Showing posts with label ბავშვი. Show all posts
Showing posts with label ბავშვი. Show all posts

Saturday, February 27, 2016

როგორ ვეთამაშოთ 2–3 წლის ასაკის ბავშვს





როგორ ვეთამაშოთ 2–3 წლის ასაკის ბავშვს

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ ან თქვენ, ან თქვენი ბავშვები, თამაში მთელი ოჯახისთვის სასიკეთოა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ დედები და მამები განსხვავებულად ეთამაშებიან თავიანთ ბავშვს. დედები უპირატესობას ნიჭებენ კომუნიკაციურ და კრეატიულ თამაშებს, როგორიცაა ხელსაქმე და ჩაცმა–გახდის პროცესი.  მამებს კი უფრო აქტიური და სახიფათო თამაშები მოსწონთ როგორიცაა, ბოქსი და სხვა ხმაურიანი თამაშობები.
მიუხედავად ამისა, ყველა ასაკისთვის არსებობს 5 მარტივი და მნიშვნელოვანი წესი:

1. თამაში არ უნდა იყოს დაკავშირებული თანხასთან.
2. მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვთ თამაშის სურვილი, რომ დაიწყებთ მიხვდებით თუ როგორი სახალისოა და ისე ჩაგითრევთ ვერც მიხვდებით.
3. თავი აარიდეთ შეჯიბრებებს. თამაშის არსი მდგომარეობს
შეთანხმებაში, შეკავშირებაში, ფანტაზიაში და ერთად ყოფნაში.
4. მიეცით ბავშვს საშუალება მან თავად გადაწყვითოს რა ითამაშოს და როგორ ითამაშოს. თქვენ კი მაქსიმალურად შეეცადეთ ბოლომდე აჰყვეთ ამაში. თუ თქვენი ბავშვი რაიმემ ძლიერ გაიტაცა, თქვენც შეუერთდით მას.
ფოთოლი, ხვლიკი, ხის კოვზი როგორც ყველასთვის, მისთვისაც საინტერესოა.
5. ნუ იქნებით თავშეკავებული, ჩაერთეთ!

2–3 წლის ასაკის ბავშვთან თამაშის ვარიაციები.
როდესაც ეთამაშები 2 წლის და მის ზემოთ ასაკის ბავშვს, აუცილებელი არაა ჩართო ძვირიანი სათამაშოები, ახალი თამაშები ან მსგავსი სირთულეები. პირიქით, უნდა გაუადვილოთ თამაში, რათა უფრო სახალისო გახდეს მისთვის და მხიარულად გაატაროთ დრო. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ დიდი  ფიზიკური ენერგია, რომელიც უნდათ, რომ სადღაც გამოავლინონ და დახარჯონ. საკვირველია, თუ როგორ შეუძლიათ მათ რთული თამაშებით გართობა წვიმიან ამინდში, როდესაც ისინი გარეთ ვერ გადიან.



მეხსიერების თამაშები
დამახსოვრება ბავშვისთვის რთულია მისი ასაკიდან  გამომდინარე, ამიტომ ვცადოთ სხვადასხვა თამაში, რომელიც ფერებისა და ნახატების ამოცნობაში მდგომარეობს.

ავიღოთ მაგალითად სათამაშო კარტი. აირჩიეთ ერთი ფიგურის (მაგალითად აგურის) ტუზი, მეფე, დამა, და ვალეტი. ტუზ აგურს ქვემოთ დაუდეთ ტუზი ყვავი და ნახეტ თქვენი ბავშვი  იპოვის თუ არა  შესაბამის კარტებს (ყვავის მეფეს, დამას, ვალეტს). გაართულეთ თამაში ბავშვის გონებრივ შესაძლებლობების მიხედვით.

კარტით თამაში
შეიძლება ასაკიდან გამომდინარე ბავშვი არაა მზად რთული თამაშებისთვის , თუმცა არსებობს რამოდენიმე სახალისო თამაში კარტით.  აიღეთ ძველი, ნაყინის პლასტმასის კოტნეინერი და კარტის დასტა. გაჭერით სიგრძეზე კონტეინერის თავსახური ისე, რომ შიგ კარტი გაეტიოს. შემდეგ თითო– თითოდ ჩაასრიალეთ კარტები კონტეინერში ბავშვმა კი უნდა დაასახელოს ყველა ის კარტი რომელიც ნაყინის ყუთშია. ეს სახალისო თამაშია თუკი ბავშვი ამით ერთობა.

ფუნქციური თამაშის სიმარტივე
თქენს ბავშვს აუცილებლად მოეწონება სენსორული თამაშები როგორიცაა:  ქვიშის კოშკების აშენება, ტალახის ღვეზელები, ჩაი წვეულება და თუნდაც ჭურჭლის რეცხვა. ყველა ეს თამაში ძალიან სასიამოვნოა ბავშვისთვის.

