Tuesday, December 27, 2011

ახალი წელი კლინიკა ბილში. ნაწილი 8.

კლინიკის დიდი ოთახის კუთხეში ენთო ბუხარი და პაციენტები შემოსხდომოდნენ გარშემო. ჩაის დღე ჰქონდათ და საუბრობდნენ ერთმანეთში.
პაციენტებს შორის არ იყო ლაილა და მიმი.
ექიმებმა გადაწყვიტეს ისინი მარტო დაეტოვებინათ, რათა უფრო დაეახლოვებინათ ერთმანეთთან და არც მედდებს და არც ექიმებს შეუწუხებიათ ისინი.
ახალი წელი ახლოვდებოდა, რამოდენიმე საათი რჩებოდა.
ისხდნენ პაციენტები და საუბრობდნენ ათას წვრილმან რამეზე. ნელ-ნელა მათ გარემოში ძალიან თბილმა აურამ დაისადგურა. ცეცხლის ბრალი იყო, სიბნელის თუ სიჩუმის, ან ყველაფერი ამის ერთად. მყუდრო გარემოს ქმნიდა ოთახში სიბნელე, რომელიც მხოლოდ ბუხრის ცეცხლით იყო განათებული და ადამიანის სახეებს ეფინებოდა ნახევრად. შეიძლება ამ გარემოს ისიც ქმნიდა, რომ ისინი ერთმანეთს  ვერ ხედავდნენ მთლიანად. ცეცხლს ოდნავ მოშორებით ჯდომით ისინი სიბნელეს იხურავდნენ სახეზე, თვალებზე და უფრო უადვილდებოდათ ასე საუბარი.

სელი: რა ცუდია თოვლი რომ არ გვაქვს ამ ახალ წელს.
ბრიჯითი: ჰო, არადა უნდა მოსულიყო. მე მჯეროდა რომ მოვიდოდა.
სელი: თოვლის გარეშე ახალ წელს ეკარგება ხიბლი.
ბრიჯითი: ნუ წუწუნებ, ახალი წელი მოდის. წუწუნით უნდა შეხვდე? ასეთს რომ გნახავს არაფერ კარგს აღარ გამოიმეტებს შენთვის.
სელი: არც ველი კარგს არაფერს.
ბრიჯითი: პესიმისტი ხარ!
სელი: ჰო ვარ, ჩემნაირი ცხოვრება რომ გქონოდა...
ბრიჯითი: ცხოვრებაზე შენ არ უნდა ლაპარაკობდე. მამას უსაზღვროდ უყვარხარ და შენს გარდა ამას ყველა ხედავს.
შენზე ვიღაცა მაინც ზრუნავს...
სელი დადუმდა.
--------------------------------------------------------------------------------
გიგა: რას აკეთებ?
ალექსანდრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია. იისფერი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდე. თოვლი თეთრია ფიფქები კი ფერადი. ფიფქებს როცა ცვივა მაშინ უნდა უყურო და არა როცა ჩამოვარდება ძირს.
გიგა: შენ საიდან ამდენი ჩიტო?
ალექსანდრა: მე ვუყურებ შენგან განსხვავებით.
გიგა: არ გინდა აგრესია. კარგად ვარ შენდამი განწყობილი.
ალექსანდრა: ...
გიგა: მონატრება რა ფერია?
ალექსანდრა: გააჩნია როგორ გენატრება.
გიგა: მონატრებაც სხვადასხვანაირია?
ალექსანდრა: რა თქმა უნდა. გააჩნია ვინ გენატრება და რა სიძლიერით. მე, მაგალითად, მწვანედ მენატრება და. ღია მწვანედ.
გიგა: ალექს, სიყვარული რა ფერია:
ალექსანდრა:... ჩემი სიყვარული?
გიგა ჰო აი შენი.
ალექსანდრამ უცნაურად შეხედა გიგას, თითქოს პირველად ხედავდა. უაზრო მზერას ამოიკითხავდით მის სახეზე.
ალექსანდრა: ვინ ხარ?
გიგა: გიგა, ვარ გიგა. ერთ-ერთი პატიმარი ამ კლინიკისა. :)
ალექსანდრა: მერე ჩემგან რა გინდა?
გიგა: რას აკეთებ?
ალექსადრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია.
...................................................................................
ლინდა: გიხარია ახლი წლის მოსვლა?
ნეფერტიტი: მიხარია.
ლინდა: მიზეზი?
ნეფერტიტი: ახალს ველი ყველაფერს. ახალი წელი, ახალი ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული. ახალი დღეები, ახალი მზე, ახალი გატეხილი ღამეები. ახალი სიტყვები.
ლინდა: და ახალი ადგილი ხო? კლინიკიდან გასვლას არ გპირდება ახლი დღეები?
ნეფერტიტი: კლინიკიდან მე არ წავალ. ესაა ჩემი სახლი, აქაა ჩემი გული. უგულოდ სხვაგან ვერ ვიარსებებ.
ლინდა: აქედან წასვლა არ გინდა? რა სისულელეა. ამ წელს აქედან გავალ.
აღარ დავლევ ყოველ დღე წამლებს.
აღარ შევჭამ ამ მოსაბეზრებელ საჭმელს.
აღარ ვილოცებ ძილის წინ და დილით.
აღარ ვუყურებ ამ სულელურ ტელეგადაცემებს.
აღარ ვუყურებ ერთიდაიმავე სახეებს.
აღარ დავიძინებ 10 საათზე და აღარ ავდგები დილით 7ზე.
ვივლი სადაც მინდა და როგორც მინდა.
შევჭამ დიდ ჰამბურგერებს და დავლევ კოკა კოლას.
დავიძინებ როცა მინდა და შუადღემდე ვიძინებ.
წავალ ატრაქციონებზე.
გადავყრი წამლებს.
გავიცნობ ახალ ხალხს და მათთან ერთად მოვწევ და დავლევ გათიშვამდე.
ვივლი კლუბებში საცეკვაოდ.
ნეფერტიტი დუმილით და საცოდავი სახით უყურებდა თუ როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ამ ყველაფერს ლინდა და ერთი წამით გაიფიქრა: ლინდას თავისუფლება უნდა.
შემდეგ თავის პატარა ბლოკნოტში ჩაწერილი სიტყვები ამოიკითხა:
" როცა ღვინით დათრობის აზრებს ჩაწვდება ბუნდოვანება,
მაშინ ვგრძნობთ სიმთვრალის გემოს.
როცა სიზმრებს ნაკლოვანება გაეკარება,
მაშინ ვთხოვთ ჩვენს სულს გვენდოს."
ნეფერტიტი: გილოცავ ახალ წელს ლინდა.
---------------------------------------------------------------------------
თორნიკე: ნუ ტირი, ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ხომ გეუბნებოდი არ უნდა დარჩენილიყავი ამ კლინიკაში. გაინდგურე მომავალი.
სიუზი: შენ ხარ მომავალი, არ გესმის? არ შემეძლო დამეტოვებინე ამ კლინიკაში მარტო. ერთად ყველგან, სადაც არ უნდა იყოს.
თორნიკე: მიატოვე ყველა და ყველაფერი.
სიუზი: მე უფრო მყვარებიხარ, ვიდრე შენ.
თორნიკე: სისულელეებს ამბობ.
სიუზი: არაა სისულელე თოკო. ყოველთვის მე ვთმობ მეტს, ვიდრე შენ. ყოველთვის ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ ჩემგან თავის დაღწევას ცდილობ.
თორნიკე: სიუზ, სიუზ, გაჩერდი.
სიუზი: თავს მიტოვებულად ვგრძნობ.
და აუვარდა გოგოს ტირილი. თორნიკე ფანჯარასთან იდგა და ხმას არ იღებდა.
თორნიკე: ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ჩამეხუტე.
თორნიკე და სიუზი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მათი სითბო ჩაიღვარა სხვების გულებშიც.

გარეთ კი წვრილად თოვდა...

Sunday, December 18, 2011

კლინიკა "ბილის" არქივიდან. უცნობი ავტორის წერილი. ნაწილი 7

არსებულისა და არარსებულის გასაყარი.


ვგრძნობ როგორ ვსუნთქავ,
მე ცოცხალი ვარ.
ვგრძნობ როგორ მინდა, როგორ ვოცნებობ, როგორ ვფიქრობ.
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.
ვგრძნობ როგორ მცივა თბილ ოთახში.
ვგრძნობ როგორ მეძინება და არ მაძინებს ეს შეგრძნება.
უკვე გულს მირევს.
აირია ჩემი გრძნობები ერთმანეთში და ვერცერთს ვერ უპოვია თავისი თავი ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით.

სიძულვილი სიყვარულს ჩაბღაუჯებია და არ უშვებს. ისე გადაჯაჭვულან, რომ ერთმანეთს ვერ მოაცილებ. გაკვანძული და მოჭერილია კვანძი. შედეგად, ვერც სიყვარულს ამოუსუნთქია,  ვერც სიძულვილი არის თავის ნებაზე მიშვებული. ვერც ერთი ვერ არსებობს ისე, როგორც ეს თავად მათ სურთ. სიძულვილი არ აცლის სიყვარულს გაშლას, სიყვარული კი თავის მხრივ ვერ ატკბობს სიძულვილს. ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში. ეს არის ორი გრძნობა, რომელიც არასდროს შერიგდება, არასდროს შეეგუება ერთმანეთს. ყოველთვის იქნებიან ცალ-ცალკე, თავიანთი საკუთარი რწმენით გაჟღენთილები. ერთმანეთთან ასე ახლოს და ერთმანეთისგან ასე შორს.
სიყვარული: - ეხლა ხედავ როგორ მტკივა?
სიძულვილი: - აიტან!

ტკივილი, თავისი ფესვებით გარს შემოხვევია გულის გარსს. მთლიანად დაუფარავს მისი კანი. ტკივილი, გულის პატიმარი. გული, ციხე ტკივილისა, სადაც იგი იხდის სამუდამოდ მისჯილ სასჯელს.
ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, წამზომივით. ჩვეულებრივზე ნელა გააქვს ბაგაბუგი გულს.
ბაგ-ბუგ, ტკივლი იბერება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი იბევრება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ბერდება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ჭკნება.
ასე ბაგაბუგით, ასე წამზომივით, ასე ნელა-ნელა, ასე ჩუმად და ასე ზოზინით გადის წამები,  წუთები, საათები და მერე წლები და საუკუნეები. ტკივილი იგივე საკანში, იგივე კუთხეში ზის და უცდის როდის ჩამოკრავს სამუდამოს ზარი, რათა გათავისუფლდეს.


სიმარტოვე ყველასთან ჩახლართულია და ყველა გრძნობას უერთდება. სიყვარულიც, სიძულვილიც და ტკივილიც გრძნობს მას. სიმარტოვე მოიცავს ამ დროს. ყველა წამი მისია.


ვსრისავ, ვჭყლიტავ, ვზილავ გაქვავებულ სხეულის ნაწილს.
პეპლები დაფრინავენ მუცელში. ერთ-ერთი მათგანი, მუქი ლურჯი ფრთებით ამოფრინდა ყელამდე, აფახულებს ფარფლებს და მიღიტინებს. მეღიტინება. გაიჭედა პეპელა და ვეღარც უკან ჩადის, და ვერც ყელიდან ამოსვლას ახერხებს. აფახულებს უძლურად ფრთებს, დახმარებას ითხოვს დანამული თვალები. მე  მეღიტინება.
bubbles, bubbles, bubbles...
პეპელას ფრთები სულ დაუსველდა. ნერწყვში დამბალი ფრთები დამძიმდა და ჩასრიალდა უკან მუცლის ღრუში.
პეპელას ასაფლავებენ.

Wednesday, December 14, 2011

კლინიკა "ბილი" ნაწილი 6. ლექსო.

ლექსო იჯდა თავის ოთახში და ხატავდა რაღაცას. ხატავდა, მერე ჯღაბნიდა და ხევდა ფურცლებს.
ასე უამრავი დახეული ფურცლები ეყარა ძირს. ოთახის კედლებიც მოხატული ჰქონდა.
ყვითელ კედლებზე დახატული იყო ხეები, რომლებსაც უალამაზესი ტოტები ჰქონდა და ისინი სრულიად ახალ ნახატს ქმნიდნენ.
ლექსოს ერთი ნახატი რამოდენიმე ნახატს შეიცავდა. ზოგი რას ხედავდა, ზოგი რას.
დიახ, ლექსო არ შემდგარი მხატვარი გახლდათ.
ხატვა მისთვის იმხელა განტვირთვის საშუალება იყო, რომ ბევრ თერაპიის კურსს აჯობებდა.
ერთხელ პირადი ექიმი შევიდა ლექსოს ოთახში, როცა ყველა ერთად სადილობდა. ოთახში არავინ იყო. უჯრები გამოალაგა. ქურდივით ეძებდა ალმასს. და აი იპოვა, ბოლო უჯრაში, დიდ საქაღალდეში ჩადებული. ეს ალმასი ლექსოს ერთ-ერთი ნახატი იყო.
ექიმი ჩამოჯდა პაციენტის საწოლზე და უყურებდა ნახატს. ყოველ დეტალს კარგად აკვირდებოდა.  ნახატის არსის შეცნობა პაციენტის მკურნალობის მეთოდს წაეხმარებოდა. არ უნდოდა ლექსოს შემოესწრო, მარა ისე გაიტაცა ნახატმა, თვალს არ აშორებდა და დროის შეგრძნება დაკარგა.
რა ეხატა?
ნახატზე გამოსახული იყო დიდი კლდე, რომლის ნაპირზეც იდგა ახალგაზრდა მამაკაცი. კლდის პირის ქვეშ კი ხრამი იყო, უშველებელი ხრამი სიკვდილისა. ხრამი, რომელიც ბევრ სასაფლაოს მოიცავდა.
რამდენი ადამიანი შეუჭამია ამ ხრამს...
რამდენის სისხლი დაულევია...
რამდენის ცრემლიანი თვალები უნახავს...
რამდენის სასოწარკვეთილი მზერა...
რამდენი გული უნახავს გატეხილი...
 მოხუცი იყო ხრამი და უყურებდა ცხოვრების ყველა საშინელ მონაკვეთს. ყოველ დღე, ახალ-ახალი პიროვნებები მოდიოდნენ მასთან. ჩერდებოდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, მას მიანდობდნენ თავიანთ თავს, სიცოცხლეს...
ხრამს უნახავს სუსტი ადამიანებიც, ჭკვიანებიც.
უხაროდა როცა მასთან მოსული ადამიანი ფიქრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.
როცა იდგა ადამიანი, ფიქრობდა, ეკეტებოდა, სურვილი მოუვლიდა, ვეღარ აზროვნებდა და ამ დროს ეს ძაფი წყდებოდა და ან ხტებოდა, ან უკან იხევდა.
უნახავს ბევრი ისეთიც, რომელიც დროზე მიმხვდარა, რომ სისულელეს აკეთებს და სრულიად საღი გონებით დაბრუნებულან უკან.
უნახავს, თუ როგორ გადაარჩინა ერთმა ადამიანმა მეორე. კლდის პირას მისული გოგონა, როგორ გამოაცალა ბიჭმა ხრამის ხახას.
ბევრი რამ ენახა ხრამს.
ნახატში ეს ყველაფერი ასახული იყო. ისე დაეხატა ლექსოს ხრამი, რომ ამ ყველაფერზე ნახატი ყვებოდა.
კიდეზე იდგა ახალგაზრდა ვაჟი. თითები გადაეჯვარედინებინა. ისეთი ლამაზი თითები ჰქონდა, როგორიც ლექსოს. ექიმის თითებს ეძახის ზოგი. მთელი მომხიბლელობა ამ ნახატის,  ვაჟის გამომეტყველებაში იყო. მშვიდი სახე ჰქონდა, თუმცა იმდენ რამეს ამბობდა ეს სახე, მთელი მისი ცხოვრება სახეზე ეწერა.
ფეხები შორი შორს დაედგა, ფართო ჯინსი ეცვა, ბათინკები, რომელზეც ზონრები შეხსნოდა, თხელი მაისური,  რომელსაც ქარი უკან ქაჩავდა და შემოხევას ცდილობდა. თმა გაჩეჩვოდა და ხელები გაეშალა ძირს ჩამოშვებული ფრთებივით.
სახე საუცხოოდ მეტყველი ჰქონდა. გამოხატავდა ბევრ ემოციას. ასევე ერთმანეთის გამომრიცხავ გრძნობებს აღგიძრავდათ.
თვალებში შიში და სიმტკიცე ერთად გამოსჭვიოდა. რომ ჩაგხედათ მათში, წაგიყვანდათ შორს. ასეთ თვალებს ბევრი ვერ უყურებს. ალბათ ეშინიათ არ წაიყვანოს ისეთ ადგილას, საიდანაც უკან დაბრუნება გაუჭირდებათ. ხო, დიდი გამბედაობა უნდა რომ ჩახედო ასეთ თვალებს. მათში წაიკითხავდით ყველაფერს.
სასოწარკვეთა ყვიროდა მისი ქუთუთოებიდან და საშველად იხმობდა ვიღაცას.
ამ სამყაროში დაკარგულ ბავშვს გავდა ნახატზე გამოსახული ადამიანი. წამწამებზე წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა. წვიმდა მის თვალებზე. მისი თვალებიდანაც წვიმდა.
ის იყო ადამიანი, რომელსაც მეგობრები არ ჰყავდა.
ადამიანი, რომელსაც ფორმალური მშობლები ჰყავდა.
 ადამიანი, რომელიც სამყაროს გარეთ არსებობდა. სამყაროში, სადაც არ არსებობდნენ ადამიანები და მხოლოდ მისი ნახატებიდან გადმოსული პერსონაჯები დაიარებოდნენ.  ბიჭი მათ საკუთარ თავზე კარგად იცნობდა და მათთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა. პერსონაჟები, რომლის თითოეულ მათგანში მისი ნაწილი იმალებოდა, ნაწილი, რომელსაც ვერ იტანდა. ამის გამო არ ეკარებოდა არც ერთ მათგანს.
მისი სამყარო ფეხმძიმედ იყო, საიდანაც ყოველ დღე ახალ ახალი პერსონაჟები იჩეკებოდნენ. ახალ-ახალი ნაკლებით, ახალი დაავადებებით. კეთროვანები გეგონებოდათ, ისე ერიდებოდა მას კლდის კიდეზე მდგარი მამაკაცი.
იდგა იგი და იცოდა რა ადვილი იყო ერთ ნაბიჯში ყველაფერი დაემთავრებინა. გარდაიცვლებოდა ორსული სამყარო, მოკვდებოდნენ მისივე შექმნილი პერსონაჟები, სამუდამოდ დაიძინებდნენ მისი თვალები, შეაშრებოდა წვეთები წამწამებზე, დახუჭავდა თვალებს და არასოდეს, აღარასოდეს გაახელდა, რათა არ ენახა სამყარო, რომელშიც ფორმალურად იყო ჩაწერილი. სამყარო, რომელშიც შეცდომით მოხვდა.
ტვინი გაეყინა და თვალებით აზროვნებდა. თვალის გუგები სკლერას ზნიქავდა და მიიწევდა სიღრმეში. სუიციდის სურვილი იხმობდა იქ.
რა მრავალმნიშვნელოვანი სიტყვაა "იქ".
გადახტეს თუ არა? აი ეს კითხვა აისახებოდა მის სახეზე. ტუჩები გაფითრებოდა და გაშრობოდა. თითების შეხება რომ შეგძლებოდათ, ნახავდით რა ცივი იყო.
იდგა და თვალებით ზომავდა რა ექნა. გადაწყვეტილების არჩევის ზღვარზე იყო ნახატი დახატული.
 ექიმი ფიქრობდა და ვერ მიმხვდარიყო რას გადაწყვეტდა ნახატი ბიჭი. ყველაფერს ნათლად ხედავდა ექიმი ნახატზე. ბიჭის ფიქრებსაც კი. აი გადაწყვეტილებას კი  როგორს მიიღებდა კლდის პირზე მდგარი ვაჟი, ვერ მიმხვდარიყო.
ნახატს მეორე ნაწილიც უნდა ჰქონოდა. მეორე ნაწილი, რომელშიც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რას გააკეთებდა. მეორეში უკვე ნამოქმედარის შედეგი იქნებოდა. შედეგი, რომელიც არავინ იცოდა ნახატის ავტორის გარდა. ვერც მიხვდებოდით ვარაუდით, რადგან არავინ იცოდა რაზე ფიქრობდა ლექსო, რას გადაწყვეტდა იგი.
ნახატზე ხომ თვით ავტორი იყო გამოსახური არჩევaნის ზღვარზე.

