წითელი პარასკევი. ჩვეულებრივი დღეა და თითქოს არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან. ტელევიზორში გაგონილმა ერთმა ფრაზამ ჩამაფიქრა: <ამ დღეს,ადამიანი უნდა ერიდოსო გართობას, რადგან გლოვის დღეაო. > სულიერი გლოვის დღე. ალბათ ვერასოდეს შევიგრძნობდი ამ დღის სიმძიმეს დეტალებში,რომ არ წარმომედგინა იესოს წამებისა და ჯვარზე გაკვრის სცენა, აზრი...
ვლაპარაკობ როგორც რიგითი მოქალაქე და არ ვაპირებ ამითი ჩემი თავის მორწმუნედ წარმოჩენას.უბრალოდ ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთის, იესო ქრისტესი სწამს და ყოველთვის ექნება მისი რწმენა.
პოსტის მიზანი არაა ჩემი რწმენის კვეხნა. უბრალოდ ამ დღის გაანალიზება მინდა ჩემი ფანტაზიით.
იესო ქრისტე, ჩვეულებრივი ადამიანი მოგვევლინა ჩვენს გადასარჩენად.
ადამიანისთვის ზოგადად დიდი დარტყმაა როდესაც უახლოესი ადამიანი, მეგობარი უღალატებს. წარმოიდგინეთ როგორ გეტკინებათ გული თქვენმა უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც ენდობით გიღალატოთ. დარწმუნებული ვარ ყველას გულს მოხვდება მწარედ. წარმოვიდგენ როგორ ეტკინებოდა გული იესოს,როდესაც მისი მოწაფე უღალატებს და გასცემს. მეტ-ნაკლებად ისე როგორც მე, შენ, სხვას, მაგრამ მაინც გვეტკინება გული. ერთია როცა გღალატობენ და შენდამი ურთიერთობას ანგრევენ და მეორე,როცა ფულზე გცვლიან.
მეორე ფაქტი,როცა უდანაშაულოდ იჭერენ და უმტკიცებ შენს სიმართლეს,მაგრამ იცი რომ აზრი არ აქვს. შენს სიმართლეს არავინ არ დაიჯერებს.
შემდეგი სცენა ბარაბას არჩევა. ხალხმა ბარაბა არჩია იესო ქრისტეს. ბარაბა იყო იუდეველთა აჯანყების მეთაური. ებრაელებს დაუდგათ დილემა. უნდა აერჩიათ ან სულიერი მხსნელ- იესო, ან ფიზიკური მხსნებლი ბარაბა. მათ ბარაბა არჩიეს. დაფიქრდით თქვენც. ადამიანისთვის ხილული ყოველთვის უფრო სანდოა ვიდრე არა ხილლული. ვხედავ,ამიტომ მჯერა, რომ ეს ფანქარი წითელია. და როდესაც გეუბნებიან რომ მე ხელში მიჭირავს წითელი ფანქარი ჩნდება კითხვა რა ვიცი რომ წითელია თუ მე მას ვერ ვხედავ? ალბათ დაახლოებითი მაგალითი მოვიყვანე როგორ აირჩიეს ჩემი აზრით, ბარაბა ებრაელმა ხალხმა. თუმცაღა აქვე დავსძენ, რომ მრავალ მორწმუნე ადამიანს არასდროს უნახავს უფალი,მაგრამ რმად წამთ. აი ესაა რწმენა. მათი გულები სულ სხვა მდგომარეობაშია.
ყველაზე მტკივნეული, წამების სცენა. ადამიანი შეიძლება ისე სცმო რომ სიკვდილამდე მიიყვანო, მაგრამ როდესაც სიკვდილი აგვიანებს აი ესაა ნამდვილი წამება. წამებაში მალევე რომ მოკვდე,ეს იქნება ნამდვილი შვება. იესო ქრისტე კი დიხანს იტანდა მის გვემას. ყველამ კარგად იცით რა მტკივნეულია წამება, მაგრამ როდესაც ამ წამებას დასასრული არ უჩანს წარმოიდგინეთ ეს რა იქნება. ძვლებამდე რომ გრძნობ ტკივილს, მთელი კანი დაფლეთილი გაქვს, ფეხზე დგომა არ ეგიძლია და ასეთ განადგურებულ ადამიანს ჯვარს ათრევინებენ. ფიზიკური შეურაცყოფა არ იკმარეს (არ ვიკმარეთ),თავზე გადგავენ დაფნის გვირგვინს და დაგცინიან ის კიამ ყველაფერს მოთმინებით იტანს.
