Saturday, April 30, 2011
Hello Kitty
ჰელოუ კიტი არის გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც იაპონურმა კომპანია "კანრიომ" შექმნა. მისი პირველი დიზაინი იოკო შმიტცუმ შეიმუშავა. პერსონაჟი წარმოადგენს მდედრობითი სქესის იაპონელ კუდმოჭრილ კატას წითელი ბაფთით. მისი პირველი გამოსახულება გააკეთეს ვინილის მონეტების საფულეზე იაპონიაში 1974 წელს და ჩაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1976 წელს. ეს დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა კომპანიისათვის , სადაც მისი პროდუქტი წარმოებს და იყიდება.
ჰელოუ დოლის სამარკო ნიშანი გავრცელდა გლობალურად და მისმა სალიცენზიო შეთანხმებებმა ერთ მილიარდ დილარს მიაღწია წლიურ შემოსავალში. ამ პერსონაჟის გამოსახულება გამოჩნდა მისალოც ბარათებზე, ტანსაცმელზე, სასკოლო ნივთებზე, თეფშებზე და ა.შ. მისი დახმარებით გაკეთდა 2 პარკი Harmonyland და Sanrio Puroland.
Friday, April 29, 2011
მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი
ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე ასეთი პოსტი. თეგ თამაშად აქცია ნინიმ. დათაგულების შემდეგ ეწერა ვისაც არ დაგეზარებათ დაწერეთო, მომინდა, დამაინტერესა და გადავწყვიტე დამეწერა.
1. მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, ვიქნებოდი მაგარი "ბაბნიკი" . ყველაფერს გავაკეთებდი სასურველი გოგოსთვის. არა, მართლა. ახლანდელი ბიჭები "არ მოგწონვარ, კარგად იყავი," ეგეთი არ ვიქნებოდი. ძალიან ბევრს გავაკეთებდი გოგოსთვის. იმდენს ვიზავდი, რომ მაინც მოვაწონებდი თავს.
2. გარეგნულად "კაი ტიპის" იერი მექნებოდა და ეგეთ შთაბეჭდილებას დავტოვებდი ხალხზე, მარა ეგეთი არ ვიქნებოდი სინამდვილეში. ძაან ნაკითხი და განათლებული ვიქნებოდი. ცეკვა მეცოდინებოდა არაჩვეულებრივად და არ ვიქნებოდი გამხდარი.
3. მექნებოდა კარგი სამსახური, მზარდი ანახღაურებით და ამასთანავე ძალიან დატვირთული ვიქნებოდი სამსახურში. გვიანობამდე ვიმუშავებდი. თავისუფალი დრო ცოტა მექნებოდა.
4. კარგი სათვალე და კარგი საათი მექნებოდა.
5. არ მეყვარებოდა ფეხბურთი, და ვიქნებოდი კარგი მოცურავე. :) (ბიჭი კარგად რომ ცურავს, იფ იფ იფ)
6. მეცოდინებოდა მათემატიკა კარგად.
7. არ მექნებოდა კარგი იუმორის გრძნობა. (კარგი)
8. მექნებოდა მკაცრი გამომეტყველება და არ ვიქნებოდი ძალიან სიმპატიური.
9. მეყოლებოდა შვილები გოგო და ბიჭი. გოგოს ბალეტზე შევიყვანდი, ბიჭს ჩოგბურთზე. (აქ უკვე ჩემი სურვილები ჩავაქსოვე) ^^
10. ვიქნებოდი ძალიან ეჭვიანი და ძალიან ფიცხი.
^^
რავარი ვარ?
ვარ ცინცხლა?

Tuesday, April 26, 2011
The Very Fine Clock
ინგლისელი მწერლის მურიელ სპარკის ( ქალია) წიგნი მაჩუქეს, რომელშიც მისი ერთი novel და 9 short stories არის. ეს სიტყვები იმიტომ არ გადავთარგმნე, რომ ქართულად სხვანაირად ითარგმნება ნოველა. ვინც ინგლისური ცოტა მაინც იცის, ის მიხვდება განსხვავებებს.
