Wednesday, October 9, 2013

ჩვენი თანაცხოვრება

ჩვენი თანაცხოვრებაა ის, რომ ერთად ვცხოვრობთ.
ის, რომ ერთად ვიღვიძებთ.
ის, რომ ყოველ დილით შენი ბალიში ჩემ ბალიშთან გაქვს მოწეული.
ის, რომ ყოველ დილით კოცნა მაღვიძებს.
ის, რომ არასდროს ყოფილა გაღვიძება ასეთი სასიამოვნო როცა საყვარელი ადამიანის ჩახუტება გაღვიძებს.
ის, რომ დილაობით მუცელზე კოცნით მიმტკციებ რომ მე კი არა, ბავშვს კოცნი :D
ის, რომ სამსახურში ყოფნისას სულ მენატრები.
ის, რომ სანამ გახვალ სახლიდან უკვე მენატრები.
ის, რომ უშენოდ სულ მოწყენილი ვარ.
ის, რომ მინდა გემესიჯო და სამსახურში რომ არ მოგაცდინო ვითმენ.
ის, რომ სულ ჩემს გვერდით მინდა იყო და წიგნის კითხვასაც არ გაცლი.
ის, რომ ყურადღებას თუ სხვა რამეზე გადაიტან მაშინვე წუწუნს ვიწყებ რომ ყურადღებას არ მაქცევ.
ის, რომ ზოგჯერ ისე მაგრად გეხუტები რომ ნატკენი კისერი გახსენებს თავს.
ის, რომ ყოველი კარის გაფაჩუნება შენი მოსვლა მგონია.
ის, რომ ვდილობ სახლში დაბრუნებულს კარგი საჭმელი დაგახვედრო.
ის, რომ ყოველი შენი "კალიცოს" დანახვაზე მახსენდება რომ სულ ჩემი ხარ.
ის, რომ გეკითხები ხოლმე "გიყვარვარ?" რომ უფრო ხშირად გავიგონო ისედაც მილიონჯერ ნათქვამი ეგ სიტყვა.
ის, რომ სახლში დაბრუნებული (თუნდაც ერთი ან ორი საათის გასული იყო) კოცნით გეგებები.
ის, რომ სადმე გასვლისას კოცნით მემშვიდობები.
ის, რომ ჩამეხუტები და მსუნავ ხოლმე.
ის, რომ ცოტა ნასვამი განსაკუთრებულად გეკიდება სიყვარულის ცეცხლი. :D
ის, რომ ხელი–ხელჩკიდებულები ვსეირნობთ.
ის, რომ მუცელზე საჩვენებელ თითს მადებ და "ტიკი ტიკის" გაიძახი. :D
ის, რომ მაწუწუნებ იმიტომ რომ გიყვარს როცა ვწუწუნებ.
ის, რომ  წამოწოლილი ძალიან მარტოსულად გეჩვენები, მოდიხარ და მეხუტები. :D
ის, რომ თამაშისას ყველაზე "დაძაბულ" მომენტში მოვდივარ და გკოცნი და შენ ამაზე ბრაზს იკავებ.
ის, რომ ვტიტინებ, ვტიტინებ ხოლმე და თურმე ინტერნეტ სივრცეში ისე ხარ ჩაფლული არ მისმენ და მერე თავიდან მატიტინებ.
ის, რომ მივლინებიდან დაბრუნებული გამთენიისას გთხოვ გამაღვიძო.
ის, რომ დილით ჩაი საწოლში მოგაქვს.
ის, რომ დილაადრიან დასალევი წამლები მოგქონდა და მასმევდი.
ის, რომ შენ წილ ნამცხვრებსაც მე ვჭამ :D
ის, რომ საღამოობით მხვდები გაჩერებასთან მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო ადგილას ვცხოვობთ.
ის, რომ ჩემი პრივიჩკები გადმოგედო.
ის, რომ ფილმს ერთად ვუყურებთ და თან მზსუმზირას ვაკნატუნებთ.
ის, რომ თევზის ფხიან ნაწილს მე გიჭამ. :D
ის, რომ გპირდები რომ არ ჩაგეწილები ჭამაში და მაინც გეწილები. :D
ის, რომ მიწოლილს თუ მეძინება პლედს მაფარებ.
ის, რომ ყოველთვის ვგრძნობ შენს ზრუნვას.
ის, რომ ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ თემას და ერთ აზრზე ვდგავართ.
ის, რომ მთელი სიამაყით გეძახი მეუღლეს და მისწორდება. :D
ის, რომ გეხვეწები დაწვე ისე ადრე როგორც მე ვწვები.
ის, რომ შენს გვერდით ბედნიერი ვარ.