(ყოველთვის მბურძგლავდა დავით გურამიშვილის ლექსი "ვაი რა კარგი საჩინო".)
და ბოლოს, ჯვარზე გაკვრის პროცესი. ადამიანს ლურსმნები დააჭედეს ხელებზე, ფეზებზე. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მტკივნეული იქნება ეს? მაგრამ ალბათ ისე სასტიკად აწამესმ ლურსმნების დასობა იმასთან შედარებითარაფერი იქნებოდა
ეს ყველაფერი იესომ მოთმინებით აიტანა.
ჩვენ კი მისთვის ჭიქა წყალი დაგვენანა და არ დავალევინეთ.
ხო,ჩვენ,ხალხმა.
ჩვენ გავაკარით იესო ჯვარზე, ჩვენ ვაწამეთ, ჩვენ დავარჭეთ ლურსმნეი, ჩვენ გავაკეთეტ ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც ეხლა ასე გვზარავს.
ეს ყველაფერი ჩვენი, ხალხის ურიცხვი ცოდვებისთვის. ადამიანმა თავის თავზე აიღო ყველას ცოდვა და გვაპატია, მოგვიტევა. ასეულობით ადამიანი ვერ აიტანდა იმას რაც ერთმა ადამიანმა გაუძლო.
და ჩვენ წელიწადში ერთი დღეც არ გვინდა ვიგლოვოთ?
ჩუმად, გულში?
Friday, April 18, 2014
Saturday, March 1, 2014
ერთი თვე
მიჭირს სიარული...
–რომელია ჩემი?
ვაი რას გავს...
ზუსტად1 თვე.
ერთი თვის განმავლობაში მონახულება...
ერთი თვე პროცენტული მაჩვენებლები...
5მლ. რძე...
ერთი თვის განმავლობაში დღის 5 წუთი..
ერთი თვის მანძილზე აცრემლებული თვალები...
ერთი თვის შეკუმშული გული...
ერთი თვე მონატრება...
ერთი თვე 51 21 ავტობუსები..
ერთი თვე ტაქსები...
ერთი თვის განმავლობაში განცდილი სიხარული და მწუხარება...
ერთი თვე შიშველი სხეული
თითქმის ერთი თვე ძილი...
ერთი თვე ლოდინი, ლოდინი და ლოდინი..
ერთი თვე გადაწყვეტილების მიღება...
ელისაბეთი...
ერთი თვე საფენები, ზეწრები...
ჰუმანა...
ერთი თვე ნერვიულობა...
ერთი თვე გამხნევება...
ერთი თვე იმედის...
ერთი თვე იგივე მდგომარეობა...
ერთი თვე სპირტის სუნი...
ერთი თვე შუშის ყუთი ...
ერთი თვე პატარა ფანჯრები...
ერთი თვე სატელეფონო ზარები...
ერთი თვე ცარიელი სახლი...
ერთი თვე აპარატების წრიპინი...
რეანიმაცია– მდგომარეობა მძიმე.
ნევროლოგიური განყოფილება– მდგომარეობა მძიმე.
სეუს კლინიკა– მდგომარეობა მძიმე.

Wednesday, December 4, 2013
ახალშობილი. 2 ნაწილი
თმა, თავის ფორმა.
ახალშობილის თავის ფორმა ამოზნექილია და ეს სავსებით ნორმალურია. ეს ამოზნექილობა საშიში არ არის და გასდის რამოდენიმე კვირაში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. არ შეიძლება თავზე ძლიერად ხელის მოკიდება ან დაწოლა.