თარგმანი ჯასტინ კოლსონის სტატიიდან.

Wednesday, December 4, 2013

ახალშობილი. 2 ნაწილი



თმა, თავის ფორმა.
ახალშობილის თავის ფორმა ამოზნექილია და ეს სავსებით ნორმალურია. ეს ამოზნექილობა საშიში არ არის და გასდის რამოდენიმე კვირაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.   არ შეიძლება თავზე ძლიერად ხელის მოკიდება ან დაწოლა.

ახალშობილის თავი თავიდან არასწორი ფორმისაა. რამოდენიმე თვეში კი სწორ ფორმაში დგება.  საბოლოო თავის ფორმას  ბავშვი 1 წლის ასაკში ღებულობს.  არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი დეფორმირებული ჰქონდა თავი  ორსულობის დროს.  დაბადიბიდან პირველ დღეებში შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს თავის სწორი ფომა რადგან ძილის დროს ის მხოლოდ ერთ გვერდზე ატრიალებს თავს. არ შეიძლება თავი სპეციალურად სხვა მხარეს მოვუბრუნოთ. ის მაინც იგივე მხარეს მოაბრუნებს. თუ ბავშვს ხშირად გაიყვანთ ჰაერზე და მზეზე, თუ ბავშვი სწორად ვითარდება, მაშინ თავის ფორმა სწორად  ჩამოყალიბდება.

ბავშვი ისე უნდა შევმოსოთ, რომ მისი მოძრაობა არ შეიზღუდოს. არ უნდა გავკოჭოთ ისე, რომ ვერ ამოძრაოს სხეულის ნაწილები თავისუფლად. მიეცით ბავშვს საშუალება აქნიოს ხელები და ფეხები ისე, როგორც მას სურს.

ზოგიერთი დედა განაწყენებულია, რომ მისი შვილი უთმო იბადება.

როდის ამოუვა თმა? – შემდეგ თვეებში, ან შეიძლება წლის ბოლოსაც.

რა უნდა გავაკეთოთ რომ სწრაფად ამოუვიდეს თმა?  – არაფერი.

ზოგ დედას კი აშინებს ის ფაქტი, რომ თმიან ბავშვს ეწყება თმის ცვენა.  გადის კვირები ახალი თმა კი არ ამოდის. ნუ ინერვიულებთ ახალი თმა ამოვა.

რა ფერისაა თმა?  ბავშვებს ხშირად ეცვლებათ თმის ფერი. შეიძლება ბავშვი დაიბადოს მუქი თმის ფერით და ცოტა რომ წამოიზრდება გაუღიავდეს, შემდეგ კი ისევ გაუმუქდეს. პირიქითაც ხდება. ბავშვი იბადება ქერა თმით შემდეგ კი უმუქდება.

ახალშობილის გრძნობათა ორგანოები

გრძნობათა ორგანოები დაბადებამდეც ფუნქციონირებს, მაგრამ სრულყოფილად არა.

თვალები.

დაბადებიდან პირველ საათებში ბავშვის თვალები არ მოძრაობს. რამოდენიმე საათში ისინი იწყებს მოძრაობას, მაგრამ ბავშვი ვერ ხედავს. სინათლე ხელს უშლის და აღიზიანებს მას. ამიტომ ის მოუსვენარი ხდება.  ამიტომ ოთახი, სადაც ახალშობილი იმყოფება, არ უნდა იყოს ძალზედ ნათელი.

ახალშობილებს აქვთ ლურჯი თვალები. შემდეგი 2 წლის განმავლობაში ბავშვს ეცვლება თვალის ფერი და ხდება ან ყავისფერი ან უფრო მუქი. მაგრამ არ დაუბრუნდება ლურჯ ფერს. დაბადებისთანავე ექიმი ბავშვს თვალებში აწვეთებს წამალს. ეს აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოს ახალშობილმა ინფექციები, მიღებული მშბიარობის დროს გამოვლილი  გზებისგან.

ბავშვს რამოდენიმე დღის განავლობაში თვალის კუთხეებში უჩნდება გამონადენი. ის უნდა მოვწმინდოთ სტერილური ტამპონებით.  რამოდენიმე დღეში შეუწყდება ბავშვს თვალიდან გამონადენი. თუ არ შეუწყდა რამოდენიმე დღეში , თუ თვალთან რაიმე სიწითლე შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს.

ყურები.

 ახალშობილს უკვე უფუნქიონირებს სმენის ორგანო. პირველ დღეებში ის ყურადღებას არ აქცევს ტელეფონის ზარს, ხმადაბალ ლაპარაკს. თუ კარს მოვაჯახუნებთ, ან ტაშს შემოვკრავთ, იგი შეცბება.  ზოგჯერ ბავშვი ხმაურზე ტირილით რეაგირებს. ამიტომ იგი უნდა მოვარიდოთ ხმაურს და ხმამაღალ ხმებს.

