სიმბოლო: სასწორი
მმართველი პლანეტა : ვენერა <3
სტიქია: ჰაერი
ჰავა: თბილი
ტემპერამენტი: სანგვინიკი. ( სანგვინიკ-ი [< ლათ. sanguis (sanguinis) სისხლი; სასიცოცხლო ძალა] - მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც გარეგნულად მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს.)
ფერები: ცისფერი და ყველა პასტელური ფერი
ქვა: საფირონი
ბედნიერი რიცხვი: 6
როგორ ააწყოთ ურთიერთობა სასწორთან
პირველი ნაბიჯები
პირველი სისულელე სასწორებზე რაც წერია არის: სასწორებს უყვართ ფუფუნება. თუ მისთვის საჩუქარს არჩევთ, უნდა იყოს ისეთი საჩუქარი, რომელიც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება. ეს კი, უნდა დაგვამახსოვრდეს მარა, "მაღალი სინჯის ოქროს ან ვერცხლის სამკაულები, უზადო ბრილიანტები, როგორც მინიმუმ ბროლის ნაკეთობები უნდა გაიმეტოთ." სისულელეა. მე პირადად, არ მაინტერესებს ასეთი სამკაულები. და ზოგადად სამკაულები.
როდესაც სასწორთან პაემანზე მიდიხართ, არ დაუშვათ, რომ დღის წესრიგში ფასების თემა დადგეს.
აი ამას ვეთანხმები. ვერ ვიტან ბიჭები შენი თანდასწრებით, მითუმეტეს პირველი შეხვედრის დროს ფულზე რომ ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, ზოგადად ამ თემაზე ყველანაირი ლაპარაკი ზედმეტია. გოგოს ფულზე რატომ უნდა ელაპარაკო ვერ ვხვდები.
ეროგენული ზონები
სასწორთა სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილები ქვედაწელი და დუნდულებია. სეირნობისას, ცეკვისას ან ჩახუტებისას, ნელა და ფრთხილად ჩააცურეთ ხელები ზურგიდან ქვემოთ. მხოლოდ "ჩააცურეთ" და არ ატაკოთ! მკვეთრი და მოულოდნელი მოძრაობები სასწორებს აბნევთ და არ უყვართ. ურთიერთობის შედარებით ინტიმურ სტადიაზე თქვენი ხელების ლოკაციის ადგილიც ამავე შემოგარენშია განსაზღვრული.
დანარჩენი არც ისე შეესაბამებოდა და აღარ დავწერ.
ბოლო ნაბიჯები
სასწორთან ურთიერთობის გაწყვეტა საკმაოდ ადვილია.-- თურმე არც ისე.
ჩაიცვით ფეთხუმივით, მოიმატეთ წონაში, დაუნიშნეთ პაემანი ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას, ელაპარაკეთ მოსაბეზრებელ წვრილმანებზე, ყველაფერში შეეწინააღმდეგეთ. ---- ძაან გამხდარი ბიჭები არც არასოდეს მომწონდა. ხალხმრავალ ადგილებზე ვგიჟდები. მიყვარს ხმაურიანი მხიარულება. წვრილმანებზე ლაპარაკი მომწონს. ამ დროს უფრო ვეცნობი ადამიანს. ბევრი რამე შეგიძლია დაასკვნა უმნიშვნელო ლაპარაკიდან. აი 2 პუნქტი კი, ჩაიცვით ფეთხუმივით და შეეწინააღმდეგეთ ყველაფერში.. ააააა მძაგს!
შეამოწმეთ მისი სატელეფონო ზარები, გზავნილები, მიმოწერა, სასწორები პირადი ცხოვრების ხელყოფას ყველაზე სერიოზულ და უპატიებელ დანაშაულად თვლიან.ამაში როგორ არ დავეთანხმო. ძალიან გამაღიზიანებელია და მეტიც. სერიოზული რომ არაფერი მეწეროს მაინც ძალიან ვინერვიულებ. ზოგს კი ჰგონია რახან ასე განვიცდი რამე სერიოზული მიწერია და მათ არ უნდა წაიკითხონ. :)
სასწორები ამაყობენ თავიანთი კულინარიული ტალანტით. კრიტიკაზე ადვილი რა არის? უთხარით რომ სადილი დაეწვა ან არაა მოხარშული ან უმარილოა ან შეწვა აკლია.კი კარგი კულინარი ვიქნები მარა ეხლა არაფრის კეთება არ ვიცი და არ გამიკვირდება მსგავსი რამ რომ მითხრან :დ
სასწორთან ურთიერთობის შეწყვეტა გსურთ?
