Friday, April 29, 2011

მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი

ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე ასეთი პოსტი. თეგ თამაშად აქცია ნინიმ.  დათაგულების შემდეგ ეწერა ვისაც არ დაგეზარებათ დაწერეთო, მომინდა, დამაინტერესა და გადავწყვიტე დამეწერა.

1. მე რომ  ბიჭი ვყოფილიყავი, ვიქნებოდი მაგარი "ბაბნიკი" . ყველაფერს გავაკეთებდი სასურველი გოგოსთვის. არა, მართლა. ახლანდელი ბიჭები "არ მოგწონვარ, კარგად იყავი," ეგეთი არ ვიქნებოდი. ძალიან ბევრს გავაკეთებდი გოგოსთვის. იმდენს ვიზავდი, რომ მაინც მოვაწონებდი თავს.

2. გარეგნულად "კაი ტიპის" იერი მექნებოდა და ეგეთ შთაბეჭდილებას დავტოვებდი ხალხზე, მარა ეგეთი არ ვიქნებოდი სინამდვილეში. ძაან ნაკითხი და განათლებული ვიქნებოდი. ცეკვა მეცოდინებოდა არაჩვეულებრივად და არ ვიქნებოდი გამხდარი.

3. მექნებოდა კარგი სამსახური, მზარდი ანახღაურებით და ამასთანავე ძალიან დატვირთული ვიქნებოდი სამსახურში. გვიანობამდე ვიმუშავებდი. თავისუფალი დრო ცოტა მექნებოდა.

4. კარგი სათვალე და კარგი საათი მექნებოდა.
5. არ მეყვარებოდა ფეხბურთი, და ვიქნებოდი კარგი მოცურავე. :) (ბიჭი კარგად რომ ცურავს, იფ იფ იფ)

6. მეცოდინებოდა მათემატიკა კარგად.
7. არ მექნებოდა კარგი იუმორის გრძნობა. (კარგი)
8. მექნებოდა მკაცრი გამომეტყველება და არ ვიქნებოდი ძალიან სიმპატიური.
9. მეყოლებოდა შვილები გოგო და ბიჭი. გოგოს ბალეტზე შევიყვანდი, ბიჭს ჩოგბურთზე. (აქ უკვე ჩემი სურვილები ჩავაქსოვე) ^^
10. ვიქნებოდი ძალიან ეჭვიანი და ძალიან ფიცხი.

^^
რავარი ვარ?
ვარ ცინცხლა?

3 comments:

  1. ჰაჰა ბაბნიკობა მომეწონა :დდ

    მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი გავიგებდი რა გრძნობაა როცა გოლი გაგაქვს ♥
    ზაფხულში გავიხდიდი მაისურს, შიშველი სიარულის მაინც არ შემრცხვებოდა :|
    მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი გავიგებდი რაზე ლაპარაკობენ ბიჭები და რა არის მათი მთავარი საუბრის თემა
    ნუთუ მარტო გოგოები და ფეხბურთი o.o

    ReplyDelete
  2. ui ho egeni mec mainteresebs ise.. :D

    ReplyDelete
  3. მმაგარი ბიჭი იქნებოდი. <3

    ReplyDelete