ბავშვი იბადება ჩამოყალიბებული ყურის ფორმებით. თუმცა შეიძლება ახალშბილს ყურის ნიჟარა ჰქონდეს წაწვეტებული  ან ცალი ყური  გაბრტყელებული ჰქონდეს  იმ მხარეს, რომელ მხარეზეც უდევს თავი ძილის დროს.  არ სჭირდება თქვენი ჩარვა ასეთ შემთხვევაში. ყური თავისით ჩამოყალიბდება სწორ ფორმად.

გემოს შეგრძნება.

ახალშობის აქვს გემოს შეგრძნების უნარი. მაგალითად თუ ბავშვი უშაქრო ჩაიზე უარს იტყვის, ახალშობილი პირველ კვირაში შეიშმუშნება თუ მას მარილიან ან ძალიან ცხლ საკვებს მივცემთ.


Saturday, April 21, 2012

ცხოვრების ორი მხარე: სალომე და დათა (1 ნაწილი)

სალომეს უცებ გამოეღვიძა და საათს დახედა.
საათმა 05:20 აჩვენა.
ისევ გადაწვა ლოგინზე, თმები ბალიშს მოჰფინა.
ჯერ ძალიან ადრეა-გაიფიქრა მან და ფეხის გული მეორე ტერფის თითებს გაუხახუნა.

როდესაც სალომე საათს უყურებდა, ამ დროს დათა ხატავდა.
ხატავდა სურათს, რომლის დასრულება ვერა და ვერ მოახერხა. ყველაფერი კარგად ჰქონდა შესრულებული, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც შტრიხი აკლდა და სანამ არ იპოვნიდა, მანამდე ნახატი დასრულებულად არ მიაჩნდა.

სალომე იცმევდა ჯინსის შარვალს.
 მოვიმატე, ძლივს ვეტევი-გაიფიქრა. ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდო და ერთი კომბინიზონიც არ მაწყენდა.
როცა სალომე იცმევდა და სარკეში თავს იწესრიგებდა, მაკიაჟს იკეთებდა, ამ დროს დათა წვერს იპარსავდა და სარკეს ხან ერთ ლოყას შეუშვერდა, ხან მეორეს.
როდესაც სალომე ექიმთან იჯდა და მას გინეკოლოგი ესაუბრებოდა თუ როგორ ვითარდებოდა ნაყოფი, როდესაც სალომე მუცელზე ხელს ზევით-ქვევით ასრიალებდა, დათა ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ცდილობდა შლემი თავზე მოერგო ერთი ხელით.
ველოსიპედზე მოთავსდა დათა და ჩაიარა მწვანეფოთლება ხეების მთელი რიგი.

-ზუსტად ერთ კვირაში 4 თვე შეუსრულდება პატარას.
- სქესის გაგება მინდა ექიმო.
-თუ გამოჩნდა.. არ გაინძრეთ.. ჩანს... ჩანს...
-... (სალომე ექიმის ტუჩებს დაშტერებოდა, რას იტყვისო)
_ ბიჭია პაწია. :)
- თორნიკე.
-ასე დაარქმევთ?
-  თორნიკე, მამამისის მსგავსად.

- არ შეიძლება ამდენი დალევა. ვერც კი გრძნობ როგორ გშლის სასმელი.
- სასმელი მეხმარება მე.
- დათა, როგორ შეიძლება გეხმარებოდეს ის, რაც განადგურებს. წინ დიდი მომავალი გაქვს.
- არ შემიძლია მუშაობა ფხიზელ მდგომარეობაში.
- ეს უკვე სენია.
-სენი, რომელიც მაჭმევს პურს.

სალომემ ყურთსასმენები მოირგო და საავადმყოფოდან გამოვიდა. 3 საათი სრულდებოდა. My Baby Just Cares For Me-ს ფონზე Nina Simone-ს შესრულებით მიაბიჯებდა ქუჩაში, როდესაც დათა გალერეას ეძებდა გამოფენისთვის.

დათამ მაჯის საათს დახედა. ზუსტად 3 საათი იყო.
სალომემ მობილური ამოიღო და ეკრანს დახედა. 15:00


მაღაზიაში გავლას მოვასწრებ. თოკოსთვის ტანსაცმელს ავარჩევ. -გაიფიქრა სალომემ.
გავივლი საკანცელარიოში, იქნებ ახალი ფერები ჰქონდეთ.- გაიფიქრა დათამ.

სალომე ყურთსასმენებით მიაფრიალებდა სალათისფერ სარაფანს იმდროს, როცა დათა ველოსიპედზე ფეხებს ძლიერად ამუშავებდა.