მხოლოდ შენ შეგიძლია გამიგო ისე, როგორც საჭიროა
მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ჩემი ფსიქოლოგი
მხოლოდ შენ ხვდები ისეთ რამეებს, რასაც სხვა ვერავინ მიხვდება
მხოლოდ შენ შეგიძლია მომწერო ქართული ასოებით ინგლისური სიტყვები ^^
მხოლოდ შენ გამოხატავ ისეთ ემოციებს სმაილებით, რომლებიც ზოგჯერ არც არსებობს :)
მხოლოდ შენ ხუმრობ ისე, რომელზეც ძალიან მეცინება
მხოლოდ შენ ხვდები რას ვგულისხმობ სიტყვებს შორის სიცარიელეში
მხოლოდ შენ შეგიძლია მომისმინო და არ მოგბეზრდეს (ნუ არ შეიმჩნევ მაინც) ^^
მხოლოდ შენ ხარ ყოველთვის პირდაპირი და გულახდილი
მხოლოდ შენ შეგიძლია მიმითითო უარყოფიდ მხარეზე ისე, რომ არ მატკინო გული
მხოლოდ შენ შეგიძლია მეჩხუბო კულტურულად
მხოლოდ შენ შეგიძლია დამაყენო საუკეთესო ხასიათზე
მხოლოდ შენ შეგიძლია თავი კარგ ადამიანად მაგრძნობინო
მხოლოდ შენ შეგიძლია აიტანო ჩემი უხეშობა და უტაქტობა
მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ისეთი მეგობარი, როგორსაც ვერ ვიპოვი
მხოლოდ შენი ნათქვამი მომენატრე გამიხარდება სხვანაირად
მხოლოდ შენ ხარ ის ადამიანი ვისითაც ყოველთვის ვიამაყებ
მხოლოდ შენ შეგიძლია მასწავლო და ამიხსნა ის, რის აზრზეც არ ვარ
მხოლოდ შენ შეგიძლია გაიკვირვო ისე, რომელზეც ვგიჯდები (ისე მიყვარს) :დ
მხოლოდ შენ იქნები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, როგორიც მუდამ იყავი
მხოლოდ შენ შეგიძლია წერო ისე, ემოცია "ვაუ" რომ გამოიწვიო
მხოლოდ შენ შეგიძლია ისეთი ცინიზმი გამოხატო, მე რომ შემშურდება
მხოლოდ შენ ხარ ადამიანი, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო
მხოლოდ შენ მიყვარხარ დაუსრულებლად
და მეყვარები მუდამ!
Sunday, December 19, 2010
3 ფურცელი, რომელსაც ვინახავ...
ბევრმა არ იცის რა სასიამოვნოა, როდესაც ერთხელაც იღებ ძველ ბლოკნოტს და შიგ პოულობ 3 ნახატს. 3 თაბახის ფურცელზე არის 3 სხვადასხვა ბავშვის მიერ ფანქრებით დახატული სურათი.
ბაღში მუშაობისას (2009 წელს) დილამ, ანა მუსმა, და გიორგიმ დამიხატეს ნახატი და მაჩუქეს. იცით რა სასიამოვნო განცდაა როცა 5 წლის ბავშვი მოდის შენთან და გეუბნება: "miss Ia, this is for you"( ბაღი ინგლისურენოვანი იყო). ეს სიტყვები შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმ მომენტში.გული სიხარულით ამევსო.. რა მნიშვნელობა აქვს როგორი ნახატია, რამხელაა, რა ხატია, მთვარი აქ ისაა, რომ მან ის შენთვის დახატა. ბავშვმა, რომელმაც ასოები ეს-ესაა ისწავლა იმდენი მოახერხა რომ მკერდზე დამაგრებული ჩემი სახელი გადახატა, თავისი სახელიც მიაწერა და მაჩუქა. :)
შეიძლება არაფერი ისეთი არ მომხდარა, რისთვისაც პოსტის დაწერა ღირდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს ერთი წლის მერე რომ იპოვი ამ ნახატებს. :)
აი ნახატებიც.
დილა, თურქი, 5 წლის.
გიორგი, ქართველი, 5 წლის.
ანნა, უნგრელი, 5 წლის.
Wednesday, December 15, 2010
როგორ დავივიწყოთ
ჩემი ბოდიალი იმაზე, თუ როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელიც გვიყვარს/მოგვწონს/გვიზიდავს. თავი დავაღწიოთ აკვიატებულ აზრებს.
სიყვარული იმდენსავე ტკივილს გვაყენებს, რაოდენ დამატკბობელიცაა.. დავიწყების რამოდენიმე გზა, საშუალება, არსებობს.
1. გონებრივი დატვირთვა.