მიყვარს შენი მოჭუტული თვალები ინტერნეტში რაიმეს კითხვისას.
მიყვარს შენი სხეულის სუნი და ტემპერატურა.
მიყვარს შენი ნაზი ბაგეები.
მიყვარს შენი ყელი, კოცნისას რომ გეღიტინება :D 


მიყვარს როცა იცინი.
მიყვარს ჭამის შემდეგ გვერდზე რომ მიჯდები.

მიყვარს ჭიქის დასადებს კარდონს რომ ვეძახი და შენ მისწორებ.
მიყვარს შენი ყურება როცა ჭამ.
მიყვარს შენი ყურება, როცა იცმევ ტანისამოსს.
მიყვარს როცა მაჯავრებ: "აუ რა არის რაააა"
მიყვარხარ მთლიანად შენ.
მიყვარხარ.
მიყვარხარ.
მიყვარხარ.

Wednesday, September 18, 2013

booties

ამ ფოტოთი ყელაფერი ნათელია. თუმცაღა გოგოა, გოგო :D

Tuesday, March 26, 2013

კლინიკა ბილი– 2 სეზონი 1 ნაწილი. სტუმარი.

ექიმები რეჯინა და ჯორჯია ოთახში იყვნენ შეკეტილები და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდა.
ისინი სტუმარს ელოდნენ კლინიკაში. ეს მეტად უცნაური მოვლენა იყო, რადგან კლინიკაში მისვლის უფლება არავის ჰქონდა. მხოლოდ კლინიკის მფლობელს და წამლების მომმარაგებელ ბიჭს.
ბილის მთავარ კარზე გაისმა კაკუნი და მთელი კლინიკა ფაციფუცმა მოიცვა. ექიმები კარისკენ გაიქცნენ.
კარებში მაღალი, მეტად კარგი ტანის ქალი შემოვიდა.
ქერა რძელი სწორი თმა მხრებზე გადმოეყარა, სათვალეს ატარებდა, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა.
ტანზეც მეტად მოხდენილად ეცვა კლასიკური ტანისამოსი. ერთი შეხედვით ოფისში მდივანი, ან რაიმე კომპანიის მენეჯერი გეგონებოდათ.
ტუჩებზე წითელი საცხი ესვა, რომელიც მეტად უხდებოდა მის ქერა თმასა და ლურჯ თვალებს.
ასევე წითელი ლაქი ესვა გრძელ ფრჩხილებზე და ზედმეტად მაღალ ქუსლებზე იდგა.
– მოგესალმებით ქალბატონო...
– ლიდია.
ღიმილით მოახსენა ქალბატონმა მისი სახელი.
–ლიდია, გაიმეორა რეჯინამ.
მოხარული ვართ თქვენი ვიზიტით. გელოდით. მართალი გითხრათ და ცოტა მოულოდნელი იყო ეს გადაწვეტილება ჩვენს კლინიკაში. მოგეხსენებათ არც თუ ისე ხშირად მოდის უცხო ადამიანი ამ კლინიკაში. პაციენტებიც არ არიან შეჩვეული სტუმრებს. იმედი მაქვს პროექტი გაამართლებს. ექიმი ჯორჯია დაგათვალიერებინებთ კლინიკას მე კი მანამდე პაციენტებს ვაუწყებ თქვენი მოსვლის შესახებ.
რეჯინამ ოთახი სასწრაფოდ დატოვა, რათა დროულად შეეკრიბა პაციენტები დარბაზში და ეცნობებინა ლიდიას ვიზიტის შესახებ.

