ბეტი,
მთლიანად შენად მიგულე. გამითავისე და შენი სურვილების მონად გამხადე.
გინდა ყველაფერი ისე გავაკეტო, როგორც შენ გინდა და ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ მოგეწონება. ვცდილობ, ვცდილობ არასდროს შეიჭმუხნო წარბები და ყველაფერი შენს ნებაზე იყოს.
გინდა იგივე საკვებით ვიკვებო, რასაც შენ ჭამ.
გინდა იმავე სასმელით შევიქციო თავი, რასაც შენ წრუპავ ხოლმე.
გინდა ერთნაირი მაისურები გვეცვას, სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილი.
გინდა გაგიმხილო ის, რაც სხვამ არავინ იცის.
გინდა დახეული ჯინსებით ვიარო და ჩემს ასაკს სულაც არ აქცევ ყურადღებას.
გინდა მეც ვიგიჟო, როცა შენ ამის ხასიათზე ხარ.
გინდა ავტომობილი მართო, მიუხედავად იმისა, რომ იცი პირველივე ბოძს შეასკდები.
გინდა ჰალსტუხის გაკეთება გასწავლო, რათა სულ შენ მიკეთო.
გინდა ტორტი მხოლოდ იმიტომ ვიყიდოთ, რომ ერთმანეთი მოვთხუპნოთ და მერე გულიანად იცინო.
გიდა მაშინაც კი გიგზავნიდე sms , როცა სუფრაზე ჩემს წინ ზიხარ.
გინდა სხვების თანდასწრებით გამოვხატო ის სითბო, რასაც ვერ გამოვხატავ ხალხში.
გინდა ის ვაკეთო, რაც იცი, რომ გამიჭირდება.
გინდა ერთი და იმავე სიმღერა გვიყვარდეს, რათა გაგონებისას ორივე ავყვეთ.
გინდა დილაობით ყავა ლოგინში მოგართვა.
გინდა პერანგების ამარა შუადღემდე ვირბინოთ.
გინდა აბაზანაში შემასწრო, რათა ლოდინი არ მოგიწიოს.
გინდა ზამთარში გაყინულ საწოლში ჯერ მე დამაწვინო, რომ მერე სითბოში შემოძვრე.
გინდა სახელის ნაცვლად კნინობითი სახელით მოგმართო.
გინდა ყოველ დილით ვივარჯიშოთ და შენს კვალდაკვალ გავიმეორო ის მოძრაობები, რასაც შენ აკეთებ.
გინდა ნაყინი მოგიტანო თუნდაც ღამის 2 საათზე მოგინდეს.
გინდა ატრაქციონებზე დავჯდე, რადგან მარტო ძალიან გეშინია.
გინდა ყველა აზარტულ თამაშში შენ დარჩე მოგებული.
გინდა ლუდი ვიყიდოთ და ქუჩაში ბომჟებთან ერთად დავლიოთ, ან მტკვრის ნაპირზე მეთევზეებს შევუერთდეთ.
გინდა ზუსტად ის კაბა გიყიდო, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს და მიმტკიცებ, რომ ის ყველაზე მეტად მოგიხდება.
გინდა საყიდლებზე გამოგყვე და საათობით ბოდიალის შემდეგ თქვა: არაა ის, რაც მე მინდოდა.
გინდა მოძრაობის წესები დავარღვიო იმიტომ, რომ ძალიან პატიოსნად ვატარებ. :დ
გინდა თვალებახვეული ყველა სკამს,მაგიდასა და სარკეს შევეჯახო და მაინც დაგიჭირო.
გინდა კარაოკე ბარში მე ვიმღერო იმიტომ, რომ დამცინო.
გინდა მეც ისევე ვუყურებდე ცხოვრებას, როგორც შენ.
გინდა ყველა პეპელა, ყვავილი, ღრუბელი, ვარსკვლავი.
გინდა სამყარო, რომლის გასაღებიც მხოლოდ შენ გექნება.
ბეტ, რომელ თვეში ხარ?
რაფაელი.
