Sunday, December 16, 2012

ქალი

გველივით იკლაკნები და მეხვევი ყელზე, მხრებზე, წელზე. როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი ქალი.
როგორი სიზუსტით გამოუყვანია სხეულის ფორმები ბუნების ღმერთებს. და როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი შენ ქალი.
ბრჭყალები არწივის უბოძებია დედა ბუნებას რათა იხოკოს მკერდი და მუცელი.
ქალი ხარ ყველა არსებებს შორის.
ევას გარქმვენ ედემის ვაშლები.
ზურგზე მეწებები ხელის გულებით, ლოკოკინებთან გაზრდილო ქალო.
თეძოებს მალავ ნაქსოვი ნაჭრით, თმებს უკან იყრი და თვალებს მალავ.
როგორ შეიძლება არ იყო ქალი?
ფეხის თითებს შორის გიგრძვნია ღიტინი? მე ვასრიალებ მათში ფეხის გულს.
ქალად შენი შექმნა გადაწყდა ცაში. მიწაზე დააბიჯებ გამომწვევი მიხვრა-მოხვრით.
ბოქლომი დაადე სამკერდე არეალს, გაგძარცვავენ, განძს წაგართმევენ,გაცვეთენ მრავალჯერ მოხმარებაში, ბოქლომი დაადე დიდი და მძიმე.
გრძელი წამწამები პეპლის ფრთებივით რომ არხევ სწრაფად– ზევით,ქვევით.
ცრემლის წვეთი დააწვინე წამწამებზე, ფიფქი დააფარე მძინარეს.
ტუჩები შესწიე, ნუ მიშვერ ასე ურცხვად. ვარდის ფურცლის სურნელით გაჟღენტილი ტუჩები შესწიე.
გაპობილ ბაგეს ფუტკრები ეჩვევიან, ავი და გაიძვერა ფუტკრები.  ეძგერებიან, შეიწოვენ მის სიტკბოს და გამძღრები სხვის ნექტარს დაუწყებენ ძებნას. ასეთები არიან ფუტკრები. ასეთები გაჩნდნენ. ასეთები დაბადა დედა ბუნებამ.
ხელები აიფარე სახეზე ქალო. თხელი და თეთრი თითები ბროლისა. ხშირი სუნთქვით იორთქლავ თითების გვერდებს, კიდეებს.
როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი ქალი ასეთი მკერდის არეალით. როგორც დილის ყავას ასდის ორთქლი, ისე ასდის სითბო შენს მკერდს. სახეს გაგიხურებს ლოყა რომ მიადო. ხალმა დანიშნა ტყუპი დები.
ჩამოსხმული ფეხები მიადგი ახლო ახლოს, გარყვნილად შეგრაცხავენ მეზობელი ქალები.
შური უკურნებელი სენია ადამიანის თვალებს რომ სჭირთ.
ნაპერწკლები ჩააქრე თვალებში, სოფლის ბიჭები შემოგიჩნდებიან ეს რა მოკამკამე წყლის ფერი თვალები აქვსო.
როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი ქალი.
თმას ნუ გაიშლი ასე თამამად. ქარი სურნელებას მოპარავს და წაიღებს თავისთან. შეიცნობს, შეიგრძნობს და მიჯრურად შეგრაცხავს.
ქალო, ნუ ხარ ასეთი ქალური.

შემოდგომას სუსხი ეპარებოდა. 18 წლის გოგონა თითის წვერებზე იწეოდა რათა ხავერდის ალუბალს დაწაფებოდა ხიდან მოწყვეტილს.
---------------------
ქალი ხარ არ გახდე დედა.

No comments:

Post a Comment