აი ესენი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
მე ვეთანხმები ყოველშემთხვევაში.
ნუ გამოცვლით თეთრეულს. დაკავდით სექსით სიჩქარეში. (ამას მთლად ვერ ჩავწვდი მარა მაინც). რა საჭიროა ამ ცხოველურ-ფიზიოლოგიურ აქვს ამდენი დრო და ემოციები დაუთმო?აი ეს მეტისმეტია. ცხოველურიო?
დრო არ უნდა დაუთმო?
ემოციები? ემოციები არ უნდა დაუთმო?
ამას ვერ აიტანს სასწორი. უემოციობას ვერ აიტანს!
თუ განშორება დიდხანს გაიჭიმა არის 100% -იანი გამოსავალი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ "დისკუსიის" გაგრძელება კედელთან მოგიწევთ. სასწორი სამუდამოდ დაგტოვებთ.
Yep ფაქტორები
მოდი ახლა სასწორის ნაცვლად ჩავსვათ ჩემი სახლი და გამოვა, რომ:
ნია ყველაფერში ჰარმონიას და დახვეწილობას დაეძებს. იგი ძალიან პრანჭია და ქალურია. ნიას ეს "პრანჭიაობა" თვალში საცემი არასოდესაა. yep.
ნიას მთავარი ნაკლი მისი ხასიათის მერყეობაშია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ეს "ლამაზი პეპელა" ერთი ფლირტიდან მეორეზე ძალიან სწრაფად და დაუნანებლად გადაინაცვლებს ხოლმე. ვაა ხოო? არ დავკვირვებივარ :დ
კიდე წერია რომ ნიას განსაკუთრებული შემთხვევების გარდა მამაკაცთან ემოციური მიჯაჭვულობა იშვიათად უჩნდებაო.
არა რა უნდა მაკავშირებდეს მამაკაცთან? რავიცი.. ქარაფშუტა ვყოფილვარ და ეგაა ..
აი ეს კარგი წერია: ნია ხომ ჰაერის ნიშანია, ამიტომაც არ უჭირთ ამ ქალებს საკუთარი გრძნობების სწრაფად "განიავება". :D :D :D
yep. yep, yep!
ნია ვერ იტანს როდესაც ფორმაში არაა და ამ დროს მან ვინმე უნდა ნახოს. მნიშვნელობა არ აქვს, ნათესავი, მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი. ესეც yep yep yep
მიუხედავად რბილი და დამთმობი ხასიათისა, თუ ნიას რამე აღიზიანებს, იგი მოწუწუნე და ენამწარე ხდება. ნიას იმ ადამიანის ნაკლის გაზვიადებაც ოსტატურად გამოსდის , ვინც მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. Yep.
ნუ ეცდებით ნიაზე მბრძანებლობას. მართალია ის აშკარად არ დაგიპირისპირდებათ, თუმცა მაინც ისე გააკეთებს , როგორც თავად სურს. დიახაც! Yeap.
არასთან, რაც მეტია ზეწოლა ნიაზე მით უფრო ჯიუტი ხდება. მხოლოდ თბილი მოპყრობა და ტაქტიანი საუბარია ის გასაღები, რომლითაც მის კეთილ განწყობას პოიპოვებთ. იეპ.
და ბოლოს ნუ დაგავიწყდებათ მთავარი მესიჯი ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს სხვანაირად "რკინის ხელს, ხავერდის ხელთათმანში ეძახიან". ჰოდა გასაგებია ყველაფერი :)
to be continued...
No comments:
Post a Comment