Thursday, April 21, 2011

8 რამ, რაც ტკივილს მომაყენებს

ძნელად თუ მომაყენებს ვინმე არ რამე ტკივილს. ცოტა არ იყოს მაგ მხრივ გულგრილი ვარ და ძნელია რამე ისეთი მოხდეს მე რომ ტკივილი მომაყენოს მარა მაინც დავწერ.

1. ტკივილს მომაყენებს უდანაშაულოდ და უსამართლო საქციელი. როცა ვიცი რომ მართალი ვარ და რაღაცას მაბრალებენ.

2. საყვარელი ადამიანის დაკარგვას ძნელად გადავიტან.

3. დედაჩემის დაკარგვა უდიდეს ტკივილს მომაყენებს რაც კი განცდილი მექნება.

4. ვინმემ ცუდი სიტყვა რომ მაკადროს მაგის გამო ალბათ გული დამარტყავს. სიცოცხლეში არავის უკადრებია ცუდი სიტყვა, არც ოჯახში მსმენია. რა თქმა უნდა დებილო, საზიზღაროს არ ვგულისხმობ.

5. მრავალი ხნის განმავლობაში რამეს თუ ვაკეთებდი, ვაგროვებდი, ან რამეზე ვწვალობდი ის რომ წყალში ჩამეყაროს.

6. ვინმეს რომ დავეხმარო და მის გამო რამე გავაკეთო და არ დამიფასოს.

7. რაღაცას რომ მიმალავენ გულს მტკენენ. ცუდი აზრები მიჩნდება ხოლმე მერე რომ აი იმიტომ დამიმალეს რომ ბლა ბლა ბლა

8. დიდ ტკივილს მომაყენებს იმ ადამიანმა ზურგი რომ შემაქციოს ვისაც დიდად ვაფასებ.

მგონი ძალიამ მძიმე და სევდიანი პოსტი გამომივიდა.
სულ ცუდები მიწერია.
არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყო.
თვითონ სათაურიც ისეთია...
მადლობა მაცოს დათაგვისთვის. :)

6 comments:

  1. თვითონ თემა იყო ისეთი, რომ კარგს ვერაფერს დაწერდი..
    რაღაცნაირად ვგავართ..
    ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ თამაში გაააგრძელე. :*
    მომეწონა... <3

    ReplyDelete
  2. მემგონი ყველასთვის საერთოა რაც ჩამოთვალე. უნდა დაგეთანხმო ...

    ReplyDelete
  3. ho ragac specifiruki araa. iseti postia rom bevri dametanxmeba. arada mindoda damewera iseti rameebi rac gansxvavebuli iqneboda.
    ar gamomivida ragac :S

    ReplyDelete
  4. გამარჯობა. ლიტერატურა.ჯი-ზე თქვენი ლექსებია?

    ReplyDelete
  5. ara. mec gavige rom literatura.ge-ze ilaria aris.
    ar vicodi.
    nikebis damTxvevaa ubralod

    ReplyDelete
  6. შენ რო ჩემს ადგილას იყო მკვდარი იქნებოდი უკვე ))))

    ReplyDelete