Friday, December 2, 2011

კლინიკა "ბილი" mimi ნაწილი 5

ორი გახურებული შანთი ყელზე დაადო. დაეწვა, აეწვა...
მხურვალე ტუჩები კისერზე, ყელზე ჩამოაცურა და მკერდზე შეჩერდა.
მიმიმ ძლიერი მოქაჩვა იგრძნო და მაგრად მიეკრო მეორე სხეულს.
ორი სხეული ისე მიწებებოდა ერთმანეთს, თითქოს შეერწყაო და ერთ მთლიან სხეულად ქცეულიყო. სხეული, რომელსაც 2 გული, 2 სული და ორხმიანი სუნთქვა ჰქონდა. სხეული ნაზად და ნელა ირწეოდა, როგორც ნიავის დაბერვისას შეირხევა ტირიფის თხელი ფარდა. ხელის თითები ერთმანეთში გადახლართულიყო. მუცელი გაოფლილიყო და წვეთები ნამს მოგაგონებდათ. მიმის სხეულის სურნელი მამაკაცის სხეულის სუნს  შერეოდა და ერთად სულ სხვა სურნელებათ ქცეულიყო. მიმიმ დაკარგა ყველაფერი პირადი და ნაწილი გახდა მისი მეორე  ნახევრის. ფეხის თითები გაეყინა მიმის და მხოლოდ ახლაღა მოაგონდა, რომ საბანი გადახდოდა. მთელი ღამე წიოდა მიმის სხეული. წიოდა და ნამუსახდილი თავისი საკუთრების დაბრუნებას ითხოვდა. სხვისი არომატი შერჩენოდა ტუჩებს.
დიდხანს იდგა შხაპის ქვეშ და ცდილობდა მოეშორებინა ის სუნი, რომელიც სხვისგან ისესხა მისმა სხეულის ნაწილებმა. იდგა და ტანი დაწითლებოდა ამდენი ხეხვისგან. ტანი თბილი წყლითა და ცრემლებით დასველებოდა. იდგა გაშტერებული სანამ წყლის სიცივემ არ გამოაფხიზლა.
მიმის სციოდა, შიგნიდან კი სიმხურვალით იწვოდა. მისი სხეული ვერაფერს გრძნობდა.
იწვა მიმი და არც ეძინა არც ფხიზელი იყო. გაშტერებულმა გაატარა მთელი ღამე. შიგნიდან ეწვოდა, გული იწვოდა. ხმა ჩაესმოდა ყურებში: "გულის კარი გააღე, ხანძარია".
ფრაგმენტები უდგებოდა თვალწინ. უემოციოდ უყურებდა გასული დღის ნაწყვეტ ფრაგმენტებს: წივილი... კივილი... გახევა... ძალადობა ... ტირილი... ტკივილი... ძალის დაკარგვა... დანებება... გათიშვა... ძირს წოლა...
რა კარგად შეიძლება აღიწეროს ძალიან საშინელი რამ.
გალამაზება ყველაფრის შეიძლება.

მიმის ოთახში შეუტანა სადილი მედდამ. და კვლავ ისეთი გამოიტანა, როგორიც შეიტანა.
მიმი არ ჭამდა. ამან ძალიან გაახდუნა და დააუძლურა. ჭამდა იშვიათად და მხოლოდ ექიმის თანდასწრებით.
მედდა რომ გავიდა, მიმი საწოლიდან წამოდგა. ჩუმად ჩაიარა ოთახები და გიგას ოთახის ფანჯარასთან შეჩერდა.
გიგა რაღაცას წერდა ფურცელზე. არც იგი გასულა სადილზე.
მიმი ჩუმად უყურებდა გიგას.
წერას რომ მორჩა, გიგა სავარძელში მოკალათდა და ვიღაცას დაუწყო ლაპარაკი.
მიმი გაკვირვებული უყურებდა.
მერე დაბრუნდა ოთახში, კარი გადაკეტა და დაიწყო ცახცახი.
დაიწყო ბურტყუნი რაღაცის..
ხმას მოუმატა..
უკვე კიოდა, ხელებს იქნევდა და ვიღაცას აგდებდა..
ლანძღავდა და ძირს ვარდებოდა ამ უმისამართო ხელების რტყმით.
კიოდა და მთელ ენერგიას ამ ვიღაცის ცემაში ხარჯავდა. ბოლოს ღონემიხდილი ძირს ეცემოდა, ბურტყუნებდა რაღაცას და ბოლოს ეძინებოდა.
ყოველი გიგას მონახულების შემდეგ ასე ემართებოდა.
თუმცა, არავინ იცოდა მისი საიდუმლო თვალთვალის შესახებ.
გიგა იყო ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც მიმი ხედავდა.
იგი თვალყურს ადევნებდა ბიჭის ოთახში ყოფნას.
იცოდა მისი მეგობრის შესახებ. ბევრჯერ უნახავს, როგორ ელაპარაკებოდა კომპლიმენტის გოგოს.
ერთხელ, ასეთ დიალოგს მოჰკრა ყური:
გიგა: იცი მე სად ვარ?
კომპლიმენტის გოგო: ვიცი.
გიგა: არა, არ იცი. ეს საგიჟეთია. ყველას უბრალო კლინიკა ჰგონია. ელოდებიან როდის გააღწევენ აქედან. ის არ იციან, რომ აქ სამუდამოდ არიან გამოკეტილები. განკურნების შემდეგაც არ გავლენ.
გოგო: ვიცი, სამწუხაროდ ვიცი. თქვენი ერთ-ერთი პაციენტი განიკურნა და გაუშვეს. 3 დღეში დააბრუნეს. ამ კლინიკის გარეთ ვერ ძლებენ აქ მკვიდრები. შენ უკვე ამ კლინიკის მკვიდრი ხარ.
გიგა: ვიცი. ისიც ვიცი, რომ აქედან ვერ გავალ. კიდევ კარგი დედაჩემი დადის ხშირად და წერილებს მიგზავნის.
კომპლიმენტის გოგომ ნაღვლიანად გადახედა გიგას.
მხოლოდ მიმიმ იცოდა, რომ ყოველ დღე გიგა წერდა წერილებს დედის მაგივრად. თავისსავე წერილებს კითხულობდა და სჯეროდა, რომ ის დედამისის მოწერილი იყო. ძალიან იშვიათად აკითხავდა დედა. შეიძლება 3 თვე ისე გასულიყო, რომ დედამისს არ გახსენებოდა შვილი.
მხოლოდ მიმიმ იცოდა ეს და ამას თავის მხრივ განიცდიდა.

Sunday, November 27, 2011

ბილის საკუჭნაოდან. ნაწილი 4. გიგა.

-გიგასთან სტუმარია. გიგას ვიღაცის ხმა მოესმა.
ალბათ ახალი ექიმია, გაიფიქრა მან.

გოგო: გამარჯობა.
გიგა: ვინ ხარ?
გოგო: მომსალმებოდი მაინც...
გიგა: მინდა ვიცოდე ვინ ხარ, რათა სახელით მოგმართო.
გოგო: მე კომპლიმენტის გოგო ვარ.
გიგა: ახლა კი გამარჯობა კომპლიმენტის გოგო. :)
 იქნებ სტუმრობის მიზეზიც მითხრა?
ცოტა დრო გაქვს.
აქ ვიზიტის დრო შეზღუდულია.
გოგო: ვიცი. არ მეშინია მე.
გიგა: იქნებ თქვა აქ რამ მოგიყვანა?
გოგო: დედაშენი ნერვიულობს შენზე.
გიგა: დედა.. დე. და.. სადაა დედა?
გოგო: დაწყნარდი, სახლშია და შენთან წერილი გამომატანა.
გიგა: მომეცი სწრაფად..
ცოტა დრო გაქვს.
წერილი მომეცი...
კომლიმენტის გოგო დაღონდა. სევდიანად ჩაიყო ხელი ჯიბეში და პატარა კონვერტი ამოაცურა.
გიგამ ხელიდან გამოსტაცა და გაგლიჯა კონვერტი.
კომპლიმენტის გოგოს თვალები ჩაუწყლიანდა და შეიკავა ცრემლები.
-დრო ამოიწურა!  გაისმა ვიღაცის ხმა.
გოგონა ნელა წამოდგა. კაბა შეისწორა და ნაძალადევი ღიმილით შეხედა გიგას.
უსიტყვოდ გაბრუნდა. კარების ზღურბლს რომ მიაღწია ზურგიდან გიგას ხმა მოესმა.
- კომპლიმენტის გოგონა!
იგი შემობრუნდა.
- შენ ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა კომპლიმენტისთვის. ღიმილით უთხრა მან და კერებში გაუჩინარდა.

"ყოველ დილას ადრე ვდგები, შემოვდივარ შენს ოთახში და შენ იქ არ ხარ.
რამდენჯერ მიტირია შენს საწოლთან..
ყოველთვის ვამაყობდი შენით, კარგად სწავლობდი და ყოველთვის ნიჭიერი იყავი სკოლაში.
მერე კარგი კაცი დადექი და ოჯახს არჩენდი.
მიყვებოდი შენი გულის ტკივილს.
ერთად ვტიროდით და ერთად ვიცინოდით.
გახსოვს გოგონა რომ გამაცანი? შენი არჩევანი მომეწონა კარგი გოგო იყო. მერე თქვენს შორის რაღაც მოხდა და თქვენ დაშორდით. ერთად განვიცადეთ და შენთან ერთად მტკიოდა გული მეც.
დიდი ხარ უკვე. აღარაფერს აღარ მიყვები, შეიცვალე და უფრო ჩაიკეტე საკუთარ თავში. აღარ მენდობი, არაფერს არ მიზიარებ. რა დაგემართა ისიც კი არ აგიხსნია ჩემთვის. უცებ, ასე უცებ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. ადამიანი?არა, ჩემი შვილი.
 ჩემი ნაწილი, ჩემი სისხლი და ხორცი. არსება, რომელიც 9 თვე მუცლით ვატარე. ადამიანი, რომელიც პირველი მე მახარებდა ყოველ კარგ ნიშანს სკოლის მერე. ადამიანი, რომელსაც ნატკენ ფეხს ბინტით ვუხვევდი. ადამიანი, რომელიც ყოველი ძილის წინ მკოცნიდა და ძილი ნებისას მისურვებდა.
ო, როგორ მომენატრა შენთან ჩახუტება. შენი სითბო მომენატრა. შენი თვალები და შენთან ლაპარაკი მომენატრა.
გიგა მენატრები.
ჩემი შვილი მენატრება.
ჩამს ავადმყოფობას ნერვიულობაც ემატება, შენი მონატრება უფრო მისწრაფებს სიკვდილს.
ჩემი შვილი მინდა ჩემს გვერდით იყოს. გახსოვს გაციებული რომ იყავი როგორ გსიამოვნებდა ჩემი გაკეთებული ჩაი?
ერთად ვცეკვავდით და ერთად ვწუხდით.
ერთად ვცხოვრობდით, დედაც მე ვიყავი და მამაც.
უმამობას სულ ვერ გრძნობდი. ან გრძნობდი და ჩემთან არ ამჟღავნებდი.
ვიყავით ერთად და ვცოხრობდით ერთმანეთით.
მე შენით, შენ ჩემით.
მე შენ მიყვარდი, შენ მე გიყვარდი.
ახალც მიყვარხარ..
რა დაგემართა მერე?"
წერილი ასე მთავრდებოდა. გიგამ სამჯერ ზედიზედ გადაიკითხა წერილი. ცრემლები წამოუვიდა კითხვის დროს და ფურცელი სულ მთლად დაასველა.
ტიროდა გიგა და ცხოვრება აღარ უნდოდა. ხელები უცახცახებდა. უნდოდა ებღავლა და ვერ გაებედა. ყელში აწვებოდა ბოღმა, ცრემლების ნაკადი, ღრიალის სურვილი და იკავებდა.
როდის ჩაეძინა არ ახსოვს.. გაღვიძებულს წერილი დახვდა მაგიდაზე.
კონვერტი გახსნა და წაიკითხა:
"  ყოველ დილას ადრე ვდგები, შემოვდივარ შენს ოთახში და შენ იქ არ ხარ...
 ........... "

ბიჭი გაოგნებული იჯდა საწოლზე და ფიქრობდა. დიდხანს ფიქრობდა და ცდილობდა მიმხვდარიყო  როდის მოვიდა წერილი, ვინ იყო კომპლიმენტის გოგო და  იყო თუ არა საერთოდ. წერილი ფაქტი იყო და მართლა არსებობდა. ვინ იყო გოგონა? საიდან იცნობდა? დედამისს არავინ მომვლელი გოგონა არ ჰყოლია. წერილში ახსენებდა ასე რომ ყოფილიყო. ვინ იყო კომპლიმენტის გოგო? არსებობდა თუ არა ის?

