რეჯინა კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმია. იგი დაარსებიდან ამ კლინიკაში მუშაობს. ხმები დადის, ამ კლინიკის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძვისო. დამაარსებელიც ყველაზე დიდ პატივს კლინიკაში რეჯინას სცემს.
ექიმი თავის კაბინეტის სკამზე იჯდა და ფანჯარაში ჩიტებს აკვირდებოდა. ხედავდა რა დამფრთხალები კენკავდნენ რაფაზე დაყრილ ორცხობილის ნამცეცბს.
უცებ ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა ზანგი.
რეჯინა შემოტრიალდა და მიესალმა ახლადშემოსულს.
-გამარჯობა ჯორჯია.
ჯორჯია გახლდათ ახალგაზრდა ქალი, ზედმეტად სანდო სახის გამომეტყველებით. ცალი ფეხით კოჭლობდა და ხშირი შავი თმა ჰქონდა.
ჯორჯიამ გაიღიმა და სალამითვე უპასუხა.
-გამარჯობა ქალბატონო რეჯინა.
-ესე იგი თქვენ ხართ ის ცნობილი ექთანი, რომელმაც ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ყველა გასაუბრება გამოიარა და მოხვდა ჩვენს კლინიკაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. როგორც ინგლისელები იტყვიან, welcome ძვირფასო.
"ბილის" კლინიკაში არც ისე ადვილი იყო მოხვედრა. მთელი რიგი გამოცდები და გასაუბრებები ჰქონდა გამოსავლელი ახალბედა ექიმსა თუ მედდას. პროფესიონალი ექიმები, ფსიქოლოგები და გამოცდილი ექთნები ატარებდნენ ამ გამოცდებს.
ამიტომ იყო, რომ კლინიკა ბევრისთვის მიუწვდომელი რჩებოდა. მასში მომხდარი ამბები კი, არავისთვის არ იყო ცნობილი, გარეთ არასდროს გადიოდა იქ მომხდარი ამბები. ბევრი ჭორი დადიოდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცოდა რა ხდებოდა კლინიკაში და როგორი იყო მკურნალობის სისტემა.
რეჯინა გაესაუბრა ახალგაზრდა ჯორჯიას. მოატარა კლინიკა და დაათვალიერებინა მთელი შენობა და ოთახები. გააცნო პაციენტები და თავისი ოთახიც მიუჩინა.
თვით რეჯინაც საიდუმლოებებით მოცული ქალი იყო.
ბევრს არ ლაპარაკობდა და რასაც იტყოდა ისეთი მოზომილი იყო, ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაიჭერდით იმის გარდა, რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ გცოდნოდათ.
მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი რეჯინას. მისი ისტორიის ნაწილი ყველამ იცოდა, თუმცა რჩებოდა დეტალები, რასაც ვერავინ მიმხვდარიყო.
მაგალითად, როგორ მიიღო ამ ქალმა ის უმაღლესი განათლება მშობლების დახმარების გარეშე.
რეჯინა მამამ მიატოვა როცა ის 8 წლის იყო. დედამ ვერ გაუძლო 5 სულიან ოჯახს. მუშაობით ქანცი სძვრებოდა, მაგრამ მაინც უკიდურეს გაჭირვებაში იყო ოჯახი. დედა ჭლექით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. ამ დროს პატარა რეჯინა 10ის ხდებოდა.
მან შეკრა ერთი გუდა და კალიფორნიაში წავიდა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. მისი და და ძმები დეიდამ შეიფარა და როგორც შეეძლო არჩენდა მათ.
რეჯინამ უნივერსიტეტში ჩააბარა და წარმატებითაც დაასრულა. ვერავინ ვერ მიმხვდარიყო როგორ შოულობდა უნივერსიტეტში გადასახად თანხას. თუმცა მისი წარმატებით დასრულება ყველამ გაიგო. რეჯინამ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობის პრაქტიკა დააგროვა, სადაც ანაზღაურება არ ჰქონია.
დღისით უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება, საღამოობით გაუჩინარება და მთელი ღამე კითხვა, დღესაც მწარედ ახსენდებოდა რეჯინას.
ხმაურმა გამოარკვია რეჯინა ფიქრებიდან. სადილის დრო ახლოვდებოდა.
ხმაური უფრო და უფრო ახლოს ესმოდა ქალს.
-სელის ხმაა. წამოიძახა მან და ოთახიდან შურდულივით გავარდა.
No comments:
Post a Comment