 ლიდია გახლდათ დიდად ცნობილი ფსიქოლოგი. კლინიკის ადმინისტრაციამ იფიქრა პაციენტებისთვის კარგი იქნებოდა მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგის  კონსულტაციები. მათ გადაწყვიტეს მოეწვიათ იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული ქალბატონი ფსიქოლოგიის სფეროში.  ლიდიას უნდა ჩაეტარებინა 10 ლექცია პაციენტებისთვის და კლინიკა იმედოვნებდა, შედეგი ნაყოფიერი გამოდგებოდა.

დარბაზში წრეზე ისხდნენ პაციენტები და ელოდნენ მათთვის სრულიად უცხო ადამიანს. თვალებში დაბნეულობა ეტყობოდათ, ხოლო რეჯინას შიში უკრთოდა მის ქვემოთ ჩამოწეულ თვალებში. მან ხომ არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ პაციენტები ლიდიას, რა რეაქცია ექნებოდათ. იგი შიშით ელოდა  ფსიქოლოგის გამოჩენისგან გამოწვეულ პირველ ტალღებს.

ლიდია შემოვიდა დაბაზში, გადახედა პაციენტებს, მოიხსნა სათვალე, რომელიც მკაცრ შეხედულებას აძლევდა ახალგაზრდა ქალბატონოს. მან გაიხადა ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და წრის შუაგულში ლოტოსის პოზაში დაჯდა.
იწყებოდა პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი ფაზა.

Sunday, January 20, 2013

doctors!

ექიმების გახსენებაზე საავადმყოფოს წამლებით გაჯღენთილი შენობის სუნი მეცემა ხოლმე. გულის ცემას მიჩქარებს ეგ სუნი და ცუდად მხდის.
ვერ დავაღწიე თავი ამ საშინელ არსებებს და ალბათ სულ რაგაც დამემართება.
ამჯერად არც ისე სერიოზულად ვარ ავად მაგრამ ექიმებთან მაინც მივედი.
მომისმინეს, დაისერიოზულეს მიმიკა და დაიწყეს სამედიცინო ტერმინებით ისეთი საუბარი, დარწმუნებულები რომ არიან, რომ არაფერი მესმის.
-ეხლა ქართულად. (უშნოდ ვიხუმრე მე)
მისახელებენ დაავადებას, რომელიც კარგად ვიცი რამდენად სერიოზულია. თუმცა ექიმებმა ხომ უნდა გაბერონ და თითქოს კვდებოდე ისე დაგისახელონ.
მოკლედ რომ ვთქვა უშვილობის იარლიყი მომაკერეს.
მოვკვდი ტირილითა და ნერვიულობით იმ დღეს.
წარმოვიდგინე ყველა საშინელი რამ.
 მელანდებოდნენ ბავშვები და თოთო ბავშვის ტირილის ხმები ჩამესმოდა.
როცა ვაანალიზებდი რომ ეს ნიშნავდა იმას, რომ მე არასდროს მეყოლებოდა შვილი, მეწყებოდა პანიკები..
მე, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა შვილი- არ მეყოლება. და ხალხი 10ს აჩენს. 3-3 ტყუპს ერთად.
დავიბოგრე ყველა ქალზე.
 შვილიან ქალებზე.
მე, რომელიც კარგი დედა ვიქნებოდი არ მეყოლება საკუთარი შვილი. შვილი, რომელიც მე დამემსგავსებოდა და მამიკოს თვალები ექნებოდა.
შვილი, რომელსაც მამა ზედ გადაყვებოდა და გაანებივრებდა .
 გოგონა, რომელსაც ოქროსფერი თმა ექნებოდა და ნაწნავებს დავუწნიდი ხოლმე დილაობით.