ერთი პატარა მოთხრობა წავიკითხე და მომეწონა. ცოტა უცნაურად მეჩვენა თავიდან მარა არაფერია უჩვეულო. მოთხრობაა,რომლის აზრსაც ყველა მიხვდებით. არაა ღმად ჩაფიქრება საჭირო, რათა მიხვდეთ ავტორს რისი თქმა სურს. ამ მოთხრობას "The Very Fine Clock" ჰქვია . ინგლისურიდან ვთარგმნე და წარმოგიდგენთ მას.
თარგმანი დიდად არ მეხერხება, რადგან არც პრაქტიკა და არც გამოცდილება მაქვს. სულ ერთხელ ვთარგმნე (იმასაც თუ თარგმნა ერქვა) ერთი წიგნიდან რამოდენიმე ფურცელი, რომელიც მეცნიერული წიგნი იყო და საკმაოდ გამიჭირდა (უკეთ რომ ვთქვათ ძალიან ცუდად ვთარგმნე). იქ თავისებური ტერმინები და სხვა სიძნელეები იყო.
აღარ გადავუხვევ თემას და წარმოგიდნგენთ ჩემს მიერ ნათარგმნ (ამ სიტყვებით როგორ ვამაყობ :D) მოთხრობას. იმედია არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ. მინდა წაკითხვის შემდეგ შეაფასოთ როგორც მოთხრობის არსი, ასევე თარგმანიც. შენიშვნებიც საინტერესო იქნება.
გონებამახვილი საათი, ანუ ტიკ ტოკ.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძალზედ გონებამახვილი საათი სახელად ტიკი.
მისმა მეგობარმა, პროფესორმა ჰორას ჯონ მორისმა, ჩამოიყვანა ის შვეიცარიიდან ზამთრის ერთ დღეს, მრავალი წლის წინ. მას მერე, ტიკი და პროფესორი ძალიან დაახლოვდნენ და შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს.
პროფესორ ჰორას ჯონ მორისს არ უყვარდა როდესაც მას „პროფესორ ჰორასს“ ეძახდნენ ამიტომ ტიკი მას „პროფესორ მორისით“ მიმართავდა თავიდან, შემდეგ კი „პროფესორ ჯონს“ ეძახდა, რომელიც ძალიან სიამოვნებდა თავად პროფესორს.
ტიკი ყოველთვის იდგა ბუხრის გვერდზე მდგარ მაგიდაზე, რომელიც მისი საყვარელი ადგილი იყო. ყოველ ღამე, 11-ის 14 წუთზე, როდესაც პროფესორი ჯონი ამთავრებდა წერას საკუთარ მაგიდაზე, მივიდოდა ტიკისთან, დაქოქავდა და მიუყურადებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ტიკის გული კარგად ცემდა. შემდეგ ის მაჯის საათს დააყენებდა ტიკის დროით და ქოქავდა სახლში არსებულ ყველა დანარჩენ საათს.
„ ჩინებული საათი ხარ ტიკი ,“ უთხრა ერთხელ ღამით პროფესორმა. „ყოველთვის დროული ხარ, არც ძალიან სწრაფი და არც ძალიან ნელი. გარდა ამისა, შენ ყველაზე სანდო ხარ ჩემს მეგობრებს შორის.“
„მოხარული ვარ ამის მოსმენით პროფესორო ჯონ,“ ტიკიმ უპასუხა. ვიცი, რომ ჩემი ბაბუა, რომელიც ავსტრიის ყველაზე მაღალი მთის წვერზე არსებულ კოშკში ცხოვრობს, იამაყებდა ამ სიტყვების გაგონებაზე.“
„გულახდილად რომ გითხრა ტიკი,“ თქვა პროფესორმა ჯონიმ, „როგორც წესი, არ მხიბლავს ბაბუა საათები. ისინი ისეთი მაღლები არიან, რომ ვერავინ ვერ შეხედავს სახეში და ვერ დაინახავს რას ფიქრობენ ისინი. თუმცა შენი ბაბუა ალბათ განსაკუთრებული საათია, ყოველთვის კარგია როდესაც შენი წინაპარი ცხოვრობს კოშკში.“
ყოველ ხუთშაბათ ღამეს, იმის ნაცვლად, რომ ყოველი საათის დაქოქვის შემდეგ პროფესორი დასაძინებლად წასულიყო, ის შუა ღამემდე არ იძინებდა და მის 4 მეგობარ სტუმარს იღებდა, რომლებიც მის სანახავად მოდიოდნენ. მათი სახელები იყო:
1. პროფესორი სტურჟ ბოლდვინ პარკერი.
