ზოგს მოგეხსენბათ, მაგრამ ვინც არ იცით გეტყვით რომ სკაიპში "მართა" მქვია. ეს სახელი ისე ავიღე. ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობას მოვარგე ეს სახელი. მდგომარეობას არ დავახასიათებ, უბრალოდ ჩემში ამ სახელის ასოციაციას იწვევდა.
როცა მეკითხებოდნენ ვინაა მართაო არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა, რადგან ასეთს არც არავის ვიცნობ და არც არასდროს შემხვედრია ეს სახელი არსად.
ამას წინათ ვკითხულობდი გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს (ახლაც ვკითხულობ). სარჩევში წავაწყდი სათაურს "მართა". მგონი ვიპოვე რასაც ვეძებდი. ^_^
და აი ვინ იყო მართა:
მართა იყო ქართველი ქრისტიანი ქალი. ქმარი აღარ ჰყავდა, ბრძოლაშო დაეღუპა. ერთ წელსაც არ უცხოვრია ქმართან ერთად. ერთხელაც კი ვერ შეუხედნია ხეირიანად მისთვის თვალებში, ისე დაქვრივდა.
ფეხმძიმედ იყო მართა.
მართას სილამაზე განთქმული იყო. ღია-წაბლისფერი თმა, ტანად აშოტილი იყო, წელწვრილი, მოცისფრო-მოიისფრო თვალები ჰქონდა.
ლეკებმა მოიტაცეს მართა და მისი უმცროსი და მარეხი. მათი სილამაზის გამო დაჰპირდნენ, რომ ბაზარში არ გაყიდიდნენ, სამაგიეროდ კი მათ უნდა დეტევებინათ ღმერთი და ეღიარებინათ ალაჰი.
მარეხისგან განსხვავებით, მართამ ბოლომდე შეინარჩუნა რჯული. იგი საპყრობილეში ჩააგდეს, მარა მაინც არ მიიღო ლეკების რჯული. რას არ დაპირდნენ, რითი არ შეაშინეს, ქალი მეტად მტკიცე აღმოჩნდა.
მართას ძალიან ენატრებოდა საქართველო. ღამღამობით სიზმარში ხედავდა, რომ ტყვეობიდან გარბოდა და გადასახედიდან გადაჰყურებდა საქართველოს.
მართამ სიბნელეში, მარტოდმარტომ იმშობიარა.
მან ჩვილი დატოვა იმ იმედით, რომ მასთან ოდესმე დაბრუნდებოდა და წაიყვანდა თან. ქალმა პირჯვარი გადაიწერა და გაძვრა იმ ხვრელში, რომელიც მან ამ დროის განმავლობაში გათხარა გასაქცევად.
ქალი გარბოდა... მირბოდა მართა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
მდევარი თანდათან უახლოვდებოდა.
ზემოთ საქართველოს გადასახედი იყო.
როგორმე იქამდე უნდა მიეღწია.
მდევარმა ლეკმა თოფი დაუმიზნა მართას და ესროლა.
ნასროლი ზუსტი გამოდგა.
"- ვაი შვილო! _ აღმოხდა მართას და შეტორტმანდა. უნდოდა უკან მიხედვა, მაგრამ წინ საქართველო იყო.
მთაზე მდგარი ქარისაგან დაძრულ ლერწამივით ქანაობდა და მანამდე გადაჰყურებდა მშობლიურ მთებს, სანამ რაიმეს დანახვა კიდევ შეეძლო მის თვალებს.
მერე წინ გადაქანდა მოწყვეტით და საქართველოს მხარეს თავგადახრილი მიწას ჩაებღაუჭა."
სწორედ ასეთია ჩემი მართა. თუმცა უფრო მოხუცი. :)
სულისშემძვრელი ამბავია, რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ განვიცდი..
ReplyDeleteდა ჩოხელის ყველა ასეთია...
რა ლამაზი და სევდიანი პოსტი გამოგივიდა, ნი. <3
ReplyDeletemadlob mac :*
ReplyDeletegetanxmebi qeti
ნი, პოსტები შემომაკლდა. დაწერე რა.. :*
ReplyDeleteme shemomaklda?
ReplyDeleteme martla vegar vwerdi ragac.
shenc?
ძალიან დიდი მადლობა ჩოხელთან რომ მართა მაპოვნინეთ, ჩემი მომავალი შვილს ერთერთი დასარქმევთაგანი ულამაზესი სახელია! არ მეგონა ლიტერატურულ კლასიკაშიც თუ წავაწყდებოდი მართას! ძალიამ მომწონს! მაგლობა!
ReplyDeleteმე მქვია მართა ^_^
ReplyDeleteმე მქვია მართა ^_^
ReplyDeleteმა მართა მქვია
ReplyDelete