Wednesday, September 29, 2010

Donna Reed


დონა რიდი.

მოვიხიბლე ამ ქალის გარეგნობით და ნიჭით. ეს არის ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. დონა რიდს არასდროს უფიქრია მსახიობი გამხდარიყო. მას სურდა მასწავლებლობა, თუმცა კოლეჯის საფასურის გადახდა ვერ შეძლო და კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად.

სკოლაში და უნივერსიტეტში რიდი აირჩიეს სილამაზის დედოფლად. 1941 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს MGM-თან. ამის შემდეგ დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. თავდაპირველად, იგი მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებს თამაშობდა, დონა ადამსის სახელით. 40-იანი წლების შუა ნახევარში იგი მთავარ როლებზე დანიშნეს და წარმატება მოიპოვა დონა რიდის სახელით. დონა ძირითადად ანსახიერებდა გულწრფელ, კეთილშობილ მეუღლეს ან შეყვარებულს. 1953 წელს კი მან რადიკალურად განსხვავებული როლი შეასრულა ფილმში "from here to eternity". სუსტი ყოფაქცევის ქალის შესრულებული როლისთვის მან აიღო ოსკარი ნომინაციაში, საუკეთესო მსახიობი ქალი. 1958 წლიდან კი მან შეწყვიტა ფილმებში მონაწილეობა და ტელესერიალ "The Donna Reed Show"-ს მთავარი გმირი გახდა.ტელესერიალი დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და 1966 წლამდე გადიოთა ეთერში.

4 შვილის დედა დონა რიდი 3-ჯერ გათხოვდა.
იგი გადაიცვალა პანკრეასის კიბოს დაავადებით, ბევერლი ჰილსზე, კალიფორნიაში, 1986 წლის 14 იანვარს.

No comments:

Post a Comment