Thursday, August 25, 2011

ჩემი ქალიშვილი

ნახევარი საათი გავითიშე.
ჩემს გოგოზე ვფიქრობდი.
ხო გადავწყვიტე შვილი გავაჩინო.
გოგო იქნება და ლაილას დავარქმევ.
დედაჩემმა მითხრა, 9 თვე როგორც გინდა ისე ატარე და გაჩენის მერე დაგეხმარები გაზრდაშიო.
ამაზეც მადლობელი ვიქნები.

შეიძლება ხალხს გაუკვირდეს, მარა საუკეთესო დედა ვიქნები. ერთ-ერთი საუკეთესო.
მზრუნველი და მოსიყვარულე. ჩემი შვილი თავზე მეტად მეყვარება და ეს მას ეცოდინება.
ვეტყვი რომ, ყველანაირი სიყვარული შეიძლება შეიცვალოს და დედაშვილურს ვერაფერი შეცვლის.
შვილს მოვანათლინებ ისეთ ადამიანს, ვინც ეკლესიასთან ახლოს იქნება. იქნებ ის მაინც დადგეს ჩემზე უფრო მორწმუნე.
იქნებ სულაც მონაზვნობა მოუნდეს. არ დავუშლი.
ბალეტზე ვატარებ ლაილას. იქ ისწავლის რა ძნელია რაღაცა მნიშვნელოვანს მიაღწიო.
ლაილა მკითხხავს მამაჩემი ვინააო და ვეტყვი ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და გეტყვითქო.
ჩემი გოგო ყოველთვის იგრძნობს ჩემს სიყვარულს. ამან შიძლება ოდნავ გაათამამოს, თუმცა არ გაფუჭდება.
როგორ შეიძლება ჩემი შვილი ცუდი იყოს.
ოქროს კულულები და ცისფერი თვალები ექნება.
ძალიან მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბდება. არ იქნება ნაზი.
ლაილა კარგად ისწავლის, ჭკუით მამამისს დაემსგავსება.
ჩემ გოგოს დაქალი ეყოლება და ეს მე ვიქნები.
რა ეგოისტი ვარ ^^ :დ
გზაზე გადასვლისას ხელს ჩამკიდებს. მთლიანად ექნება ჩემი ნდობა და იმედი.
ეცოდინება, რომც როგორც არ უნდა გაუჭირდეს, მე მის გვერდით ვიქნები.
ადრე გამითხოვდება ლაილა.
გულზე ვუმკურნალებთ ლაილას.

ძალიან მიყვარხარ ჯერ არ დაბადებულო, ჩემო შვილო. <3

Saturday, August 13, 2011

<< ჩემი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები >>

ფიქრები, ესაა ის, რასაც ვერასოდეს გაიგებს ვერავინ რა ახლოსაც არ უნდა იყოს ჩემთან.
ყური მოსწიე, თავი მომადე, თვალებში ჩამხედე, მაინც ვერ გაიგებ რაზე ვფიქრობ.
არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი, რაზეც ვფიქრობ. ეს ისეთი ფიქრებია, რომლებსაც სიტყვებით ვერ დაალაგებ.
ბევრს ვფიქრობ თუ არა?
ძალიან ცოტას.
ამას თავი დავანებოთ...
წერილი ფიქრეთის ერთ-ერთ მაცხოვრებელს.

