Tuesday, November 26, 2013

ახალშობილი part 1

ახალშობილი
ოჯახი სულმოუთქმენლად ელოდება პირველ ბავშვს. ლოდინს თან ახლავს სიხარული და შიში.
როგორ გამოიყურება ახალშობილი: წონა, სიგრძე, ფორმა.

ახალშობილის წონა როგორც წესი არის დაახლოებით 3 კგ.  ასეთ ბავშვზე ამბობენ რომ ის არის კარგი წონის. 2500გ.–ის ზემოთ ითვლება კარგ წონად.  2500გ.–ზე ნაკლები წონისა კი ნაადრევად ითვლება.  ახალშობილი გოგონები უფრო ნაკლები წონისა არიან, ვიდრე ახალშობილი ვაჟები.
პირველ დღეებში როგორც წესი ბავშვის წონა იკლებს. 2–3 დღეში ბავშვმა შეიძლება მოიკლოს 100–200–250 გ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა და არ საჭიროებს განგაშს. 1–2 კვირაში ბავშვი იწყებს წონის მატებას.

სხეულის სიგრძე ახალშობილებში საშუალოდ 48–54სმ.–ია. თუმცა ნაადრევად შობილი ბავშვების სიგრძე უფრო ნაკლებია. ახალშობილ ბიჭებს გოგონებზე უფრო გრძელი ტანი აქვთ.

ახალშობილის ფორმა განსხვავდება მოზრდილი ბავშვის ფორმისაგან.  თავი დიდი, ფეხები კი წვრილი და მოღუნული აქვთ. მუცელი– ამობურცული. რამოდენიმე თვეში ახალშობილის ფორმა იცვლება.

ტანის მდებარეობა.
თუკი ბავშვს ზურგზე დავაწვენთ, იგი თავს გვერდზე მიაბრუნებს.  ხელებს მოხრის იდაყვებში და ხელს მოკუმშავს. შემდეგ მათ თავს ზემოთ დაილაგებს.
ახალშობილის წოლისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

1. არ გავუსწოროთ ბავშვს ფეხები .
დედების ნაწილი უჩივის იმას რომ ბავშვს ვერ უსწორებს ფეხებს. მათ არ იციან, რომ ბავშვს ფეხების გასწორება სტკივა. ფეხები რაც შეიძლება თავისუფლად უნდა ჰქონდეს მას. თუ ფეხებს გავუსწორებთ და ისე გავახვევთ ზეწარში, ბავშვი დაიწყებს ტირილს და თავს არაკომფორტულად იგრძნობს. ის ყველანაირად ეცდება ფეხების გაშლას და თუ ამას ვერ მოახერხებს, ტკივილისგან ის დაიწყებს ტირილს.

2. ნუ შეშინდებით ახალშობილის მოღუნული ფეხების გამო.
დედებს ეშინიათ მათ შვილს არ ჰქონდეს რახიტი.  ბავშვს არ აქვს რახიტი. რახიტი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია
D ვიტამინის ნაკლებობის გამო. ბავშვის ფეხები სიარულის დაწყებასთან ერთად გაუსწორდება.  რახიტის შემთხვევა კი მოგვიანებით ვლინდება და ბავშვის სიარულის დაწყებისას  იწყებს ფეხები გაღუნვას.


ჩვილის ფეხების ძალდატანებით გასწორებამ შეიძლება სიარულის დროს უარყოფითი შედეგები გამოიღოს.