2. პროფესორი ნორმან ბეილი.
3. პროფესორი რეიმონდ ოფენბაში.
4. პროფესორი მაქსიმილიან როზმინი.
ოთხივე პროფესორი ისეთივე ჭკვიანი და ცნობილი იყო, როგორც პროფესორი ჯონი. ისინი ყველა კეთილგანწყობილნი იყვნენ ტიკის მიმართ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ის პროფესორ ჯონის ყველაზე საყვარელი და ყველაზე სანდო მეგობარი იყო.
ტიკი აღფრთოვანებით უსმენდა ხუთშაბათობით 5 მოსაუბრე პროფესორს.
ისინი ისეთ საინტერესო თემებზე ლაპარაკობდნენ, როგორიცაა მთვარე და ვარსკვლევები და იმდენი რამ იცოდნენ მათზე, ტიკი ფიქრობდა, იმდენი იციან თითქოს, ნამყოფნი იყვნენ ცის ყველა პლანეტაზეო.
ერთ ხუთშაბათ საღამოს, პროფესორმა ნორმან ბეილიმ, რომელიც ჩრდილოეთიდან იყო უთხრა ტიკის: „ტიკი შენ თვითონაც იცი, რომ ყველა ჩვენგანზე უფრო ჭკვიანი ხარ. შენ შეგიძლია გვითხრა ზუსტი დრო საათზე შეხედვის გარეშე.“
ყველა პროფესორი დაეთანხმა.
„ვერც ერთი ჩვენგანი“ თქვა პროფესორმა ჯონიმ, „ვერ იქნება დარწმუნებული რა დროა საათზე შეხედვის გარეშე. მხოლოდ ვარაუდით თუ ვიტყვით. ტიკიმ კი ყოველთვის იცის.“
ის აღტაცებით შესცქეროდა თავის მეგობარ ტიკის, რომელიც მის გვერდზე მაგიდაზე იდგა. (ტიკი იყო უბრალო მაგარი ხის საათი მრგვალი თეთრი სახით და გრძელი შავი ისრებით.)
ტიკიმ თბილად გადაუხადა მადლობა პროფესორებს კომპლიმენტისთვის და უთხრა რომ მისი ბაბუა იამაყებდა ეს რომ მოესმინა. მან დაამატა : „ მე ვერ შევინარჩუნებდი დროს ჩემი მეგობრის, პროფესორი ჯონის დახმარებისა და ყურადღების გარეშე, რომელიც ყოველ ღამე 11-ის 14 წუთზე მქოქავს.“
„თუმცა,“ თქვა პროფესორმა სტურჟ ბოლდვინ პარკერმა, რომელიც ასევე ჩრდილოეთიდან იყო, „ შენ რომ არ იყო ტიკი, მაშ როგორ მიხვდებოდა პროფესორი ჯონი რომ 11-ის 14 წუთია?“
ვერავინ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაშინ პროფესორმა მაქსიმილიან როზმინიმ, რომელიც სამხრეთიდან იყო თქვა, რომ მნიშვნელოვანი წინადადება უნდა შეეთავაზებინა.
„მე გთავაზობთ,“ თქვა მან, „ რადგან ტიკი ისეთივე ჭკვიანია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, მას უნდა ვუწოდოთ პროფესორი ტიკი. მოვამზადოთ ფურცლები ხვალისთვის, რომელზეც ყველანი მოვაწერთ ხელს და ტიკი გახდება ერთ-ერთი პროფესორი.“
დანარჩენმა ოთხმა პროფესორმა ერთხმად აღიარა, რომ ეს შესანიშნავი აზრია და პროფესორმა რეიმონდ ოფენბაშმა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყო, ტაში შემოჰკრა შეძახილით: „ბრავო პროფესორ ტიკის.“
ამის შემდეგ, ტიკიმ წარმოსთქვა სიტყვა.