Monday, November 21, 2011

კლინიკა "ბილი" ( სელი) 3 ნაწილი

სელი ყვიროდა, ილანძღებოდა და დარბოდა კლინიკაში.
ექიმებს გაუჭირდათ ეტყობა დაკავება.
- ლომკა აქვს, ხმამაღლა გადაუძახა რეჯინამ მედდას და გაირინდა.

ნარკოტიკის მოთხოვნილებას სხვა ვერაფერი დაგიკმაყოფილებს... დოზა გინდა. თუ არ მიიღე ცუდად ხდები.

ფოთლები იფშხვნებოდა ფეხებში.. ყოველი ნაბიჯი ახალ ხმებს გამოსცემდა. ძველი, შავი ბათინკები დიდი ჰქონდა სელის და გზადაგზა ფეხი ნახევრად ვარდებოდა ფეხსაცმლიდან.
მივიდა იმ ხის სკამებთან, სადაც მისი რამოდენიმე მეგობარი შეკრებილიყო, ეწეოდნენ და კაიფობდნენ.
სელი ჩამოჯდა სკამზე, ლოლამ გაიჩხირა და ახალი შპრიცი წინ დაუდო სელის.
- ჰა რას იზავ? ჰკითხა ლოლამ.
- არ ვიცი. არ მინდა.
_დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
- ამას მე არ ავიღებ, იქნებ გადაიფიქრო, უთხრა ლოლამ.
- არ გავიკეთებ ლოლა. არ მინდა შენნაირი გავხდე.
- ჩემნაირი? და როგორი ვარ მე?
- აი ისეთი..  აი.. რაღაცნაირი.. ენა დაება სელის.
- შენც ისეთივე ხარ, როგორიც მე.
- არა, ლოლა, არ ვარ. და არც არასოდეს გავხდები.

სელიმ ტანში ჟრუანტელი იგრძნო, სითბო ჩაეღვარა, გონება გაეფანტა ნაკუწებად და ვერ შეეკოწიწებინა ერთად.. ერთი მთლიანი აღარ იყო გონება და ნაფლეთ-ნაფლეთ ცაში დაცურავდნენ.
სელიმ სიამოვნება იგრძნო.. იგრძნო როგორ აღარ ანაღვლებდა მამამისი. იგრძნო, რომ მისთვის უკვე სულ ერთი იყო მისი და მამამისის დამოკიდებულება.. მამაისი იყო "არაფერი" მისთვის. ის იყო კარგად და ამ მომენტით ტკბებოდა. დაფრინავდა პეპლებთან ერთად და რეალურად ხედავდა მის მეგობარ ლოლას, რომელიც ძალიან ძალიან ლამაზად ეჩვენა. არ უნდოდა სახლში დაბრუნება, უნდოდა ფრენა, სულ ასე ფრენა..
ცაში აფრენილი სელი მსუბუქად დახტოდა ღრუბლებზე და ამ სიმსუბუქით გამოწვეულ სიამოვნებას ებღაუჭებოდა. უცებ იგრძნო რომ ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდა.. მისი სიმსუბუქე ვეღარ ქაჩავდა მას ზევით და დაბლა დაბლა ეშვებოდა. იგრძო სიმწარე, სიცივე, და თავის ტკივილი..
თავი ხის სკამზე ჩამოერტყა და მიწაზე, ყვითელ ფოთლებში ჩაფლული იწვა. იგრძო რაღაც მაგარზე წოლა. წამოდგა, თავი წამოწია და დაინახა ის მახინჯი რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ ახსოვდა.
  სელი წამოდგა. თმა გაჩეჩვოდა, თვალები ჩაწითლებოდა და გაბრუებული ბარბაცით დადიოდა. სახლში შესვლისას გასაღები იქვე მიაგდო და თავის ოთახისკენ გასწია.
ასე ხდებოდა 3 თვე...
შემოდგომის 3 თვე..
დადგა ზამთარი,..
სელი აგრძელებდა "სიხარულის" სახლში სიარულს.. ლოლა მისი დაქალი გახდა..
სელის მამა ყველაფერს ხვდებოდა მაგრამ დუმდა. დუმდა და არ იცოდა რატომ. ალბათ იმიტომ, რომ არ იცოდა როგორ გამკლავებოდა ამ პრობლემას, ანდაც გრძნობდა, რომ ვერ მოერეოდა ქალიშვილს. ან კიდევ იმიტომ, რომ ვერ ხვდებოდა რატომ აკეთებდა სელი ამას.
ერთხელ, დილას როდესაც სელიმ გაიღვიძა, ჩაიცვა და ლოლასკენ წასასვლელად მზად იყო, ოთახის კარი ვერ გააღო. ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და კარი არ იღებოდა. რა აღარ სცადა, უჩხიკინა გასაღების ჭუჭრუტანას და მაინც ვერაფერი გააღო. გაფსიხდა. ოთახში მიყარ-მოყარა ყველაფერი.. ტელევიზორი მაგიდიდან ჩამოაგდო. ლეპტოპი დაანარცხა და გააფუჭა. ხელებს ავეჯს ურტყავდა და ცდილობდა ოთახიდან რამენაირად გამოსულიყო.. ვერ მოახერხა, მამამისმა საგულდაგულად ჩაკეტა. კიდევ ერთი ზიზღის გრძნობა, რომელიც მამამისის მიმართ გაუჩნდა. არც აქამდე აღმერთებდა, ამან კი, საშინლად გააბრაზა, და უფრო მეტი და საშინელი რამ იგრძნო, ვიდრე სიბრაზეა.

სელის პირველი ლომკა ჰქონდა. ლომკა იმისა, რასაც აქამდე უპრობლემოდ იღებდა. არც ფული შემოკლებია აქამდე და არც შესაძლებლობა მისულიყო იქ, სადაც ის ეგულებოდა. პირველი ლომკა თავისი ატრიბუტიკით, რომელიც სახის ფხაჭნას, თითების მომტვრევას და მოკრუნჩხვებს მოიცავდა. სელი ცუდად იყო, მართლა ცუდად იყო. ეს იყო ლომკა, რომელიც ყველაზე საშინელ ფორმებში ჰქონდა მას და ეს გონებას უბინდავდა..
უცებ სელიმ დაინახა როგორ შემოვიდა მამამისი ოთახში. გოგონა მივარდა მას და ეხვეწებოდა გაეშვა. მამამ დაიჭირა და ოთახის კარი ისევ გადაკეტა. ქალიშვილი ვერ გაიქცეოდა. ემუდარებოდა სელი გაეშვა, ყელზე ეხვეოდა, თვალებს უბრიალებდა და მთელი ხმით, ტირილით ემუდარებოდა გაეშვა, რათა წამალი მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა.
გოგონას მამამ,  თხოვნა ყურად არ იღო. სელი მუშტების რტყმაზე გადავიდა. მკერდში ურტყავდა ხელებს, სახისკენ მიჰქონდა და მამა იგერიებდა მის დარტყმებს.
მამამისი სელისთან მივიდა. საწოლზე დასვა, თვალებში ჩახედა და მკაცრად უთხრა, სელი გაჩერდი, გაჩერდი რომ გეუბნები! იყვირა მან.

საწოლზე გადამაწვინა, იხსენებს სელი და ტანსაცმელი შემომახია.
ნაკუწებად აქცია ჩემი სამოსი, მკერდზე ჩამომახია და ეცა მას. მკოცნიდა, მლოშნიდა და ეს მის ველურ სიცხოველეს აკმაყოფილებდა.. ნელ-ნელა იზრდებოდა მისი ვნება, უფრო აღგზნებული მილოკავდა მკერდს..
წელზე შემომხვია ძლიერი ხელი, მეორე ხელით კი ხელებს მიკავებდა. წინააღმდებობას ვუწევდი, რომელიც ამაო იყო. მის სიძლიერეს ჩემი ნაზი ხელები აბა რას გახდებოდა?
ხელს წელზე მხვევდა, საქმის გასაადვილებლად ხელები შემიკრა ჩემივე კაშნით და გააკეთა ის, რისი სურვილიც ასე კლავდა. საკუთარმა მამამ გამაუპატიურა. 18 წლის გოგონა ძალადობის მსხვერპლი გავხდი. და ვისი? მამაჩემისვე.
ხელებიდან სისხლი მდიოდა, თვალებიდან გადმოსული სიმწრის ცრემლები შემხმობოდა ლოყებზე. თვალები ჩამშავებოდა. ტანზე შემოხეული ძონძები მეფინა და წელმოძრობილი ვეგდე ნახევრად საწოლზე, ნახევრად იატაკზე. მე გარდაცვლილი ვიყავი. სულიერად გარდავიცვალე იმ დღეს.
სწორედ ეს მოუყვა სელიმ ჯორჯიას.

სელის მამამ ინახულა ქალიშვილი, რომელიც სამსახურში წასვლის წინ გამოკეტა გარედან.
სახლში მისულს სიჩუმე დახვდა, რამაც გააოცა და გადაწყვიტა მის ოთახში შესვლა. ოთახი ოთახს არ გავდა. ყველაფერი იატაკზე ეყარა. მთლიადან ამობრუნებული დახვდა სელის ოთახი. შესვლისას სელის მუდარამ და ცრემლებდა კაცს გული მოუკლა, გამობრუნდა უსიტყვოდ და გამოკეტა კარი. მამისი ძალიან განიცდიდა ქალიშვილის ასეთ ყოფას. კაცი ტიროდა ასეთი სცენის დანახვის მერე. გული უფრო და უფრო უკვდებოდა.
მან მტკიცედ გადაწყვიტა ქალიშვილი კლინიკაში მიეყვანა სამკურნალოდ. მას შესაბამისი სახსრებიც გააჩნდა და სახელიც.
სწორედ მეორე დღეს სელი კლინიკა "ბილის" მცხოვრებთა შორის აღმოჩნდა. ის ამ კლინიკის ბინადარი გახდა.

ლომკის დროს, ადამიანის მდგომარეობა ამოუცნობი ხდება.
ლომკის ზღაპარი სელის გონებაში სამუდამოდ დარჩა და ახლაც რეალობად ეჩვენება ის ამბავი. მის სხეულს ახსოვს ის ტკივილი რაც ლომკამ მოუტანა და მას ეჭვი არ ეპარება, რომ ყველაფერი ამის მიზეზი მამამისია. სელის მამა კი მკურნალობს ქალიშვილს და იმედი აქვს, ოდესღაც დაიბრუნებს სელის, ისეთს, როგორიც მას შემოდგომამდე ჰყავდა.

ჯორჯია სიბრალულით უცქერდა სელის, რომელიც ასეთი გაელვარებული თვალებით ყვებოდა ზღაპარს, რომელიც ლომკის დროს ეზმანა.

Wednesday, November 16, 2011

კლინიკა "ბილი" (რეჯინას და ჯორჯიას შეხვედრა) 2 ნაწილი

რეჯინა კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმია. იგი დაარსებიდან ამ კლინიკაში მუშაობს. ხმები დადის, ამ კლინიკის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძვისო. დამაარსებელიც ყველაზე დიდ პატივს კლინიკაში რეჯინას სცემს.

ექიმი თავის კაბინეტის სკამზე იჯდა და ფანჯარაში ჩიტებს აკვირდებოდა. ხედავდა რა დამფრთხალები კენკავდნენ რაფაზე დაყრილ ორცხობილის ნამცეცბს.
უცებ ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა ზანგი.
რეჯინა შემოტრიალდა და მიესალმა ახლადშემოსულს.
-გამარჯობა ჯორჯია.
ჯორჯია გახლდათ ახალგაზრდა ქალი, ზედმეტად სანდო სახის გამომეტყველებით. ცალი ფეხით კოჭლობდა და  ხშირი შავი თმა ჰქონდა.
ჯორჯიამ გაიღიმა და სალამითვე უპასუხა.
-გამარჯობა ქალბატონო რეჯინა.
-ესე იგი თქვენ ხართ ის ცნობილი ექთანი, რომელმაც ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ყველა გასაუბრება გამოიარა და მოხვდა ჩვენს კლინიკაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. როგორც ინგლისელები იტყვიან, welcome ძვირფასო.

"ბილის" კლინიკაში არც ისე ადვილი იყო მოხვედრა. მთელი რიგი გამოცდები და გასაუბრებები ჰქონდა გამოსავლელი ახალბედა ექიმსა თუ მედდას. პროფესიონალი ექიმები, ფსიქოლოგები და გამოცდილი ექთნები ატარებდნენ ამ გამოცდებს.
ამიტომ იყო, რომ კლინიკა ბევრისთვის მიუწვდომელი რჩებოდა. მასში მომხდარი ამბები კი, არავისთვის არ იყო ცნობილი, გარეთ არასდროს გადიოდა იქ მომხდარი ამბები. ბევრი ჭორი დადიოდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცოდა რა ხდებოდა კლინიკაში და როგორი იყო მკურნალობის სისტემა.
რეჯინა გაესაუბრა ახალგაზრდა ჯორჯიას. მოატარა კლინიკა და დაათვალიერებინა მთელი შენობა და ოთახები. გააცნო პაციენტები და თავისი ოთახიც მიუჩინა.
თვით რეჯინაც საიდუმლოებებით მოცული ქალი იყო.
ბევრს არ ლაპარაკობდა და რასაც იტყოდა ისეთი მოზომილი იყო, ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაიჭერდით იმის გარდა, რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ გცოდნოდათ.
მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი რეჯინას. მისი ისტორიის ნაწილი ყველამ იცოდა, თუმცა რჩებოდა დეტალები, რასაც ვერავინ  მიმხვდარიყო.
მაგალითად, როგორ მიიღო ამ ქალმა ის უმაღლესი განათლება მშობლების დახმარების გარეშე.
რეჯინა მამამ მიატოვა როცა ის 8 წლის იყო. დედამ ვერ გაუძლო 5 სულიან ოჯახს. მუშაობით ქანცი სძვრებოდა, მაგრამ მაინც უკიდურეს გაჭირვებაში იყო ოჯახი. დედა ჭლექით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. ამ დროს პატარა რეჯინა 10ის ხდებოდა.
მან შეკრა ერთი გუდა და კალიფორნიაში წავიდა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. მისი და და ძმები დეიდამ შეიფარა და როგორც შეეძლო არჩენდა მათ.

რეჯინამ უნივერსიტეტში ჩააბარა და წარმატებითაც დაასრულა. ვერავინ ვერ მიმხვდარიყო როგორ შოულობდა უნივერსიტეტში გადასახად თანხას. თუმცა მისი წარმატებით დასრულება ყველამ გაიგო. რეჯინამ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობის პრაქტიკა დააგროვა, სადაც ანაზღაურება არ ჰქონია.
დღისით უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება, საღამოობით გაუჩინარება და მთელი ღამე კითხვა, დღესაც მწარედ ახსენდებოდა რეჯინას.

ხმაურმა გამოარკვია რეჯინა ფიქრებიდან. სადილის დრო ახლოვდებოდა.
ხმაური უფრო და უფრო ახლოს ესმოდა ქალს.
-სელის ხმაა. წამოიძახა მან და ოთახიდან შურდულივით გავარდა.

