Wednesday, February 2, 2011

ძველისძველი წერილები



ამოვალაგოთ ჩემი დიდი ხნის წინანდელი კონვერტი. ჩემი ხელით გაკეთებულია ^_^ და შიგ ძველი წერილები ინახება. სკოლაში ვიცოდით ასე, ერთმანეთს გოგოები ვუკეთებდით ასეთ საჩუქრებს. :)





ერთ წელს, შობის არდადეგების შემდეგ, ჩემმა კლასელმა ეკამ, დაგვირიგა ასეთი კონვერტები ყველა კლასელს. და აი რა წერია წერილში:
"გილოცავ ახალ
წელს და გისურვებ
რომ ისეთი ბუზღუნა
აღარ იყო როგორიც
 იყავი

Happy new year.


წერილები ზუსტადაა გადმოტანილი.

ამ წერილებიდან 2 ნახატია. მართალია არც ერთი მათგანი არ მგავს მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. :D :D




კვლავ ეკას წერილი. თუმცა სჯობს თავად ნახოთ და გადაწყვიტოთ რა არის :)
















შემდეგ კონვერტში 2 წერილია. ჩემი მამიდაშვილების. თეოსი და თამოსი.
თამოს წერილში ყველაზე მეტად იმაზე ვიცინე, რომ წაწერილი აქვს თეომდე მე დავწერე წერილიო : D :D

თამოს წერილი: "როგორ ხარ? მე ვარ ისე რა! ძალიან მენატრები. ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ. ხო მართლა ხო ჩამოხვალ ჩვენთან არდადეგებზე? ხომ არ გვიბრაზდები ისევ მე და თეოს, რომ ვერ მოვედით მეორე დილით? ვერ მოვახერხეთ თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა. არ გეწყინოს. გახსოვს ჩვენი "ღამე?" სასაცილო იყო ხომ?
დათოს ჩემს და ჩემი ოჯახის მაგივრად მაგრად აკოცე და მიულოცე დაბადების დღე.
მომიკითხე ბიძა, ბიცოლა და ზურა.
        ყველას გილოცავთ აღდგომას.
მეტი რა დაგიწერო არ ვიცი. მომენატრა ჩვენი ჭორაობა.
გახსოვს გვანცა, მაკა და ლია? რომ ჩამოხვალ მასზე რაღაცეებს მოგიყვები. რეზო როგორაა? რეზიკო : D "

თეოს წერილის შინაარსიც იგივეა ვერ გადავწერ დიდია ძალიან. : D


შემდეგი წერილი (არ ვიცი რამდენადაა წერილი) უფრო სწორად ნახევარწერილი, : არის ერთი გვერდის ნახევარი. წერილი მე და ჩემს კლასელს შორის (ნათია) ისტორიის გაკვეთილზეა დაწერილი. ბოლოს გადავწყვიტეთ შუაზე ჩამოგვეხია და ბოლო ზარზე შეგვეერთებინა. მერე კი დაგვავიწყდა და შეგვრჩა ასე ნახევარ ნახევარი. : D
წერილში ჩვენი ჭკუით ვღადაობთ. არადა რომ გადავიკითხე რისი ამოკითხვაც შეიძლებიდა არაფერი სასაცილო არაა.. :D





და  უკანასკნელი არის ბოლო ზარის მოსალოცი ბარათი, რომელსაც ყველას გვაძლევდნენ ლექსად დაწერილს.
ჩემი ასეთია:
" მოხდენილი გოგო ხარ და
მომღერალი ბულბული,
წახვედი და თან წაიღე
ჩვენი სული და გული."

ყველაზე უნიჭო ლექსი ever. :D

სულ ეს იყო ძველი წერილები.
ვალენტინობისას სკოლაში დარიგებულ წერილებსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე. გადავყრიდი ადრე. არადა ძალიან ბევრი იყო.
მაინც კარგია რაღაც ძველს რომ აღმოაჩენ.
10 წლის წინანდელი წერილი ხუმრობა საქმეა? O_o

No comments:

Post a Comment