ცხენი არის ძუძუმწოვარი ცხოველი, რომელიც დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. იგი ტრანსპორტის საშუალებაცაა და ტვირთმზიდიც. ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი, საკვების მოპოვების და მტრისგან თავდაცვის მიზნით. ცხენს აქვს გრძელი , წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება.თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით.იმის გამო ,რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს .შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე .ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს .ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ.
ცხენს კარგი მხედველობა ,სმენა და ყნოსვა აქვს.შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი.მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას.ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები.მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები.
ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს ,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს.ცხენი შობს ერთ კვიცს ,იშვიათ შემთხვევაში-ორს.ახალდაბადებულ კვიცს ,დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი.შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია.ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული.
არიან : საჯდომი ,მარბოლარი ,მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები.
ჩვენში გავრცელებული ჯიშები:
ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი.
დონური ცხენი- საჯდომი ცხენი (იყენებენ არმიაში).
ბუდიონური ცხენი - დონური ცხენის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ახალი ჯიში.ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები.
თუშური ცხენი შეგუებულია მთებს და იგი შედარებით პატარა ზომიდაა.
მეგრული ცხენი კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა.ტანად შედარებით პატარაა.
რა საინტერესოა.. :0
ReplyDeleteshen ra waikiTxe? :D ar megona vinme Tu waikitxavda :)
ReplyDeletemadloba :*
თუმცა შენ ხომ ჩემი ერთგული მკითხველი ხარ :*
ReplyDeleteვგიჟდები ცხენებზე <3
ReplyDeleteადრე დავდიოდი კიდეც სპეციალურად ჯირითი რომ მესწავლა :)
უი მარტლა? მერე ისწავლე? მეც მინდა მაგის სწავლა.. სად დადიოდი?
ReplyDelete