Tuesday, November 15, 2011

კლინიკა "ბილი"

"ბილის" კლინიკა, ეს არის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობენ სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანებს.
კლინიკა დაარსდა 2011 წლის ზაფხულში. კლინიკის დამაარსებელი ზუსტ თარიღს არ ასახელებს უცნობი მიზეზების გამო. მრავალჯერ აუღიათ ინტერვიუ, თუმცა ის არ ამბობს მიზეზს, თუ რატომ მალავს კლინიკის დაარსების ზუსტ თარიღს.
კლინიკა ზაფხულის მერე წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას. მას არც თუ ისე ბევრი პაციენტი ჰყავს. მასში რაოდენობა განსაზღვრულია. 12 კაცზე მეტი არ მიიღება კლინიკაში.
ამ კლინიკაში მკურნალობენ: ნერვულ აშლილობას, ჰალუცინაციებს, დეპრესიას, სიგიჟეს, კრუნჩხვებს, მოლანდებებს და სხვა მრავალ პრობლემებს.
ყოველ პაციენტს 2 ადამიანი ჰყავს მიჩენილი. პირადი ექიმი და მედდა, ექიმის დამხმარე პერსონა. დამხმარე კონსულტანტს ევალება პაციენტთან ახლო მეგპობრული კავშირის დამყარება. როდესაც მას გაუჭირდება მედდა ეხმარება ყველა წვრილმანში. ექიმი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ერევა.
კლინიკა "ბილი" წარმატებით სარგებლობს. თუმცა წარმატების საინდუმლო არავინ იცის.
12 პაციენტის სახელებია: ლიზი, სელი, ლექსო, ლაილა, ბრიჯითი, თორნიკე, ალექსანდრა, სუზი, მიმი, ნეფერტიტი (რომელიც თავის სახელს დღემდე არ ამჟღავნებს), გიგა და ლინდა.
სხვადასხვა ასაკით. 15-დან 20 წლის ჩათვლით.
ყოველ მათგანზე ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლები.
მხოლოდ ერთი პაციენტია 14 წლის. ალექსანდრა.
ყველაზე მეტის, 20 წლის კი არის გიგა.
თორნიკეს და სიუზის ერთმანეთი უყვართ.
სულ ერთად დადიან.

დიდი სილამაზით გამოირჩევა ლიზი. ძალიან იშვიათი გარეგნობა აქვს რაც გიზიდავს. ყოველი ნაკვთი თითქოს დახატული აქვს. დეპრესიას ვერ აღწევს თავს. რაღაცა აწუხებს და ჯერ ვერ დაადგინეს ექიმებმა მისი მთავარი პრობლემა.

სელის
რიჟა თმით იცნობთ. პატარა თვალები აქვს და ხშირად ტირის. მიზეზი რომ ჰკითხოთ არ იცის. ადრე ნარკოტიკებს ღებულობდა. ახლა კი ჩვენთან მკურნალობს.

ლექსო ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი ბიჭია. მისი მთავარი პრობლემა მის ხასიათშია. მთლიანად უნდა შეიცვალოს ახალგაზრდა. ძალიან მძიმე ხასიათი აქვს. მან თავის მოკვლა სცადა რამოდენიმეჯერ.

გიგა ძალიან ჭკვიანია. და მისი ასეთ სიჭკვიანეს ზოგჯერ სავალალო შედეგები მოაქვს. იგი ფიზიკას სწავლობდა და ძალიან წარმატებული სტუდენტი გახლდათ. მოლანდებები აწუხებს ხშირად.

მიმის კარგი ტანი აქვს. მოდელი ყოფილა. ვიღაც ბიჭს შეუცდენია და მას მერე ჰალუცინაციები აწუხებს. მამაკაცების საშინლად ეშინია და ამიტომ მამრობითი სქესის პაციენტებს არიდებენ მიმის.

ნეფერტიტს უყვარს მარტოობა. შეუძლია იჯდეს თავის ოთახში და იქიდან არ გამოვიდეს კვირები. მგონი ეგეც რაღაცას წერს. პოეზია იტაცებს და ლექსებს თხზავს ხოლმე. იგი ალკოჰოლიკია.

თორკინე და სიუზი ერთმანეთზე გამუდმებით ეჭვიანობენ და ეს ეჭვიანობა ზოგჯერ საზღვარს სცდება. მიუხედავად ბევრი კამათისა, ჩხუბისა მათ გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი. ზოგჯერ ექიმები ამბობენ: ალბათ ცოტათი ნაკლებად რომ უყვარდეთ ერთმანეთი სამკურნალო არაფერი ექნებოდათო.

ალექსანდრას, ყველაზე პატარა პაციენტს მახსოვრობასთან აქვს პრობლემები. თითქმის ყველაფერი ავიწყდება ხოლმე. ითიშება და არ ახსოვს ესა თუ ის მონაკვეთი. თუ რა გააკეთა და რატომ გააკეთა.

ბრიჯითი ყველაზე სერიოზული გოგოა კლინიკაში. ექიმები ხშირად ფიქრობენ რომ მას არაფერი სამკურნალო არ სჭირს და ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანია კლინიკაში. ძალიან ჭკვიანია და ფილოსოფია იტაცებს. განათლებულია უაღრესად. ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და დღესაც ამ საქმიანობას აგრძელებს. როცა არ უნდა ნახოთ წიგნს კითხულობს. ჭამის დროს,ძილის წინ, შუადღეს ... მისი პრობლემა სწორედ წიგნებშია. ცოტა დიდი ხანი გჭირდებათ მასთან ლაპარაკი რათა აღმოაჩინოთ თუ როგორ ეფლობა წიგნში და მის გმირებთან აიგივებს თავს. ძალიან რომ ტოპავს ძნელია მასთან გამკლავება. ყოველი წიგნის პერსონაჟში პოულობს თავს.

ლაილა. ძალიან საყვარელია ლაილა.. კეთილია, სულ იღილის. ნაღვლიანი ღიმილი აქვს ლაილას. წყნარი და ნაზია ძალიან. მისი პრობლემა მორცხვობაშია. ძალიან მორცხვია და კომუნიკაციის უნარი არ გააჩნია. კრუნჩხვები ემართებოდა ახალი ხალხის გაცნობისას იმდენად ნერვიულობდა. ლაილას ძალიან გრძელი თმა აქვს და ეს ყველაზე ძვირფასი რამაა მისთვის. თმაზე რომ შეეხო შეიძლება გაგიჟდეს.

ლინდა. საყუარელი და სასაცილო როჟაა. სულ ხუმრობს და ამხიარულებს მთელს კლინიკას. ძალიან გიჟია და სულ აქეთ-იქით დახტის. ლინდა ბევრს ეწევა. ფილტვების პრობლემა აქვს და საშინელი ხველა აწუხებს. ღამ ღამობით ბევრჯერ გადარჩა დახრჩობისგან. მისი ნერვული სისტება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ისეთ რაღაცეებს აკეთებს მომენტებში რომ გაკვირვებული რჩება ყველა. ერთი გარკვეული პრობლემა ვერ იპოვეს. თითქმის ყველაფერი სჭირს. ყველაზე კარგი ისაა, რომ მოკლე ვადიანია ეს მისი გამოხტომები.

ყოველი მათგანი თავისებურად საინტერესო პიროვნებაა.
საინტერესო დაწესებულებაა და დაკვირვების კარგი ობიექტი. :)
ჩანაწერები "ბილის" კლინიკიდან ნელ-ნელა მჟღავნდება.
"ბილი" დაერქვა კლინიკას ერთი ცნობილი გოგონას პატივსაცემად, რომელიც 14 წლის ასაკში გააუპატიურეს. გოგონამ მთელი თავისი ცხოვრება ტანჯვაში გაატარა, თუმცა გააკეთა ისეთი რამ, რითიც თავისი სახელი დაუტოვა მომავალ თაობებს.


------------------------------------------------------------------------------------------------------------

Saturday, October 22, 2011

მკურნალობა


მკურნალობის 1 კვირა, მკურნალობის 7 დღე..
მკურნალობა ექიმთან სიარულის გარეშე
მკურნალობა ნევროზისა და გადაბჟირებისა..
მკურნალობა ისტერიკებისა..

ჩემზე ყველაფერი არავინ ამ ქვეყნად არ იცის. არც უახლოესმა ადამიანმა, არც დედამ..
ყველაზე მეტი რამ ჩემს შესახებ იცის ჩემმა ახლო მეგობრამა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელიც ყველაზე უკეთ მიგებს და მიტანს.
ეს ბექაა..
და დავუბრუნდეთ თემას..
დიახ, უკეთ ვარ, მაგრამ არ ვიცი ის, რაც იყო მომიბრუნდება თუ არა..
ძალიან გვიან მოხდა ის, რაც უფრო ადრე უნდა მომხდარიყოო..
დედა, დედა მედგა 7 დღის განმავლობაში გვერდით..
შეიძლება ცოტა არეულ-დარეული პოსტი გამომივიდეს, მარა იმედია მთავარ აზრს პოსტისას ჩაწვდებით. თუ არა და არც ეგაა პრობლემა :) მე ხომ ჩემთვის ვწერ.
წარსულით ლაპარაკს მივეჩვიე.. ყველაფერს წარსულ დროში ვყვები

ერთი კვირის განმავლობაში ძლიერად ვმკურნალობდიო, მომიყვა ლიზი..

ლიზი: "კიდე კაი 24 საათიანი შემოტევები არ მქონდა, თორემ სამსახურში რას ვიზავდი არ ვიცი.. მაგრამ სამაგიეროდ ყოველ საღამოს მემართებოდა კრუნჩხვები ტირილისა და ჩაბჯირებები. დედაჩემი ექიმთან მისულა და ექიმმა დანიშნულება მისცა.
საღამო იწყებოდა ტირილით, გრძელდებოდა ბღავილით და მთავრდებოდა ჩაბჟირებით..
არავინ იცოდა თითქმის ჩემ და დედაჩემის გარდა ამაზე. ერთი კვირა ნემსებსაც კი მიკეთებდა დამამშვიდებელს.. წამლებში რადენი ფული წავიდა ვერ აღგიწერთ.
და ვის გამო?
რის გამო?
სასაცილოა.
ძალიან ძნელია ტირილის დროს სუნთქვის აპარატი თუ გაგეთიშათ, რაც ხშირად მჭირდა მე.. ტირილი იმდენად იმატებდა, რომ სუნთქვას უშლიდა ხელს და მეშინოდა დახრჩობის.
ნემსებმა და დამამშვიდებელმა წამლებმა სულ მომთენთა და ხასიათიც შემიცვალა.
მჭირდა გათიშვები..
ცხოვრებაში რა არ ხდება თურმე.
არის რაღაცეები, რაზეც არ უნდა ილაპარაკო უბრალოდ, მარა ავლაპარაკდი.
ეს უკვე საზღვრებს სცდება.
რას ვიფიქრებდი თუ ეს შემთხვევა ასეთ დღეში ჩამაგდებდა?
ამ 7 დღეს არასდროს დავივიწყებ ჩემი სიცოცხლის განმარვლობაში.
ვერც.
დასიებული მქონდა ყოველ დილით თვალები...
ტირილმა უფრო დამისუსტა ისედაც სუსტი თვალები.
ძალიან მგრძნობიარე თვალები მაქვს და ცრემლებმა სულ მომისპო..
ნემსების დანახვაზე გონება მებნევა, ცუდად ვხდები.
იმოქმედა ძილზეც.
ტირილით ვიღვიძებდი შუა ღამეს...
კოშმარული სიზმრები..
ენერგიას ვხარჯავდი ტირილის მოთოკვაშიც..
მთელი ძალით ვცდილობი შემეკავებინა, რომ მამას არ გაეგო..
მამას ეს ამბავი რომ გაეგო რა დატრიალდებოდა წარმოდგენაც არ მინდა..
ტირილს ასე ვერ გამოაპარებდი, მარა კიდე კაი რომ საღამომდე მუშაობდა და სახლში რომ მოვიდოდა მაშინვე იძინებდა..
ეს მას არ უნდა ენახა...
იცით, თურმე ცრემლებიც თავდება..
ტირილი უცრემლოდ გინახავთ?
მე ვნახე ამ ერთი კვირის ბოლო დღეებში..
როგორ მემართებოდა ეს?
უბრალოდ.. ადამიანს მეხსიერებაში აქვს ის რაც ჩემს შემთხვევაში საღამოს ვლინდებოდა და ამ დროს მეწყებოდა ნერვიული ტირილი და ისტერიკები.
დედა რომ არა, ალბათ ვერ გადავიტანდი...
დედა მიკრავდა აბღავლებულს გულში,
დედა მეფერებოდა,
დედა მიკოცნიდა თვალებს, რომლებიც სიგიჯემდე მეწვოდა,
დედამ იცოდა მიზეზი და დუმდა,
დედა ითმენდა ჩემი თხოვნით,
დედამ გადაიტანა ის ერთი კვირა ჩემთან ერთად,
დედამ განიცადა იგივე რაც მე,
ორმა ადამიანმა გადავიტანეთ მკურნალობის საშინელი ერთი კვირა,
დედაჩემმა ჩამიღვარა ის სიყვარული გულში რაც ეხლა მაქვს,
დედაჩემი ჩემი ნაწილია, მისი წასვლის შემდეგ ნახევარი ლიზი დავრჩები...
მე და დედამ ვიმკურნალეთ ის ერთი კვირა და მგონი მოვრჩით..
ვინ დამავაადა?
ჰმმ."

ლიზი შენ ძლიერი ხარ უკვე. ამაზე უარესი რა უნდა გადაგხდეს თავს.
ჩემი აზრით ამაზე არავის არ უნდა მოუყვე.
და ის, ვის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, მე პირადად ფეხით გავსრესდი და ჩემი ფურთხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი...
გპირდები არავის მოვუყვები...

ჯანმრთელობას გისურვებ :)

Tuesday, October 18, 2011

ჩემი 24-ე დილა 15 ოქტომბრისა

დიახ, ოცდამეოთხეჯერ დავიბადე :)
ჩემი დაბადების დღე, რომელიც იმაზე უკეთესი იყო ვიდრე მე ვიფიქრებდი.
ბოლო 2 წელია რაღაც არაორდინალური 15 ოქტომბერი ჩაივლის ხოლმე.
მართალია არ იყო ისეთი, როგორსაც ვგეგმავდი, მარა სამაგიეროდ უკეთესი იყო.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მოკლედ მოგახსენებთ, როგორც წინა დაბადების დღის პოსტს.

event:
my birthday
date: 15.10.2011
age:  24
weather: warm
the most unexpected gift: libra, from Levan
the most extraordinary gift: verse from Pino
the warmest gift: roses
place: Shagratas home
the first congratulation: from Levan in 13th of October
unexpected congratulation: Natalie Khubashvili
extraordinary congratulation: by Niin_13a
guests: Inteligenti, mio, ani, justbeika, shagrata, red vortex
mood: happy
tasty moment: fried potatoes :D
condition: slightly drunk
happiest moment during my birthday:  with Pino

p.s. my roses.. I left (my mistake, I just didn't remember) them at Shagratas.

I had the most beautiful cake ever.. :D
see some pics from my BP.
Here are the pictures of my very cake, my B cake, the gift libra,

Friday, September 30, 2011

Libra................ part 1


                                                    Libra - ანუ მე სასწორი.ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას და მე მინდა ჩემი ზოდიაქო განვიხილო ჩემთან მიმართებაში. კითხვისას რაღაცეებს ვეთანხმები, რაღაცეებს არა.

სიმბოლო:   სასწორი
მმართველი პლანეტა : ვენერა     <3
სტიქია:   ჰაერი
ჰავა:   თბილი
ტემპერამენტი: სანგვინიკი.    ( სანგვინიკ-ი [&lt; ლათ. sanguis (sanguinis) სისხლი; სასიცოცხლო ძალა] - მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც გარეგნულად მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს.)
ფერები:
ცისფერი და ყველა პასტელური ფერი
ქვა: საფირონი
ბედნიერი რიცხვი: 6

როგორ ააწყოთ ურთიერთობა სასწორთან
პირველი ნაბიჯები

პირველი სისულელე სასწორებზე რაც წერია არის: სასწორებს უყვართ ფუფუნება. თუ მისთვის საჩუქარს არჩევთ, უნდა იყოს ისეთი საჩუქარი, რომელიც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება. ეს კი, უნდა დაგვამახსოვრდეს მარა, "მაღალი სინჯის ოქროს ან ვერცხლის სამკაულები, უზადო ბრილიანტები, როგორც მინიმუმ ბროლის ნაკეთობები უნდა გაიმეტოთ." სისულელეა. მე პირადად, არ მაინტერესებს ასეთი სამკაულები. და ზოგადად სამკაულები.

