ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, მაგრამ ხალისი არ მაქვს მოვყვე.
ცუდი პერიოდი მაქვს. მეც არ ვიცი რისი ბრალია.
მოდი მარტო კარგ სიახლეს ვიტყვი.
რა უცნაურია, რომ ასე უბრალოდ უნდა ვთქვა ასეთი მნიშვნელოვანი რამ.
მე სამსახური დავიწყე.
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ფაქტი ისე გამახარებდა, რომ ძალზედ ემოციურ პოსტს დავწერდი.
რა აღარ ხდება...
მუშაობა სკოლაში დავიწყე. სკოლის სახელის დამახსოვრება არც ისე ადვილია. სახელწოდებაც არ არის. უბრალოდ აწერია: "ჰუმანიტარულ ინსტიტუტთან არსებული მრავალპროფილიანი საჯარო სკოლა". მგონი ასე აწერია.
რას ვასწავლი?
ინგლისურ ენას.
პირველ დღეს მივედი თუ არა, მაშინვე შემიშვეს კლასში. აი ესე უბრალოდ. არაფერი უთქმავთ, საერთოდ არაფერი.
მეც შევედი, სხვა რა გზა მქონდა. გავეცანი რა სახელმძღვანელოთი სწავლობდნენ. მივხვდი იმასაც, საერთოდ სწავლობდნენ თუ არა და ა.შ. ნელ-ნელა ყველაფერს გავეცანი.
კლასებს დაგიხასიათებთ.
5 კლასზე უკვე მაბოდებს. სულ 3 მოსწავლეა. სამივე ბიჭი. პირდაპირები არიან და ეს მომწონს. არც უზრდელები არიან და არც მუდოები. რაც მთავარია ინგლისური ძალიან კარგად იციან. მგონი ყველა ემზადება. სხვაგვარად მარტო სკოლაში ასე ვერ ისწავლიდნენ. დღეს აღმოვაჩინე, რომ მათთან ინგლისურად შემიძლია ვილაპარაკო ნებისმიერ თემაზე. ისინიც მპასუხობენ. ლაპარაკი შეუძლიათ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მეხუთე კლასელს ინგლისურად ლაპარაკი შეუძლია. :)
სწრაფი ტემპით შემიძლია ვასწავლო ამ ბავშვებს, რადგან ყველაფერი კარგად ესმით.
გადავედით 12 კლასზე. მაგათ საერთოდ კლასი ჰქვია? რავიცი, რავიცი...
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ცუდები არიან. არა, სულაც არა. უბრალოდ არ დადიან.
3 ბიჭია და ერთი გოგო. გოგოს ოღონდ სხვა თემაზე ალაპარაკე და მეტი არაფერი არ უნდა.
ბიჭებიდან ერთი ლონდონშია ნამყოფი და ასე თუ ისე იცის, რაღაც გაეგება. მეორე, ემზადებოდა და ცუდად, მარა ცოტა მაინც იცის. მესამე ყველაზე სუსტია. რა აზრი აქვს, არ დადიან. გოგო, ნინო ისეთი ზარმაცია, რომ მისნაირი არ დაიარება ალბათ. ამას თვითონაც აღიარებს, თვითონ მითხრა. დღეს კინაღამ თვალები შუბლზე ამივიდა რომ მითხრა ინგლისურში ვემზადები და დავალებები გამაკეთებინეო. გადავირიე. ერთი კარგი ლექცია ჩავუტარე სად უნდა აკეთებდეს მაგ დავალებებს და ინგლისურის გაკვეთილზე რა ხდება. ან შეუშვა ყურში და ან არა. ინგლისურში ვემზადებოდე და დავალებების გაკეთება გამიჭირდეს? მომზადების აზრი?
9 კლასი. კარგი კლასია. სულ 2ჯერ მქონდა გაკვეთილი ჯერ. ერთი ბიჭი ჰყავთ სახელად ლაშა, რომელიც ძალიან ჭკვიანია და ინგლისურიც შესანიშნავად იცის. დანარჩენებიც არ არიან სუსტები, უბრალოდ ლაშა მაინც შესანიშნავია. თან როგორც ადამიანიც არაჩვეულებრივია, ზრდილობიანი. იცის მასწავლებელს როგორ ელაპარაკოს. :) ამ კლასთან შესვლა მიხარია. :)
7 კლასში ერთი ბიჭია, დაჩი. კლასი არ ჰქვია ამას. უფრო კერძო მოსწავლესავითაა. დაჩიმ ინგლისური ფაქტიურად არ იცის. მისი სახელმძღვანელო კი საკმაოდ რთულია მისთვის. ერთ პარაგრაფს ვკითხულობთ და ვთარგმნით სამჯერ და მეოთხეჯერ რომ წავაკითხო, ისევ მე მომიწევს გადათარგმნა.
მასთან ბუნებრივია მიჭირს მუშაობა. ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო და არ ვაგრძნობინო რაიმე სირთულე. ათვისება უჭირს. გონებრივად უჭირს, მაგრამ ვცდილობთ, როგორც შევძლებთ ისე ვისწავლოთ.
