Sunday, November 27, 2011

ბილის საკუჭნაოდან. ნაწილი 4. გიგა.

-გიგასთან სტუმარია. გიგას ვიღაცის ხმა მოესმა.
ალბათ ახალი ექიმია, გაიფიქრა მან.

გოგო: გამარჯობა.
გიგა: ვინ ხარ?
გოგო: მომსალმებოდი მაინც...
გიგა: მინდა ვიცოდე ვინ ხარ, რათა სახელით მოგმართო.
გოგო: მე კომპლიმენტის გოგო ვარ.
გიგა: ახლა კი გამარჯობა კომპლიმენტის გოგო. :)
 იქნებ სტუმრობის მიზეზიც მითხრა?
ცოტა დრო გაქვს.
აქ ვიზიტის დრო შეზღუდულია.
გოგო: ვიცი. არ მეშინია მე.
გიგა: იქნებ თქვა აქ რამ მოგიყვანა?
გოგო: დედაშენი ნერვიულობს შენზე.
გიგა: დედა.. დე. და.. სადაა დედა?
გოგო: დაწყნარდი, სახლშია და შენთან წერილი გამომატანა.
გიგა: მომეცი სწრაფად..
ცოტა დრო გაქვს.
წერილი მომეცი...
კომლიმენტის გოგო დაღონდა. სევდიანად ჩაიყო ხელი ჯიბეში და პატარა კონვერტი ამოაცურა.
გიგამ ხელიდან გამოსტაცა და გაგლიჯა კონვერტი.
კომპლიმენტის გოგოს თვალები ჩაუწყლიანდა და შეიკავა ცრემლები.
-დრო ამოიწურა!  გაისმა ვიღაცის ხმა.
გოგონა ნელა წამოდგა. კაბა შეისწორა და ნაძალადევი ღიმილით შეხედა გიგას.
უსიტყვოდ გაბრუნდა. კარების ზღურბლს რომ მიაღწია ზურგიდან გიგას ხმა მოესმა.
- კომპლიმენტის გოგონა!
იგი შემობრუნდა.
- შენ ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა კომპლიმენტისთვის. ღიმილით უთხრა მან და კერებში გაუჩინარდა.

"ყოველ დილას ადრე ვდგები, შემოვდივარ შენს ოთახში და შენ იქ არ ხარ.
რამდენჯერ მიტირია შენს საწოლთან..
ყოველთვის ვამაყობდი შენით, კარგად სწავლობდი და ყოველთვის ნიჭიერი იყავი სკოლაში.
მერე კარგი კაცი დადექი და ოჯახს არჩენდი.
მიყვებოდი შენი გულის ტკივილს.
ერთად ვტიროდით და ერთად ვიცინოდით.
გახსოვს გოგონა რომ გამაცანი? შენი არჩევანი მომეწონა კარგი გოგო იყო. მერე თქვენს შორის რაღაც მოხდა და თქვენ დაშორდით. ერთად განვიცადეთ და შენთან ერთად მტკიოდა გული მეც.
დიდი ხარ უკვე. აღარაფერს აღარ მიყვები, შეიცვალე და უფრო ჩაიკეტე საკუთარ თავში. აღარ მენდობი, არაფერს არ მიზიარებ. რა დაგემართა ისიც კი არ აგიხსნია ჩემთვის. უცებ, ასე უცებ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. ადამიანი?არა, ჩემი შვილი.
 ჩემი ნაწილი, ჩემი სისხლი და ხორცი. არსება, რომელიც 9 თვე მუცლით ვატარე. ადამიანი, რომელიც პირველი მე მახარებდა ყოველ კარგ ნიშანს სკოლის მერე. ადამიანი, რომელსაც ნატკენ ფეხს ბინტით ვუხვევდი. ადამიანი, რომელიც ყოველი ძილის წინ მკოცნიდა და ძილი ნებისას მისურვებდა.
ო, როგორ მომენატრა შენთან ჩახუტება. შენი სითბო მომენატრა. შენი თვალები და შენთან ლაპარაკი მომენატრა.
გიგა მენატრები.
ჩემი შვილი მენატრება.
ჩამს ავადმყოფობას ნერვიულობაც ემატება, შენი მონატრება უფრო მისწრაფებს სიკვდილს.
ჩემი შვილი მინდა ჩემს გვერდით იყოს. გახსოვს გაციებული რომ იყავი როგორ გსიამოვნებდა ჩემი გაკეთებული ჩაი?
ერთად ვცეკვავდით და ერთად ვწუხდით.
ერთად ვცხოვრობდით, დედაც მე ვიყავი და მამაც.
უმამობას სულ ვერ გრძნობდი. ან გრძნობდი და ჩემთან არ ამჟღავნებდი.
ვიყავით ერთად და ვცოხრობდით ერთმანეთით.
მე შენით, შენ ჩემით.
მე შენ მიყვარდი, შენ მე გიყვარდი.
ახალც მიყვარხარ..
რა დაგემართა მერე?"
წერილი ასე მთავრდებოდა. გიგამ სამჯერ ზედიზედ გადაიკითხა წერილი. ცრემლები წამოუვიდა კითხვის დროს და ფურცელი სულ მთლად დაასველა.
ტიროდა გიგა და ცხოვრება აღარ უნდოდა. ხელები უცახცახებდა. უნდოდა ებღავლა და ვერ გაებედა. ყელში აწვებოდა ბოღმა, ცრემლების ნაკადი, ღრიალის სურვილი და იკავებდა.
როდის ჩაეძინა არ ახსოვს.. გაღვიძებულს წერილი დახვდა მაგიდაზე.
კონვერტი გახსნა და წაიკითხა:
"  ყოველ დილას ადრე ვდგები, შემოვდივარ შენს ოთახში და შენ იქ არ ხარ...
 ........... "

