Sunday, March 6, 2011

წარსული

ხო ეს პოსტი მართლაც წარსულს უნდა მივუძღვნა.
ღამეა, გვიანია და მგონი შესაფერისი დროა გავიხსენო ძველი დრო. ერთხელ მაინც უნდა მექნა ეს და მნიშვნელობა არ აქვს როდის გავაკეთებდი. ერთ-ერთმა ფორუმელმა კი მიბიძგა ამისკენ. მიბიძგა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მისი პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი წერისა.

წარსული სიყვარული.

არ ვიცი ყველას თუ არა მარა უმეტესობას ჰქონა სიყვარულში იმედგაცრუება. იმას, ვისაც არ ჰქონია არ ვიცი რა ვუთხრა ეს კარგია თუ ცუდი. მე დიდად ვიტანჯე, მარა ეხლა რომ ვუკვირდები ღირდა და მიხარია რომ ყველაფერი ასე მოხდა. იმიტომ, რომ მე ამ ტანჯვის (არ ვაჭარბებ ტანჯვასავით იყო) 2 წლით იმდენი ვისწავლე, რამდენსაც ალბათ 5, 10 წელი ვერ ვისწავლიდი.

სწავლა დავარქვა? მთლად სწავლა არაა. ესაა ცვლილება. დიდი ცვლილება. მოდი დავიწყებ მოყოლას და უფრო გასაგები გახდება ყველაფერი.
ამ თემაზე არ ვლაპარაკობ არავისთან და ერთხელაც მინდა გარკვევით დავწერო ყველაფერი. ყველაფერი "გავაიასნო".

მოკლედ ვიყავი მეორე კურსელი. 19 წლის. დაწვრილებით არ ვაპირებ მოვყვე როგორ გავიცანი. როდის ვნახე პირველად. და ა.შ. რეალურ ფაქტებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამ პოსტის მიზანი არის დავწერო თუ რა ვისწავლე იმით, რომ მე ეს ადამიანი გავიცანი.
ამ ადამიანს პირობითად "მაილო" დავარქვათ.
მე მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა. ამას გვიან მივხვდი. ძალიან მგრძნობიარე ვიყავი მე მაშინ. 19 წლის გოგო, ცოტა სულელი, ძალიან მგრძნობიარე და ძალიან ნაივი. გულუბრყვილობა არც ისე კარგია ზოგჯერ.
მე იმას არაფერში არ ვამტყუნებ. ის სწორად მოიქცა, უბრალოდ ვერ გათვალა, რომ ეს მისი სწორი ნაბიჯი  ისეთ შედეგს ar გამოიღებდა, როგორსაც თვითონ ფიქრობდა.
შედეგი იყო: 2 წლიანი ფიქრები, ღემე ტირილები, დაგრუზული ხასიათები.
შედეგი ნომერი 2: ხასიათის გამოცვლა, გონების ცვლილება,  და ადამიანის სრული გამოცვლა.

ეს ცვლილება ჩემთვის კარგია. მე მომწონს ეს ცვლილება და რაც მთავარია ჩემთვის ადვილია. ეს ცვლილება მე მაწყობს და ამ შემთხვევაში სხვა არაფერი არ მაინტერესებს.
არა, არ გეგონოთ რომ ეგოისტი, ან ცივი ადამიანი გავხდი. სულაც არა.
უბრალოდ ყველაფერს ისე არ განვიცდი, როგორც ადრე. ყველაფერი ჩემთვის უფრო ადვილი გადასატანი გახდა, ვიდრე ადრე. უფრო ჭკვიანურად ვიქცევი და ა.შ.
ყველაზე ქაოსური პოსტია მგონი რაც აქამდე დამიწერია.
ეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი, ერთადერთი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

