პოსტი ურეკზე. მე პირველად ვიყავი იქ წელს.
ვიფიქრე იქნება ვინმე, ვინც არ ყოფილა და პოსტი ასე თუ ისე წარმოდგენას შეუქმნის..
ღამის სმენის მერე, მე და დედა 12 საათიან მარშრუტს ურეკისჯენ გავყევით.
გზაში დედის მხარზე ჩამოვდე თავი და მეძინა.
შემდეგ ფოტოების გადაღებით გავერთე. ვიჭყანებოდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს.
ჭკუანაკლულმა პორტერმა (მებარგულმა) სადგურზე ჩამოგვსვა თვით ურეკის ტრასიდან შორს.
რა გვექნა?
ვიარეთ ფეხით ურეკის მთავარ ტრასამდე.
რჩევა ნომერი 1. არ ჩამოხვიდეთ მარშრუტიდან სანამ აბრა "ურეკის" არ დაინახავთ.
მთავარ ტრასამდე სანამ კუკუშკა გამოივლიდა საბედნიეროდ მანქანამ გაგვიჩერა და ცენტრში, პარკში გაგვიყვანა.
მე სასწრაფოდ გავვარდი პლიაჯზე, დატოვა დედამ მთელი ბარგი და წავიდა ბინის საპოვნელად.
ამაშიც გაუმართლა ჩემს ნათელ დედიკოს და საკმაოდ მოსახერხებელი ოთახი საკმაოდ მოკრძალებულ ფასად იშოვა.
რჩევა ნომერი 2. ბინისთვის საშუალოდ 10 ლარი იანგარიშეთ, თუმცა თქვენ მოინდომეთ და იაფადაც წააწყდებით. :)
პლიაჯზე მოვთავსდი თუ არა ზღვაში შევაჭერი. ურეკის ზღვა საკმაოდ კარგია. არ ჩამოუვარდება ბატუმსა თუ ქობულეთს. დადებითი მხარე კი ის არის ამ სანაპიროზე, რომ ქვიშაა და ფეხები არ გემტვრევა. ჰო ზღვის წყალიც ვიგემე. იცით, საკმაოდ მლაშეა :)
დედაც დაბრუნდა და მზე უკვე 3 წუთში ჩავიდოდა ზღვაში მარა ვინ გაცადა ყურება?
მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მარა თითქმის ჩასვლა ვნახე ^^
სახლში დაბრუნებისა და დაბინავება-მოწყობის შემდეგ გავემზადეთ საღამოს სეირნობისთვის.
საღამოობით თურმე საკმაოდ გრილა. მეტიც, შემცივდა ბოლოს ძალიან.
ჰაერია? ნუ იტყვით. რაღაც არაჩვეულებრივი..
ზღვა და ჰაერი ერთად რა კარგია არა?
საღამოს რა ხდება პარკში.
ურეკი ბავშვებით არის სავსე. პატარა ბავშვების დასასვენებელი ადგილია. როგორც იცით იქ ქვიშა სამკურნალოა და პატარები დაჰყავთ უმეტესად. ახალგაზრდობის ნაკლებობაა. თინეიჯერები 14-15 წლისებიც გამოერევა შიგადაშიგ.
პარკში კი განსაკუთრებული არაფერი ხდება. გართობაათქო ვერ ვიტყვი. ერთი ორი პატარა ბავშვების ატრაქციონია და სულ ეგაა. კაფე ბარებიც არ ანათებს. მარა არის. (პირადად მე ვიყავი კაფე "სავანეში")
რჩევა ნომერი 3. ახალგაზრდობისა და გართობისთვის იქ არ წახვიდეთ.
იქ თუ ჩავა სასტავი შეუძლია იყიდოს სასმელი და გამოტყვრეს,(მარკეტები იცოცხლე, ბლომადაა) თუმცა სავარაუდოდ ამაზეც გაჭედავს მოსახლეობა. იქ რომ პატარა ბავშვები არიან და "რა დღეში ხართ?" :)
ჰო ღამე ჭიჭყინმა შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ. მერე დაიკიდებთ. :)
მეორე დღეს, დახამებული მზესა და ზღვას ვეგდე პლაჟზე სადაც საკაიფოდ დავწითლდ-დავიხრუკე ) წითელი ჩამოვედი თბილისში. ზღვა უფრო კარგი და სუფთა მომეჩვენა. ტალღებიააააა, იმენა გეფერება :) იცით რა მოსიყვარულეა :)
დილის 9ის ნახევრიდან 12მდე პლიაჟზე რომ ვიჯერე გული მერე წავედით საჭმელად.
დედაჩემი გავაგიჟე :) მთელი 2 დღის განმავლობაში დავძახოდი: მე მალე მივდივარ, ან ეს ბოლო დღეა, ან სულ ერთი დღე მაქვს და ისე ვაკეთებდით, როგორც მე მსურდა.
ჩემი საყვარელი დედიკო <3 ტკბილი და სურვილების ამსრულებელი მარა ყველა სურვილის არა :)
დანაყრების შემდეგ ისევ პლიაჟზე გავედი. იყო 3 საათი. თავად მიხვდებით რომ დამწვრობა გარანტირებული მქონდა მეც შევეგუე ამ ფაქტს. სხვა რა გზა მქონდა? ბოლო დღე იყო :)
ბოლოს როგორც იქნა დედაჩემმა გამომაგდო და გავემზადე თბილისისკენ წამოსასვლელად. დამწვრობა ბანაობის შემდეგ შევამჩნიე, თორე ასე კატასტროფა არ მეგონა.
უკანა გზა იყო კოშმართა შორის ყველაზე კოშმარი. ამას აღარ მოვყვები. ჩემი ტანჯვაც მეყოფა რაც მე მანდ გადავიტანე.
ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ურეკი შესანიშნავი ადგილია თუ ნამდვილად დასვენება გინა,
თუ მზე და ზღვა გინდა
თუ სიწყნარე გინდა
თუ პატარა ბავშვით ხართ.
მე ვიყავი ურეკში, ფრანების ზღვისპირეთში. ^_^
ურეკში სულ ერთხელ ვიყავი და პირველად ზღვა იქ ვნახე! ე.ი. საჩემო ადგილი ყოფილა: ჰაერი, ზღვა და 0 გართობა :)
ReplyDeletenu ho, egre gamodis :)
ReplyDeleteprincipshi namdvili dasveneba visac unda, Sesanishnavi adgilia :)
ბავშვობაში სულ მანდ ვისვენებდი <3
ReplyDeleteისე ურეკის პლ(ი)აჟი არ მომწონს, საშინლად დაბინძურებულია. გრიგოლეთიც ზუსტად იგივენაირია, ვერ გაერთობი, დასასვენებლად უნდა წახვიდე. მაგრამ ურეკს ბევრად ჯობია - ძალიან ცოტა ხალხია და შედარებით კარგი ზღვა :)
:) tu meqneba shansi movinaxuleb grigoletsac :)
ReplyDeleteise pliajs rac sheexeba ki dabindzurebulia