Thursday, October 28, 2010

მსახიობები Cats


რამ თამ თაგერი, ყველაზე სექსუალური კატა. მას უყვარს ფლირტაობა და ქალი კატები მასზე ეცემიან . ამ კატით დავიწყე, რადგან ჩემს დიდ სიმპატიებს იმსახურებს.

ვიქტორია, უმწეო თეთრი კნუტი, რომელიც ცეკვის ნიჭითია დაჯილდოვებული. ის პირველი იყო ვინც შეეხო და მიიღო გრიზაბელა.

მისტოფელესი, ახალგაზრდა შავი კატა, რომელიც ზებუნებრივი ძალების პატრონია.

მექევითი, კრიმინალი, რომლის დაჭერაც ვერ მოახერხეს. იგი თავისი გარეგნობით ყველას აშინებს.
ჯემიმა არის კნუტი, ყველაზე უმცროსი კატა. ისი ასრულებს "მემორის" დეუთერენომისთვის.

დეუთრონომი, ყველაზე მოხუცი და ჭკვიანი კაცი. ტომის მეთაური.
მანკუსტრაფი,მთხრობელი. იგი მეორე ძალაა ტომისთვის მოხუცი ეუთორონომის მერე.

სკიმბლშენკი, სადგურის კატა. იგი ცხოვრობს მატარებლებთან და მათ ზედამხედველად თვლის თავს.
ჯენიენიდოთსი, რომელიც არის ძალიან მსუქანი. იგი მთელი დღე ზის და თვალყურს ადევნებს თაგვებს. ასწავლის მათ რაღაცეებს.
გროულთაიგერი და გრიდელბოუნი შეყვარებული წყვილი.
დემეთერი, ყველაზე მხიარული და თამამი კატა. მთავალი ვოკალისტი.
ბომბალურინა არის თავხედი ქალი. მთავარი ვოკალისტი და მოცეკვავე.
ჯელილორამი- კატა, რომელიც კნუტებს მზუნველობას არ აკლებს. მას ახლო ურთიერთობა აქვს გაზთან.
ბასთოფერ ჯონსი არის მსუქანი კატა, რომელსაც ყველა პატივს სცემს მისი მდგომარეობის გამო. იგი მაღალ წრეს ეკუთვნის.

გაზი-მსახიობი კატა, რომელიც მხოლოდ მისი სიმღერის დროს ჩნდება. ამ სიმღერაში მჯისი ცხოვრება და სამსახიობო გამოცდილებაა აღწერილი.



გრიზაბელა, ყოფილი მომხიბვლელი კატა, რომელმაც დაკარგა თავისი ბრწყინვალება და მხოლოდ ის სურს რომ კატებმა მათ წრეში მიიღონ. გრიზაბელამ ტომი მაშინ მიატოვა, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რათა ენახა მსოფილიო. მას დიდი გამოცდილება აქვს ამ ცხოვრების მკაცრი კანონებისა.

Sunday, October 24, 2010

Cats



მორიგი მიუზიკლი. მორიგი არაჩვეულებრივი მიუზიკლი.
ერთხელ ტელევიზორში მოვკარი თვალი და მას მერე  youtube-ზე ვუყურე მთელ მიუზიკლს.
რა კოსტუმებია...
რა მსახიობები...
რა პლასტიკა...
რა მოძრაობები...
რა ქორეოგრაფია...
რა ხმა...
რა სინქრონიზმი...
რა ფიგურა...
ძალიან მომეწონა დადგმა. გაოგნებული დავრჩი. ასეთი ნიჭიერებიც არსებიობენ თურმე.

კატები:
ეს მიუზიკლი შექმნა სერ ენდრიუ ლოიდ ვებერმა ( Sir Andrew Lloyd Webber) რომელიც ეყრდნობა ელიოტის ნაწარმოებს "Old Possum's Book of Practical Cats".  მიუზიკლი პირველად 1981 წელს უესთ ენდში გაიხსნა. 1982 წელს კი ბროდვეიზე. ორივეჯერ ტრევორ ნანის რეჟისორობით. ქორეოგრაფის ავტორი კი ჯილიან ლინია. მუსიკლს ბევრი პრიზი ხვდა წილად. ბროდვეის ისტორიაში "კატები" მეორე ადგილზეა ხანგრძლივობის მიხედვით. მიუზიკლი მთელს მსოფლიოში შესრულდა. იგი ნათარგმნია 20ზე მეტ ენაზე.

