Paul Desmond
დაიბადა 1924 წლის 25 ნოემბერს. გარდაიცვალა 1977 წლის 30 მაისს.
ინსტრუმენტი : საქსოფონი, კონტრალტო.
იგი დასაფასებელია მისი უბრალო, მშვიდი კონტრალტო საქსოფონის ტონით და მისი იმპოვიზაციის მოხდენილი ლირიზმით. 17 წლის ასაკში იგი იყო წამყვანი სოლისტი კომერციულად ყველაზე წარმათებულ ჯაზ ანსამბლში დეიბ ბრუბეკის კვარტეტში. ეპოქაში, სადაც თაყვანს სცემდნენ ჩარლი პარკერის შმაგ ბიპოპს, პოლ დესმონდმა შექმნა აქალი მუსიკალური ბგერა. ტონი, რომელსაც იგი დაჟინებით ამსგავსებდა მშრალ მარტინის. ეს იყო ის მუსიკა, რომელმაც იგი გახადა საყვარელი ადამიანი როგორც კრიტიკებს შორის, ასევე ფანებს შორის და ჯაზის ხმათა უმრავლესობამ მიანიჭა უპირატესობა მას. "მე მოგებული მაქვს მრავალი პრიზი, როგორც მსოფლიოს დაბალი კონტრალტოს შემსრულებელი, ისევე როგორც 1961 წელს სპეციალური პრიზი "მშვისი მუსიკისთვის." იგი იყო მოკრძალებული, თავდაჭერილი კაცი, რომელიც მეგობრებისთვის ცნობილი იყო თავისი გონებამახვილობით და მომხიბვლელობით. მისი გარდაცვალებიდან 20 ელის შემდეგ, მისი მუსიკა კვლავ იყიდება, კვლავ სრულდება და კვლავ ხიბლავს ხალხს.
ჩემთვის მისი ლირიზმი არასდროს ყოფილა ერთნაირი, როგორც თანმიმდევრობა და ლირიზმი ერთად აღებული, რადგან მის მელოდიებში ყოველთვის არის ნაპირი, რომელიც ბრუნდება უკან რაღაც გარკვეულ ადგილას. მის მისამღერებში, ინტელექტი შერწყმულია ემოციასთან, და ამ ორს შენ ჩვეულებრივ ვერ იპოვი ერთ ადამიანში. _ დეივ ბრუბეკი.
პოლი დაიბადა სან ფრანცისკოში, 1924 წელს. იგი იყო ერთ-ერთი დამცველი ვესტ ქოსთის "cool" სტილის. ლესტერ იანგის და პიტ ბრაუნის ზეგვალენით, პოლი კლარნეტზე უკრავდა ჯეკ ფინასა და ალვინო რეის ბენდში. ეს მისთვის იყო სასიამოვნო პარტნიორობა უკვე ოფიციალურად გაწვრთნილ პიანისტ დეივ ბრუბეკთან, რომელმაც დიდება მოუტანა მსოფლიოს სცენაზე.
დესმონდის სოლო მელოდიები აშკარად განსხვავდებოდა დეივ ბრუბეკის მრავალტონალობიან რითმებისგან, მაგრამ საქმის ერთობლივი შესრულებით, მათ ერთმანეთს დიდება მოუტანეს. 40იან წლებში, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და დაუკრეს ერთად, 1951 წელს ჩამოაყალიბეს დეივ ბრუბეკის კვარტეტი და არასოდეს მოუხედავთ უკან.
კრიტიკოსების აზრით, ეს იყო უცნაური ურთიერთობა. ზოგი მიიჩნევდა ბრუბეკის დაკვრას მძიმედ. ერთ-ერთ სტატიაში მისი მუსიკა იყო დახასიათებული როგორც ძველმოდური მელოდისს ნაყვა და მელოდისს იდეების აშკარა სიმცირე. ამასობაში დესმონდი წარმათების მოპოვებეში იყო მისი "განსხვავებული, მეტად პერსონალური სტილით." ცნობილმა კრიტიკოსმა, ნეთ ჰენთოფმა, მას თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი კრეატიული წარმომადგენელი უწოდა. გასაკვირი არაა რომ გამოჩნდა სტატიები დესმონდის და ბრუბეკის თანამშორმლობასთან დაკავშირებით. 1953 წელს გაზეთის სტატიაში კვლავ გამოთქვეს აზრი დესმონდის უპირატესობაზე, როგორც წამყვან ჯაზმენზე. მიუხედავად ამისა, დესმონდი ყოველთვის ლოიალური იყო პარტნიორის მიმართ და ამბობდა: " ნამდვილად არავინ არის ისეთი, ვისთანაც მე ამდენ ხანს გავჩერდებოდი." დესმონდა ეს ურთიერთგაგება დაახასიათა როგორც “kind of scary," ანუ საშიში. 1959 წელს დესმონდა შექმნა მილიონ ტირაჯიანი ჯაზ სინგლი "Take Five". ეს სინგლი გაქხდა კვარტეტის თემა, რამაც დესმონდს იღბალი მოუტანა სამეფო კარზე.
No comments:
Post a Comment