როდესაც სასწორთან პაემანზე მიდიხართ, არ დაუშვათ, რომ დღის წესრიგში ფასების თემა დადგეს.
აი ამას ვეთანხმები. ვერ ვიტან ბიჭები შენი თანდასწრებით, მითუმეტეს პირველი შეხვედრის დროს ფულზე რომ ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, ზოგადად ამ თემაზე ყველანაირი ლაპარაკი ზედმეტია. გოგოს ფულზე რატომ უნდა ელაპარაკო ვერ ვხვდები.

ეროგენული ზონები
სასწორთა სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილები ქვედაწელი და დუნდულებია. სეირნობისას, ცეკვისას ან ჩახუტებისას, ნელა და ფრთხილად ჩააცურეთ ხელები ზურგიდან ქვემოთ. მხოლოდ "ჩააცურეთ" და არ ატაკოთ! მკვეთრი და მოულოდნელი მოძრაობები სასწორებს აბნევთ და არ უყვართ. ურთიერთობის შედარებით ინტიმურ სტადიაზე თქვენი ხელების ლოკაციის ადგილიც ამავე შემოგარენშია განსაზღვრული.
დანარჩენი არც ისე შეესაბამებოდა და აღარ დავწერ.

ბოლო ნაბიჯები
სასწორთან ურთიერთობის გაწყვეტა საკმაოდ ადვილია.-- თურმე არც ისე.
ჩაიცვით ფეთხუმივით, მოიმატეთ წონაში, დაუნიშნეთ პაემანი ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას, ელაპარაკეთ მოსაბეზრებელ წვრილმანებზე, ყველაფერში შეეწინააღმდეგეთ. ---- ძაან გამხდარი ბიჭები არც არასოდეს მომწონდა. ხალხმრავალ ადგილებზე ვგიჟდები. მიყვარს ხმაურიანი მხიარულება. წვრილმანებზე ლაპარაკი მომწონს. ამ დროს უფრო ვეცნობი ადამიანს. ბევრი რამე შეგიძლია დაასკვნა უმნიშვნელო ლაპარაკიდან. აი 2 პუნქტი კი, ჩაიცვით ფეთხუმივით და შეეწინააღმდეგეთ ყველაფერში.. ააააა მძაგს!

შეამოწმეთ მისი სატელეფონო ზარები, გზავნილები, მიმოწერა, სასწორები პირადი ცხოვრების ხელყოფას ყველაზე სერიოზულ და უპატიებელ დანაშაულად თვლიან.
ამაში როგორ არ დავეთანხმო. ძალიან გამაღიზიანებელია და მეტიც. სერიოზული რომ არაფერი მეწეროს მაინც ძალიან ვინერვიულებ. ზოგს კი ჰგონია რახან ასე განვიცდი რამე სერიოზული მიწერია და მათ არ უნდა წაიკითხონ. :)

სასწორები ამაყობენ თავიანთი კულინარიული ტალანტით. კრიტიკაზე ადვილი რა არის? უთხარით რომ სადილი დაეწვა ან არაა მოხარშული ან უმარილოა ან შეწვა აკლია.კი კარგი კულინარი ვიქნები მარა ეხლა არაფრის კეთება არ ვიცი და არ გამიკვირდება მსგავსი რამ რომ მითხრან :დ
სასწორთან ურთიერთობის შეწყვეტა გსურთ?
აი ესენი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
მე ვეთანხმები ყოველშემთხვევაში.
ნუ გამოცვლით თეთრეულს. დაკავდით სექსით სიჩქარეში. (ამას მთლად ვერ ჩავწვდი მარა მაინც). რა საჭიროა ამ  ცხოველურ-ფიზიოლოგიურ აქვს ამდენი დრო და ემოციები დაუთმო?აი ეს მეტისმეტია. ცხოველურიო?
დრო არ უნდა დაუთმო?
ემოციები? ემოციები არ უნდა დაუთმო?
ამას ვერ აიტანს სასწორი. უემოციობას ვერ აიტანს!
თუ განშორება დიდხანს გაიჭიმა არის 100% -იანი გამოსავალი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ "დისკუსიის" გაგრძელება კედელთან მოგიწევთ. სასწორი სამუდამოდ დაგტოვებთ.

Yep ფაქტორები

მოდი ახლა სასწორის ნაცვლად ჩავსვათ ჩემი სახლი და გამოვა, რომ:
ნია ყველაფერში ჰარმონიას და დახვეწილობას დაეძებს. იგი ძალიან პრანჭია და ქალურია. ნიას ეს "პრანჭიაობა" თვალში საცემი არასოდესაა.
 yep.
ნიას მთავარი ნაკლი მისი ხასიათის მერყეობაშია.  ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ეს "ლამაზი პეპელა" ერთი ფლირტიდან მეორეზე ძალიან სწრაფად და დაუნანებლად გადაინაცვლებს ხოლმე. ვაა ხოო? არ დავკვირვებივარ :დ
კიდე წერია რომ ნიას განსაკუთრებული შემთხვევების გარდა მამაკაცთან ემოციური მიჯაჭვულობა იშვიათად უჩნდებაო.
არა რა უნდა მაკავშირებდეს მამაკაცთან? რავიცი.. ქარაფშუტა ვყოფილვარ და ეგაა ..
აი ეს კარგი წერია: ნია ხომ ჰაერის ნიშანია, ამიტომაც არ უჭირთ ამ ქალებს საკუთარი გრძნობების სწრაფად "განიავება".     :D   :D  :D
yep. yep, yep!
ნია ვერ იტანს როდესაც ფორმაში არაა და ამ დროს მან ვინმე უნდა ნახოს. მნიშვნელობა არ აქვს, ნათესავი, მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი. ესეც yep yep yep

მიუხედავად რბილი და დამთმობი ხასიათისა, თუ ნიას რამე აღიზიანებს, იგი მოწუწუნე და ენამწარე ხდება. ნიას იმ ადამიანის ნაკლის გაზვიადებაც ოსტატურად გამოსდის , ვინც მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.  
Yep.
ნუ ეცდებით ნიაზე მბრძანებლობას. მართალია ის აშკარად არ დაგიპირისპირდებათ, თუმცა მაინც ისე გააკეთებს , როგორც თავად სურს. დიახაც! Yeap.
არასთან, რაც მეტია ზეწოლა ნიაზე მით უფრო ჯიუტი ხდება. მხოლოდ თბილი მოპყრობა და ტაქტიანი საუბარია ის გასაღები, რომლითაც მის კეთილ განწყობას პოიპოვებთ. იეპ.

და ბოლოს ნუ დაგავიწყდებათ მთავარი მესიჯი ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს სხვანაირად "რკინის ხელს, ხავერდის ხელთათმანში ეძახიან". ჰოდა გასაგებია ყველაფერი :)


to be continued...


Wednesday, September 21, 2011

Adele - Make You Feel My Love [Official Video]



vax, amabgavla

ქალთევზა

Mermaid-ს ქართულად ალი ჰქვია თურმე. იცოდით? მე არა.
ალი არის მითოლოგიური წყლის არსება, რომელსაც ადამიანის თავი, მხრები, ხელები და ტანი აქვს, წელს ქვევით კი თევზის კუდი. არსებობს აგრეთვე წყლის კაცები, ისინი ერთად წყლის ხალხს წარმოადგენენ. წყალთევზები არიან მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფოლკლორში, ლიტერატურაში.
სიტყვა mermaid არის ფრანგული წარმოშობისა. mer ნიშნავს ზღვას, ხოლო maid ახალგაზრდა ქალს, გოგოს.
ალები, სირინოზების მსგავსად უმღეროდნენ ხალხსა და ღმერთებს. ხიბლავდნენ მათ და ჭკუას აკარგვინებდნენ, გემიდან აგდებდნენ და ძირავდნენ კიდეც ზოგჯერ გემებს. მათ ავიწყდებოდათ, რომ ადამიანები ვერ სუნთქავენ წლის ქვეშ მათ მსგავსად.
პირველი ლეგენდა ქალთვზაზე გაჩნდა სირიაში. ქალღმერთ ატარგატისს, სირიის დედოფლის, სემირამისის დედას, შეუყვარდა უბრალო, მოკვდავი მწყემსი და უნებლიედ მოკლა იგი. მას შერცხვა და ჩახტა ტბაში, რათა თევზად ქცეულიყო. წყლებმა ვერ დამალეს მისი ღვთაებრივი სილამაზე, ამიტომ იგი წელს ზევით ქალად დარჩა, ხოლო წელს ქვემოთ თევზად.
ბერძნული ლეგენდის თანახმად,  ალექსანდრე დიდის და სესალონიკე სიკვდილის შემდეგ გადაიქცა ალად. იგი ცხოვრობდა ეგეოსის ზღვაში. როდესაც იგი გემს შეეჯახა, მან ჰკითხა მეზღვაურებს: ალექსანდრე მეფე ცოცხალია? მეზღვაურებმა მიუგეს: ცოცხალია, მეფობს და იპყრობს მსოფლიოს. ალს პასუხი გაუხარდა და გემი მშვიდობიანად გაუშვა. ნებისმიერი სხვა პასუხს მოჰყვებოდა შტორმი, რომელიც ნამდვილად შეიწირავდა გემს და მის მეზღვაურებს.


ზენორის ალი.

ადრე ზღვა ყველაფრის დასაწყისი და დასასრული იყო ზენორის ხალხისთვის. ზღვას მოჰქონდა მათთვის თევზი საჭმელად, თევზი გასაყიდად, მის ტალღებზე კი ისინი გადადიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორეზე. დროს საათებით კი არ ანგარიშობდნენ არამედ ზღვის მიმოქცევით. იყო შტორმებიც, რომლებიც მეთევზეებს იწირავდა.
კარგი დღის დასასრულს, როდესაც ზღვა იყო მშვიდი და ყოველი ნავი თავისი წილი თევზით ბრუნდებოდა ქალაქში, ისინი ადიოდნენ ეკლესიაში და მადლობის ლოცვას აღავლენდნენ, რასაც მოჰყვებოდა გუნდის სიმღერა. ბოლოს ჰიმნის სიმღერის შემდეგ, ყველა თვის სახლში ბრუნდებოდა.
გუნდში გამოირჩეოდა ერთი ლამაზი ყმაწვილი, სახელად მეთიუ ტრეველა, რომელსაც ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა. მისი ხმა ისეთი წკრიალა იყო როგორც ზარები. ყოველთვის მეთიუ ასრულებდა ბოლო ჰიმნს.
ერთ ადრეულ საღამოს, როცა ყველა ნავი ნაპირს მისდგომოდა, ხალხი ეკლესიაში შეკრებილიყო, ბინდში რაღაც ამოძრავდა. ტალღები თავისით უხმაურად გაიყო, წლიდან რაღაც არსება ამოვიდა და ჩამოწდა დიდ ქვაზე. ეს იყო ორი არსება, თევზი და ქალი. ქალს ჰგავდა თუმცა თევზის კუდი ჰქონდა. ეს იყო ალი, ლირის, ოკეანის მეფის ერთ-ერთი ქალიშვილი სახელად მორვერენი.
მორვერენი იჯდა ქვაზე და წყალში თავის ანარეკლს უყურებდა. აგროვებდა ნიჟარებს და უსმენდა ქარისა და ტალღების ხმას. ამ ხმაში გამოკრთოდა მეთიუს სიმღერაც.
"რა ნიავს მოაქვს ეს სიმღერა?" გაიკვირვა ალმა. მაგრამ ამ დროს ქარი ჩადგა, და მეთიუს ხმაც მიწყდა. მზე გაქრა და ალი ჩავიდა წყალში ღმრად თავის სახლში.
შემდეგ საღამოს ალი დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად კვაზე კი არ ჩამოჯდა არამედ ნაპირთან ახლოს მიცურდა, რათა უკეთესად გაემო სიმღერა. ის უსმენდა მეთიუს სიმღერას.
"რა ჩიტი მღერის ასე ტკბილად?" მან იკითხა თუმცა დაბნელდა და მხოლოდ ჩრდილებიღა ჩანდა.
მომდევნო დღეს ალი უფრო ადრე მივიდა და ნავებთან გაჩერდა საიდანაც ისმოდა მეთიუს სიმღერა.
"რა სალამური გამოსცემს ასეთ მუსიკას?" მან იკითხა თუმცა პასუხი არავინ გასცა. მას ისე ძლიერ დააინტერესა და ისე უნდოდა გაეგო ყველაფერი ამ ხმაზე რომ უფრო ახლოს მიცურდა საიდანაც ეკლესია და ხალხი ჩანდა. ამ დროს დაიწყო მიმოქცევა და ქალთევზა დაბრუნდა წყალში რათა არ დარჩენილიყო ნაპირზე, როგორც თევზი წყლის გარეშე.
მორვერენმა ჩაყვინთა და მივიდა მამასთან, რომელთანაც იგი ცხოვრობდა. მან მოუყვა თუ რა გაიგონა.
ლირი იყო მოხუცი და როცა მოისმინა ქალიშვილის სიტყვები გააქნია თავი.
"მოსმენა საკმარისია შვილო, ნახვა უკვე მეტისმეტია."
"მე უნდა წავიდე მამა, მუსიკა ისეთი მომაჯადოვებელია".
"არა", უპასუხა მან. "სიმღერა კაცის პირიდან მოდის, ჩვენ კი ზღვის ხალხი არ დავდივართ მიწაზე."
ოკეანის მარგალითისხელა ცრემლი წამოუვიდა ალს. "მე ნამდვილად მოვკვდები ამის სურვილით აქ".
ლირმა ამოიოხრა, მისი ოხვრა ძრავდა წყალში კლდეებს. ალის ტირილი არ გაგონილი რამ იყო და ამ ამბავმა ძლიერ დაამწუხრა მეფე.
"წადი" უთხრა ბოლოს მეფემ. "წადი მაგრამ ფრთხილად იყავი, წაიღე კაბა, როგორსაც მათი ქალები ატარებენ და ყურადღებით იყავი არავინ დაგინახოს. მოქცევაზე დაბრუნდი, ან სულ ვერ დაბრუნდები".
"თავს გავუფრთხილდები მამა" წამოიძახა გახარებულმა ალმა. "არავინ დამცინებს, როგორც ქაშაყს."
ლირმა მისცა მას ლამაზი კაბა, რომელიც მორთული იყო მარგალიტებითა და სხვა ზღვის თვლებით. ბრწყინავი თმა კი ალმა ბადით დაიფარა. ასე გასწია მან კაცთა მიწაზე. ფარფლებით სიარული ძნელი იყო, ასევე შეუჩვეველი იყო კაბას ალი და ძალზედ გაუჭირდა ეკლესიამდე მისვლა. იგი მიცოცავდა და ებღაუჭებოდა ხეებს. როდესაც ეკლესიამდე მიაღწია მან დაინახა მეთიუ, რომელიც ანგელოზივით ლამაზი იყო. გუნდმა ვერ შენიძნა ქალთევზა, რადგან ისინი სიმღერის დროს ან საგალობლების წინგს ჩასჩერებოდნენ ან ცაში იყურებოდნენ. არავის მოუხედავს უკან.
ალი ყოველ საღამოს მიდიოდა და უსმენდა. თვე თვეს მიყყვებოდა, მეთიუ იზრდებოდა და უფრო და უფრო მშვენდებოდა, მისი ხმა ძლიერდებოდა. ალი უცვლელი რჩებოდა, რადგან ქალთევზები არ იცვლებიან. ალი უსმენდა და სანამ ბოლო ნოტს იმღერებდნენ მანამდე მოდიოდა.
ერთხელ სიმღერა ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა და მორევენმა ვერ შეიკავა თავი და ოხვრა აღმოხდა მეთიუს ტკბილ ხმაზე. მეთიუმ გაიგონა და უკან მოიხედა. ალი ისეთი გატაცებით უსმენდა სიმღერას, ბადე ჩამოვარდნოდა თმიდან. მეთიუ მოხიბლა ქალთევზის სილამაზემ და ერთი დანახვით შეუყვარდა იგი. როცა დაინახა მორვერენმა რომ მეთიუმ ის დაინახა შეეშინდა და გავარდა ეკლესიიდან.
"შეჩერდი"! უყრივა მეთიუმ. "დაიცადე", და გაეკიდა მას.
ეს ყველამ გაიგო და გავიდა ყველა ეკლესიიდან.
ალი წაიქცა და მეთიუმ დაიჭირა ის.
"ვინც არ უნდა იყო, დარჩი, არ წახვიდე". ეხვეწებოდა ბიჭი.
ცრემლები, ნამდვილი ცრემლები, ზღვისავით მლაშე, წამოუვიდა მორევერნს თვალებიდან.
"არ შემიძლია დარჩენა. მე ზღვის არსება ვარ და უნდა დავბრუნდე იქ, სადაც უნდა ვიყო."
მეთიუმ შენიშნა ფარფლი, რომელიც კაბიდან მოუჩანმა ალს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის.
"მაშინ მე წამოვალ შენთან, რადგან შენთანაა ჩემი ადგილი".
მან აიყვანა მორევერნი ხელში, ალმა შემოხვია ხელები კისერზე და ისინი დაეშვნენ ოკეანისკენ. ხალხმა დაინახა ეს ყველაფერი და დაუყვირეს.
"შეჩერდი მეთიუ, ნუ წახვალ"
"არა, მეთიუ არა"-ყვიროდა ბიჭის დედაც.
მეთიუ კი მოჯადოვებული იყო ქალთევზას სიყვარულით და მირბოდა სწრაფად ზღვისკენ.
ზენორის მეთევზეები და ბიჭის დედა დაედევნენ მეთიუს. მეთიუ სწრაფად მირბოდა და ჩამოიტოვა მდევრები. ალიც სწრაფი და ჭკვიანი იყო. მან მოსწყვიტა კაბას მარგალიტები და სხვა ძვირფასი თვლები და დააბნია გზაზე, მეთევზეები დაიხარნენ და კრეფა დაუწყეს თვლებს. ისინი ხარბები იყვნენ როგორც ზოგადად ყველა ადამიანია. მხოლოდ დედამისი მირბოდა ისევ მეთიუსკენ.
ზღვა ღელავდა. ტალღები ისეთი მაღალი იყო რომ მეთიუ ჩაეშვა ზღვაში. დედამისი კი მიწაზე დარჩა.
მას მერე ზენორის ხალხს აღარ უნახავს ალც ალი და არც მეთიუ.
ამბობენ ისინი ლირის სამეფოში ცხოვრობენო, რომელიც ოქროს ქვიშითაა ნაგები, ღრმად მომწვანო-მოლურჯო წყალში.
ზენორის მოსახლეობას ესმოდა მეთოუს ხმა. ის უმღეროდა სასიყვარულო სიმღერებს ალს დღე და ღამე კი იავნანას. მან ისწავლა ბევრი ზღვის სიმღერა. ამ სიმღერით ხვდებოდა მოსახლეობა როდის იყო საიმედო ზღვაში გასვლა და როდის საშიში.
არიან ადამიანები ვინც სიტყვებს არჩევს ტალღების ხმაში. მათ ესმის ქარის ჩურჩული. ეს ის ხალხია ვინც ამბობს რომ მეთიუ კვლავ მღერის, უბრალოდ მოსმენაა საჭირო.

