Tuesday, November 1, 2016

"სხვა ამსტერდამი"


დათო ტურაშვილის ამსტერდამს ვკითხულობ და სულ ამსტერდამში გამგზავრება მინდება. სურვილი, რომელიც ალბათ ყველას გაუჩნდება ვისაც ამსტერდამი არ უნახავს . მე კი, რომელიც საქართველოს საზღვრებს არ გავცდენილვარ, განსაკუთრებულად.
გადავიდეთ პირდაპირ სათქმელზე.
 რატომ ვწერ პოსტს ამ წიგნზე მაშინ, როცა კითხვა არ დამიმთავრებია? კითხვის პერიოდში ბევრი სათქმელი გამიჩნდა და ჩემი ამბავი რომ ვიცი, რომ დავასრულებ კითხვას, ყველაფერი თავიდან ამომივარდება. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ არსებობს ეს აზრები ტვინში, გადმოვიტანო ფურცელზე. ფურცელზე რა, ელექტრონულ ფურცელზე.
პირველი, რისი თქმაც მინდა ეხება წერილებს, რომელსაც უცნობი გოგო წერს დათოს. რომ გავიგო რომ ამ წიგნზე ორი ადამიანი მუშაობდა და წერილები ავტორი გოგოს დაწერილი ნაწილია, ადვილად დავიჯერებდი. წერილები ძალიან გავს გოგოს დაწერილს. სტილი, სიტყვები, ემოციები, აღწერები ყველაფერი ძალიან "გოგოშკურია". ვკითხულობ და ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხა დათომ ასე დაემსგავსებინა წერილები გოგოს დაწერილ სტილს. ან მართლა გოგოს წერილებია ან მართლა საოცარი მწერალია დათო. ის ვარიანტი, რომ წიგნზე ორი ადამიანი მუშაობდა, მე თვითონ გამოვრიცხე. გვეცოდინებოდა მკითხველს ამის შესახებ. 
წერილებში მაშინ ამოვიცანი დათო, როდესაც ოთხმოცდაათიანი წლები კარგად აღუწერა იმ თაობის მკითხვრლს, ვინც ამას გადაურჩა და ვერ მოესწრო.
ნეტავ საერთოდ არსებობდა რეალობაში რაიმე სახის წერილები?
მეორე მაქვს კითხვა დათოსთან. ბატონო დათო, როდესაც 270 გვერდზე დაგვაინტერესეთ და ისე წარმართეთ ნაწერი რომ ველოდი ამ ინტერესის დაკმაყოფილებას, რატომ დაგვტოვეთ ხახამშრალი? რატომ არ გვითხარით რა მოგწერათ მაკამ ისეთი, რამაც ესოდენ გაგაბედნიერად მაშინ იქ ამსტერდამის პარკში?
 წიგნის კითხვას რომ დავასრულებ პოსტს აუცილებლად შევმატებ ტექსტს.
ეს ყველაფერი ახლა უნდა დამეწერა ვერ დაველოდები წიგნის დასრულებას.
დავასრულე წიგნი.