ბიჭი გაოგნებული იჯდა საწოლზე და ფიქრობდა. დიდხანს ფიქრობდა და ცდილობდა მიმხვდარიყო  როდის მოვიდა წერილი, ვინ იყო კომპლიმენტის გოგო და  იყო თუ არა საერთოდ. წერილი ფაქტი იყო და მართლა არსებობდა. ვინ იყო გოგონა? საიდან იცნობდა? დედამისს არავინ მომვლელი გოგონა არ ჰყოლია. წერილში ახსენებდა ასე რომ ყოფილიყო. ვინ იყო კომპლიმენტის გოგო? არსებობდა თუ არა ის?

Monday, November 21, 2011

კლინიკა "ბილი" ( სელი) 3 ნაწილი

სელი ყვიროდა, ილანძღებოდა და დარბოდა კლინიკაში.
ექიმებს გაუჭირდათ ეტყობა დაკავება.
- ლომკა აქვს, ხმამაღლა გადაუძახა რეჯინამ მედდას და გაირინდა.

ნარკოტიკის მოთხოვნილებას სხვა ვერაფერი დაგიკმაყოფილებს... დოზა გინდა. თუ არ მიიღე ცუდად ხდები.

ფოთლები იფშხვნებოდა ფეხებში.. ყოველი ნაბიჯი ახალ ხმებს გამოსცემდა. ძველი, შავი ბათინკები დიდი ჰქონდა სელის და გზადაგზა ფეხი ნახევრად ვარდებოდა ფეხსაცმლიდან.
მივიდა იმ ხის სკამებთან, სადაც მისი რამოდენიმე მეგობარი შეკრებილიყო, ეწეოდნენ და კაიფობდნენ.
სელი ჩამოჯდა სკამზე, ლოლამ გაიჩხირა და ახალი შპრიცი წინ დაუდო სელის.
- ჰა რას იზავ? ჰკითხა ლოლამ.
- არ ვიცი. არ მინდა.
_დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
- ამას მე არ ავიღებ, იქნებ გადაიფიქრო, უთხრა ლოლამ.
- არ გავიკეთებ ლოლა. არ მინდა შენნაირი გავხდე.
- ჩემნაირი? და როგორი ვარ მე?
- აი ისეთი..  აი.. რაღაცნაირი.. ენა დაება სელის.
- შენც ისეთივე ხარ, როგორიც მე.
- არა, ლოლა, არ ვარ. და არც არასოდეს გავხდები.

სელიმ ტანში ჟრუანტელი იგრძნო, სითბო ჩაეღვარა, გონება გაეფანტა ნაკუწებად და ვერ შეეკოწიწებინა ერთად.. ერთი მთლიანი აღარ იყო გონება და ნაფლეთ-ნაფლეთ ცაში დაცურავდნენ.
სელიმ სიამოვნება იგრძნო.. იგრძნო როგორ აღარ ანაღვლებდა მამამისი. იგრძნო, რომ მისთვის უკვე სულ ერთი იყო მისი და მამამისის დამოკიდებულება.. მამაისი იყო "არაფერი" მისთვის. ის იყო კარგად და ამ მომენტით ტკბებოდა. დაფრინავდა პეპლებთან ერთად და რეალურად ხედავდა მის მეგობარ ლოლას, რომელიც ძალიან ძალიან ლამაზად ეჩვენა. არ უნდოდა სახლში დაბრუნება, უნდოდა ფრენა, სულ ასე ფრენა..
ცაში აფრენილი სელი მსუბუქად დახტოდა ღრუბლებზე და ამ სიმსუბუქით გამოწვეულ სიამოვნებას ებღაუჭებოდა. უცებ იგრძნო რომ ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდა.. მისი სიმსუბუქე ვეღარ ქაჩავდა მას ზევით და დაბლა დაბლა ეშვებოდა. იგრძო სიმწარე, სიცივე, და თავის ტკივილი..
თავი ხის სკამზე ჩამოერტყა და მიწაზე, ყვითელ ფოთლებში ჩაფლული იწვა. იგრძო რაღაც მაგარზე წოლა. წამოდგა, თავი წამოწია და დაინახა ის მახინჯი რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ ახსოვდა.
  სელი წამოდგა. თმა გაჩეჩვოდა, თვალები ჩაწითლებოდა და გაბრუებული ბარბაცით დადიოდა. სახლში შესვლისას გასაღები იქვე მიაგდო და თავის ოთახისკენ გასწია.
ასე ხდებოდა 3 თვე...
შემოდგომის 3 თვე..
დადგა ზამთარი,..
სელი აგრძელებდა "სიხარულის" სახლში სიარულს.. ლოლა მისი დაქალი გახდა..
სელის მამა ყველაფერს ხვდებოდა მაგრამ დუმდა. დუმდა და არ იცოდა რატომ. ალბათ იმიტომ, რომ არ იცოდა როგორ გამკლავებოდა ამ პრობლემას, ანდაც გრძნობდა, რომ ვერ მოერეოდა ქალიშვილს. ან კიდევ იმიტომ, რომ ვერ ხვდებოდა რატომ აკეთებდა სელი ამას.
ერთხელ, დილას როდესაც სელიმ გაიღვიძა, ჩაიცვა და ლოლასკენ წასასვლელად მზად იყო, ოთახის კარი ვერ გააღო. ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და კარი არ იღებოდა. რა აღარ სცადა, უჩხიკინა გასაღების ჭუჭრუტანას და მაინც ვერაფერი გააღო. გაფსიხდა. ოთახში მიყარ-მოყარა ყველაფერი.. ტელევიზორი მაგიდიდან ჩამოაგდო. ლეპტოპი დაანარცხა და გააფუჭა. ხელებს ავეჯს ურტყავდა და ცდილობდა ოთახიდან რამენაირად გამოსულიყო.. ვერ მოახერხა, მამამისმა საგულდაგულად ჩაკეტა. კიდევ ერთი ზიზღის გრძნობა, რომელიც მამამისის მიმართ გაუჩნდა. არც აქამდე აღმერთებდა, ამან კი, საშინლად გააბრაზა, და უფრო მეტი და საშინელი რამ იგრძნო, ვიდრე სიბრაზეა.

სელის პირველი ლომკა ჰქონდა. ლომკა იმისა, რასაც აქამდე უპრობლემოდ იღებდა. არც ფული შემოკლებია აქამდე და არც შესაძლებლობა მისულიყო იქ, სადაც ის ეგულებოდა. პირველი ლომკა თავისი ატრიბუტიკით, რომელიც სახის ფხაჭნას, თითების მომტვრევას და მოკრუნჩხვებს მოიცავდა. სელი ცუდად იყო, მართლა ცუდად იყო. ეს იყო ლომკა, რომელიც ყველაზე საშინელ ფორმებში ჰქონდა მას და ეს გონებას უბინდავდა..
უცებ სელიმ დაინახა როგორ შემოვიდა მამამისი ოთახში. გოგონა მივარდა მას და ეხვეწებოდა გაეშვა. მამამ დაიჭირა და ოთახის კარი ისევ გადაკეტა. ქალიშვილი ვერ გაიქცეოდა. ემუდარებოდა სელი გაეშვა, ყელზე ეხვეოდა, თვალებს უბრიალებდა და მთელი ხმით, ტირილით ემუდარებოდა გაეშვა, რათა წამალი მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა.
გოგონას მამამ,  თხოვნა ყურად არ იღო. სელი მუშტების რტყმაზე გადავიდა. მკერდში ურტყავდა ხელებს, სახისკენ მიჰქონდა და მამა იგერიებდა მის დარტყმებს.
მამამისი სელისთან მივიდა. საწოლზე დასვა, თვალებში ჩახედა და მკაცრად უთხრა, სელი გაჩერდი, გაჩერდი რომ გეუბნები! იყვირა მან.

საწოლზე გადამაწვინა, იხსენებს სელი და ტანსაცმელი შემომახია.
ნაკუწებად აქცია ჩემი სამოსი, მკერდზე ჩამომახია და ეცა მას. მკოცნიდა, მლოშნიდა და ეს მის ველურ სიცხოველეს აკმაყოფილებდა.. ნელ-ნელა იზრდებოდა მისი ვნება, უფრო აღგზნებული მილოკავდა მკერდს..
წელზე შემომხვია ძლიერი ხელი, მეორე ხელით კი ხელებს მიკავებდა. წინააღმდებობას ვუწევდი, რომელიც ამაო იყო. მის სიძლიერეს ჩემი ნაზი ხელები აბა რას გახდებოდა?
ხელს წელზე მხვევდა, საქმის გასაადვილებლად ხელები შემიკრა ჩემივე კაშნით და გააკეთა ის, რისი სურვილიც ასე კლავდა. საკუთარმა მამამ გამაუპატიურა. 18 წლის გოგონა ძალადობის მსხვერპლი გავხდი. და ვისი? მამაჩემისვე.
ხელებიდან სისხლი მდიოდა, თვალებიდან გადმოსული სიმწრის ცრემლები შემხმობოდა ლოყებზე. თვალები ჩამშავებოდა. ტანზე შემოხეული ძონძები მეფინა და წელმოძრობილი ვეგდე ნახევრად საწოლზე, ნახევრად იატაკზე. მე გარდაცვლილი ვიყავი. სულიერად გარდავიცვალე იმ დღეს.
სწორედ ეს მოუყვა სელიმ ჯორჯიას.

სელის მამამ ინახულა ქალიშვილი, რომელიც სამსახურში წასვლის წინ გამოკეტა გარედან.
სახლში მისულს სიჩუმე დახვდა, რამაც გააოცა და გადაწყვიტა მის ოთახში შესვლა. ოთახი ოთახს არ გავდა. ყველაფერი იატაკზე ეყარა. მთლიადან ამობრუნებული დახვდა სელის ოთახი. შესვლისას სელის მუდარამ და ცრემლებდა კაცს გული მოუკლა, გამობრუნდა უსიტყვოდ და გამოკეტა კარი. მამისი ძალიან განიცდიდა ქალიშვილის ასეთ ყოფას. კაცი ტიროდა ასეთი სცენის დანახვის მერე. გული უფრო და უფრო უკვდებოდა.
მან მტკიცედ გადაწყვიტა ქალიშვილი კლინიკაში მიეყვანა სამკურნალოდ. მას შესაბამისი სახსრებიც გააჩნდა და სახელიც.
სწორედ მეორე დღეს სელი კლინიკა "ბილის" მცხოვრებთა შორის აღმოჩნდა. ის ამ კლინიკის ბინადარი გახდა.

ლომკის დროს, ადამიანის მდგომარეობა ამოუცნობი ხდება.
ლომკის ზღაპარი სელის გონებაში სამუდამოდ დარჩა და ახლაც რეალობად ეჩვენება ის ამბავი. მის სხეულს ახსოვს ის ტკივილი რაც ლომკამ მოუტანა და მას ეჭვი არ ეპარება, რომ ყველაფერი ამის მიზეზი მამამისია. სელის მამა კი მკურნალობს ქალიშვილს და იმედი აქვს, ოდესღაც დაიბრუნებს სელის, ისეთს, როგორიც მას შემოდგომამდე ჰყავდა.

ჯორჯია სიბრალულით უცქერდა სელის, რომელიც ასეთი გაელვარებული თვალებით ყვებოდა ზღაპარს, რომელიც ლომკის დროს ეზმანა.

Wednesday, November 16, 2011

კლინიკა "ბილი" (რეჯინას და ჯორჯიას შეხვედრა) 2 ნაწილი

რეჯინა კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმია. იგი დაარსებიდან ამ კლინიკაში მუშაობს. ხმები დადის, ამ კლინიკის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძვისო. დამაარსებელიც ყველაზე დიდ პატივს კლინიკაში რეჯინას სცემს.