Monday, September 5, 2011

სიცარიელე








































ყურძნის ფოთლების შრიალი მესმოდა,
მესმოდა კნავილი...
ხალათების შრიალი,
თეთრი ხალათების გადახსნილი ღილები,
სქელ ტუჩებზე გათხაპნილი წითელი პომადები,
არასასიამოვნო და ცოტა თავხედური, მსუქანი სიცილი.
სპირტის სუნით გაჟღენთილი ოთახი
  და ამ ოთახში საჰაერო ბუშტივით გაბერილი ქალების გრძელი რიგი. ყურძნის ფოთლების შრიალი მესმოდა,
მესმოდა კნავილი...
წყლის ბოთლები, უაზრო ნაბიჯები ოთახის ირგვლივ,
უცნაურად მზირალი დედამთილების თვალები.
  "შემდეგი," ხალხში შფოთია..
ოთახში შემოდის ყურებამდე გაღიმებული გოგონა,
  კმაყოფილი სახით მიდის მსუქან, უგემოვნოდ ჩაცმულ მამაკაცთან და ერთად გადიან გარეთ.
მე მაინც მესმოდა კნავილი...
  იცდი, სანამ ძალა გაქვს ითმინო ეს აუტანელი სპირტის სუნი.
დრო მიდის... გული უფრო გამალებით იწყებს ცემას და
შენც შედიხარ ვეშაპის ხახაში, რომელიც
არც თუ ისე გემოვნებით, თუმცა
კომფორტულად მოწყობილი ოთახია.
აღარ მესმის კნავილი...
ღრმა სიჩუმეა, სუნთქვას ვიკავებ რომ არ დავარღვიო ეს სიჩუმე.
  ვწვები ტყავის საწოლზე.
თეთრი კაცი  მაშტერდება...
მეკითხება რაღაცას,
ვპასუხობ რაღაცას.
მხოლოდ პირის მოძრაობას ვხედავ, ხმა  არ მესმის.
ჭაღარა კაცი მუცელზე მეფერება.
ხელს ზემოთ და ქვემოთ აცურებს.
  მეღიტინება.
კნავილი აღარ მესმის...
გალობა შემომესმა ქალწულისა

და ჩვენ ერთხმად ავტირდით...

Thursday, August 25, 2011

ჩემი ქალიშვილი

ნახევარი საათი გავითიშე.
ჩემს გოგოზე ვფიქრობდი.
ხო გადავწყვიტე შვილი გავაჩინო.
გოგო იქნება და ლაილას დავარქმევ.
დედაჩემმა მითხრა, 9 თვე როგორც გინდა ისე ატარე და გაჩენის მერე დაგეხმარები გაზრდაშიო.
ამაზეც მადლობელი ვიქნები.

შეიძლება ხალხს გაუკვირდეს, მარა საუკეთესო დედა ვიქნები. ერთ-ერთი საუკეთესო.
მზრუნველი და მოსიყვარულე. ჩემი შვილი თავზე მეტად მეყვარება და ეს მას ეცოდინება.
ვეტყვი რომ, ყველანაირი სიყვარული შეიძლება შეიცვალოს და დედაშვილურს ვერაფერი შეცვლის.
შვილს მოვანათლინებ ისეთ ადამიანს, ვინც ეკლესიასთან ახლოს იქნება. იქნებ ის მაინც დადგეს ჩემზე უფრო მორწმუნე.
იქნებ სულაც მონაზვნობა მოუნდეს. არ დავუშლი.
ბალეტზე ვატარებ ლაილას. იქ ისწავლის რა ძნელია რაღაცა მნიშვნელოვანს მიაღწიო.
ლაილა მკითხხავს მამაჩემი ვინააო და ვეტყვი ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და გეტყვითქო.
ჩემი გოგო ყოველთვის იგრძნობს ჩემს სიყვარულს. ამან შიძლება ოდნავ გაათამამოს, თუმცა არ გაფუჭდება.
როგორ შეიძლება ჩემი შვილი ცუდი იყოს.
ოქროს კულულები და ცისფერი თვალები ექნება.
ძალიან მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბდება. არ იქნება ნაზი.
ლაილა კარგად ისწავლის, ჭკუით მამამისს დაემსგავსება.
ჩემ გოგოს დაქალი ეყოლება და ეს მე ვიქნები.
რა ეგოისტი ვარ ^^ :დ
გზაზე გადასვლისას ხელს ჩამკიდებს. მთლიანად ექნება ჩემი ნდობა და იმედი.
ეცოდინება, რომც როგორც არ უნდა გაუჭირდეს, მე მის გვერდით ვიქნები.
ადრე გამითხოვდება ლაილა.
გულზე ვუმკურნალებთ ლაილას.

ძალიან მიყვარხარ ჯერ არ დაბადებულო, ჩემო შვილო. <3

Saturday, August 13, 2011

<< ჩემი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები >>

ფიქრები, ესაა ის, რასაც ვერასოდეს გაიგებს ვერავინ რა ახლოსაც არ უნდა იყოს ჩემთან.
ყური მოსწიე, თავი მომადე, თვალებში ჩამხედე, მაინც ვერ გაიგებ რაზე ვფიქრობ.
არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი, რაზეც ვფიქრობ. ეს ისეთი ფიქრებია, რომლებსაც სიტყვებით ვერ დაალაგებ.
ბევრს ვფიქრობ თუ არა?
ძალიან ცოტას.
ამას თავი დავანებოთ...
წერილი ფიქრეთის ერთ-ერთ მაცხოვრებელს.

ვიღაცას როგორ უნდა შურდეს შენი? ოდესმე იფიქრებდი, რომ შენივე სქესის წარმომადგენელს შენი შეშურდებოდა? არა შესაშური კი არის მარა... იცი რა სიტყვები თქვა?  "ვიღაც ელ-მა ("ელ" სახელია) როგორ უნდა მაჯობოსო?" ისე აღაშფოთა ამ ფაქტმა. რათქმა უნდა რა შეშურდა ამას ვერ მოგწერ. ეს  მე ვინც ვიცი და კიდე არის ადამინები, რომლებსაც ასევე შურთ შენი.
ვიცი, შენ გაგისწორდება რომ გაიგო რისი შურთ, მარა განზრახ არ მოგწერ.
<ხალხი რას იფიქრებს>
შენი გოგო იცი რეებს შვრება?-- არ იცი. არც დაინტერესებულხარ და იმიტომ.
ის კარგადაა და მეტიც, ზედმეტად კარგად. ზედმეტი კი არაფერი ვარგა.
გგონია ვბოდავ?
არა. ჩემი ფიქრებივით არეულად გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს.
შენი გოგო სხვას ეხუტება და შენზე ფიქრობს. შენი გოგო ჩახუტებისას თვალებს ახელს და საშინელებებს ფიქრობს. თავად მითხრა რეებს ფიქრობს, მარა თვითონ არ თვლის, რომ საშინელებაა. თავს რგავს ვიღაც ბიჭის მკერდზე და ფიქრობს: ის ხომ სხვას ეხუტება, მეც ჩავეხუტები სხვასო და უფრო მაგრად ეკვრის მკერდზე ალკოჰოლმოკიდებული.
შენი გოგო ფიქრობს, რომ ნაძირალა ხარ. ალბათ ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შენ ნაძირალაზე უარესი ხარ. არაუშავს ზიზღი უფრო ძლიერიც არსებობს და მალე მოემატება.
შენი გოგო სხვა ბიჭებს გადარებს.
შენ გოგოს არ უნდა ამდენი ბიჭი, არა, მას ბიჭი სულ არ უნდა, მარა უწევს მათთან ყოფნა.
შენი გოგო ხვდება, რომ გაგა მწარედ გჯობია.
შენი გოგო ყველა შემხვედრს ეხუტება და რაღაცას ეძებს ამ ჩახუტებაში. ჯერ ვერ იპოვა.
შენი გოგო ელოდება ისეთს, ვისი შეხებაც ააკანკალებს და ერთი ტუჩების შეხებით გათიშავს.
შენ გოგოს ბოლო 2 დღის განმავლობაში სიგიჯემდე ენატრები და იკლავს გულში ამას.
შენი გოგო ძლიერია.
შენ გოგოს შეუძლია 4 ბიჭთან იყოს და ამავდროულად არცერთთან.
შენი გოგო ბიჭებს კოცნის და შენი ერთგულია.
შენმა გოგომ  ვერ შეძლო ის, რაც შენ მეორე დღესვე გააკეთე.
შენ გოგოს იმის გაკეთება შეუძლია შენს გამო, რასაც შენ ვერ წარმოიდგენ.
შენს გოგოს ეზინება და არ აძინებ.
შენი გოგო კარგადაა.

შენი გოგო? ბოდიში, მინდოდა მეთქვა შენი ყოფილი გოგო.


Tuesday, August 9, 2011

2 days in Ureki

პოსტი ურეკზე. მე პირველად ვიყავი იქ წელს.

ვიფიქრე იქნება ვინმე, ვინც არ ყოფილა და პოსტი ასე თუ ისე წარმოდგენას შეუქმნის..

ღამის სმენის მერე, მე და დედა 12 საათიან მარშრუტს ურეკისჯენ გავყევით.
გზაში დედის მხარზე ჩამოვდე თავი და მეძინა.
შემდეგ ფოტოების გადაღებით გავერთე. ვიჭყანებოდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს.

ჭკუანაკლულმა პორტერმა (მებარგულმა) სადგურზე ჩამოგვსვა თვით ურეკის ტრასიდან შორს.
რა გვექნა?
ვიარეთ ფეხით ურეკის მთავარ ტრასამდე.
რჩევა ნომერი 1. არ ჩამოხვიდეთ მარშრუტიდან სანამ აბრა "ურეკის" არ დაინახავთ.
მთავარ ტრასამდე სანამ კუკუშკა გამოივლიდა საბედნიეროდ მანქანამ გაგვიჩერა და ცენტრში, პარკში გაგვიყვანა.
მე სასწრაფოდ გავვარდი პლიაჯზე, დატოვა დედამ მთელი ბარგი და წავიდა ბინის საპოვნელად.
ამაშიც გაუმართლა ჩემს ნათელ დედიკოს და საკმაოდ მოსახერხებელი ოთახი საკმაოდ მოკრძალებულ ფასად იშოვა.
რჩევა ნომერი 2. ბინისთვის საშუალოდ 10 ლარი იანგარიშეთ, თუმცა თქვენ მოინდომეთ და იაფადაც წააწყდებით. :)
პლიაჯზე მოვთავსდი თუ არა ზღვაში შევაჭერი. ურეკის ზღვა საკმაოდ კარგია. არ ჩამოუვარდება ბატუმსა თუ ქობულეთს. დადებითი მხარე კი ის არის ამ სანაპიროზე, რომ ქვიშაა და ფეხები არ გემტვრევა. ჰო ზღვის წყალიც ვიგემე. იცით, საკმაოდ მლაშეა :)
დედაც დაბრუნდა და მზე უკვე 3 წუთში ჩავიდოდა ზღვაში მარა ვინ გაცადა ყურება?
მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მარა თითქმის ჩასვლა ვნახე ^^
სახლში დაბრუნებისა და დაბინავება-მოწყობის შემდეგ გავემზადეთ საღამოს სეირნობისთვის.
საღამოობით თურმე საკმაოდ გრილა. მეტიც, შემცივდა ბოლოს ძალიან.
ჰაერია? ნუ იტყვით. რაღაც არაჩვეულებრივი..
ზღვა და ჰაერი ერთად რა კარგია არა?
საღამოს რა ხდება პარკში.
ურეკი ბავშვებით არის სავსე. პატარა ბავშვების დასასვენებელი ადგილია. როგორც იცით იქ ქვიშა სამკურნალოა და პატარები დაჰყავთ უმეტესად. ახალგაზრდობის ნაკლებობაა. თინეიჯერები 14-15 წლისებიც გამოერევა შიგადაშიგ.
 პარკში კი განსაკუთრებული არაფერი ხდება. გართობაათქო ვერ ვიტყვი. ერთი ორი პატარა ბავშვების ატრაქციონია და სულ ეგაა. კაფე ბარებიც არ ანათებს. მარა არის. (პირადად მე ვიყავი კაფე "სავანეში")
რჩევა ნომერი 3. ახალგაზრდობისა და გართობისთვის იქ არ წახვიდეთ.
იქ თუ ჩავა სასტავი შეუძლია იყიდოს სასმელი და გამოტყვრეს,(მარკეტები იცოცხლე, ბლომადაა) თუმცა სავარაუდოდ ამაზეც გაჭედავს მოსახლეობა. იქ რომ პატარა ბავშვები არიან და "რა დღეში ხართ?" :)
ჰო ღამე ჭიჭყინმა შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ. მერე დაიკიდებთ. :)

მეორე დღეს, დახამებული მზესა და ზღვას ვეგდე პლაჟზე სადაც საკაიფოდ დავწითლდ-დავიხრუკე )  წითელი ჩამოვედი თბილისში. ზღვა უფრო კარგი და სუფთა მომეჩვენა. ტალღებიააააა, იმენა გეფერება :) იცით რა მოსიყვარულეა :)
დილის 9ის ნახევრიდან 12მდე პლიაჟზე რომ ვიჯერე გული მერე წავედით საჭმელად.
დედაჩემი გავაგიჟე :) მთელი 2 დღის განმავლობაში დავძახოდი: მე მალე მივდივარ, ან ეს ბოლო დღეა, ან სულ ერთი დღე მაქვს და ისე ვაკეთებდით, როგორც მე მსურდა.
ჩემი საყვარელი დედიკო <3 ტკბილი და სურვილების ამსრულებელი მარა ყველა სურვილის არა :)
დანაყრების შემდეგ ისევ პლიაჟზე გავედი. იყო 3 საათი. თავად მიხვდებით რომ დამწვრობა გარანტირებული მქონდა მეც შევეგუე ამ ფაქტს. სხვა რა გზა მქონდა? ბოლო დღე იყო :)
ბოლოს როგორც იქნა დედაჩემმა გამომაგდო და გავემზადე თბილისისკენ წამოსასვლელად. დამწვრობა ბანაობის შემდეგ შევამჩნიე, თორე ასე კატასტროფა არ მეგონა.
უკანა გზა იყო კოშმართა შორის ყველაზე კოშმარი. ამას აღარ მოვყვები. ჩემი ტანჯვაც მეყოფა რაც მე მანდ გადავიტანე.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ურეკი შესანიშნავი ადგილია თუ ნამდვილად დასვენება გინა,
თუ მზე და ზღვა გინდა
თუ სიწყნარე გინდა
თუ პატარა ბავშვით ხართ.