მთავარი ის არაა, თუ რა დასვნა გააკეთეს მათ, მე სულ სხვა მიზნით დავიწყე პოსტის წერა.
მე მინდა უშუალოდ ექიმებს და მათ "ბუდეს" შევეხო.
ეს მხარე საქართველოში ალბათ ვერასოდეს გახდება ისეთი, ხალხი კმაყოფილი რომ დარჩეს.
ან მე მივედი ძაან ჯურღმულებიდან არ გამოსულ და წინა საუკუნეში ჩარჩენილ კლინიკაში.
ბერი რომ არ გავაგრძელო, ექიმებმა დამტოვეს შოკში.მედიცინის არაფერი გამეგება და მაინც ვხვდებოდი რას მატყუებდნენ და რას არა.
აღარ ჩავეძიე, მაგათი თავი არ მქონდა, თან ისედაც ვაღიზიანებ მგონი მთავარ ექიმს : D და გავხსენი ჩემი ისტორია.
მიმკყრნალეს, მაგრამ რატომღაც ისევ ცუდად გავხდი. გული წამივიდა სამსახურში.
მივდივარ სულ სხვა კლინიკაში, სადაც როგორც ვხვდები არც უშვილობის დიაგნოზს დამისვამენ და ზუსტად გამარკვევენ რა მჭირს.

Sunday, December 16, 2012

ქალი

გველივით იკლაკნები და მეხვევი ყელზე, მხრებზე, წელზე. როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი ქალი.
როგორი სიზუსტით გამოუყვანია სხეულის ფორმები ბუნების ღმერთებს. და როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი შენ ქალი.
ბრჭყალები არწივის უბოძებია დედა ბუნებას რათა იხოკოს მკერდი და მუცელი.
ქალი ხარ ყველა არსებებს შორის.
ევას გარქმვენ ედემის ვაშლები.
ზურგზე მეწებები ხელის გულებით, ლოკოკინებთან გაზრდილო ქალო.
თეძოებს მალავ ნაქსოვი ნაჭრით, თმებს უკან იყრი და თვალებს მალავ.
როგორ შეიძლება არ იყო ქალი?
ფეხის თითებს შორის გიგრძვნია ღიტინი? მე ვასრიალებ მათში ფეხის გულს.
ქალად შენი შექმნა გადაწყდა ცაში. მიწაზე დააბიჯებ გამომწვევი მიხვრა-მოხვრით.
ბოქლომი დაადე სამკერდე არეალს, გაგძარცვავენ, განძს წაგართმევენ,გაცვეთენ მრავალჯერ მოხმარებაში, ბოქლომი დაადე დიდი და მძიმე.
გრძელი წამწამები პეპლის ფრთებივით რომ არხევ სწრაფად– ზევით,ქვევით.
ცრემლის წვეთი დააწვინე წამწამებზე, ფიფქი დააფარე მძინარეს.
ტუჩები შესწიე, ნუ მიშვერ ასე ურცხვად. ვარდის ფურცლის სურნელით გაჟღენტილი ტუჩები შესწიე.
გაპობილ ბაგეს ფუტკრები ეჩვევიან, ავი და გაიძვერა ფუტკრები.  ეძგერებიან, შეიწოვენ მის სიტკბოს და გამძღრები სხვის ნექტარს დაუწყებენ ძებნას. ასეთები არიან ფუტკრები. ასეთები გაჩნდნენ. ასეთები დაბადა დედა ბუნებამ.
ხელები აიფარე სახეზე ქალო. თხელი და თეთრი თითები ბროლისა. ხშირი სუნთქვით იორთქლავ თითების გვერდებს, კიდეებს.
როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი ქალი ასეთი მკერდის არეალით. როგორც დილის ყავას ასდის ორთქლი, ისე ასდის სითბო შენს მკერდს. სახეს გაგიხურებს ლოყა რომ მიადო. ხალმა დანიშნა ტყუპი დები.
ჩამოსხმული ფეხები მიადგი ახლო ახლოს, გარყვნილად შეგრაცხავენ მეზობელი ქალები.
შური უკურნებელი სენია ადამიანის თვალებს რომ სჭირთ.
ნაპერწკლები ჩააქრე თვალებში, სოფლის ბიჭები შემოგიჩნდებიან ეს რა მოკამკამე წყლის ფერი თვალები აქვსო.
როგორ შეიძლება არ ყოფილიყავი ქალი.
თმას ნუ გაიშლი ასე თამამად. ქარი სურნელებას მოპარავს და წაიღებს თავისთან. შეიცნობს, შეიგრძნობს და მიჯრურად შეგრაცხავს.
ქალო, ნუ ხარ ასეთი ქალური.

შემოდგომას სუსხი ეპარებოდა. 18 წლის გოგონა თითის წვერებზე იწეოდა რათა ხავერდის ალუბალს დაწაფებოდა ხიდან მოწყვეტილს.
---------------------
ქალი ხარ არ გახდე დედა.

Monday, October 1, 2012

რაფაელი და ბეტი.

ბეტი,

მთლიანად შენად მიგულე. გამითავისე და შენი სურვილების მონად გამხადე.
გინდა ყველაფერი ისე გავაკეტო, როგორც შენ გინდა და ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ მოგეწონება. ვცდილობ, ვცდილობ არასდროს შეიჭმუხნო წარბები და ყველაფერი შენს ნებაზე იყოს.
გინდა იგივე საკვებით ვიკვებო, რასაც შენ ჭამ.
გინდა იმავე სასმელით შევიქციო თავი, რასაც შენ წრუპავ ხოლმე.
გინდა ერთნაირი მაისურები გვეცვას, სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილი.
გინდა გაგიმხილო ის, რაც სხვამ არავინ იცის.
გინდა დახეული ჯინსებით ვიარო და ჩემს ასაკს სულაც არ აქცევ ყურადღებას.
გინდა მეც ვიგიჟო, როცა შენ ამის ხასიათზე ხარ.
გინდა ავტომობილი მართო, მიუხედავად იმისა, რომ იცი პირველივე ბოძს შეასკდები.
გინდა ჰალსტუხის გაკეთება გასწავლო, რათა სულ შენ მიკეთო.
გინდა ტორტი მხოლოდ იმიტომ ვიყიდოთ, რომ ერთმანეთი მოვთხუპნოთ და მერე გულიანად იცინო.
გიდა მაშინაც კი გიგზავნიდე  sms , როცა სუფრაზე ჩემს წინ ზიხარ.
გინდა სხვების თანდასწრებით გამოვხატო ის სითბო, რასაც ვერ გამოვხატავ ხალხში.
გინდა ის ვაკეთო, რაც იცი, რომ გამიჭირდება.
გინდა ერთი და იმავე სიმღერა გვიყვარდეს, რათა გაგონებისას ორივე ავყვეთ.
გინდა დილაობით ყავა ლოგინში მოგართვა.
გინდა პერანგების ამარა შუადღემდე ვირბინოთ.
გინდა აბაზანაში შემასწრო, რათა ლოდინი არ მოგიწიოს.
გინდა ზამთარში გაყინულ საწოლში ჯერ მე დამაწვინო, რომ მერე სითბოში შემოძვრე.
გინდა სახელის ნაცვლად კნინობითი სახელით მოგმართო.
გინდა ყოველ დილით ვივარჯიშოთ და შენს კვალდაკვალ გავიმეორო ის მოძრაობები, რასაც შენ აკეთებ.
გინდა ნაყინი მოგიტანო თუნდაც ღამის 2 საათზე მოგინდეს.
გინდა ატრაქციონებზე დავჯდე, რადგან მარტო ძალიან გეშინია.
გინდა ყველა აზარტულ თამაშში შენ დარჩე მოგებული.
გინდა ლუდი ვიყიდოთ და ქუჩაში ბომჟებთან ერთად დავლიოთ, ან მტკვრის ნაპირზე მეთევზეებს შევუერთდეთ.
გინდა ზუსტად ის კაბა გიყიდო, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს და მიმტკიცებ, რომ ის ყველაზე მეტად მოგიხდება.
გინდა საყიდლებზე გამოგყვე და საათობით ბოდიალის შემდეგ თქვა: არაა ის, რაც მე მინდოდა.
გინდა მოძრაობის წესები დავარღვიო იმიტომ, რომ ძალიან პატიოსნად ვატარებ. :დ
გინდა თვალებახვეული ყველა სკამს,მაგიდასა და სარკეს შევეჯახო და მაინც დაგიჭირო.
გინდა კარაოკე ბარში მე ვიმღერო იმიტომ, რომ დამცინო.
გინდა მეც ისევე ვუყურებდე ცხოვრებას, როგორც შენ.
გინდა ყველა პეპელა, ყვავილი, ღრუბელი, ვარსკვლავი.
გინდა სამყარო, რომლის გასაღებიც მხოლოდ შენ გექნება.

