Friday, May 6, 2016

ძმები კარამაზოვები

"მთელი მარჯვენა მხარე მაქვს წართმეული, ვკვნესი და ვვიშვიშებ. ყველა ექიმთან ვიყავი: დიაგნოზს არაჩვეულებრივად დაგისვამენ, ავადმყოფობას დაწვრილებით აგიწერენ, მაგრამ ვერ გიმკურნალებენ. ამას წინათ ერთ აღფრთოვანებულ სტუდენტს გადავეყარე. მითხრა, თუ მოკვდით, ზუსტად მაინც გეცოდინებათ, რა დაავადებით მოკვდითო! ეს სპეციალისტებთან გაგზავნა რაღა მოიგონეს. ჩვენ მხოლოდ დიაგნოზს გისვამთ, მაგრამ ახლა ამა თუ იმ სპეციალისტთან თუ მიბრძანდებით, ის გიმკურნალებთო. სად, სად გაქრნენ ის ძველი ექიმები, ყველა დაავადებას რომ კურნავდნენ? ახლა მხოლოდ სპეციალისტები დარჩნენ და ისინიც გაზეთებში სტატიების ბეჭდვით არიან დაკავებულები. ცხვირიც რომ წამოგტკივდეს, პარიზში გაგზავნიან: ევროპაში სახელგანთქმული სპეციალისტები მხოლოდ იქ მკურნალობენ ცხვირებსო. ჩახვალ პარიზში, ცხვირს გაგისინჯავს და გეტყვის, მე მხოლოდ მარჯვენა ნესტოს მორჩენა შემიძლია, მარცხენა ნესტოს არ ვმკურნალობ, ჩემი სპეციალობა არ არის, ამიტომ ახლა ვენაში უნდა გაემგზავროთ და განსაკუთრებული სპეციალისტი იქ მიხედავს თქვენს მარცხენა ნესტოსო. სხვა რაღა გზა დამრჩენოდა? ხალხური წამლებით დავიწყე მკურნალობა. "

ფ. დოსტოევსკი

ძალიან ნაცნობი სიტუაცია დღევანდელობაში.

No comments:

Post a Comment