მე ვიყავი ურეკში, ფრანების ზღვისპირეთში. ^_^




Wednesday, July 13, 2011

უნიჭო, მარა მთელი გულით ნაწერი

წინათაც მეძინა, ვჭამდი და ვფიქრობდი,
ადრეც ვიცმევდი, ვიხდიდი, ვწვებოდი,
აქამდეც ველოდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი,
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა...
შენ უცებ გამოჩნდი.

ახლა ყველაფერი სულ სხვანაირია,
ჩემი ღამის ძილი სულ აირია.
ახლა დილა უფრო ცისფერია,
ჩემი სამყარო ერთ მთლიანშია.

შენა ხარ ჩემი დილის ჩაის ყლუპი,
შენა ხარ ჩემი ნაბიჯი ნელი,
შენა ხარ სარკე, რომელსაც ვეპრანჭები,
შენა ხარ შხაპის ყოველი წვეთი.

შენა ხარ მაშინაც როცა ძილის წინ
შუქებს ვაქრობ, ფეხებზე ვიხდი.
ბალიშიც შენ ხარ თავი რომ მიდევს,
მთვარეც შენა ხარ ასე რომ ველი.

ექიმიც შენ ხარ, რომელიც მსინჯავს,
უსმენს გულს და მეხება ხელით.
ფურცელზე რაღაცას წერს, ხელი უკანკალებს,
შენა ხარ ის უკურნებელი სენი.

შენა ხარ ჩემი სიზმრების გროვა,
რომელსაც ძილში ვეთამაშები,
შენა ხარ ბლა ბლა უაზრო სიტყვები,
შენი ბრალია ძილში რომ ვბოდავ.

გითხარი წინათაც მეძინა, ვჭამდი,
არ მიფეთქავდა მთლად ასე გული,
ახლაც ვჭამ და ვფიქრობ მხოლოდღა,
ყველაფერს ასდის სულ შენი სუნი.

Thursday, July 7, 2011

კითხვა-პასუხი

კაი ხანია პოსტი არ დამიდია ბლოგზე. დღესაც მხოლოდ სურათები დავდე.
თეგ თამაშია კითხვა და პასუხი.
გადავწყვიტე ვითამაშო.
დავწერ უფრო სწორედ.
ეს პოსტი ყველაზე მეტად მე მაინტერესებს ^^

ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?-- პიჟამოთი ზამთარში, პერანგით ზაფხულში.
შავი თუ ლურჯი კალამი? -- შავი.
მოგწონს მოგზაურობა? -- უფრო მოგზაურობის პროცესი, მგზავრობა.
მოგწონს ვინმე? -- არა, მიყვარს.
იცის? -- კი.
ფიქრობ რომ მიმზიდველი ხარ? -- კი
გინდა დაქორწინდე? -- უმეტესად კი..
ვისზე? -- უნდა გითხათ?

კარგი სტუდენტი ხარ? -- კარგი სტუდენტი ვიყავი. დავამთავრე სწავლა
ახლა ბედნიერი ხარ? -- კი.
მოგიტყუებია ვინმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? -- დიახ.
დაბადების ადგილი -- თბილისი

შობა თუ ჰელოუინი? -- შობა რათქმაუნდა ^^
ფერადი თუ შავ-თეთრი ფოტო? -- ფერადი
შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? -- მე არ მჯერა რომ ძლებს.
ასტროლოგიის გჯერა? -- ისეტ პონტში
გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? -- კი.

სვამ? -- გააჩნია რას. ლუდს არა.
ხალხს ამხიარულებ? -- გააჩნია ჩემს ხასიათს. თუ მომინდა ისეთ სისულელეებს ვამბობ ხოლმე, რომ ეცინება ხალხს. თუ არ ვარ მთლად ხასიათზე სხვას კი არა რამდენიც არ უნდა ეცადონ მეც ვერ გამამხიარულებენ.

ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? -- კი რატომაც არა. ოცნებასაც გააჩნია. რეალური უნდა იყოს.
საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი. -- მართა.

მოგიპარავს ოდესმე რამე? -- კი, ორჯერ. ერთი ჩემივე ნივთი იყო.
ერთხელ 5 თეთრიანი მამალო მოვიპარე. და მეორე, ჩემნი თოჯინის კაბა მომპარა მეგობარდა, გადააკეთა და თავის ბარბის ჩააცვა. მეც მოვიპარე ჩემივე კაბაში გამოწყობილი პატარა ბარბი. :დ

როგორი ამინდია ახლა? -- ღამეა და საშინელი ჩახუთული ჰაერი.
ბოლოს როდის შეიჭერი თმა? -- წლინახევრის წინ.
ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? -- კოკას.
როდის იბანავე ბოლოს? -- დღეს შუადღისას.
წყნარი თუ სწრაფი მუსიკა? -- წყნარი ^^
Mcdonalds თუ Burger King? -- ორივე.
ღამე თუ დღე? -- ღამე.  (ჩემი ფარული ბოიფრენდია ღამე)

ბალიშების რაოდენობა. -- ერთი ზამთარში. ზაფხულში არ მიდევს.
პიანინო თუ გიტარა? -- გიტარა.
მომავალი სამსახური. -- რასაც უფალი მომცემს.
ახლანდელი სამსახური. -- სულ სულ ცოტა ხნით უმუშევარი
ახლანდელი სიყვარული? -- კითხვა ვერ გავიგე. სახელი? მყავს თუ არა? კმაყოფილი                                                               ვარ თუ არა? ვთოვებ ამ კითხვას.

ახლანდელი იმედგაცრუება? -- თხოვნა არ შემისრულა საყვარელმა ადამიანმა.
ახლანდელი გაბრაზება? -- დედაჩემი ყოველ 2 წუთში მიშლის ნერვებს
ბოლოს რა ჭამე? -- ვერმიშელი და თევზი.
ბოლო რაღაც რაც შეიძინე -- იმდენი ხანია არაფერი მიყიდია დამავიწყდა კიდეც.                                                                     მარილიანი ჩხირები.

რა გესმის ახლა? -- მაია ასათიანის ხმა. ჩემები ტელევიზორს უყურებენ.
გაქვს გეგმები WEEKEND-სთვის? -- დაახლოებითი.
რა ქენი დღეს? -- განსაკუთრებული არაფერი. მთელი დღეა სახლში ვარ.
გაიხედე უკან, რა არის? -- კომოდი.

მინდა... -- ნაყინი და კიდე მაღალ ანახღაურებადი სამსახური მინდა
ვისურვებდი? -- ამ ზაფხულს მე რომ მინდა ისე დავისვენო. ^^
მაინტერესებს -- ხვალაც ასე ეცხელება?
ახლა მაცვია -- მოკლე სარაფანა.

გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე.
კეთილი სურვილებით, ილარია.

ჩემი რაღაც-რუღაცეები



ადრე ვაგროვებდი ბლოკნოტებს, ფანქრებს, მერე საშლელებს.
მომინდა თქვენთვისაც მეჩვენებინა.
კალმებსაც ვაგროვებდი სანამ არ დაიტაცეს ოჯახის წევრებმა.

Wednesday, June 15, 2011

აი, როგორ მიცნოთ ქუჩაში

ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე ქუჩაში ადამინებს, რომელთაც მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი. შესაბამისად მივდივარ და ვეუბნები, რომ მე ნია ვარ. თუმცა ჯერ მივმართავ ნიკით, რათა დავრწმუნდე რომ ისაა. ამას წინათ ვნახე ფიესტა, იგივე თათია open air-ზე.
-თათია?
-ჰო? (და გაკვირვებული სახე, რომელსაც აწერია შენ რომელი ხარ, ვერ გცნობ).
-ნია.
-უი.
მე ვერ გიცნობდი შენ რომ არ მოსულიყავიო.
გამიკვირდა, რადგან ასეთი რამ არ უთქვამთ. როგორც წესი, მცნობენ ხოლმე.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დავიწყებ.
პოსტი, რომელზეც დამთაგა უსაყვარლესმა მაცომ.

ნია არის საშუალო სიმაღლის, არა უფრო დაბალს განვეკუთვნები, გოგო. ხო 17 წლის გოგოს ვგავარ. ასე ამბობენ რავი...
მაქვს მორიჟაო თმა, ნაცრისფერი თვალები, რომლის ფერს კარგა ხანს ვერ ნახავთ იმდენად პატარა თვალები მაქვს.
რაც უფრო ადვილად საცნობს გამხდის არის ის ფაქტი, რომ ვატარებ სათვალეს.
ვარ გამხდარი.
მნახავთ ვარკეთილში, სადაც ვცხოვრობ.
ხშირად მნახავთ თავისუფლებაზე, თუმცა ახლა ნაკლებად. სკოლაში დაითხოვეს ბავშვები და :^^.. ასევე დელისზე.
ერთი შტრიხი კიდევ: მნახავთ წიტელი პომადით დათხუპნულს. ^_^
მგონი სულ ესაა..
თუ რამეა მოდით, არ მოგერიდოთ :)

Saturday, June 4, 2011

გრაფიტი

ეს საკონფერენციო თემაა რომელიც უნივერსიტეტში გავაკეთე. გავიმარჯვე და სერტიფიკატიც გადმომცეს :)
დიდია ასე რომ დიდი იმედი არ მაქვს რომ წაიკითხავთ მაგრამ მაინც ვდებ.