პერსონაჯები:
Grizabella--Elaine Paige
Gus The Teatre Cat-- John Mills
Old Deuterenomy-- Ken Page
Bombalurina-- Rosemarie Ford
Munkustrap-- Michael Gruber
Rum Tum Tugger-- John Partridge
Demeter-- Aeva May
Skimbleshank-- Geoffrey Garrat
Bustopher Jones-- James Barron
Rumpleteazer-- Jo Gibb
Mungojerrie-- Drew Valrey
Jennyanydots-- Suzie McKenna
Mistoffelees-- Jacob Brent
Jellylorum-- Susan Jane Tanner
Victoria-- Phyllida Crowley Smith
Macavity-- Bryn Walters
Jemima-- Veerle Casteleyn
Copicopat and Tamtomile-- Tommi Sliiden and Kayne Brown
Pouncival-- Karl Morgan
Electra-- Leah Sue Morland
Etcetera-- Jo Bingham
Tumblebrutus-- Fergus Logan
Asparagus-- Tony Timberlake
Alonzo-- Jason Gardiner
Exotica-- Femi Talor
Rumpus Cat-- Frank Thompson
Cassandra-- Rebecca Parker

შინაარს განგებ არ დავწერ აქ. უყურეთ და დამერწმუნებ გულგრილს ვერ დაგტოვებთ ეს სანახაობა.

მათ სურათებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

Saturday, October 23, 2010

Les Miserables



მიუზიკლში მონაწილეთა ფოტოები


Eponine-Lea Salonga
 
Javert-philip Quast 
Fantine- Ruthie Henshall 
Enjolras - Michael Maguire
 Madam Thenardier - Jenny Galloway 
Marius- Michael Ball 
Cossete-Judy Kuhn  
little Cossete - Hannan Chick
Jean Valjean-Colm Wilkinson



Friday, October 22, 2010

Les Miserables


ნაწილი პირველი
 
http://www.youtube.com/watch?v=FZwhLZkc8YQ&feature=related

მეორე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=dqYVdBcFwDc&feature=related

მესამე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=Yb6ENxYEB6E&feature=related

მეოთხე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=Y4rnEnthYww&feature=related

მეხუთე ნაწილიhttp://www.youtube.com/watch?v=c5hHl_ezkr0&feature=related

მეექვსე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=MAmFfn-UGGY&feature=related

მეშვიდე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=COWA-zVAwVo&feature=related

მერვე ნაწილიhttp://www.youtube.com/watch?v=kXDFzBQNOz8&feature=related

მეცხრე ნაწილი

http://www.youtube.com/watch?v=CC7_WvDYOZg&feature=related

მეათე ნაწილი

http://www.youtube.com/watch?v=qFEigqQ7Q1c&feature=related

მეთერთმეტე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=9iUzjc1hm30&feature=related

მეთორმეტე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=NsnswEyKOSs&feature=related

მეცამეტე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=OW7FXEGOW_w&feature=related

მეთოთხმეტე ნაწილი


http://www.youtube.com/watch?v=AxWIBZHJy2U&feature=related

მეთხუთმეტე ნაწილი


http://www.youtube.com/watch?v=ZRLUPQcU3UE&feature=related

მეთექვსმეტე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=Ns7jDx00tZ8&feature=related

გუშინ ვუყურე საბრალონის (ვიქტორ ჰიუგოს) საკონცერტო ვერსიას youtube-ზე. აი აღფრთოვანებული დავრჩი და ემოციებს ვერ ვმალავდი. ეს იყო 10 წლისთავი რომელიც  1985 წლის 8 ოქტომბერს ლონდონის ბარბიქან სენთერში დაიდგა. ხანგრძლივობის მიხედვით ის მესამე ადგილზეა ბროდვეის ისტორიაში. ეს კონცერტი დღესდღეობით 26 წელს ითვლის.
მიუზიკლი „Les Miserables“ არის მრავალგზის გამარჯვებული ვიქტორ ჰიუგოს ჰუმანური ლიტერატურული ნაწარმოების გადაკეთებული ვერსია. ეს არის იმ კაცის ადამიანური სულის ტრიუმფზე, რომელიც გადარჩა ულმობელი დევნის შემდეგ. ნაწარმოებში მოთხრობილია 19 საუკუნის საფრანგეთის სოციალური და პოლიტიკური ბრძოლები.


მოკლე შინაარსი:


სიუჟეტი ტრიალებს ჟან-ვალჟანის ირგვლივ. ღარიბმა ჟან–ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან–ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი ბენვენიუ, რომელმაც იგი კარგად მიიღო, ავახშმა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან–ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან–ვალჟანი ნაქურდალით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერცხლეული ჟან–ვალჯანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან–ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა – მასში კვლავ გაიღვიძა კეთილმა საწყისმა. მადლენის გვარით იგი ერთ–ერთ პატარა ქალაქში დასახლდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ძია მადლენი ყველას შეუყვარდა. იგი ქალაქის მერი გახდა. ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.
ჟან–ვალჟანის მხატვრული სახის გვერდით წარმოდგენილია პოლიციის ინსპექტორის ჟავერის სახე. ცივი, უგულო, თავისი მოვალეობის პედანტური სიზუსტით შემსრულებელი ჟავერისთვის სიკეტე თვით ის კანონებია, რომელთა განხორციელებისთვის იგი იღვწის. მისთვის წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელია ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს. ჟავერი მოწოდებით ჯაშუშია. იგი ყველას უთვალთვალებს. სწორედ მან დაადგინა, ვინ იყო წარსულში მერი მადლენი. ჟავერს თავისი თავი სამართლიანობისა და კანონიერების დამცველად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში დიდ უსამართლობას სჩადის. როდესაც იგი ჟან–ვალჟანთან ამ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს და თავს იკლავს.
მიუზიკლში მომქმედი პირნი:
 
