Saturday, December 26, 2015

"ტიბეტი არ არის შორს"

ჩემი არ დაბოლების მიზეზი სხვაა– ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ადამიანს ღმერთი ისედაც აძლევს ფანტაზიისა და შემოქმედების უნარს, რომელიც მან (ადამიანმა)  დამხმარე, გარეგანი ფაქტორების გარეშე უნდა განავითაროს.
 და თუ ვიღაცას ეჩვენება, რომ რომელიმე ნარკოტიკი (თუნდაც ყველაზე მსუბუქი) ადამიანის შემოქმედებით ენერგიას მრავალფეროვანსა და უფრო ნოყიერს ხდის, ეს მხოლოდ დროებითი ილუზიაა და პირიქით, ნებისმიერი ნარკოტიკი საბოლოოდ სწორედ იმ  ბუნებრივი საწყისის განვითარებას აფერხებს, ადამიანში თავსითავად, დაბადებიდანვე რომ არსებობს.

თუმცა არსებობს წამები, როცა შეიძლება ისე შორს გაფრინდე, ფხიზელ მდგომარეობაში წარმოდგენაც რომ ძნელია, მაგრამ სიცოცხლის არსიც სწორედ ეგაა–გაფრენა შეძლო, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე...

დათო ტურაშვილი.