ვიღაცას როგორ უნდა შურდეს შენი? ოდესმე იფიქრებდი, რომ შენივე სქესის წარმომადგენელს შენი შეშურდებოდა? არა შესაშური კი არის მარა... იცი რა სიტყვები თქვა?  "ვიღაც ელ-მა ("ელ" სახელია) როგორ უნდა მაჯობოსო?" ისე აღაშფოთა ამ ფაქტმა. რათქმა უნდა რა შეშურდა ამას ვერ მოგწერ. ეს  მე ვინც ვიცი და კიდე არის ადამინები, რომლებსაც ასევე შურთ შენი.
ვიცი, შენ გაგისწორდება რომ გაიგო რისი შურთ, მარა განზრახ არ მოგწერ.
<ხალხი რას იფიქრებს>
შენი გოგო იცი რეებს შვრება?-- არ იცი. არც დაინტერესებულხარ და იმიტომ.
ის კარგადაა და მეტიც, ზედმეტად კარგად. ზედმეტი კი არაფერი ვარგა.
გგონია ვბოდავ?
არა. ჩემი ფიქრებივით არეულად გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს.
შენი გოგო სხვას ეხუტება და შენზე ფიქრობს. შენი გოგო ჩახუტებისას თვალებს ახელს და საშინელებებს ფიქრობს. თავად მითხრა რეებს ფიქრობს, მარა თვითონ არ თვლის, რომ საშინელებაა. თავს რგავს ვიღაც ბიჭის მკერდზე და ფიქრობს: ის ხომ სხვას ეხუტება, მეც ჩავეხუტები სხვასო და უფრო მაგრად ეკვრის მკერდზე ალკოჰოლმოკიდებული.
შენი გოგო ფიქრობს, რომ ნაძირალა ხარ. ალბათ ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შენ ნაძირალაზე უარესი ხარ. არაუშავს ზიზღი უფრო ძლიერიც არსებობს და მალე მოემატება.
შენი გოგო სხვა ბიჭებს გადარებს.
შენ გოგოს არ უნდა ამდენი ბიჭი, არა, მას ბიჭი სულ არ უნდა, მარა უწევს მათთან ყოფნა.
შენი გოგო ხვდება, რომ გაგა მწარედ გჯობია.
შენი გოგო ყველა შემხვედრს ეხუტება და რაღაცას ეძებს ამ ჩახუტებაში. ჯერ ვერ იპოვა.
შენი გოგო ელოდება ისეთს, ვისი შეხებაც ააკანკალებს და ერთი ტუჩების შეხებით გათიშავს.
შენ გოგოს ბოლო 2 დღის განმავლობაში სიგიჯემდე ენატრები და იკლავს გულში ამას.
შენი გოგო ძლიერია.
შენ გოგოს შეუძლია 4 ბიჭთან იყოს და ამავდროულად არცერთთან.
შენი გოგო ბიჭებს კოცნის და შენი ერთგულია.
შენმა გოგომ  ვერ შეძლო ის, რაც შენ მეორე დღესვე გააკეთე.
შენ გოგოს იმის გაკეთება შეუძლია შენს გამო, რასაც შენ ვერ წარმოიდგენ.
შენს გოგოს ეზინება და არ აძინებ.
შენი გოგო კარგადაა.

შენი გოგო? ბოდიში, მინდოდა მეთქვა შენი ყოფილი გოგო.


Tuesday, August 9, 2011

2 days in Ureki

პოსტი ურეკზე. მე პირველად ვიყავი იქ წელს.

ვიფიქრე იქნება ვინმე, ვინც არ ყოფილა და პოსტი ასე თუ ისე წარმოდგენას შეუქმნის..

ღამის სმენის მერე, მე და დედა 12 საათიან მარშრუტს ურეკისჯენ გავყევით.
გზაში დედის მხარზე ჩამოვდე თავი და მეძინა.
შემდეგ ფოტოების გადაღებით გავერთე. ვიჭყანებოდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს.

