"კარები იკეტება, შემდეგი სადგური ავლაბარი"- გამოაცხადა ნაცნობმა ხმამ.
კარებში მოჰყვა კაცი. ორმა ახალგაზრდამ კარები დაიჭირა და დაახლოებით 55 წლის კაცმა შემოსვლა მოახერხა. ალბათ ეუხერხულა ცოტა ასე უხერხულად რომ შემოვიდა ვაგონში და თამამი ნაბიჯებით გაიარა.
გავიხედე და დავინახე შემდეგ კართან იდგა და მორცხვად იყურებოდა აქეთ, რათა დაენახა ვინ უყურებდა მას. დამინახა, გავიხედე და სახეში შემომშტერებოდა. თვალი ავარიდე. ალბათ მარტო მე გავაყოლე ამ კაცს თვალი. სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი უხერხულობა, თუმცა ძალზედ კეთილი სახის მატარებელი იყო: გათეთრებული თმა, სათვალეები და გამხდარი მაღალი ტანი. აღარ გამიხედავს იქით, მრცხვენოდა.
მერე ვიფიქრე, იგივე სიტუაციაში მე როგორ მოვიქცეოდითქო? რათქმაუნდა ისევე როგორც ის "კეთილი კაცი".
"ავლაბარი"- გაისვმა კვლავ ნაცნობი ხმა.
ახალგაზრდა ბიჭი წინ წაიწია რათა ჩასულიყო. მარცხენა ყურზე საყურე შევნიშნე. ასევე შევნიშნე ის, თუ როგორ აათვალიერ-ჩაათვალიერა გვერდით მდგომმა ახალგაზრდა ბიჭმა. ჯერ საყურეს დააშტერდებოდა მერე კი თმიდან ფეხის წვერებამდე ათვალიერებდა. ნეტა რას ფიქრობდა?
შეიძლება იფიქრა: "ნეტა ცისფერი ხომ არაა?"
ან:
"სიამოვნებით მოვდებდი ყბაში ამ პიდარასტს"
ან თუნდაც:
" რას გავს ეს ჩემისა".
ფიქრებში გართულს მომესმა: "ვარკეთილი, ბოლო გაჩერება. გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები".
ჰო, ძალიან უხერხული სიტუაციაა..
ReplyDeleteმე ასეთ მდგომარეობაში ყველაზე ხშირად მაშინ ვვარდები, როდესაც ქვედაბოლო, ან უბრალოდ კაბა მაცვია.. ^^
მე თვითონ მიკვირს..
ფეხი მოსწორებულ ზედაპირზე რას შეიძლება წამოკრა კაცმა, თუ არა მეორე ადამიანის ფეხს? -თუმცა, არა. მუდამ ქვევით ვიყურები, თან დაკვირვებული ვარ.
მოკლედ, რამდენი ვიბოდიალე..
კარგი პოსტია,ნი. ^^
madlob :) xo xdeba xolme :D
ReplyDelete