„ ძალიან ბედნიერი ვარ ამ შემოთავაზებით და დარწმუნებული ვარ, რომ ბაბუაჩემიც ასეთივე გახარებული იქნებოდა, თუმცა მშიშობ, რომ ამით მე დავკარგავ მეგობრობას სახლის დანარჩენ საათებთან.
იცით, როცა დილით პროფესორი ჯონი მიდის უნივერსიტეტში სამუშაოდ, როცა სახლში სისუფთავე სუფევს, სიჩუმე ისადგურებს ოთახებს შორის, მხოლოდ საათების ხმა არღვევს ამ იდილიას. ეს ის წუთებია, როცა ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებით და ჩვენი ცხოვრების ამბებს ვუამბობთ ერთმანეთს.
„ ზევით და ქვევით, ჩვენ ერთმანეთს ტიკ-ტაკ გზავნილებს დიდი სისწრაფითა და მქუხარე ხმით ვუგზავნით.
„სამზარეულოს საათი ენას ვერ აჩერებს და ხალისიანად ჭორაობს მაღალ ხმაზე.
„ყველაზე მეტად მიყვარს პეპიტა, საძინებლის ობოლი ესპანური სადაფის საათი. განსაკუთუთრებით მაშინ, როცა მისი „გულის ცემა“ ჩერდება.
„ პროფესორებო, ერთი ძველი გამონათქვამი არსებობს, რომელიც ბაბუაჩემმა მითხრა: „ გული გულთან უბნობსო“ და ეს ჩვენთან, ამ სახლში, მართლაც ასეა.
„ასე რომ, ჩემო ძვირფასო პროფესორებო, უარი უნდა ვთქვა ამ წინადადებაზე. ჩემი ამხანაგი საათები ისე ვეღარ შემომხედავენ, როგორც აქამდე მიყურებდნენ. ისინი იფიქრებენ, რომ მე დიდებული გავხდი მაშინ, როდესაც მე მათი წრიდან გარიყულად ვიგრძნობ თავს. გთხოვთ უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ.“
როდესაც პროფესორებმა მოუსმინეს ტიკის, მათ აღიარეს, რომ ახლა უფრო ეთაყვანებოდნენ ტიკის, ვიდრე ოდესმე.
„ტიკი,“ მიმართა პროფესორმა ჯონიმ, „ყოველთვის ვიცოდი რომ ჩინებული საათი იყავი, ახლა კი, უფრო გაფასებ.
„მართალია სხვა საათები ისეთი კარგი დროის მაჩვენებელი საათები არ არიან როგორიც შენ ხარ, მაგრამ მაინც სულგრძელი საქციელია შენი მხრიდან პროფესორის ტუტულზე უარის თქმა და მათი გულისთვის უბრალო საათად დარჩენა.“
პროფესორმა მაქსიმილიან როზმინიმ ტაში შემოჰკრა ამ სიტყვებზე, დანარჩენმა ოთხმა პროფესორმა კი თავი დაუკრა.
ტიკიმ გაიღიმა და ხელების მოძრაობით შუაღამე ამცნო. როცა ოთხი პროფესორი ადგა წასასვლელად, მან გაიფიქრა, „ რატომ არ იცის მომხიბვლელმა სადაფის ობოლმა საათმა, პეპიტამ სიტყვა „პროფესორის“ წარმოთქმა? მას მხოლოდ ტიკ, ტიკ, ტიკის თქმა შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში ის მიყვება: ტიკ, ტიკ, ტიკ.
Muriel Spark
თარგმნა ია დარასელიამ.

Monday, April 25, 2011
Our song
იმავე სიმღერის ტრიპ-ჰოპ ვერსია.
Улица, лица, длится, не спится,
Засыпаю, не могу остановится,
Зажигаю, наблюдаю за собой там, со стороны раны.
Не зажили, долго кружили, вдох -
Снова тени ожили,
Были, любили, забыли, оставили там.
