Showing posts with label cats. Show all posts
Showing posts with label cats. Show all posts

Thursday, October 28, 2010

მსახიობები Cats


რამ თამ თაგერი, ყველაზე სექსუალური კატა. მას უყვარს ფლირტაობა და ქალი კატები მასზე ეცემიან . ამ კატით დავიწყე, რადგან ჩემს დიდ სიმპატიებს იმსახურებს.

ვიქტორია, უმწეო თეთრი კნუტი, რომელიც ცეკვის ნიჭითია დაჯილდოვებული. ის პირველი იყო ვინც შეეხო და მიიღო გრიზაბელა.

მისტოფელესი, ახალგაზრდა შავი კატა, რომელიც ზებუნებრივი ძალების პატრონია.

მექევითი, კრიმინალი, რომლის დაჭერაც ვერ მოახერხეს. იგი თავისი გარეგნობით ყველას აშინებს.
ჯემიმა არის კნუტი, ყველაზე უმცროსი კატა. ისი ასრულებს "მემორის" დეუთერენომისთვის.

დეუთრონომი, ყველაზე მოხუცი და ჭკვიანი კაცი. ტომის მეთაური.
მანკუსტრაფი,მთხრობელი. იგი მეორე ძალაა ტომისთვის მოხუცი ეუთორონომის მერე.

სკიმბლშენკი, სადგურის კატა. იგი ცხოვრობს მატარებლებთან და მათ ზედამხედველად თვლის თავს.
ჯენიენიდოთსი, რომელიც არის ძალიან მსუქანი. იგი მთელი დღე ზის და თვალყურს ადევნებს თაგვებს. ასწავლის მათ რაღაცეებს.
გროულთაიგერი და გრიდელბოუნი შეყვარებული წყვილი.
დემეთერი, ყველაზე მხიარული და თამამი კატა. მთავალი ვოკალისტი.
ბომბალურინა არის თავხედი ქალი. მთავარი ვოკალისტი და მოცეკვავე.
ჯელილორამი- კატა, რომელიც კნუტებს მზუნველობას არ აკლებს. მას ახლო ურთიერთობა აქვს გაზთან.
ბასთოფერ ჯონსი არის მსუქანი კატა, რომელსაც ყველა პატივს სცემს მისი მდგომარეობის გამო. იგი მაღალ წრეს ეკუთვნის.

გაზი-მსახიობი კატა, რომელიც მხოლოდ მისი სიმღერის დროს ჩნდება. ამ სიმღერაში მჯისი ცხოვრება და სამსახიობო გამოცდილებაა აღწერილი.



გრიზაბელა, ყოფილი მომხიბვლელი კატა, რომელმაც დაკარგა თავისი ბრწყინვალება და მხოლოდ ის სურს რომ კატებმა მათ წრეში მიიღონ. გრიზაბელამ ტომი მაშინ მიატოვა, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რათა ენახა მსოფილიო. მას დიდი გამოცდილება აქვს ამ ცხოვრების მკაცრი კანონებისა.

Sunday, October 24, 2010

Cats



მორიგი მიუზიკლი. მორიგი არაჩვეულებრივი მიუზიკლი.
ერთხელ ტელევიზორში მოვკარი თვალი და მას მერე  youtube-ზე ვუყურე მთელ მიუზიკლს.
რა კოსტუმებია...
რა მსახიობები...
რა პლასტიკა...
რა მოძრაობები...
რა ქორეოგრაფია...
რა ხმა...
რა სინქრონიზმი...
რა ფიგურა...
ძალიან მომეწონა დადგმა. გაოგნებული დავრჩი. ასეთი ნიჭიერებიც არსებიობენ თურმე.

კატები:
ეს მიუზიკლი შექმნა სერ ენდრიუ ლოიდ ვებერმა ( Sir Andrew Lloyd Webber) რომელიც ეყრდნობა ელიოტის ნაწარმოებს "Old Possum's Book of Practical Cats".  მიუზიკლი პირველად 1981 წელს უესთ ენდში გაიხსნა. 1982 წელს კი ბროდვეიზე. ორივეჯერ ტრევორ ნანის რეჟისორობით. ქორეოგრაფის ავტორი კი ჯილიან ლინია. მუსიკლს ბევრი პრიზი ხვდა წილად. ბროდვეის ისტორიაში "კატები" მეორე ადგილზეა ხანგრძლივობის მიხედვით. მიუზიკლი მთელს მსოფლიოში შესრულდა. იგი ნათარგმნია 20ზე მეტ ენაზე.

პერსონაჯები:
Grizabella--Elaine Paige
Gus The Teatre Cat-- John Mills
Old Deuterenomy-- Ken Page
Bombalurina-- Rosemarie Ford
Munkustrap-- Michael Gruber
Rum Tum Tugger-- John Partridge
Demeter-- Aeva May
Skimbleshank-- Geoffrey Garrat
Bustopher Jones-- James Barron
Rumpleteazer-- Jo Gibb
Mungojerrie-- Drew Valrey
Jennyanydots-- Suzie McKenna
Mistoffelees-- Jacob Brent
Jellylorum-- Susan Jane Tanner
Victoria-- Phyllida Crowley Smith
Macavity-- Bryn Walters
Jemima-- Veerle Casteleyn
Copicopat and Tamtomile-- Tommi Sliiden and Kayne Brown
Pouncival-- Karl Morgan
Electra-- Leah Sue Morland
Etcetera-- Jo Bingham
Tumblebrutus-- Fergus Logan
Asparagus-- Tony Timberlake
Alonzo-- Jason Gardiner
Exotica-- Femi Talor
Rumpus Cat-- Frank Thompson
Cassandra-- Rebecca Parker

შინაარს განგებ არ დავწერ აქ. უყურეთ და დამერწმუნებ გულგრილს ვერ დაგტოვებთ ეს სანახაობა.

მათ სურათებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.