდოდა უკან მიხედვა, მაგრამ წინ საქართველო იყო.
 მთაზე მდგარი ქარისაგან დაძრულ ლერწამივით ქანაობდა და მანამდე გადაჰყურებდა მშობლიურ მთებს, სანამ რაიმეს დანახვა კიდევ შეეძლო მის თვალებს.
  მერე წინ გადაქანდა მოწყვეტით და საქართველოს მხარეს თავგადახრილი მიწას ჩაებღაუჭა."

სწორედ ასეთია ჩემი მართა. თუმცა უფრო მოხუცი. :)

Sunday, May 1, 2011

ცხენი 1

ცხენი არის ძუძუმწოვარი ცხოველი, რომელიც დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. იგი ტრანსპორტის საშუალებაცაა და ტვირთმზიდიც. ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი, საკვების მოპოვების და მტრისგან თავდაცვის მიზნით. ცხენს აქვს გრძელი , წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება.თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით.იმის გამო ,რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს .შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე .ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს .ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ.

ცხენს კარგი მხედველობა ,სმენა და ყნოსვა აქვს.შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი.მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას.ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები.მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები.

ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს ,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს.ცხენი შობს ერთ კვიცს ,იშვიათ შემთხვევაში-ორს.ახალდაბადებულ კვიცს ,დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი.შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია.ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული.

არიან : საჯდომი ,მარბოლარი ,მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები.
ჩვენში გავრცელებული ჯიშები:
ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი.
დონური ცხენი- საჯდომი ცხენი (იყენებენ არმიაში).
ბუდიონური ცხენი - დონური ცხენის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ახალი ჯიში.ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები.
თუშური ცხენი შეგუებულია მთებს და იგი შედარებით პატარა ზომიდაა.
მეგრული ცხენი კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა.ტანად შედარებით პატარაა.

ცხენი 2


არაბული ცხენი

არაბული ცხენი, საჯდომი ცხენის უძველესი ჯიში. მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც I ათასწლეულში, ხალხური სელექციის გზით იგი ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში არაბული ცხენი ევროპაში შეიყვანეს და ადგილობრივი ცხენების გაუმჯობესებით მიიღეს მსუბუქი საკავალერიო ცხენი. აღმოსავლეთ ქვეყნებში მას საჯდომ ცხენად იყენებედნენ. არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები.

არაბული ცხენი ტანად მომცროა, მკვრივი კონსტრუქციისა, ღონიერ ფეხებს და მსუბუქად ადგამს. ფერად ლურჯაა, ქურანა ან თაფლა.

არაბული ცხენი ნაკლებმომთხოვნია და კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშში 3 ტიპს განასხვავებენ: ხადბანს, ქუჰეილანს და სიგლავს.

მე ძალიან მომწონს არაბული ცხენი.
ძალიან ლამაზია..