ჭკუანაკლულმა პორტერმა (მებარგულმა) სადგურზე ჩამოგვსვა თვით ურეკის ტრასიდან შორს.
რა გვექნა?
ვიარეთ ფეხით ურეკის მთავარ ტრასამდე.
რჩევა ნომერი 1. არ ჩამოხვიდეთ მარშრუტიდან სანამ აბრა "ურეკის" არ დაინახავთ.
მთავარ ტრასამდე სანამ კუკუშკა გამოივლიდა საბედნიეროდ მანქანამ გაგვიჩერა და ცენტრში, პარკში გაგვიყვანა.
მე სასწრაფოდ გავვარდი პლიაჯზე, დატოვა დედამ მთელი ბარგი და წავიდა ბინის საპოვნელად.
ამაშიც გაუმართლა ჩემს ნათელ დედიკოს და საკმაოდ მოსახერხებელი ოთახი საკმაოდ მოკრძალებულ ფასად იშოვა.
რჩევა ნომერი 2. ბინისთვის საშუალოდ 10 ლარი იანგარიშეთ, თუმცა თქვენ მოინდომეთ და იაფადაც წააწყდებით. :)
პლიაჯზე მოვთავსდი თუ არა ზღვაში შევაჭერი. ურეკის ზღვა საკმაოდ კარგია. არ ჩამოუვარდება ბატუმსა თუ ქობულეთს. დადებითი მხარე კი ის არის ამ სანაპიროზე, რომ ქვიშაა და ფეხები არ გემტვრევა. ჰო ზღვის წყალიც ვიგემე. იცით, საკმაოდ მლაშეა :)
დედაც დაბრუნდა და მზე უკვე 3 წუთში ჩავიდოდა ზღვაში მარა ვინ გაცადა ყურება?
მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მარა თითქმის ჩასვლა ვნახე ^^
სახლში დაბრუნებისა და დაბინავება-მოწყობის შემდეგ გავემზადეთ საღამოს სეირნობისთვის.
საღამოობით თურმე საკმაოდ გრილა. მეტიც, შემცივდა ბოლოს ძალიან.
ჰაერია? ნუ იტყვით. რაღაც არაჩვეულებრივი..
ზღვა და ჰაერი ერთად რა კარგია არა?
საღამოს რა ხდება პარკში.
ურეკი ბავშვებით არის სავსე. პატარა ბავშვების დასასვენებელი ადგილია. როგორც იცით იქ ქვიშა სამკურნალოა და პატარები დაჰყავთ უმეტესად. ახალგაზრდობის ნაკლებობაა. თინეიჯერები 14-15 წლისებიც გამოერევა შიგადაშიგ.
 პარკში კი განსაკუთრებული არაფერი ხდება. გართობაათქო ვერ ვიტყვი. ერთი ორი პატარა ბავშვების ატრაქციონია და სულ ეგაა. კაფე ბარებიც არ ანათებს. მარა არის. (პირადად მე ვიყავი კაფე "სავანეში")
რჩევა ნომერი 3. ახალგაზრდობისა და გართობისთვის იქ არ წახვიდეთ.
იქ თუ ჩავა სასტავი შეუძლია იყიდოს სასმელი და გამოტყვრეს,(მარკეტები იცოცხლე, ბლომადაა) თუმცა სავარაუდოდ ამაზეც გაჭედავს მოსახლეობა. იქ რომ პატარა ბავშვები არიან და "რა დღეში ხართ?" :)
ჰო ღამე ჭიჭყინმა შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ. მერე დაიკიდებთ. :)

მეორე დღეს, დახამებული მზესა და ზღვას ვეგდე პლაჟზე სადაც საკაიფოდ დავწითლდ-დავიხრუკე )  წითელი ჩამოვედი თბილისში. ზღვა უფრო კარგი და სუფთა მომეჩვენა. ტალღებიააააა, იმენა გეფერება :) იცით რა მოსიყვარულეა :)
დილის 9ის ნახევრიდან 12მდე პლიაჟზე რომ ვიჯერე გული მერე წავედით საჭმელად.
დედაჩემი გავაგიჟე :) მთელი 2 დღის განმავლობაში დავძახოდი: მე მალე მივდივარ, ან ეს ბოლო დღეა, ან სულ ერთი დღე მაქვს და ისე ვაკეთებდით, როგორც მე მსურდა.
ჩემი საყვარელი დედიკო <3 ტკბილი და სურვილების ამსრულებელი მარა ყველა სურვილის არა :)
დანაყრების შემდეგ ისევ პლიაჟზე გავედი. იყო 3 საათი. თავად მიხვდებით რომ დამწვრობა გარანტირებული მქონდა მეც შევეგუე ამ ფაქტს. სხვა რა გზა მქონდა? ბოლო დღე იყო :)
ბოლოს როგორც იქნა დედაჩემმა გამომაგდო და გავემზადე თბილისისკენ წამოსასვლელად. დამწვრობა ბანაობის შემდეგ შევამჩნიე, თორე ასე კატასტროფა არ მეგონა.
უკანა გზა იყო კოშმართა შორის ყველაზე კოშმარი. ამას აღარ მოვყვები. ჩემი ტანჯვაც მეყოფა რაც მე მანდ გადავიტანე.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ურეკი შესანიშნავი ადგილია თუ ნამდვილად დასვენება გინა,
თუ მზე და ზღვა გინდა
თუ სიწყნარე გინდა
თუ პატარა ბავშვით ხართ.

მე ვიყავი ურეკში, ფრანების ზღვისპირეთში. ^_^