მოკლედ მაილომ ჩემთან მეგობრობა შეწყვიტა. კარგა ხანს ვერ გავარკვიე მიზეზი.
ბოლოს ყველაზე მეტი რაც გავიგე იყო ის, რომ ჩვენი ურთიერთობა იცვლებოდა და იმ მიზეზით, რომ ერთამნეთი არ შეგვყვარებოდა დავასრულეთ "მეგობრობა".
ერთი დეტალი გამორჩა. მე უკვე მიყვარდა.
რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?
არ იყო მზად სიყვარულისთვის?
ვინ იცის..
მოკლედ ასე იყო თუ ისე, 2 წელი ვცდილობდი დამევიწყებინა. არ მიმეწერა. ერთი პერიოდი შურისძიება მინდოდა, თუმცა არ მქონდა მიზეზი.
"კარგი ბიჭივით" მოიქცა ის. ვერ გაამტყუნებდი.
2 წელი ნელ-ნელა ვიცვლებოდი, ვტიროდი ღამე, ვცდილობდი ცუდი რაღაცეები გამეხსენებინა მასზე, მარა ვერ ვახერხებდი. ვერ ვპოულობდი ცუდს მასში. არც ჰქონდა.
მისი უარყოფითი თვისებები რომ მცოდნოდა, უფრო გამიადვილდებოდა ალბათ.
მოკლედ 2 წლის მერე დარჩენილი მქონდა მხოლოდ ლაქები. ლაქები გულში, სულში, გონებაში.
სრულიად ეხლა გაქრა.
და აღმოვაჩინე ამ ამბის გადატანის მერე, რომ გავხდი ისეთი, როგორიც მაშინ მინდოდა ვყოფილიყავი.
ეხლა ვნანობ ბევრ რამეს რაც მაშინ ჩემი გულწრფელობით და მამიტობით ჩავიდინე.
ამჟამად ადამიანის დავიწყება ადვილად შემიძლია.
შემიძლია მოვთოკო ნერვები.
შემიძლია მოვითმინო თუ ისეთი რამის გაკეთება მინდა, რაც ვიცი, რომ არ შეიძლება.
ცოტა ცივი გავხდი. ზომიერად.
აღარ ვარ მგრძნობიარე, ეს არაა საჭირო. ის გრძნობებიც გვეყოფა რაც ყველა ადამიანს ისედაც აქვს.
მე ძლიერი ვარ. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ვარ.
არც ერთი უცხო ადამიანი არაა ღირსი ცრემლებისა.
მე ძალიან მიხარია და ვამაყოფ რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ.
სხვაგვარად გამიჭირდებოდა ცხოვრებაში.
მეგონა არასოდეს არავინ შემიყვარდებოდა.
შევცდი. მხოლოდ იმაში ვარ მართალი რომ ისე არ შემიყვარდება არავინ როგორც ის. თუმცა თურმე სიყვარულის ბევრი სახეობა არსებობს.
ახლა გვერდით მყავს ადამიანი, ვისაც ვენდობი, ვაფასებ და რაც მთვარია მიყვარს.
შორს წარსული.
წარსული იცით რითია კარგი? იმით, რომ ის წარსულია.

3 comments:

  1. ძალიან კარგია, ასე რომ გადალახე და ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა არცერთი უცხო ადამიანი არ არის, ჩვენი ცრემლების ღირსიო, ვერ გავიგე რა იგულისხმე. ნუთუ ის ბიჭი, რომლის გამოც ორი წელი დეპრესიაში იყავი შენთვის არაფერი იყო? ის ადამიანი, რომლის მიმართაც დიდ სიყვარულს გრძნობდი, შენთვის უცხო იყო?
    ეტყობა არასწორად გავიგე,თორემ არ მგონია, ასე გეგულისხმა.

    ReplyDelete
  2. არ არ გვკლავს – გვაძლიერებს ^^ მესმის შენი ნამდვილად :) თითოეული ადამიანი რაღაცას გვასწავლის და მთავარია იგივე შეცდომები არ გავაკეთოთ :) კარგი გულახდილი პოსტია :)

    ReplyDelete
  3. madlob jess..
    maco is ucxo iyo chemtvis miuxedavad imisa rom dzalian miyvarda mainc ucxo iyo..

    ReplyDelete