Showing posts with label პეპელა. Show all posts
Showing posts with label პეპელა. Show all posts
Monday, October 1, 2012
Sunday, December 18, 2011
კლინიკა "ბილის" არქივიდან. უცნობი ავტორის წერილი. ნაწილი 7
არსებულისა და არარსებულის გასაყარი.
ვგრძნობ როგორ ვსუნთქავ,
მე ცოცხალი ვარ.
ვგრძნობ როგორ მინდა, როგორ ვოცნებობ, როგორ ვფიქრობ.
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.
ვგრძნობ როგორ მცივა თბილ ოთახში.
ვგრძნობ როგორ მეძინება და არ მაძინებს ეს შეგრძნება.
უკვე გულს მირევს.
აირია ჩემი გრძნობები ერთმანეთში და ვერცერთს ვერ უპოვია თავისი თავი ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით.
სიძულვილი სიყვარულს ჩაბღაუჯებია და არ უშვებს. ისე გადაჯაჭვულან, რომ ერთმანეთს ვერ მოაცილებ. გაკვანძული და მოჭერილია კვანძი. შედეგად, ვერც სიყვარულს ამოუსუნთქია, ვერც სიძულვილი არის თავის ნებაზე მიშვებული. ვერც ერთი ვერ არსებობს ისე, როგორც ეს თავად მათ სურთ. სიძულვილი არ აცლის სიყვარულს გაშლას, სიყვარული კი თავის მხრივ ვერ ატკბობს სიძულვილს. ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში. ეს არის ორი გრძნობა, რომელიც არასდროს შერიგდება, არასდროს შეეგუება ერთმანეთს. ყოველთვის იქნებიან ცალ-ცალკე, თავიანთი საკუთარი რწმენით გაჟღენთილები. ერთმანეთთან ასე ახლოს და ერთმანეთისგან ასე შორს.
სიყვარული: - ეხლა ხედავ როგორ მტკივა?
სიძულვილი: - აიტან!
ტკივილი, თავისი ფესვებით გარს შემოხვევია გულის გარსს. მთლიანად დაუფარავს მისი კანი. ტკივილი, გულის პატიმარი. გული, ციხე ტკივილისა, სადაც იგი იხდის სამუდამოდ მისჯილ სასჯელს.
ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, წამზომივით. ჩვეულებრივზე ნელა გააქვს ბაგაბუგი გულს.
ბაგ-ბუგ, ტკივლი იბერება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი იბევრება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ბერდება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ჭკნება.
ასე ბაგაბუგით, ასე წამზომივით, ასე ნელა-ნელა, ასე ჩუმად და ასე ზოზინით გადის წამები, წუთები, საათები და მერე წლები და საუკუნეები. ტკივილი იგივე საკანში, იგივე კუთხეში ზის და უცდის როდის ჩამოკრავს სამუდამოს ზარი, რათა გათავისუფლდეს.
სიმარტოვე ყველასთან ჩახლართულია და ყველა გრძნობას უერთდება. სიყვარულიც, სიძულვილიც და ტკივილიც გრძნობს მას. სიმარტოვე მოიცავს ამ დროს. ყველა წამი მისია.
ვსრისავ, ვჭყლიტავ, ვზილავ გაქვავებულ სხეულის ნაწილს.
პეპლები დაფრინავენ მუცელში. ერთ-ერთი მათგანი, მუქი ლურჯი ფრთებით ამოფრინდა ყელამდე, აფახულებს ფარფლებს და მიღიტინებს. მეღიტინება. გაიჭედა პეპელა და ვეღარც უკან ჩადის, და ვერც ყელიდან ამოსვლას ახერხებს. აფახულებს უძლურად ფრთებს, დახმარებას ითხოვს დანამული თვალები. მე მეღიტინება.
bubbles, bubbles, bubbles...
პეპელას ფრთები სულ დაუსველდა. ნერწყვში დამბალი ფრთები დამძიმდა და ჩასრიალდა უკან მუცლის ღრუში.
პეპელას ასაფლავებენ.

ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, წამზომივით. ჩვეულებრივზე ნელა გააქვს ბაგაბუგი გულს.ბაგ-ბუგ, ტკივლი იბერება.

Subscribe to:
Posts (Atom)