Eponine-Lea Salonga
  Jean Valjean-Colm Wilkinson

 Javert-philip Quast
 Fantine- Ruthie Henshall
 little Cossete - Hannan Chick
Madam Thenardier - Jenny Galloway
Marius- Michael Ball
Cossete-Judy Kuhn
Enjolras - Michael Maguire
 


ეს იმ მსახიობთა სიაა ვინც ყველაზე მეტად მომეწონა ამ კონცერტში თუმცა ყველა შეუდარებელი იყო. 

მუსიკალური მხარე:
მუსიკალური მხარე ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონცერტზე, რადგან იგი სულ სიმღერებითაა აწყობილი. მსახიობები შესანიშნავი ხმების პატრონებიც არიან.


სიმღერათა სია:

I dreamed a Dream            http://www.youtube.com/watch?v=-Jo4FvpN3_g
 Do u hear the people sing?   http://www.youtube.com/watch?v=1VR1bOha40U
 one day more                      http://www.youtube.com/watch?v=GuffHRacZMQ

on my own                    http://www.youtube.com/watch?v=cuS1cCnG8xc
a heart full of love          http://www.youtube.com/watch?v=6d7MsvQNxPg
  stars                     http://www.youtube.com/watch?v=-0xi5FqIefE
  castle on a cloud    http://www.youtube.com/watch?v=0u9QNYjYvYQ
  at the end of the day  http://www.youtube.com/watch?v=CxZoUARPsFc
  a little fall of rain     http://www.youtube.com/watch?v=_ptdGPt9wt4
  bring him home      http://www.youtube.com/watch?v=CFbsZu7ZN7A

 
სიმღერა I dreamed a dream ცნობილ სატელევიზიო შოუში America's got talant-ში შეასრულა სიუზან ბოილმა, რომელიც იმ წელს გამარჯვებულიც გახდა ამ პროექტის. ხოლო სიმღერა bring him home იმავე პროექტში ჯეიმი პიუს მოუტანა გამარჯვება.








Friday, October 15, 2010

the strangest birthday ever!

event:  my birthday
date: 15.10.2010
age: 23
weather: rainy
gifts: none
celebrated: nowhere
started at: 14:30
finished at:  00:00
congrats:  a lot
the first congratulation: by sali (with pic)
unexpected congratulation: by "vulkani lava"
the last congratulation: by zaliko
extraordinary congratulation: by fadi
activities: chatting, saying thanks...
strangest point: going to village
happiest moment: my birthday cake
tasty moment: while eating ;) :D
guests: none
mood: satisfied
inexpedient place: train wagon


Wednesday, October 6, 2010

My Beloved Brother

                                         ანუ მე ჩემი ძმის და ვარ
ჰო , ერთმა საღამომ გამააზრებინა ეს ფრაზა. კონკრეტულად კი, ადამიანმა, რომელმაც დამანახა ამ ფრაზის აზრი.
მე ჩემი ძმის და ვარ, ის ჩემია..
ჩემი სისხლი და ხორცი.
მე მიხარია ის ფაქტი, რომ მყავს ძმა და მივხვდი რომ იმაზე ძალიან მიყვარს ვიდრე მეგონა..
ზაფხულის holidays დროს ოჯახთან განშორებისას მივხვდი რომ ძალიან მომენატრა..
რა თქმა უნდა ოჯახის ყველა წევრი, მაგრამ ძმა რაღაც განსაკუთრებულად მომენატრა რაც აქამდე არასდროს მქონია.
ჩემი ძმა დიდია.
ჰო, ის ჭკვიანია, დიდია და მზრუნველი.
ნასვამ მდგომარეობაში უფრო საყვარელია,
უფრო მოსიყვარულე
და უფრო გულწრფელი :)

იმ დღეს ფული მომცა. პირველად სიცოცხლეში. ხელფასიდან გამომიყო და კედების საყიდლად ფული მომცა.
მუშაობს და თავის საქმეში მართლა პროფესიონალია.
მისი გულკეთილობით ზოგი სარგებლობს, მაგრამ არ დაეკარგება,,
ამ ქვეყნად არაფერი იკარგება.. დაუფასდება.
მე ის მიყვარს და უბრალოდ ამის სიტყვიერად გამოხატვის სურვილი გამიჩნდა.

და მაინც ეს ის არაა რისი თქმაც მინდოდა,..
საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე.