Wednesday, September 29, 2010

tango


ტანგო ჩამოყალიბდა ბუენოს აირესში, არგენტინა და მონტევიდეოში, ურუგვაი. ევროპელი ემიგრანტების, ძირითადად იტალიელი, ფრანგი და ესპანელი ხალხის კულტურისა და ტემპერამენტის შერწყმით. თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული "ბინძური ცეკვების" ნუსხაში შედიოდა და ამიტომაც იგი მიღებელი იყო საზოგადოების მაღალი ფენებისთვის და დიდებული ევროპისთვის,მაგრამ ამ ცეკვამ მალე მოხიბლა ხალხი, მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა სანამ მთელს მსოფლიოს არ მოედო.
თავიდან არსებობდა მხოლოდ ტანგო ქრიოლო ანუ უბრალოდ ტანგო,შემდგომში იგი დაიხვეწა, განვითარდა და დღეისთვის მისი მრავალი სტილია ცნობილი:


Tango Argentino
Tango Oriental (uruguayo)
Tango Canyengue
Tango Liso
Tango Salon
Tango Orillero
Tango Milonguero (Tango Apilado)
Tango Nuevo (New Tango)
Show Tango (also known as Fantasia)
Ballroom Tango
Finnish Tango

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ტანგო იყო სოლო ცეკვა, რომელსაც ქალი ასრულებდა. ცეკვა ამორალურად მიიჩნიეს მისი ფლირტული მელოდიის გამო.

როგორც ყვებიან ტანგო მოდის არგენტინელი გაუჩოებისგან. მათ ეცვათ კოვბოის ტყავის შარვალი, რომელიც გამაგრებული იყო ცხენების დორბლითა და ოფლით. გაუჩოები დადიოდნენ მოღუნული მუხლებით. ისინი ღამით შედიოდნენ ხალხით გადატენილ კლუბებში და საცეკვაოდ იწვევდნენ ადგილობრივ გოგონებს. იმის გამო, რომ გაუჩოები არ იყვნენ დაბანილები, გოგონები ცეკვისას თავს უკან წევდნენ. გოგონას ხელი დაბლა ეჭირა მამაკაცის ჯიბესთან ახლოს - საფასური მასთან ცეკვისთვის. კავი მოღუნული სხეულით ცეკვავდა იმის გამო რომ ადგილი პატარა იყო. კლუბი მრგვალი მაგიდებით იყო სავსე, ამიტომ კაცს მათ გარშემო და მათ შუა უწევდა ცეკვა.

ტანგოს ამერიკული ვერსია იმ კრიტერიუმებისაგან შედგება რომლისგანაც ყველა კარგი ცეკვა ფასდება: 1. მუსიკა ცეკვის შესაფერისი უნდა იყოს. 2. ის უნდა შეიცავდეს იმ ძირითად ელემენტებს, რომლითაც იგი განსხვავდება სხვა ცეკვებისგან. 3. მისი შესრულება კომფორტული და სასიამოვნო უნდა იყოს.

ცეკვის საჩვენებლად, ტანგოს მოცეკვავემ უნდა დაამყაროს მტკიცე კავშირი მუსიკასთან, ცეკვასა და აუდიტორიასთან. მაყურებელი იგრძნობს ამ კავშირს თუ შემსრულებელიც ნამდვილად გრძნობს ამას. ეს არის როცა შენი და შენი პარტნიორის სიამოვნებისთვის ცეკვავ.

No comments:

Post a Comment