Я не вернусь, и снова не будет весны,
Я поднимусь - я уже не боюсь высоты-ы-ы,
Я не хочу, чтобы ты, я не хочу, чтобы я
Часами, словами, весами грузили себя.
Ночь наступает на пятки,
Звуки играют в прятки, сладкие взятки прячутся -
Их не достать, до них не добраться,
Можно смеяться, не приземляться,
Трудно понять, легко догадаться.
Нет, не отнять того, что бы было опять
Догонять время, не ждать,
Можно сгореть, не успеть, не допеть, не догнать,
Не узнать, потеряться.
Можно смеяться, не приземляться,
Трудно понять, легко догадаться.
Я не вернусь, и снова не будет весны,
Я поднимусь - я уже не боюсь высоты-ы-ы,
Я не хочу, чтобы ты, я не хочу, чтобы я
Часами, словами, весами грузили себя.
на ответы у меня есть вопросы папиросы расспросы спроси меня где ты нигде я иду никуда да горят провода это правда сухая вода бесконечная нота спроси меня кто ты никто но я здесь навсегда я же вернусь и снова наступил весна когда я проснусь я знаю тебе не до сна я так хочу чтобы ты я так хочу чтобы я дышали одной тишиной и не видели дня
Thursday, April 21, 2011
8 რამ, რაც ტკივილს მომაყენებს
ძნელად თუ მომაყენებს ვინმე არ რამე ტკივილს. ცოტა არ იყოს მაგ მხრივ გულგრილი ვარ და ძნელია რამე ისეთი მოხდეს მე რომ ტკივილი მომაყენოს მარა მაინც დავწერ.
1. ტკივილს მომაყენებს უდანაშაულოდ და უსამართლო საქციელი. როცა ვიცი რომ მართალი ვარ და რაღაცას მაბრალებენ.
2. საყვარელი ადამიანის დაკარგვას ძნელად გადავიტან.
3. დედაჩემის დაკარგვა უდიდეს ტკივილს მომაყენებს რაც კი განცდილი მექნება.
4. ვინმემ ცუდი სიტყვა რომ მაკადროს მაგის გამო ალბათ გული დამარტყავს. სიცოცხლეში არავის უკადრებია ცუდი სიტყვა, არც ოჯახში მსმენია. რა თქმა უნდა დებილო, საზიზღაროს არ ვგულისხმობ.
5. მრავალი ხნის განმავლობაში რამეს თუ ვაკეთებდი, ვაგროვებდი, ან რამეზე ვწვალობდი ის რომ წყალში ჩამეყაროს.
6. ვინმეს რომ დავეხმარო და მის გამო რამე გავაკეთო და არ დამიფასოს.
7. რაღაცას რომ მიმალავენ გულს მტკენენ. ცუდი აზრები მიჩნდება ხოლმე მერე რომ აი იმიტომ დამიმალეს რომ ბლა ბლა ბლა
8. დიდ ტკივილს მომაყენებს იმ ადამიანმა ზურგი რომ შემაქციოს ვისაც დიდად ვაფასებ.
მგონი ძალიამ მძიმე და სევდიანი პოსტი გამომივიდა.
სულ ცუდები მიწერია.
არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყო.
თვითონ სათაურიც ისეთია...
მადლობა მაცოს დათაგვისთვის. :)

Wednesday, April 13, 2011
ფერი მკურნალი
მე შესანიშნავი იგნი მაქვს სახელოდებით "ჰარმონიული ურთიერთობის ფსიქოლოგიური საიდუმლო".
ისევ ამონარიდი ამ წიგნიდან. ამჯერად ფერებზე.
თუ როგორ კურნავს ფერები. მათი მნიშვნელობა ჟანმრთელობისთვის.
წითელი: აყუჩებს წელსა და მუცლის ტკივილს, კურნავს ძლიერ დამწვრობას და ხსნის მყესების დაჭიმულობას.
ყვითელი: ძალიან ამშვიდებს თირკმელებს, ებრძვის საჭმლისადმი ალერგიას, გეხმარებათ მელანქოლისგან თავდაცვაში.
იისფერი: დაგავიწყებთ თავის ტკივილს, მოგიხსნით უძილობას და მავნე ჩვევებს.
მწვანე: კარგია მაღალი წნების დროს, აუმჯობესებს მხედველობას და დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
მუქი ლურჯი: აუმჯობესებს კოორდინაციის უნარს და აწყნარებს ფეხის სპაზმებს.
ცისფერი: აქვეითებს ჰიპერაქტივობას, კურნავს ყელის ტკივილს და მზის დამწვრობას.
ვარდისფერი: აწყნარებს გულს, წმენდს სისხლს და შველის ასთმას.
ყავისფერი: უებარი ფერია დიაბეტიანებისათვის, ამკვრივებს ძვლიან სისტემას.
შავი: ძალას მატებს კუნთებს და ამშვიდებს ნერვებს.
თეთრი: აყუჩებს კუნთების ტკივილს, წმენდს ნერვებს.
ნაცრისფერი: კარგი ფერია სიმსივნეებისაკენ მიდრეკილთათვის, აწესრიგებს საჭმლის მონელებას.

ადამიანებისათვის თავის მოწონების 6 ხერხი
პირველი - გულრფელად დაინტერესდით ადამიანებით.
მეორე - ხშირად გაიღიმეთ.
მესამე - დაიმახსოვრეთ სახელები (გახსოვდეთ, რომ ადამიანისათვის ბგერები მისი სახელისა ყველაზე უფრო ტკბილია მეტყველებით ურთიერთობაში).
მეოთხე - ყურადღებით მოუსმინეთ სხვას და ეცადეთ, ადამიანმა საკუთარ თავზე ილაპარაკოს.
მეხუთე - ილაპარაკეთ ისეთ რამეზე, რაც თქვენი მოსაუბრისთვის საინტერესოა.
მეექვსე - აგრძნობინეთ ადამიანს მისი უპირატესობა და გულრფელად აღიარეთ.
ეს არის ფსიქოლოგ ელენეს წიგნიდან ამონარიდი.
იმედი მაქვს დაგეხმარებათ. : )
თუ სურვილი და იდეა გაქვთ, შეგიძლიათ დაამატოთ პუნქტები თქვენი სურვილისამებრ მისი განხორციელებისას.
ჩემი აზრით, შეიძლება იყოს კიდე ისეთი რამეები რაცშეიძლება ყველა ჩვენგანმა დავამატოთ სიტუაციის მიხედვით.
მე დავამატებდი მაგალითად
უთხარით კომპლიმენტი. (მაგ: რა ლამაზი ზედა გაცვია, რა ლამაზი თვალები გაქვს, რა კარგად გამოიყურები). : )

Tuesday, April 12, 2011
8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი
მაცომ დამთაგა ამ თამაშზე და ვეცდები რაღაცა დოზით მაინც იყოს პოსტი საინტერესო.
ალბათ უცნაური ჩვევები უფრო საინტერესო იქნება. ასევე დეტალებიც, რომლებიც უჩვეულოა და მარტო შენ გახასიათებს.
1. სიცოცხლეში პირველად ვარ შეყვარებულის ამპუაში. (არ დაგავიწყდეთ რამდენი წლის ვარ :D )
2. ზამთარში, როცა ნასკებით მძინავს, დილით ერთ ფეხზე ყოველთვის გახდილი მხვდება. :D
3. ადამიანებს მალე ვცნობ. (ვინ როგორია გულით).
4. არ მიყვარს რამეს რომ მთხოვენ და მეხვეწებიან. (ეს იმიტომ, რომ მეორეჯერ ხვეწნისას უკვე მიბირებენ).
5. ძალიან მესაკუთრე ვარ. მეტისმეტად მიყვარს ჩემი ნივთები.
6. არასდროს მისესხებია (borrow not lend) ფული.
