დატო ტურაშვილის "ამერიკულ ზღაპრებს" ვკითხულობ ტრანსპორტში. მეტროთი ყოველ დღე დავდივარ სკოლაში. მინდოდა მგზავრობის დროს რამე მეკითხა და ის დრო, რასაც მგზავრობა მოითხოვს გამეყვანა. დატო ტურაშვილის წიგნი მსუბუქი აღმოჩნდა ^-^ თან მაინტერესებდა და მაინც ვაპირებდი წაკითხვას. იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. წიგნი მოგვითხრობს მისი ამერიკაში ყოფნის პერიოდს. იგი აღწერს თუ როგორ გაატარა დრო ამერიკაში. ძალიან მომწონს მისი შენიშვნები და დაკვირვებები ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. წიგნში ბევრი მონაკვეთი იყო ისეთი, რომელმაც განსაკუთრებით მომხიბლა.
ეხლა მოვიყვნან ერთი მონაკვეთის ციტირებას.
რატომ მაინცდამაინც ეს მონაკვეთი?
ისე. :)
(წიგნი ბოლომდე არ წამიკითხავს. არაა გამორიცხული, რომ კიდევ აღმოჩნდეს ისეთი მონაკვეთი, რომლის ბლოგზე დადება მომინდება).
"ქალები კაცებზე უკეთ და ადვილად იტანენ სიცივეს, შიმშილს და ყველანაირ ტკივილს. სექსის შემდეგ, კაცისთვის ყველაზე ძვირფასი დუმილია, ქალისთვის კი პირიქით - ყველაზე სანატრელი თუნდაც ერთი სიტყვაა, ორგაზმის შემდეგ კაცისაგან საალერსოდ რომ მოისმინოს და ამას წინათ მილოშ ფორმანმა თქვა, მამაკაცებს მასტურბაცია ამიტომაც ურჩევნიათ - იმ საალერსო სიტყვების წარმოთქმა ეზარებათ და ისეთი სუსტები არიან, ძალაც აღარ ჰყოფნით სიტყვებისთვისო."
ასევე ყველა თავს ერთვის პატარა ციტატები, რომლებიც ასევე საინტერესოა.
მაგალითად:
"War is over if you want it..." --- John Lenon
"can't take it away." ----- Pieta Brown
"I'll shoot the moon for you, baby..." -- Tom Waits <3
"ამერიკაში რომ იცხოვრო, რაღაც მაინც უნდა გიყვარდეს ამერიკული" --იოსებ ბროდსკი
"დედი, გამიშვი ამერიკაში და მერე ისევ აქ დავბრუნდები!" -- ავთო ვარაზი.
და ბევრი კიდე საინტერესო რამ..
მოკლედ, გირჩევთ წაიკითხოდ თავად. დიდან სანიამოვნები დარჩებით.
მორჩილაძის - 'შენი თავგადასავალი' წაიკითხე..
ReplyDeleteმოგეწონება, მსუბუქია და კარგი.. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ვერ გაიგებდი, ხან რეალურ საყმაროშჲ იყო, ხან კი სადღაც შორს..
აი, მე კი, 'ამერიკულ ზღაპრებს' წავიკითხავ ახლო მომავალში.. :*