ახალშობილის თავი
თავიდან არასწორი ფორმისაა. რამოდენიმე თვეში კი სწორ ფორმაში დგება. საბოლოო თავის ფორმას ბავშვი 1 წლის ასაკში ღებულობს. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი დეფორმირებული ჰქონდა
თავი ორსულობის დროს. დაბადიბიდან პირველ დღეებში შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს
თავის სწორი ფომა რადგან ძილის დროს ის მხოლოდ ერთ გვერდზე ატრიალებს თავს. არ შეიძლება
თავი სპეციალურად სხვა მხარეს მოვუბრუნოთ. ის მაინც იგივე მხარეს მოაბრუნებს. თუ ბავშვს
ხშირად გაიყვანთ ჰაერზე და მზეზე, თუ ბავშვი სწორად ვითარდება, მაშინ თავის ფორმა სწორად
ჩამოყალიბდება.
ბავშვი ისე უნდა
შევმოსოთ, რომ მისი მოძრაობა არ შეიზღუდოს. არ უნდა გავკოჭოთ ისე, რომ ვერ ამოძრაოს
სხეულის ნაწილები თავისუფლად. მიეცით ბავშვს საშუალება აქნიოს ხელები და ფეხები ისე,
როგორც მას სურს.
ზოგიერთი დედა განაწყენებულია,
რომ მისი შვილი უთმო იბადება.
როდის ამოუვა თმა?
– შემდეგ თვეებში, ან შეიძლება წლის ბოლოსაც.
რა უნდა გავაკეთოთ
რომ სწრაფად ამოუვიდეს თმა? – არაფერი.
ზოგ დედას კი აშინებს
ის ფაქტი, რომ თმიან ბავშვს ეწყება თმის ცვენა.
გადის კვირები ახალი თმა კი არ ამოდის. ნუ ინერვიულებთ ახალი თმა ამოვა.

ახალშობილის გრძნობათა ორგანოები
გრძნობათა ორგანოები დაბადებამდეც ფუნქციონირებს, მაგრამ
სრულყოფილად არა.
თვალები.
დაბადებიდან პირველ საათებში ბავშვის თვალები არ მოძრაობს.
რამოდენიმე საათში ისინი იწყებს მოძრაობას, მაგრამ ბავშვი ვერ ხედავს. სინათლე ხელს
უშლის და აღიზიანებს მას. ამიტომ ის მოუსვენარი ხდება. ამიტომ ოთახი, სადაც ახალშობილი იმყოფება, არ უნდა
იყოს ძალზედ ნათელი.
ახალშობილებს აქვთ ლურჯი თვალები. შემდეგი 2 წლის განმავლობაში
ბავშვს ეცვლება თვალის ფერი და ხდება ან ყავისფერი ან უფრო მუქი. მაგრამ არ დაუბრუნდება
ლურჯ ფერს. დაბადებისთანავე ექიმი ბავშვს თვალებში აწვეთებს წამალს. ეს აუცილებელია,
რათა თავიდან აიცილოს ახალშობილმა ინფექციები, მიღებული მშბიარობის დროს გამოვლილი გზებისგან.
ბავშვს რამოდენიმე დღის განავლობაში თვალის კუთხეებში
უჩნდება გამონადენი. ის უნდა მოვწმინდოთ სტერილური ტამპონებით. რამოდენიმე დღეში შეუწყდება ბავშვს თვალიდან გამონადენი.
თუ არ შეუწყდა რამოდენიმე დღეში , თუ თვალთან რაიმე სიწითლე შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს.
ყურები.
ახალშობილს
უკვე უფუნქიონირებს სმენის ორგანო. პირველ დღეებში ის ყურადღებას არ აქცევს ტელეფონის
ზარს, ხმადაბალ ლაპარაკს. თუ კარს მოვაჯახუნებთ, ან ტაშს შემოვკრავთ, იგი შეცბება.
ზოგჯერ ბავშვი ხმაურზე ტირილით რეაგირებს.
ამიტომ იგი უნდა მოვარიდოთ ხმაურს და ხმამაღალ ხმებს.
ბავშვი იბადება ჩამოყალიბებული ყურის ფორმებით. თუმცა
შეიძლება ახალშბილს ყურის ნიჟარა ჰქონდეს წაწვეტებული ან ცალი ყური გაბრტყელებული ჰქონდეს იმ მხარეს, რომელ მხარეზეც უდევს თავი ძილის დროს. არ სჭირდება თქვენი ჩარვა ასეთ შემთხვევაში. ყური
თავისით ჩამოყალიბდება სწორ ფორმად.
გემოს შეგრძნება.
ახალშობის აქვს გემოს შეგრძნების უნარი. მაგალითად თუ
ბავშვი უშაქრო ჩაიზე უარს იტყვის, ახალშობილი პირველ კვირაში შეიშმუშნება თუ მას მარილიან
ან ძალიან ცხლ საკვებს მივცემთ.
Tuesday, November 26, 2013
ახალშობილი part 1
ახალშობილი
ოჯახი სულმოუთქმენლად
ელოდება პირველ ბავშვს. ლოდინს თან ახლავს სიხარული და შიში.
როგორ გამოიყურება ახალშობილი: წონა, სიგრძე, ფორმა.
როგორ გამოიყურება ახალშობილი: წონა, სიგრძე, ფორმა.

პირველ დღეებში როგორც წესი ბავშვის წონა იკლებს. 2–3 დღეში ბავშვმა შეიძლება მოიკლოს 100–200–250 გ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა და არ საჭიროებს განგაშს. 1–2 კვირაში ბავშვი იწყებს წონის მატებას.
სხეულის სიგრძე
ახალშობილებში საშუალოდ 48–54სმ.–ია. თუმცა ნაადრევად შობილი ბავშვების სიგრძე უფრო
ნაკლებია. ახალშობილ ბიჭებს გოგონებზე უფრო გრძელი ტანი აქვთ.
ახალშობილის ფორმა
განსხვავდება მოზრდილი ბავშვის ფორმისაგან.
თავი დიდი, ფეხები კი წვრილი და მოღუნული აქვთ. მუცელი– ამობურცული. რამოდენიმე
თვეში ახალშობილის ფორმა იცვლება.
ტანის მდებარეობა.
თუკი ბავშვს ზურგზე დავაწვენთ, იგი თავს გვერდზე მიაბრუნებს. ხელებს მოხრის იდაყვებში და ხელს მოკუმშავს. შემდეგ მათ თავს ზემოთ დაილაგებს.
ახალშობილის წოლისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:
თუკი ბავშვს ზურგზე დავაწვენთ, იგი თავს გვერდზე მიაბრუნებს. ხელებს მოხრის იდაყვებში და ხელს მოკუმშავს. შემდეგ მათ თავს ზემოთ დაილაგებს.
ახალშობილის წოლისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:
1. არ გავუსწოროთ ბავშვს ფეხები .
დედების ნაწილი უჩივის იმას რომ ბავშვს ვერ უსწორებს ფეხებს. მათ არ იციან, რომ ბავშვს ფეხების გასწორება სტკივა. ფეხები რაც შეიძლება თავისუფლად უნდა ჰქონდეს მას. თუ ფეხებს გავუსწორებთ და ისე გავახვევთ ზეწარში, ბავშვი დაიწყებს ტირილს და თავს არაკომფორტულად იგრძნობს. ის ყველანაირად ეცდება ფეხების გაშლას და თუ ამას ვერ მოახერხებს, ტკივილისგან ის დაიწყებს ტირილს.

2. ნუ შეშინდებით ახალშობილის მოღუნული ფეხების გამო.
დედებს ეშინიათ მათ შვილს არ ჰქონდეს რახიტი. ბავშვს არ აქვს რახიტი. რახიტი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობის გამო. ბავშვის ფეხები სიარულის დაწყებასთან ერთად გაუსწორდება. რახიტის შემთხვევა კი მოგვიანებით ვლინდება და ბავშვის სიარულის დაწყებისას იწყებს ფეხები გაღუნვას.

ჩვილის ფეხების
ძალდატანებით გასწორებამ შეიძლება სიარულის დროს უარყოფითი შედეგები გამოიღოს.
Wednesday, October 9, 2013
ჩვენი თანაცხოვრება
ჩვენი თანაცხოვრებაა ის, რომ ერთად ვცხოვრობთ.
ის, რომ ერთად ვიღვიძებთ.
ის, რომ ყოველ დილით შენი ბალიში ჩემ ბალიშთან გაქვს მოწეული.
ის, რომ ყოველ დილით კოცნა მაღვიძებს.
ის, რომ არასდროს ყოფილა გაღვიძება ასეთი სასიამოვნო როცა საყვარელი ადამიანის ჩახუტება გაღვიძებს.
ის, რომ დილაობით მუცელზე კოცნით მიმტკციებ რომ მე კი არა, ბავშვს კოცნი :D
ის, რომ სამსახურში ყოფნისას სულ მენატრები.
ის, რომ სანამ გახვალ სახლიდან უკვე მენატრები.
ის, რომ უშენოდ სულ მოწყენილი ვარ.
ის, რომ მინდა გემესიჯო და სამსახურში რომ არ მოგაცდინო ვითმენ.
ის, რომ სულ ჩემს გვერდით მინდა იყო და წიგნის კითხვასაც არ გაცლი.
ის, რომ ყურადღებას თუ სხვა რამეზე გადაიტან მაშინვე წუწუნს ვიწყებ რომ ყურადღებას არ მაქცევ.
ის, რომ ზოგჯერ ისე მაგრად გეხუტები რომ ნატკენი კისერი გახსენებს თავს.
ის, რომ ყოველი კარის გაფაჩუნება შენი მოსვლა მგონია.
ის, რომ ვდილობ სახლში დაბრუნებულს კარგი საჭმელი დაგახვედრო.
ის, რომ ყოველი შენი "კალიცოს" დანახვაზე მახსენდება რომ სულ ჩემი ხარ.
ის, რომ გეკითხები ხოლმე "გიყვარვარ?" რომ უფრო ხშირად გავიგონო ისედაც მილიონჯერ ნათქვამი ეგ სიტყვა.
ის, რომ სახლში დაბრუნებული (თუნდაც ერთი ან ორი საათის გასული იყო) კოცნით გეგებები.
ის, რომ სადმე გასვლისას კოცნით მემშვიდობები.
ის, რომ ჩამეხუტები და მსუნავ ხოლმე.
ის, რომ ცოტა ნასვამი განსაკუთრებულად გეკიდება სიყვარულის ცეცხლი. :D
ის, რომ ხელი–ხელჩკიდებულები ვსეირნობთ.
ის, რომ მუცელზე საჩვენებელ თითს მადებ და "ტიკი ტიკის" გაიძახი. :D
ის, რომ მაწუწუნებ იმიტომ რომ გიყვარს როცა ვწუწუნებ.
ის, რომ წამოწოლილი ძალიან მარტოსულად გეჩვენები, მოდიხარ და მეხუტები. :D
ის, რომ თამაშისას ყველაზე "დაძაბულ" მომენტში მოვდივარ და გკოცნი და შენ ამაზე ბრაზს იკავებ.
ის, რომ ვტიტინებ, ვტიტინებ ხოლმე და თურმე ინტერნეტ სივრცეში ისე ხარ ჩაფლული არ მისმენ და მერე თავიდან მატიტინებ.
ის, რომ მივლინებიდან დაბრუნებული გამთენიისას გთხოვ გამაღვიძო.
ის, რომ დილით ჩაი საწოლში მოგაქვს.
ის, რომ დილაადრიან დასალევი წამლები მოგქონდა და მასმევდი.
ის, რომ შენ წილ ნამცხვრებსაც მე ვჭამ :D
ის, რომ საღამოობით მხვდები გაჩერებასთან მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო ადგილას ვცხოვობთ.
ის, რომ ჩემი პრივიჩკები გადმოგედო.
ის, რომ ფილმს ერთად ვუყურებთ და თან მზსუმზირას ვაკნატუნებთ.
ის, რომ თევზის ფხიან ნაწილს მე გიჭამ. :D
ის, რომ გპირდები რომ არ ჩაგეწილები ჭამაში და მაინც გეწილები. :D
ის, რომ მიწოლილს თუ მეძინება პლედს მაფარებ.
ის, რომ ყოველთვის ვგრძნობ შენს ზრუნვას.
ის, რომ ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ თემას და ერთ აზრზე ვდგავართ.
ის, რომ მთელი სიამაყით გეძახი მეუღლეს და მისწორდება. :D
ის, რომ გეხვეწები დაწვე ისე ადრე როგორც მე ვწვები.
ის, რომ შენს გვერდით ბედნიერი ვარ.
მიყვარს შენი მოჭუტული თვალები ინტერნეტში რაიმეს კითხვისას.
მიყვარს შენი სხეულის სუნი და ტემპერატურა.
მიყვარს შენი ნაზი ბაგეები.
მიყვარს შენი ყელი, კოცნისას რომ გეღიტინება :D
მიყვარს როცა იცინი.
მიყვარს ჭამის შემდეგ გვერდზე რომ მიჯდები.
მიყვარს ჭიქის დასადებს კარდონს რომ ვეძახი და შენ მისწორებ.
მიყვარს შენი ყურება როცა ჭამ.
მიყვარს შენი ყურება, როცა იცმევ ტანისამოსს.
მიყვარს როცა მაჯავრებ: "აუ რა არის რაააა"
მიყვარხარ მთლიანად შენ.
მიყვარხარ.

Wednesday, September 18, 2013
Tuesday, March 26, 2013
კლინიკა ბილი– 2 სეზონი 1 ნაწილი. სტუმარი.
ექიმები რეჯინა და ჯორჯია ოთახში იყვნენ შეკეტილები და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდა.
ისინი სტუმარს ელოდნენ კლინიკაში. ეს მეტად უცნაური მოვლენა იყო, რადგან კლინიკაში მისვლის უფლება არავის ჰქონდა. მხოლოდ კლინიკის მფლობელს და წამლების მომმარაგებელ ბიჭს.
ბილის მთავარ კარზე გაისმა კაკუნი და მთელი კლინიკა ფაციფუცმა მოიცვა. ექიმები კარისკენ გაიქცნენ.
კარებში მაღალი, მეტად კარგი ტანის ქალი შემოვიდა.
ქერა რძელი სწორი თმა მხრებზე გადმოეყარა, სათვალეს ატარებდა, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა.
ტანზეც მეტად მოხდენილად ეცვა კლასიკური ტანისამოსი. ერთი შეხედვით ოფისში მდივანი, ან რაიმე კომპანიის მენეჯერი გეგონებოდათ.
ტუჩებზე წითელი საცხი ესვა, რომელიც მეტად უხდებოდა მის ქერა თმასა და ლურჯ თვალებს.
ასევე წითელი ლაქი ესვა გრძელ ფრჩხილებზე და ზედმეტად მაღალ ქუსლებზე იდგა.
– მოგესალმებით ქალბატონო...
– ლიდია.
ღიმილით მოახსენა ქალბატონმა მისი სახელი.
–ლიდია, გაიმეორა რეჯინამ.
მოხარული ვართ თქვენი ვიზიტით. გელოდით. მართალი გითხრათ და ცოტა მოულოდნელი იყო ეს გადაწვეტილება ჩვენს კლინიკაში. მოგეხსენებათ არც თუ ისე ხშირად მოდის უცხო ადამიანი ამ კლინიკაში. პაციენტებიც არ არიან შეჩვეული სტუმრებს. იმედი მაქვს პროექტი გაამართლებს. ექიმი ჯორჯია დაგათვალიერებინებთ კლინიკას მე კი მანამდე პაციენტებს ვაუწყებ თქვენი მოსვლის შესახებ.
რეჯინამ ოთახი სასწრაფოდ დატოვა, რათა დროულად შეეკრიბა პაციენტები დარბაზში და ეცნობებინა ლიდიას ვიზიტის შესახებ.
ლიდია გახლდათ დიდად ცნობილი ფსიქოლოგი. კლინიკის ადმინისტრაციამ იფიქრა პაციენტებისთვის კარგი იქნებოდა მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგის კონსულტაციები. მათ გადაწყვიტეს მოეწვიათ იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული ქალბატონი ფსიქოლოგიის სფეროში. ლიდიას უნდა ჩაეტარებინა 10 ლექცია პაციენტებისთვის და კლინიკა იმედოვნებდა, შედეგი ნაყოფიერი გამოდგებოდა.