გრაფიტის წარმოშობა და განვითარება
 ტერმინი “გრაფიტი” იტალიური სიტყვიდან წარმოიშვა, რაც ნიშნავს ამოკაწრულს. გრაფიტი არის საყოფაცხოვრებო სახის წარწერა ან ნახატი ამოკაწრული შენობებზე, კედლებზე, ჭურჭელზე და ა.შ. გრაფიტის პირველი ნიმუშები ძველ საბერძნეთში, რომსა და პომპეიში გვხვდება კედლებზე ამოკაწრული მარტივი ნახატების სახით, რომლებიც უბრალო საინფორმაციო დანიშნულებით გამოიყენებოდა. თუმცა არსებობს ნახატები, რომლებიც მმართველების საწინააღმდეგო გზავნილებს ატარებდნენ.
 გრაფიტის მრავალი სახეობა არსებობს. მას სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ: სოციალური გზავნილის გადმოსაცემად, სარეკლამო დანიშნულებით, სიყვარულის ასახსნელად და სხვა. გრაფიტი ჩვეულებრივ ხელით ნაწერია და გამოხატავს რაიმე ინიციალებს ან ზედმეტ სახელებს. ის არის ნაწერის განსხვავებული სტილი, მაგრამ არ არის მიჩნეული ხელოვნების დიდებულ ნიმუშად, რადგან მას აკლია ესთეტიკური ღირებულებები და არ იწვევს სილამაზის გრძნობას მნახველში. Eეს ინიციალები ხელოვნების მიზნით არ გამოიყენება. ზედმეტი სახელები უბრალოდ მათ არსებობას გვამცნობენ. მაგ: “მე აქ ვიყავი.”
 გრაფიტის ერთ-ერთი სახეობა ჯგუფური წარწერებია, რომლებიც უმეტესად გამოხატავენ სამეზობლოში მომხდარ სიახლეებს. კედლებზე ნახატები ფრესკების სახითაც გრაფიტის სახეობაა, მაგრამ ისინი დაკვეთით სრულდება და უფრო მრავალფეროვანია. მას დიდი ძალისხმევა სჭირდება დასასრულებლად, რათა გამოხატავდეს გრაფიტის სახეობის სტილს ან უბრალოდ ტრადიციულ სურათს.
 გრაფიტის ბოლო სახეობაა კრეატიული ნახატი, შესრულებული საღებავებით, რომლებიც გრაფიტის ხელოვნების ნიმუშია.
 თანამედროვე გრაფიტი არის ავანგარდისტული ხელოვნების ერთ-ერთი ნაწილი. იგი არის უნებართვო წარწერა სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაზე, რომელიც ვანდალიზმად ითვლება. იგი წარმოიშვა ნიუ-იორკში და თავდაპირველად ერქვა “ნიუ-იორკის სტილის” გრაფიტი. ხელოვნების ეს ფორმა დაიწყო 1960-იანი წლების მიწურულში, როცა თინეიჯერები იყენებდნენ მარკერებს, რათა საკუთარი სახელები ამოეტვიფრათ ქუჩებში. ამ გზით მათი სახელები ცნობადი ხდებოდა ქალაქში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიუ-იორკამდე ასეთი წარწერები ფილადელპიაში გაჩნდა. ზედმეტსახელები “ცორნბრეად” და“ტოპ ცატ” ანუ ხორბლის პური და მაღალი კატის სტილი პოპულიარული იყო ფილადელპიაში. როცა ეს სტილი გამოჩნდა ნიუ-იორკში, მას უწოდეს “ბროდვეის სტილი”-წაგრძელებული, თხელი ასოების გამო.
 პულვერიზატორების წინსვლამ განაპირობა ინიციალების განვითარება ზომასა და ფერში. საკმარისი არ იყო სახელის ამოტვიფრა გამოსაჩენ ადგილას, რადგან ამის კეთება უკვე ყველას შეეძლო. პულვერიზატორებმა_ ხელსაწყომ, რომლითაც იქმნება ინიციალი, ხელოვნების პროდუქციის ნაწილმა, გამოყო გრაფიტისტები ჩვეულებრილი მხატვრებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან კრეატიული სტილით. “ტაგ” სტილი, რომლის გაკეთებაც ნებისმიერს შეუძლია, ბიძგი მისცა “ტჰროწ უპ” სტილის წარმოშობას, რომელიც ორი ფერით სრულდება; კონტურის სახით და მრგვლოვანი ასოებით. არც ეს სტილია რთული, თუმცა მალე ჩნდება უფრო გართულებული სტილი. “სტამპ” სტილი უფრო რთულია და გამოიხატება სწორი ასოებით. შემდეგ გაჩნდა “პიეცე” სტილი, რომელიც მრავალფეროვანია. ეს სტილი არის კედლის ფერწერა, რომელიც წარმოდგენილია ცნობილი მულტიფლიკაციური გმირების და გრაფიტის ავტორის სახელის სახით. Uუნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა გრაფიტულ ნახატს თან ახლავს შემსრულებლის ზედმეტი სახელი, რადგან მათ სურთ იყვნენ ცნობილნი. მაშასადამე, ახალი და კრეატიული გზა ინიციალების გამოფენისა გამოსაჩენ ადგილას, მისი ამოტვიფრა ყველგან, იყო ფუნდამენტალური საფუძველი თანამედროვე გრაფიტის ხელოვნების განვითარებისა.
 1970_იანი წლების შუასა და მიწურულში, გრაფიტისტებმა დაიწყეს ხატვა მეტროს მატარებლებზე, რომელსაც დაერქვა “სუბწაყ-არტ” ანუ მეტროპოლიტენის ხელოვნება. მატარებელი გახდა გრაფიტისტების ბრძოლის ველი. ეს ის დრო იყო, როცა ყველას სურდა ყოფილიყო მეფე ან დედოფალი მეტროპოლიტენის მხატვრობისა, ანუ ეხატად იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. თუ რომელიმეს სახელი ფერადად იყო წარწერილი მატარებელზე, გარანტირებული იყო, რომ მას ბევრი ადამიანი ნახავდა, განსაკუთრებით სხვა გრაფიტისტები. მეფე ან დედოფალი რომ გახდე, შენი სახელი მრავალ სხვადასხვა ადგილას უნდა დაწერო. Gგარდა ამისა, სტილი და არტისტული ნიჭი მეტად მნიშვნელოვანია. ასევე გაჩნდა ახალი სტილი, რომელიც დაბუშტული და პოპკორნის მსგავსი ასოებით სრულდებოდა და მისი ამოკოთხვა თითქმის შეუძლებელი იყო. ამ სტილს ახასიათებდა კომპიუტერული და გოთიკური ასოები, რომლის ფერიც გადადიოდა ერთი ფერიდან სხვა ფერში და მულტიფლიკაციური გმირების გამოყენება. Uუნარი რთული სტილის შექმნისა არის ის, რაც განასხვავებს ზედმეტი სახელების მწერლებს, ანუ “ტაგგერს” გრაფიტისტებისაგან. თაგერები ბღაჯნიან, ხოლო გრაფიტისტები ხელოვნებას ქმნიან.
 გრაფიტისტების საყოველთაო რეკლამამ სურვილი გაუჩინა ბევრ მხატვარს მონაწილეობა მიეღო ამ ახალი ხელოვნების ფორმის განვითარებაში. Mმიუხედავად ნიუ-იორკის ქალაქის აკრძალვის მცდელობებისა, გრაფიტი აყვავდადა და მოიზიდა მხატვრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Gგრაფიტის დაწინაურების უდიდესი ძალა იყო “ჰიპ-ჰოპ”-ის ფენომენი, რომელიც რეპ მუსიკის კულტურაა.
 ბოლო დროის სიახლე გრაფიტის ხელოვნებაში არის “სატვირთო ხელოვნება”, სადაც გრაფიტისტები ხატავენ სატვირთო მანქანებზე, რკინიგზის გადამზიდებზე იმ იმედით, რომ მათი ხელოვნების ნიმუში მოხვდება ამერიკაში და მთელს კონტინენტს მოივლის.
გრაფიტთან დაკავშირებით არსებობს ორი მთავარი საკითხი. Pპირველი, ის ვინც პასუხისმგებელია ამაზე და მეორე, თუ რატომ იყენებენ გრაფიტისტები “სპრაყცან” ხელოვნებას. Yყველას გასაკვირად გრაფიტი არ არის მხოლოდ ღარიბი, გარეუბნის, დაბალი-კლასის ამერიკელი ბავშვების ხელოვნება. Nნახევარზე მეტი გრაფიტისტები კავკასიის საშუალო კლასის ოჯახებიდან არიან. ამასთანავე გრაფიტისტები მთელს მსოფლიოში არიან მიმობნეულნი. როდესაც იკითხეს : “რომელი ბვშვები არიან გრაფიტით დაინტერესებული?” ოფიცერმა ჰიკლიმ უპასუხა: “ბავშვები, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ. “
 არანაირი კლასიფიკაცია არ არსებობს გრაფიტისტი ბავშვებისა. მათი ასაკი მერყეობს 12-30 წლამდე, ხოლო სქესი განსაზღვრული არ არის. ადრე გრაფიტისტები ნახატზე მარტო მუშაობდნენ რაც მათ საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ შეიქმნა გრაფიტისტების ჯგუფები, რომლებიც 3-დან 10 წევრისაგან შედგებოდა. ამ ჯგუფის წევრი გაგდებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის მათი ჯგუფის გარდა სხვა ჯგუფშიც იქნებოდა გაერთიანებული. ჯგუფში გაწევრიანებსთვის საჭიროა მსურველს ჰქონდეს საკუთარი სტილი. გრაფიტისტების ჯგუფის მეთაურია “მეფე” ან “დედოფალი”_ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა წევრებს შორის საუკეთესო არტისტული უნარით.
ის მიზეზები და ღირებულებები, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი გრაფიტით ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებულია, როგორც თავად ის მხატვრები, ვინც გრაფიტს ქმნიან. მთავარი მიზეზი_ სახელი და საკუთარი ნიჭის ხელოვნების ცნობადობაა. Gგრაფიტი ასევე საკუთარი თავის გამოხატვის ფორმაა. წერის ხელოვნება კრეატიული მეთოდია საზოგადოებასა და სხვა მწერლებთან ურთიერთობისა. Mმხატვრის ინდივიდუალიზმი, გამოხატვა და იდეებია ის, რაც ურთიერთობას აწარმოებს. Aამ სახის კომუნიკაცია ძვირფასია, რადგან ის აერთიანებს ხალხს მიუხედავად მათი კულტურის, ენის და რასისტული განსხვავებისა. Gგარდა ამისა, გრაფიტის შესრულება ჯგუფის მიერ ხელს უწყობს ჯგუფური საერთო მიზნის განხორციელებას. Aამ მიღწევისაგან გამოწვეული გრძნობა არის კავშირი სხვებთან, რომელიც ძვირფასია მხატვრისთვის. თავის წიგნში “გრაფფიტო” ვოლში აღნიშნავს, რომ ზოგი გრაფიტისტი ამ ხელოვნებას მიიჩნევს, პოლიტიკურ და ეკონომიურ კანონების დარღვევის რიტუალად. ზოგი მხატვარი თავის თავს მიიჩნევს რევოლუციონერად, რომლებიც რეაგირებს ხელოვნების წინააღმდეგ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ხელოვნება მარტო ის არ არის, რაც გალერეაშია გამოფენილი კურატორის მიერ. ზოგი მხატვარი კი ხატავს საზოგადო და კერძო საკუთრების ადგილებში, რადგან წინააღმდეგობა გამოხატოს დასავლური კაპიტალიზმის იდეების და კერძო საკუთრებების შესახებ. Gგრაფიტისტები ერთობიან ამით. ძალიან სახალისოდ და ამაღელვებლად მიიჩნევენ. Mიუხედავად ამ ფაქტების სიცხადისა, ისინი მაინც ვერ განმარტავენ სრულად რატომ ითვლება გრაფიტი ნამდვილ ხელოვნების ფორმად, მიუხედავად მთელი რიგი არალეგალური წყაროებისა.
Gგრაფიტი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ვაგონებზე სრულდებოდა და რომელიც განვითარდა დღესდღეობით როგორც პულვერიზატორების ხელოვნება, მართლაც ხელოვნებაა. Gგრაფიტის წარმოშობა შეიცავს დადგენილ ტექნიკასა და სტილს. ხელოვნების ეს სახე დახასიათებულია როგორც “ სტანდარტ-მედიუმ”. მაგალითად ახალბედებს ასწავლიან როგორ გამოიყენონ პულვერიზატორები და აეროზოლები სხვადასხვა არტისტული ეფექტების შესაქმნელად.
Gგრაფიტის ხელოვნება განვითარდა წლების განმავლობაში უბრალო ნაწერებიდან მსოფლიო გრაფიტის ნიმუშებად, რომელიც სრულდება მეთოდების მიხედვით.
Gგრაფიტი არ არის სპონტანური, როგორც “ტაგგინგ”, წარმოსახვით ჩხაპნის ფორმაში. ნამუშევრის დასრულება ითხოვს დიდ წარმოსახვით უნარს, გეგმას და ძალისხმევას. Gგრაფიტისტი თავდაპირველად ადგენს ნახაზს. შემდეგ იგი გეგმავს აზრს და არჩევს ფერებს. შემდეგ იგი ირჩევს თავის ტილოს ან გარეგნულ სახეს და ქმნის წინასწარ ნახაზს. Aამას მოჰყვება ფერებითა და ორნამენტებით შევსება და ბოლო ესკიზიც დასრულებულია.
Gგრაფიტი შეიძლება იქნეს გაგებული ასევე ხაზების, ფერებისა, სტრუქტურის მიხედვით, რათა შევქმნად თხრობა მის შესახებ. სხვა განსაკუთრებული საფუძველი თუ რატომაა გრაფიტი ხელოვნება, არის მისი შემქმნელის მიზანდასახულობა. Gგრაფიტისტები ითხოვენ მათი ხელოვნების აღქმას ისეთ ხელოვნებად, რომელიც შეძლებს გრძნობებისა და აზრების მაყურებელთან გაზიარებას.
Gგრაფიტს მარტო კომუნიკაციის ფუნქცია არ აქვს, იგი ასევე ალამაზებს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა ცარიელი კედელი ან მიტოვებული შენობა. ერთადერთი განსხვავება მუზეუმების ნამუშევრებსა და გრაფიტის ხელოვნებაში არის ის პირობები, რომელშიც გრაფიტი იქმნება, რადგან ხელოვნება დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და გამოფენაზე.
Gგრაფიტის უგულველყოფა არ შეიძლება ასე უბრალოდ, რადგან იგი არ არის საჭირო ადგილას ანუ ჩარჩოში ჩასმული, მუზეუმებსა და გალერეებში გამოფენილი. Mმისი ადგილმდებარეობა კედლებსა და ვაგონებზე თანხმობის გარეშე, ხდის მას არამოთხოვნად ხელოვნებად. შეიძლება ეს ვანდალიზმად ჩაითვალოს, მაგრამ ის მაინც არ განიცდის დისკვალიფიკაციას როგორც ხელოვნება. Yყველა გრაფიტის მაგალითი არ არის ხელოვნების ნიმუში ისევე როგორც ჩარჩოში ჩასმული ნამუშევარი არ არის მხატვრობის ბრწყინვალე ნიმუში, ან ღირსი ხელოვნებად მიჩნევისა.
Gგრაფიტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი რთული გასაგებია. მაგრამ ეს არ გამორიცხავს მას იყოს ხელოვნება, ვინაიდან აბსტრაქტული ხელოვნების ბუნდოვანება ან პიკასოს კუბიზმი, მიუხედავად იმისა რომ რთული აღსაქმელია, არ შეიძლება არ ჩაითვალოს ნამდვილ ხელოვნებად. Gგოლდსმენის ესთეტიკის თეორია მდგომარეობს გრაფიტის ადგილმდებარეობისა და პრეზენტაციის პრობლემის გარკვევაში.
Gგოლდსმენი ამტკიცებს, რომ ხელოვნებას გადავყავართ გრძნობად და ესთეტიკურ სამყაროში. Eეს გადაადგილება გამოწვეულია გალერეის ატმოსფეროთი ან ოპერის ბნელი დარბაზით. გრაფიტთან დაკავშირებით ასეთი რამ არ ხდება, რადგან ის სწრაფად ჩნდება მოულოდნელ ადგილებში.
ჩვენ არ ვართ შეჩვეული თავმოყრილი ხელოვნების ნიმუშების ხილვას გარეთ ისე როგორც მუზეუმებშუია გამოფენილი. ხალხი მიდის მუზეუმებსა და გალერეებში
ხელოვნების ნიმუშების სანახავად, გრაფიტი კი ხელმისაწვდომია ყველგან. წარმოიდგინეთ რა შოკის მომგვრელი სანახავია ფერადი ვაგონის სწრაფი სვლა ნიუ-იორკის ჭუჭყიან სადგურებში. “სპრაყცან” ხელოვნების ის ფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის, რადგან იგი არ არის შეზღუდული გალერეებისა და მუზეუმების სისტემის კანონებით. სწორედ ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული.
Dდადგენილი თეორიაა, რომ ხელოვნება არის ის, რაც მსოფლიომ აღიარა და დამტკიცებულია მსოფლიო ხელოვნების მოღვაწეთა მიერ. მართალია გრაფიტი არ არის არც ერთ გალერეასა და მუზეუმში განთავსებული და ხშირად უარყოფენ მას როგორც ხელოვნებას, მაინც არსებობს ისეთი შემთხვევები როცა მსოფლიო ხელოვნებამ გრაფიტი აღიარა ხელოვნების ფორმად. 1970-იან წლებში ნიუ-იორკის და ევროპის გალერეებმა გრაფიტს დაუთმეს ყურადღება მსოფლიო ხელოვნების მასშტაბით.
Lლი ქვინონსმა. Nნიუ-იორკის გამოჩენილმა მწერალმა და ერთ-ერთმა გრაფიტისტმა მოხატეს მატარებელი თავიდან ბოლომდე. Mმისი ტილოზე შესრულებული ნახატი კი რომში მდებარე კლაუდიო ბრუნის “მასუსას” გალერეაში გამოფინეს. ამის მსგავსად დენმარკის ხელოვანი იაკი კორნბლიტი დაეხმარა რამოდენიმე გრაფიტისტს კარიერის გაკეთებაში მათი ნამუშევრების როტერდამის “ბოყანანო ვონ ბენინგენ”-ის მუზეუმებში გამოფენით 1984-1985 წლებში. 1996 ბარი მაკჯის, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევარი “ტწისტ”-ით დაავალეს შეესრულებინა გრაფიტი სან ფრანცისკოს “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის” კედელზე.
Gგრაფიტის აღიარების შემდეგ ორი ტენდენცია განვითარდა. Pპირველი _ხელოვანები, კოლექციონერები, მხატვრები, კურატორები დაეხმარნენ გრაფიტისტებს სტილის განვითარებაში თავიანთი ცოდნის ახალბედებთან გაზიარებით. მეორე, აღიარებამ გრაფიტს სახელი გაუთქვა მსოფიოს სხვადასხვა მხარეში.
Lლოს ანჯელესმა და ჩიკაგომ აღიარეს გრაფიტისტების ტალანტი და შესთავაზეს კანონიერი გზით გრაფიტის შესრულება, რომელიც წაახალისებდა მხატვრებს და შეამცირებდა მის ვანდალიზმს.
Gგრაფიტის აღიარება ორი მიზეზის გამო ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისა მსოფლიო ხელოვნებაზე. Gგრაფიტის აღიარებამ როგორც ხელოვნება, გაზარდა ინტერესი და ცოდნა ამ ხელოვნების ფორმისა. Mმეორე, გრაფიტის აღიარება გამორიცხავს მის განზოგადებას, აღმოფხვრასა და ვანდალიზმად მიჩნევას. Aარ არის აუცილებელი “სპრაყცან”-ი იყოს არალეგალური ან კედელზე შესრულებული, რომ ჩაითვალოს გრაფიტად, თუმცა ფილოსოფიურად, ამ ყველაფრის გარეშე ის ყველაზე წმინდა ხელოვნება იქნებოდა.
Gგრაფიტის აღიარება ფართო მასშტაბებით გულისხმობდა მისი ტრადიციული მეთოდებით შესრულებას, მაგრამ პირიქით მოხდა. წიგნებში, კინოებში, მხატვრები დაეხმარნენ ხალხს სწორად გაეგოთ გრაფიტი ყოველგვარი ტრადიციული ელემენტების გარეშე.
“წილდსტყლე” ანუ ველური სტილით შესრულებულ ნამუშევარს ყველა მხატვარი თავისი სტილით ასრულებს, ხოლო ფერი, წინა ფონი და უკანა ფონი საერთოა ყველასათვის. Gგრაფიტის მიჩნევა ხელოვნების ფორმად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ხალხმა, რომელიც ტრადიციული ხელოვნების დარგში არიან ჩართულნი ნახოს, რომ ხელოვნება ვითარდება ძველ ჩარჩოებს მიღმა. Aასევე გრაფიტის ხელოვნებად აღიარება ხალხს აჩვენებს, რომ იგი არ არის შესრულებული იმისათვის, რათა იქნეს უარყოფილი მასების მიერ. პირიქით, ის არის ახალი ხელოვნების ფორმა, რომელიც ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს, როგორც ნებისმიერი სხვა ხელოვნების დარგი..
 Gგრაფიტის ფორმა ითვლება ხელოვნებად ოთხი კრიტერიუმის მიხედვით. Pპირველი_ გრაფიტის ხელოვნება განსხვავდება ყოველდღიური გრაფიტული ნამუშევრებისაგან. Mმეორე_ გრაფიტის ხელოვნებას აქვს სტილისა და ხერხების განვითარების ისტორია. Mმესამე_ გრაფიტის ხელოვნება აღიარებულ იქნა მსოფლიოს მიერ. მეოთხე_ ხალხის აღიარება გრაფიტისა ამტკიცებს, რომ ის ხელოვნებაა. გრაფიტის შეფასება, კარგია ის თუ ცუდი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, არის თუ არა იგი ხელოვნება. Gგრაფიტის შეფასება ხდება იმის მიხედვით თუ სად, როდის და როგორ უნდა იქნეს იგი შესრულებული.
 გრაფიტი ნამდვილად ხელოვნებაა, რადგან მხატვარსაც და ხალხსაც ანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას.