Wednesday, February 9, 2011

მე ლუზერი ვარ !

მივხვდი რა სჭირს ჩემს ბლოგს.. სითბო და გულახდილობა აკლია.. მართალია არც ვტყუი და ყველაფერ სიმართლეს ვწერ, მაგრამ რაღაც აკლია მაინც ამ ყველაფერს.
ის, რაც სხვა ბლოგებს აქვს. ის , რაც მე მომწონს სხვის ბლოგებში. ისინი ისე წერენ, რომ მკითხველის გულს ხვდება, მოქმედებს მათზე. ასეთი პოსტის ავტორს ჰქვია კარგი ბლოგერი ალბათ.
მე არ ვიცი რა მჭირს. ან საკმაოდ გულახდილი არ ვარ, ან იმაზე არ ვწერ, რაზეც ნამდვილად მინდა წერა, ან წერა არ ვიცი (რაც ალბათ ყველაზე დიდი სინამდვილეა).
ჰო ლაპარაკი და წერა არ მეხერხება. კომუნიკაცია მიჭირს. ეს არც სიმორცხვის ბრალია (მორცხვი ნამდვილად არ ვარ) და არც სურვილის ბრალი. უბრალოდ მიჭირს საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოთქმა. ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმა რატომ უნდა გამიგონ და მიხვდნენ რის თქმას ვცდილობ? ჩემი ნათქვამი ძალიან ხშირად ესმით არასწორად, მითუმეტეს იმათ ვინც კარგად არ მიცნობს. რთულია ასე. რახან ჩემი ნათქვამი არ ესმით ისე, როგორც მე ვგულისხმობ, ესე იგი, პრობლემა ჩემშია. მე ვერ გამოვხატავ სიტყვებით სწორად იმას, რისი თქმაც მსურს.
ჩემი ბლოგი ცივი და უემოციოა.
არ იგრძნობა რომ ამ ბლოგს სულიერი ავტორი ჰყავს.
რომ ამ ბლოგზე წერს ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც წერს თავის პრობლემებზე, ან თუნდაც სასიხარულო ამბებზე, სიახლეებზე და ა.შ. ეს არ იგრძნობა.
არც გულწრფელობა არ იგრძნობა მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ მიცრუია.
შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ მე ცოტას ვწერ ჩემს პირადზე და ძირითადად შემეცნებითი პოსტები მაქვს და ეს არეულობა უფრო აფუჭებს ბლოგს.
ჩემს ბლოგს რაღაც აკლია.
მშრალია ჩემი ფორუმი და მოსაბეზრებელი.
ან შეიძენს ამას ან არა.
მე დიდი იმედი მაქვს მაინც, რომ გახდება ისეთი, როგორიც ავტორს უნდა რომ იყოს. :)

პ.ს. მადლობა აქსიომას ბლოგს.




No comments:

Post a Comment