ბევრმა არ იცის რა სასიამოვნოა, როდესაც ერთხელაც იღებ ძველ ბლოკნოტს და შიგ პოულობ 3 ნახატს. 3 თაბახის ფურცელზე არის 3 სხვადასხვა ბავშვის მიერ ფანქრებით დახატული სურათი.
ბაღში მუშაობისას (2009 წელს) დილამ, ანა მუსმა, და გიორგიმ დამიხატეს ნახატი და მაჩუქეს. იცით რა სასიამოვნო განცდაა როცა 5 წლის ბავშვი მოდის შენთან და გეუბნება: "miss Ia, this is for you"( ბაღი ინგლისურენოვანი იყო). ეს სიტყვები შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმ მომენტში.გული სიხარულით ამევსო.. რა მნიშვნელობა აქვს როგორი ნახატია, რამხელაა, რა ხატია, მთვარი აქ ისაა, რომ მან ის შენთვის დახატა. ბავშვმა, რომელმაც ასოები ეს-ესაა ისწავლა იმდენი მოახერხა რომ მკერდზე დამაგრებული ჩემი სახელი გადახატა, თავისი სახელიც მიაწერა და მაჩუქა. :)
შეიძლება არაფერი ისეთი არ მომხდარა, რისთვისაც პოსტის დაწერა ღირდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს ერთი წლის მერე რომ იპოვი ამ ნახატებს. :)
აი ნახატებიც.
დილა, თურქი, 5 წლის.
გიორგი, ქართველი, 5 წლის.
ანნა, უნგრელი, 5 წლის.
No comments:
Post a Comment