თბილისის ქუჩები ხმაურს მოეცვა. ყველა გამოფენის თაობაზე ლაპარაკობდა.
დათას სურათების გამოფენა იმართებოდა.
დათა გახარებული იყო შინაგანად, რადგან როგორც იქნა გაიმართებოდა მისი პირველი გამოფენა და მის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარს შეაფასებდა უამრავი ხალხი.
როგორც იქნა დაასრულა ნახატი, რომელსაც ყველაზე დიდი ხანი მოუნდა.
სალომე შეეგუა იმ აზრს, რომ ბავშვი უმამოდ გაიზრდებოდა. ეცოდებოდა და გული უკვდებოდა ამაზე რომ ფიქრობდა, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვისთვის არ ეგრძნობებინა ეს დანაკლისი და მისთვის არაფერი მოეკლო.
სალომე ქუჩაში იდგა და რეკლამას აკვირდებოდა, რომელიც გამოფენის შესახებ ამცნობდა. მას დააინტერესა და ყურადღებით დაიწყო აფიშის კითხვა.
როდესაც სალომე აფიშას კითხულობდა, ამ დროს დათო სახლში იყო. ტრუსის ამარა იდგა და ეკამათებოდა ქალს, რომელიც სწრაფად იცმევდა ტანთ.
სალომე აფიშას კითხულობდა, დათო კამათობდა.
- თეონა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.. უხსნიდა დათა.
სალომე აფიშას კითხულობდა..
- ერთად ვიყავით, კარგად ვიყავით ახლა კი ყველაფერი გაქრა, არ მიყვარხარ..
თეონა ცრემლად იღვრებოდა და დათას სიყვარულს ეფიცებოდა.
სალომე აფიშას კითხულობდა..
თეონას დათა სიცოცხლეზე მეტად შეჰყვარებოდა და ვერ ეგუებოდა მისგან ხელის კვრას.
დათო თეოს ბარგს ალაგებდა, სალომე კი აფიშას კითხულობდა..
დათომ ხელით გაწია თეონა კარისკენ და მის წინ მოაჯახუნა კარი.
სალომემ აფიშის კითხვა დაასრულა და სახლში გაბრუნდა.
დათომ სახეზე ხელები აიფარა და მძიმედ ამოისუნთქა.
სალომემ ხელით თმები შეისწორა და ღიმილით გაუყვა გზას.
გათენდა გამოფენისთვის განკუთვნილი დღე.
დათამ დილა სმით დაიწყო. ფხიზელი ვერ შეძლებდა ამ დღესთან გამკლავებას.
დათო სვავდა და თან სარკეში იხედებოდა.
სალომე სარკის წინ თავს იწესრიგებდა.
დათა ველოსიპედზე დაჯდა და წავიდა გალერეაში.
სალომეც ნელი ნაბიჯით გაჰყვა გზას, რომელიც გალერეისკენ მიდიოდა.
დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა.
სალომე დადიოდა და ათვალიერებდა კედლებზე მოფენილ სურათებს.
დათა იდგა და ამა თუ იმ კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრობდა.
სალომე მიუახლოვდა ყველაზე დიდ ნახატს, სწორედ იმას, რომელსაც დათა ამდენი ხანი მოუნდა და ის შტრიხიც შეეყვანა რაც სურათს აკლდა.
სურათზე გამოხატული იყო, როგორ ვითარდება და როგორ მრავლდება მსოფლიო..
სალომეს ძალიან მოეწონა, უცებ თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა.
იქვე სკამზე ჩამოჯდა.
ეს დათამ შენიშნა და სალომესკენ წავიდა, თუმცა გზაში გალერეის მენეჯერმა გააჩერა და საუბარი გაუბა. დათა თან ელაპარაკებოდა და თან თვალებით სალომეს აკვირდებოდა.
დათა თეონაზე ფიქრმა მოიცვა და მიხვდა რა ცუდი რაღაც გააკეთა. იდგა და მასზე ფიქრობდა.
თეონა სახლში იჯდა და ტიროდა ფიქრობდა დედამისზე, რატომ არ დაუჯერა? ეს იმ დროს, როდესაც სალომე იჯდა და თორნიკეზე ფიქრობდა, ბავშვის მამაზე. სამი ადამიანი სხვადასხვა ადამიანზე ფიქრს მოეცვა.
სალომეს ახსენდებოდა როგორ დატოვა თირნიკემ იგი სახლში მარტო და გაიქცა იმ ქალთან, დიდი სახლით და ძვირფასი მანქანით.
მან გადაწყვიტა სახლში წასულიყო, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა..
გასვლისას დათა დაინახა და თვითონაც არ იცის რატომ მაგრამ იფიქრა, რომ მხოლოდ მას შეეძლო შეესრულებინა დიდი ნახატი.
დათას და სალომეს თვალები სულ 4 წამით შეხვდნენ ერთმანეთს .. სალომე შინისკენ გზას მიუყვებოდა.
დათა იდგა შუა დარბაზში და მისთვის არავის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ხმები ბუნდოვნად ესმოდა.
იგი უცებ გავარდა გარეთ და ველოსიპედზე დაჯდა.
ამ დროს სალომე დაფიქრდა დათაზე და გადაწყიტა დაბრუნებულიყო გალერეაში.
იგი შემობრუნდა და ისევ გალერეისკენ გამოყვა გზას.
დათო ველოსიპედზე იჯდა და მიაქროლებდა ძალიან სწრაფად.
ამ დროს სალომე ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა გზას დათასკენ.
დათა მიჰქროდა, სალომე მოაბიჯებდა.
წუთიც და ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
სალომეს კივილი...
სასწრაფოს სტვენამ მოიცვა ახლომდებარე ქუჩები.
იმ ადგილას, სადაც დამტვრეული ველოსიპედი ეგდო, ხალხი მოქუჩებულიყო.
სასწრაფო დახმარების მანწანამ მიხურა კარები და საავადმყოფოსკენ გაქანდა.
გავიდა კვირები.. თვეები...
დათო ფეხით მიუყვებოდა შემოდგომის ქუჩებს და მას გვერდით ჩაუარა გოგონამ, დაჩუტული მუცლით და სალათისფერი სარაფნით.
No comments:
Post a Comment