2. ფიზიკური დატვირთვა
3. დადებითის პოვნა.
არის კიდევ სხვა გზები, რომლებიც თავად უნდა აღმოაჩინოთ. უბრალოდ აირჩიეთ ის გზა, რომელიც ნაკლებად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ იფიქროთ და ნაკლებ ტკივილს მოგაყენებთ.
დატვირთვას ვაძლევთ გონებას, რათა მასზე (რაიმეზე) აღარ ვიფიქროთ. ვკითხულობთ, ვსწავლობთ, რათა დატვირთვა მივცეთ გონებას იმის გააზრებაში რასაც ვკითხულობთ. ხშოირად გონება გვეფანტება და ფიქრებით მივდივართ ისევ იმ ადამიანთან (ფაქტთან). როდესაც მივხვდებით, რომ გადავერთეთ, ვუბრუნდებით საკითხ მასალას. ამ მოქმედების რამოდენიმეჯერ განმეორება შედეგს იძლევა. აკეთებ ერთდროულად 2 რამეს: სწავლობ და ივიწყებ. ასეთი სწავლა არც ისე სახალისოა, თუმცა ღირს ცდა.
მეორე გზა არის ფიზიკური დატვირთვა. ჩემი აზრით მეორე ხერხი უფრო ეფექტურია..
ფიზიკური მუშაობა და მოქმედება იმ მხრივ არის კარგი, რომ ადამიანს ძალიან უჭირს ფიქრის ასე უცბად შეწყვეტა. გონებრივი მუშაობის დროს, შესრულებული საკითხი იქნება ნაკლევ ეფექტური, რადგან გონება მაინც გაიქცევა იმ მოვლენებისკენ, რომელიც მას აწუხებს.. ფიზიკური მუშაობის დროს, გონება ფიქრობს, აანალიზებს იმას რაც მას აწუხებს, რისი დავიწყებაც მას სურს. ანუ ადამიანი არ გაურბის ფიქრს. ფიზიკური მუშაობის დროს, ადამიანს საშუალება ეძლევა 2 საქმე ერთად აკეთოს.. იფიქროს და შეასრულოს საჭირო სამუშაო. გონებრივი მუშაობის დროს, ტვინზე მოდის ორმაგი დატვირთვა რაც დამღლელი და დამაბნეველია, ხოლო ფიზიკური სამუშაოს დროს ადამიანი ფიქრთან ერთად აკეთებს სასიკეთო სამუშაოსაც. ამასთან ყველასთვის ცნობილია, რომ ფიზიკურად დაღლილ ადამიანს მშვიდად სძინავს. :)
ამაზე მახსენდება დოსტოევსის "ანა კარენინას" ის მონაკვეთი, სადაც ლევინი ცდილობს დაივიწყოს კიტი, რომელმაც მის სიყვარულს ზურგი აქცია.შეგიძლიათ გადაიკითხოთ ის ფურცლები სადაც იგი მიწაზე მუშაობს, ეხმარება მუშებს. საინტერესო აღწერაა მისი განცდების, ფიქრების.
დავიწყების ან რაიმე ცუდი მოვლენის გადასატანად, იმის მაგივრად რომ დავჯდეთ და დეპრესიაში ჩავვარდეთ, ამას ჯობია ახლი ჰობი გავიჩინოთ. დავინტერესდეთ, აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ რაიმე საქმიანობა.
ყოველ ცუდ მოვლენაში, ყველანაირ არასასიამოვნო ფაქტში არის ისეთი რამ რაც კარგ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ. ყველაფერში შეიძლება ვიპოვოთ დადებითი. თქვენთვითონ მიხვდებით თუ ჩაუკვირდებით. ისწავლეთ ფიქრი ასე: ეს მოხდა ასე, ალბათ უნდა მომხდარიყო. სამაგიეროდ მივხვდი რომ ... ასე და ასე... დავინახოთ მოვლენა დადებითად.

ეცადეთ სახლიდან გახვიდეთ. მოინახულეთ ადგილები, რომლებიც არ გინახავთ. საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც არ გინახავთ. საქართველოს ლამაზი ბუნება ყველამ იცის.. იმოგზაურეთ და გაეცანით ახალ ადგილებს, ახალ ადამიანებს.
პ.ს. ეს არის ჩემი შეხედულება. შეიძლება სულ სისულელე და უაზრობა იყოს. არც იმას ვამტკიცებ, რომ ნამდვილად ასეა.. ეს მხოლოდ ჩემი ხედვაა, მეტი არაფერი.
ბლოგზე ხომ ყველა თავის პირად მოსაზრებებს წერს.
წარმატებებს გისურვებთ! :)

Subscribe to:
Posts (Atom)