დარბაზში წრეზე ისხდნენ პაციენტები და ელოდნენ მათთვის სრულიად უცხო ადამიანს. თვალებში დაბნეულობა ეტყობოდათ, ხოლო რეჯინას შიში უკრთოდა მის ქვემოთ ჩამოწეულ თვალებში. მან ხომ არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ პაციენტები ლიდიას, რა რეაქცია ექნებოდათ. იგი შიშით ელოდა ფსიქოლოგის გამოჩენისგან გამოწვეულ პირველ ტალღებს.
ლიდია შემოვიდა დაბაზში, გადახედა პაციენტებს, მოიხსნა სათვალე, რომელიც მკაცრ შეხედულებას აძლევდა ახალგაზრდა ქალბატონოს. მან გაიხადა ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და წრის შუაგულში ლოტოსის პოზაში დაჯდა.
იწყებოდა პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი ფაზა.
ისინი სტუმარს ელოდნენ კლინიკაში. ეს მეტად უცნაური მოვლენა იყო, რადგან კლინიკაში მისვლის უფლება არავის ჰქონდა. მხოლოდ კლინიკის მფლობელს და წამლების მომმარაგებელ ბიჭს.
ბილის მთავარ კარზე გაისმა კაკუნი და მთელი კლინიკა ფაციფუცმა მოიცვა. ექიმები კარისკენ გაიქცნენ.
კარებში მაღალი, მეტად კარგი ტანის ქალი შემოვიდა.
ქერა რძელი სწორი თმა მხრებზე გადმოეყარა, სათვალეს ატარებდა, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა.
ტანზეც მეტად მოხდენილად ეცვა კლასიკური ტანისამოსი. ერთი შეხედვით ოფისში მდივანი, ან რაიმე კომპანიის მენეჯერი გეგონებოდათ.
ტუჩებზე წითელი საცხი ესვა, რომელიც მეტად უხდებოდა მის ქერა თმასა და ლურჯ თვალებს.
ასევე წითელი ლაქი ესვა გრძელ ფრჩხილებზე და ზედმეტად მაღალ ქუსლებზე იდგა.
– მოგესალმებით ქალბატონო...
– ლიდია.
ღიმილით მოახსენა ქალბატონმა მისი სახელი.
–ლიდია, გაიმეორა რეჯინამ.

რეჯინამ ოთახი სასწრაფოდ დატოვა, რათა დროულად შეეკრიბა პაციენტები დარბაზში და ეცნობებინა ლიდიას ვიზიტის შესახებ.
ლიდია გახლდათ დიდად ცნობილი ფსიქოლოგი. კლინიკის ადმინისტრაციამ იფიქრა პაციენტებისთვის კარგი იქნებოდა მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგის კონსულტაციები. მათ გადაწყვიტეს მოეწვიათ იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული ქალბატონი ფსიქოლოგიის სფეროში. ლიდიას უნდა ჩაეტარებინა 10 ლექცია პაციენტებისთვის და კლინიკა იმედოვნებდა, შედეგი ნაყოფიერი გამოდგებოდა.
დარბაზში წრეზე ისხდნენ პაციენტები და ელოდნენ მათთვის სრულიად უცხო ადამიანს. თვალებში დაბნეულობა ეტყობოდათ, ხოლო რეჯინას შიში უკრთოდა მის ქვემოთ ჩამოწეულ თვალებში. მან ხომ არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ პაციენტები ლიდიას, რა რეაქცია ექნებოდათ. იგი შიშით ელოდა ფსიქოლოგის გამოჩენისგან გამოწვეულ პირველ ტალღებს.
ლიდია შემოვიდა დაბაზში, გადახედა პაციენტებს, მოიხსნა სათვალე, რომელიც მკაცრ შეხედულებას აძლევდა ახალგაზრდა ქალბატონოს. მან გაიხადა ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და წრის შუაგულში ლოტოსის პოზაში დაჯდა.
იწყებოდა პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი ფაზა.
Subscribe to:
Posts (Atom)