7. ბიჭის გამო ზაზუნა მიყიდია. (იმას ჰყავდა და მე ზაზუნა კი არ მინდოდა უბრალოდ საერთოს აღმოჩენა). : D
8. მეშინია კაცების (განსაკუთრებით მთვრალი) ჩხუბის. შეიძლება უცნობების ჩხუბს რომ შევესწრო ტირილი მოვრთო. :)
სულ ესაა რაც გამახსენდა. :)

Tuesday, April 5, 2011
დათო ტურაშვილის "ამერიკული ზღაპრები"
დატო ტურაშვილის "ამერიკულ ზღაპრებს" ვკითხულობ ტრანსპორტში. მეტროთი ყოველ დღე დავდივარ სკოლაში. მინდოდა მგზავრობის დროს რამე მეკითხა და ის დრო, რასაც მგზავრობა მოითხოვს გამეყვანა. დატო ტურაშვილის წიგნი მსუბუქი აღმოჩნდა ^-^ თან მაინტერესებდა და მაინც ვაპირებდი წაკითხვას. იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. წიგნი მოგვითხრობს მისი ამერიკაში ყოფნის პერიოდს. იგი აღწერს თუ როგორ გაატარა დრო ამერიკაში. ძალიან მომწონს მისი შენიშვნები და დაკვირვებები ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. წიგნში ბევრი მონაკვეთი იყო ისეთი, რომელმაც განსაკუთრებით მომხიბლა.
ეხლა მოვიყვნან ერთი მონაკვეთის ციტირებას.
რატომ მაინცდამაინც ეს მონაკვეთი?
ისე. :)
(წიგნი ბოლომდე არ წამიკითხავს. არაა გამორიცხული, რომ კიდევ აღმოჩნდეს ისეთი მონაკვეთი, რომლის ბლოგზე დადება მომინდება).
"ქალები კაცებზე უკეთ და ადვილად იტანენ სიცივეს, შიმშილს და ყველანაირ ტკივილს. სექსის შემდეგ, კაცისთვის ყველაზე ძვირფასი დუმილია, ქალისთვის კი პირიქით - ყველაზე სანატრელი თუნდაც ერთი სიტყვაა, ორგაზმის შემდეგ კაცისაგან საალერსოდ რომ მოისმინოს და ამას წინათ მილოშ ფორმანმა თქვა, მამაკაცებს მასტურბაცია ამიტომაც ურჩევნიათ - იმ საალერსო სიტყვების წარმოთქმა ეზარებათ და ისეთი სუსტები არიან, ძალაც აღარ ჰყოფნით სიტყვებისთვისო."
ასევე ყველა თავს ერთვის პატარა ციტატები, რომლებიც ასევე საინტერესოა.
მაგალითად:
"War is over if you want it..." --- John Lenon
"can't take it away." ----- Pieta Brown
"I'll shoot the moon for you, baby..." -- Tom Waits <3
"ამერიკაში რომ იცხოვრო, რაღაც მაინც უნდა გიყვარდეს ამერიკული" --იოსებ ბროდსკი
"დედი, გამიშვი ამერიკაში და მერე ისევ აქ დავბრუნდები!" -- ავთო ვარაზი.
და ბევრი კიდე საინტერესო რამ..
მოკლედ, გირჩევთ წაიკითხოდ თავად. დიდან სანიამოვნები დარჩებით.

Monday, April 4, 2011
Sunday, April 3, 2011
Not Everybody is Supposed to Read it
Music for inspiration. For writing. that's it. Now i can already start.
it's been so long I haven't written anything. Anything at all.
i wanna write a little kind of imaginary thing.
It's wierd i am writing.
i kinda feelin' a little bit sentimental.. so strange and even more disgusting.
Sooo, it's about love story. no, no, no. don't think it will be a banal story. I love you. bla bla bla and such kind of stuff.
let me tell you in a short and clear words.
night.
a girl and a boy together. Love between them.
apart,
a girl and a friend.. Love but not between them. it's on one side...
morning.
a girl and a boy kissing...
afternoon.
a girl and a friend walking together under the rain, on wet streets talking, looking, smiling.
boy. he's tired. he's confused.
boy's friend. sad, emotional, crying.
boy's girlfriend. neutral, felling, not controlling.
there's so much cases when one boy isn't enough.
who's the main character of the story?
oh, a friend.
Subscribe to:
Posts (Atom)