Tuesday, March 26, 2013

კლინიკა ბილი– 2 სეზონი 1 ნაწილი. სტუმარი.

ექიმები რეჯინა და ჯორჯია ოთახში იყვნენ შეკეტილები და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდა.
ისინი სტუმარს ელოდნენ კლინიკაში. ეს მეტად უცნაური მოვლენა იყო, რადგან კლინიკაში მისვლის უფლება არავის ჰქონდა. მხოლოდ კლინიკის მფლობელს და წამლების მომმარაგებელ ბიჭს.
ბილის მთავარ კარზე გაისმა კაკუნი და მთელი კლინიკა ფაციფუცმა მოიცვა. ექიმები კარისკენ გაიქცნენ.
კარებში მაღალი, მეტად კარგი ტანის ქალი შემოვიდა.
ქერა რძელი სწორი თმა მხრებზე გადმოეყარა, სათვალეს ატარებდა, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა.
ტანზეც მეტად მოხდენილად ეცვა კლასიკური ტანისამოსი. ერთი შეხედვით ოფისში მდივანი, ან რაიმე კომპანიის მენეჯერი გეგონებოდათ.
ტუჩებზე წითელი საცხი ესვა, რომელიც მეტად უხდებოდა მის ქერა თმასა და ლურჯ თვალებს.
ასევე წითელი ლაქი ესვა გრძელ ფრჩხილებზე და ზედმეტად მაღალ ქუსლებზე იდგა.
– მოგესალმებით ქალბატონო...
– ლიდია.
ღიმილით მოახსენა ქალბატონმა მისი სახელი.
–ლიდია, გაიმეორა რეჯინამ.
მოხარული ვართ თქვენი ვიზიტით. გელოდით. მართალი გითხრათ და ცოტა მოულოდნელი იყო ეს გადაწვეტილება ჩვენს კლინიკაში. მოგეხსენებათ არც თუ ისე ხშირად მოდის უცხო ადამიანი ამ კლინიკაში. პაციენტებიც არ არიან შეჩვეული სტუმრებს. იმედი მაქვს პროექტი გაამართლებს. ექიმი ჯორჯია დაგათვალიერებინებთ კლინიკას მე კი მანამდე პაციენტებს ვაუწყებ თქვენი მოსვლის შესახებ.
რეჯინამ ოთახი სასწრაფოდ დატოვა, რათა დროულად შეეკრიბა პაციენტები დარბაზში და ეცნობებინა ლიდიას ვიზიტის შესახებ.

 ლიდია გახლდათ დიდად ცნობილი ფსიქოლოგი. კლინიკის ადმინისტრაციამ იფიქრა პაციენტებისთვის კარგი იქნებოდა მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგის  კონსულტაციები. მათ გადაწყვიტეს მოეწვიათ იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული ქალბატონი ფსიქოლოგიის სფეროში.  ლიდიას უნდა ჩაეტარებინა 10 ლექცია პაციენტებისთვის და კლინიკა იმედოვნებდა, შედეგი ნაყოფიერი გამოდგებოდა.

დარბაზში წრეზე ისხდნენ პაციენტები და ელოდნენ მათთვის სრულიად უცხო ადამიანს. თვალებში დაბნეულობა ეტყობოდათ, ხოლო რეჯინას შიში უკრთოდა მის ქვემოთ ჩამოწეულ თვალებში. მან ხომ არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ პაციენტები ლიდიას, რა რეაქცია ექნებოდათ. იგი შიშით ელოდა  ფსიქოლოგის გამოჩენისგან გამოწვეულ პირველ ტალღებს.

ლიდია შემოვიდა დაბაზში, გადახედა პაციენტებს, მოიხსნა სათვალე, რომელიც მკაცრ შეხედულებას აძლევდა ახალგაზრდა ქალბატონოს. მან გაიხადა ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და წრის შუაგულში ლოტოსის პოზაში დაჯდა.
იწყებოდა პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი ფაზა.