თმა, თავის ფორმა.
ახალშობილის თავის ფორმა ამოზნექილია და ეს სავსებით ნორმალურია. ეს ამოზნექილობა საშიში არ არის და გასდის რამოდენიმე კვირაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. არ შეიძლება თავზე ძლიერად ხელის მოკიდება ან დაწოლა.
ახალშობილის თავის ფორმა ამოზნექილია და ეს სავსებით ნორმალურია. ეს ამოზნექილობა საშიში არ არის და გასდის რამოდენიმე კვირაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. არ შეიძლება თავზე ძლიერად ხელის მოკიდება ან დაწოლა.
ახალშობილის თავი
თავიდან არასწორი ფორმისაა. რამოდენიმე თვეში კი სწორ ფორმაში დგება. საბოლოო თავის ფორმას ბავშვი 1 წლის ასაკში ღებულობს. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი დეფორმირებული ჰქონდა
თავი ორსულობის დროს. დაბადიბიდან პირველ დღეებში შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს
თავის სწორი ფომა რადგან ძილის დროს ის მხოლოდ ერთ გვერდზე ატრიალებს თავს. არ შეიძლება
თავი სპეციალურად სხვა მხარეს მოვუბრუნოთ. ის მაინც იგივე მხარეს მოაბრუნებს. თუ ბავშვს
ხშირად გაიყვანთ ჰაერზე და მზეზე, თუ ბავშვი სწორად ვითარდება, მაშინ თავის ფორმა სწორად
ჩამოყალიბდება.
ბავშვი ისე უნდა
შევმოსოთ, რომ მისი მოძრაობა არ შეიზღუდოს. არ უნდა გავკოჭოთ ისე, რომ ვერ ამოძრაოს
სხეულის ნაწილები თავისუფლად. მიეცით ბავშვს საშუალება აქნიოს ხელები და ფეხები ისე,
როგორც მას სურს.
ზოგიერთი დედა განაწყენებულია,
რომ მისი შვილი უთმო იბადება.
როდის ამოუვა თმა?
– შემდეგ თვეებში, ან შეიძლება წლის ბოლოსაც.
რა უნდა გავაკეთოთ
რომ სწრაფად ამოუვიდეს თმა? – არაფერი.
ზოგ დედას კი აშინებს
ის ფაქტი, რომ თმიან ბავშვს ეწყება თმის ცვენა.
გადის კვირები ახალი თმა კი არ ამოდის. ნუ ინერვიულებთ ახალი თმა ამოვა.
რა ფერისაა თმა? ბავშვებს ხშირად ეცვლებათ თმის ფერი. შეიძლება ბავშვი
დაიბადოს მუქი თმის ფერით და ცოტა რომ წამოიზრდება გაუღიავდეს, შემდეგ კი ისევ გაუმუქდეს.
პირიქითაც ხდება. ბავშვი იბადება ქერა თმით შემდეგ კი უმუქდება.
ახალშობილის გრძნობათა ორგანოები
ახალშობილის გრძნობათა ორგანოები
გრძნობათა ორგანოები დაბადებამდეც ფუნქციონირებს, მაგრამ
სრულყოფილად არა.
თვალები.
დაბადებიდან პირველ საათებში ბავშვის თვალები არ მოძრაობს.
რამოდენიმე საათში ისინი იწყებს მოძრაობას, მაგრამ ბავშვი ვერ ხედავს. სინათლე ხელს
უშლის და აღიზიანებს მას. ამიტომ ის მოუსვენარი ხდება. ამიტომ ოთახი, სადაც ახალშობილი იმყოფება, არ უნდა
იყოს ძალზედ ნათელი.
ახალშობილებს აქვთ ლურჯი თვალები. შემდეგი 2 წლის განმავლობაში
ბავშვს ეცვლება თვალის ფერი და ხდება ან ყავისფერი ან უფრო მუქი. მაგრამ არ დაუბრუნდება
ლურჯ ფერს. დაბადებისთანავე ექიმი ბავშვს თვალებში აწვეთებს წამალს. ეს აუცილებელია,
რათა თავიდან აიცილოს ახალშობილმა ინფექციები, მიღებული მშბიარობის დროს გამოვლილი გზებისგან.
ბავშვს რამოდენიმე დღის განავლობაში თვალის კუთხეებში
უჩნდება გამონადენი. ის უნდა მოვწმინდოთ სტერილური ტამპონებით. რამოდენიმე დღეში შეუწყდება ბავშვს თვალიდან გამონადენი.
თუ არ შეუწყდა რამოდენიმე დღეში , თუ თვალთან რაიმე სიწითლე შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს.
ყურები.
ახალშობილს
უკვე უფუნქიონირებს სმენის ორგანო. პირველ დღეებში ის ყურადღებას არ აქცევს ტელეფონის
ზარს, ხმადაბალ ლაპარაკს. თუ კარს მოვაჯახუნებთ, ან ტაშს შემოვკრავთ, იგი შეცბება.
ზოგჯერ ბავშვი ხმაურზე ტირილით რეაგირებს.
ამიტომ იგი უნდა მოვარიდოთ ხმაურს და ხმამაღალ ხმებს.
ბავშვი იბადება ჩამოყალიბებული ყურის ფორმებით. თუმცა
შეიძლება ახალშბილს ყურის ნიჟარა ჰქონდეს წაწვეტებული ან ცალი ყური გაბრტყელებული ჰქონდეს იმ მხარეს, რომელ მხარეზეც უდევს თავი ძილის დროს. არ სჭირდება თქვენი ჩარვა ასეთ შემთხვევაში. ყური
თავისით ჩამოყალიბდება სწორ ფორმად.
გემოს შეგრძნება.
ახალშობის აქვს გემოს შეგრძნების უნარი. მაგალითად თუ
ბავშვი უშაქრო ჩაიზე უარს იტყვის, ახალშობილი პირველ კვირაში შეიშმუშნება თუ მას მარილიან
ან ძალიან ცხლ საკვებს მივცემთ.
No comments:
Post a Comment