"ამბობენ თუ ძალიან მოინდომებ რამეს, აგისრულდებაო. ეს ერთდროულად არის და არც არის მართალი. არ არის იმიტომ, რომ არც ერთი სურვილი, ყველაზე ძლიერიც კი, თავისით არ ასრულდება. ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ხოლო მართალია იმდენად, რამდენადაც ადამიანის არსება მთლიანად მოექცევა ხოლმე ამ სურვილის გავლენასა და ზემოქმედების სფეროში და რასაც მერე აკეთებს, ყველაფერი სურვილის კარნახის, უფრო სწორედ, ბრძანების კეთილსინდისიერი აღსრულებაა. ეს სურვილი აიძულებს ადამიანს, გააკეთის ის, რაც მის აღსასრულებლადაა საჭირო, რასაც ამ სურვილის გარეშე არ გააკეთებდა. ის აიძულებს აგრეთვე, აღმოაჩინოს თავის არსებაში საჭირო ძალაც, სიმტკიცეცა და სითამამეც და, თუკი აუცილებლობა მოითხოვს, თვალთმაქცობის უნარიც, უტიფრობაც და უსინდისობაც კი. აი, ასეთი ყოვლისშემძლეა სურვილი, თუკი წინააღმდეგობას არ გავუწევთ, რაც თავისთავად უკვე საკმაოდ დიდ სიძნელებთანაა დაკავშირებული, რადგან ყოველგვარი სურვილი თანაბრად მომხიბვლელია და მომთხოვნი".
ო. ჭილაძე- "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"
ძალიან ჭკვიანურადაა განმარტული, ძალიან.
ReplyDeleteნია.. <3