3 კლასი. პატარა 3 ანგელოზი არის ამ კლასში. მათგან ბარბარე 2 კლასელია, მაგრამ მათთან ზის. ლიზი და ლუკა ჭკვიანი ბავშვები არიან. დღეს ლუკა შემხვდა დერეფანში და მომესალმა სახეგაღიმებულმა. გამეხარდა რაღაცნაირად. ისეთი ლოყები აქვს, ჩქმეტას მოგანდომებს. : D
და ბოლოს მოვიტოვე 8 კლასი. აუღებელი ციხე. ეს კლასი კი არა საგიჟეთია. დღეს გამაგიჟეს. ამ კლასში 7 ბავშვია და მათგან 2 მოსწავლე ჰგავს მოსწავლეს. ერთი მოსწავლე რომ კითხულობს, დანარჩენი 6 ყირაზე გადადის. ცელქობას ავიტანდი, მაგრამ თავხედობა და უზრდელობა ნამეტანია.
პირველ გაკვეთილზე ყველაფერი გამომკითხეს გვარით დაწყებული, ბოტების ფასით დამთავრებული. გაკვეთილის მსვლელობის დროს შუშხუნების ანთება სადღა გაგონილა. ამას თავხედობა არ ჰქვია? ან შუშხუნები სად იშოვეს ამ შუა მარტში. გაკვეთილზე ჭამენ. რომ გავუბრაზდი მერე აღარ გაუკეთებიათ, მაგრამ როგორ უნდა გაბედო გაკვეთილზე ჭამა დაიწყო. წიგნები რომ არ აქვთ ამას კიდე არაფერი უჭირს იმასთან შედარებით, როგორც იქცევიან. ერთმა მითხრა: აქ ნერვებს გაიფუჭებთო. სად მაქვს ნერვები თორე კი.
მოკლედ საშინელება ხდება ამ სკოლაში. არავის სწავლა არ უნდა. მე არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ბავშვები. ან მათი მშობლები ფულს რაში იხდიან. მოხუცი პედაგოგივით ვლაპარაკობ? შეიძლება :D მარა ჩაბარება ხო უნდათ და რავიცი მე. ყველა ცალკე ემზადება და ამიტომ არ ანაღვლებთ ეტყობა. ერთი თვე გავძლო და გამოჩნდება თუ არა ახალი სამსახური ეგრევე წამოვალ. მასწავლებლები კარგები არიან და კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთი ძალიან ხუმარაა. ისტორიის მასწავლებელი კი ისეთი დახვეწილი ქალია, სულ მას ვუყურებ ხოლმე.
მოკლედ ეს გახლდათ ჩემი შთაბეჭდილებები ახალ სამსახურთან დაკავშირებით.
მისურვეთ წარმატებაზე მეტად გაძლება :D
მოკლედ საშინელება ხდება ამ სკოლაში. არავის სწავლა არ უნდა. მე არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ბავშვები. ან მათი მშობლები ფულს რაში იხდიან. მოხუცი პედაგოგივით ვლაპარაკობ? შეიძლება :D მარა ჩაბარება ხო უნდათ და რავიცი მე. ყველა ცალკე ემზადება და ამიტომ არ ანაღვლებთ ეტყობა. ერთი თვე გავძლო და გამოჩნდება თუ არა ახალი სამსახური ეგრევე წამოვალ. მასწავლებლები კარგები არიან და კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთი ძალიან ხუმარაა. ისტორიის მასწავლებელი კი ისეთი დახვეწილი ქალია, სულ მას ვუყურებ ხოლმე.
მოკლედ ეს გახლდათ ჩემი შთაბეჭდილებები ახალ სამსახურთან დაკავშირებით.
მისურვეთ წარმატებაზე მეტად გაძლება :D
როოოგოროგი მაგარია..
ReplyDeleteრაღაცნაირად მეც მომინდა მასწავლებლობა.. :*
კარგი ხარ
ReplyDeleteმე ყვლეთვის მეუბნებოდნენ რო ჩემგან კარგი მასწვლებელი გამოვიდოდა, რაღც მაქვს უნარი ადამიანთან ვიპოვო საერთო ენა და პატარებან განსაკუთრებით
^_^
მშვენიერია.. გილოცავ გილოცავ :)
შეიძება ახლა გიჭირს, მაგრამ დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებ :)
ho jess mec magis imedit var mand. mec maqvs maswavleblobis nichi. chems adgilas darwmunebuli var igivenairad iqnebodi :)
ReplyDeletemadlob maco :*
რაკარგი ბლოგი გაქვს
ReplyDeleteმეგობარი ბლოგების ლისტში გამატებ <3
პ.ს წარმატებები სკოლაში ^-^
madloba <3
ReplyDeletemec dagamateb
hah, გილოცავ და თან ვიზიარებ შენს მწუხარებას. )
ReplyDeleteძნელი ბავშვებთან
იგივე სიახლე მაქვს, მაგრამ იმ გასხვავებით, რომ მებედნირება მუშაობა ^_^
chemi mtlad egeti jojoxetic araa torem ratom gavcherdebodi.. mara arc kargia :D
ReplyDelete