Monday, October 1, 2012

რაფაელი და ბეტი.

ბეტი,

მთლიანად შენად მიგულე. გამითავისე და შენი სურვილების მონად გამხადე.
გინდა ყველაფერი ისე გავაკეტო, როგორც შენ გინდა და ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ მოგეწონება. ვცდილობ, ვცდილობ არასდროს შეიჭმუხნო წარბები და ყველაფერი შენს ნებაზე იყოს.
გინდა იგივე საკვებით ვიკვებო, რასაც შენ ჭამ.
გინდა იმავე სასმელით შევიქციო თავი, რასაც შენ წრუპავ ხოლმე.
გინდა ერთნაირი მაისურები გვეცვას, სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილი.
გინდა გაგიმხილო ის, რაც სხვამ არავინ იცის.
გინდა დახეული ჯინსებით ვიარო და ჩემს ასაკს სულაც არ აქცევ ყურადღებას.
გინდა მეც ვიგიჟო, როცა შენ ამის ხასიათზე ხარ.
გინდა ავტომობილი მართო, მიუხედავად იმისა, რომ იცი პირველივე ბოძს შეასკდები.
გინდა ჰალსტუხის გაკეთება გასწავლო, რათა სულ შენ მიკეთო.
გინდა ტორტი მხოლოდ იმიტომ ვიყიდოთ, რომ ერთმანეთი მოვთხუპნოთ და მერე გულიანად იცინო.
გიდა მაშინაც კი გიგზავნიდე  sms , როცა სუფრაზე ჩემს წინ ზიხარ.
გინდა სხვების თანდასწრებით გამოვხატო ის სითბო, რასაც ვერ გამოვხატავ ხალხში.
გინდა ის ვაკეთო, რაც იცი, რომ გამიჭირდება.
გინდა ერთი და იმავე სიმღერა გვიყვარდეს, რათა გაგონებისას ორივე ავყვეთ.
გინდა დილაობით ყავა ლოგინში მოგართვა.
გინდა პერანგების ამარა შუადღემდე ვირბინოთ.
გინდა აბაზანაში შემასწრო, რათა ლოდინი არ მოგიწიოს.
გინდა ზამთარში გაყინულ საწოლში ჯერ მე დამაწვინო, რომ მერე სითბოში შემოძვრე.
გინდა სახელის ნაცვლად კნინობითი სახელით მოგმართო.
გინდა ყოველ დილით ვივარჯიშოთ და შენს კვალდაკვალ გავიმეორო ის მოძრაობები, რასაც შენ აკეთებ.
გინდა ნაყინი მოგიტანო თუნდაც ღამის 2 საათზე მოგინდეს.
გინდა ატრაქციონებზე დავჯდე, რადგან მარტო ძალიან გეშინია.
გინდა ყველა აზარტულ თამაშში შენ დარჩე მოგებული.
გინდა ლუდი ვიყიდოთ და ქუჩაში ბომჟებთან ერთად დავლიოთ, ან მტკვრის ნაპირზე მეთევზეებს შევუერთდეთ.
გინდა ზუსტად ის კაბა გიყიდო, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს და მიმტკიცებ, რომ ის ყველაზე მეტად მოგიხდება.
გინდა საყიდლებზე გამოგყვე და საათობით ბოდიალის შემდეგ თქვა: არაა ის, რაც მე მინდოდა.
გინდა მოძრაობის წესები დავარღვიო იმიტომ, რომ ძალიან პატიოსნად ვატარებ. :დ
გინდა თვალებახვეული ყველა სკამს,მაგიდასა და სარკეს შევეჯახო და მაინც დაგიჭირო.
გინდა კარაოკე ბარში მე ვიმღერო იმიტომ, რომ დამცინო.
გინდა მეც ისევე ვუყურებდე ცხოვრებას, როგორც შენ.
გინდა ყველა პეპელა, ყვავილი, ღრუბელი, ვარსკვლავი.
გინდა სამყარო, რომლის გასაღებიც მხოლოდ შენ გექნება.

ბეტ, რომელ თვეში ხარ?


რაფაელი.