ბეტ, რომელ თვეში ხარ?


რაფაელი.






Monday, September 10, 2012

კულონი

აი ჩემი პატარა გული იმდენს იტევს, რომ წარმოდგენა ჭირს.
სულ, სულ პატარაა, მაგრამ შიგნით უსაზღვროებას იტევს.
გადავწყვიტე გამეტეხა და მენახა შიგნით ის იყო რაც მე მეგონა, თუ არა.
რომ გამეტეხა, ამოიფრქვეოდა ვარდისფერი მტვერი, მთელი თავისი თავისებურებებით.
სიყვარულის სპეციფიკური სუნი რომ ასდის. აი ისეთი, გულის ფორმებს რომ ცვლის, გიკუმშავს და სუნთქვას გიკრავს. მოუნდება გაბატონდეს შენზე, თავი ჩაგახრევინოს და გაგხადოს ისეთი, როგორიც თვითონ სურს რომ იყო.
სუნთქვას შეიკავებ რომ მტვრის სურნელი არ გაგეკაროს, ოხერი პატარა ნაწილაკები, შემოიპარებიან ცხვირის ნესტოებში და ფრთებს გაშლიან მთელს შენს სხეულში- თავბრუს ხვევიდან, ფეხის გულების ღიტინამდე. გაინავარდებენ ფილტვებში, მუცლის ღრუში და გულ-მკერდის არეში დაილექება.

 მთელს სხეულს დაეპატრონება და ვერაფერს მოუხერხებ.
ჩუმადაა და გაგრძნობინებს, რომ ვეღარსად წახვალ, მისი ხარ მთელი სხეულით. გაგშორდება სული, გაფრინდება შენგან შორს. 

ხდები სხეულის მონა.
ხედავ და გრძნობ, როგორ კარგავ  საკუთარ მეს.
კარგავ დროისა და ადგილის შეგრძნებას, ხარ გაბრუებული და ვეღარც კანკალებ და ვეღარც ინძრევი. გიჭირს მოძრაობა, გიჭირს ფიქრი, გიჭირს ხედვა, გიჭირს სმენა.
ხდები უგრძნობი.
ვერ გრძნობ შეხებას, ბუჯდები და შეშდები.
ნაწილაკები მუშაობენ შენში, ფუსფუსებენ.
გამოსავალი რაში შეიძლება იყოს?
როგორ დავაბრუნო ვარდისფერი მტვერი ისევ გულში და დავკეტო?
ნუთუ სიცოცხლე უნდა დავთმო იმისათვის, რომ ერთი ციცქნა გული გავამრთელო?
ნელ-ნელა ფეხები მეკვეთება, თავის შეკავებას ვერ ვახერხებ და ვიკეცები.


ვინმეს გქონიათ ასეთი შეგრძნება?
არც მე.

თავს აქეთ- იქეთ ვაქნევ და ვხედავ ვდგავარ ფანჯარასთან, ხელში პატარა გულის ფორმის კულონი მიჭირავს და ვგრძნობ როგორ ასდის მამაკაცის სურნელი.
მე მეღიმება.