ექიმი თავის კაბინეტის სკამზე იჯდა და ფანჯარაში ჩიტებს აკვირდებოდა. ხედავდა რა დამფრთხალები კენკავდნენ რაფაზე დაყრილ ორცხობილის ნამცეცბს.
უცებ ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა ზანგი.
რეჯინა შემოტრიალდა და მიესალმა ახლადშემოსულს.
-გამარჯობა ჯორჯია.
ჯორჯია გახლდათ ახალგაზრდა ქალი, ზედმეტად სანდო სახის გამომეტყველებით. ცალი ფეხით კოჭლობდა და  ხშირი შავი თმა ჰქონდა.
ჯორჯიამ გაიღიმა და სალამითვე უპასუხა.
-გამარჯობა ქალბატონო რეჯინა.
-ესე იგი თქვენ ხართ ის ცნობილი ექთანი, რომელმაც ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ყველა გასაუბრება გამოიარა და მოხვდა ჩვენს კლინიკაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. როგორც ინგლისელები იტყვიან, welcome ძვირფასო.

"ბილის" კლინიკაში არც ისე ადვილი იყო მოხვედრა. მთელი რიგი გამოცდები და გასაუბრებები ჰქონდა გამოსავლელი ახალბედა ექიმსა თუ მედდას. პროფესიონალი ექიმები, ფსიქოლოგები და გამოცდილი ექთნები ატარებდნენ ამ გამოცდებს.
ამიტომ იყო, რომ კლინიკა ბევრისთვის მიუწვდომელი რჩებოდა. მასში მომხდარი ამბები კი, არავისთვის არ იყო ცნობილი, გარეთ არასდროს გადიოდა იქ მომხდარი ამბები. ბევრი ჭორი დადიოდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცოდა რა ხდებოდა კლინიკაში და როგორი იყო მკურნალობის სისტემა.
რეჯინა გაესაუბრა ახალგაზრდა ჯორჯიას. მოატარა კლინიკა და დაათვალიერებინა მთელი შენობა და ოთახები. გააცნო პაციენტები და თავისი ოთახიც მიუჩინა.
თვით რეჯინაც საიდუმლოებებით მოცული ქალი იყო.
ბევრს არ ლაპარაკობდა და რასაც იტყოდა ისეთი მოზომილი იყო, ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაიჭერდით იმის გარდა, რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ გცოდნოდათ.
მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი რეჯინას. მისი ისტორიის ნაწილი ყველამ იცოდა, თუმცა რჩებოდა დეტალები, რასაც ვერავინ  მიმხვდარიყო.
მაგალითად, როგორ მიიღო ამ ქალმა ის უმაღლესი განათლება მშობლების დახმარების გარეშე.
რეჯინა მამამ მიატოვა როცა ის 8 წლის იყო. დედამ ვერ გაუძლო 5 სულიან ოჯახს. მუშაობით ქანცი სძვრებოდა, მაგრამ მაინც უკიდურეს გაჭირვებაში იყო ოჯახი. დედა ჭლექით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. ამ დროს პატარა რეჯინა 10ის ხდებოდა.
მან შეკრა ერთი გუდა და კალიფორნიაში წავიდა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. მისი და და ძმები დეიდამ შეიფარა და როგორც შეეძლო არჩენდა მათ.

რეჯინამ უნივერსიტეტში ჩააბარა და წარმატებითაც დაასრულა. ვერავინ ვერ მიმხვდარიყო როგორ შოულობდა უნივერსიტეტში გადასახად თანხას. თუმცა მისი წარმატებით დასრულება ყველამ გაიგო. რეჯინამ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობის პრაქტიკა დააგროვა, სადაც ანაზღაურება არ ჰქონია.
დღისით უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება, საღამოობით გაუჩინარება და მთელი ღამე კითხვა, დღესაც მწარედ ახსენდებოდა რეჯინას.

ხმაურმა გამოარკვია რეჯინა ფიქრებიდან. სადილის დრო ახლოვდებოდა.
ხმაური უფრო და უფრო ახლოს ესმოდა ქალს.
-სელის ხმაა. წამოიძახა მან და ოთახიდან შურდულივით გავარდა.

Tuesday, November 15, 2011

კლინიკა "ბილი"

"ბილის" კლინიკა, ეს არის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობენ სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანებს.
კლინიკა დაარსდა 2011 წლის ზაფხულში. კლინიკის დამაარსებელი ზუსტ თარიღს არ ასახელებს უცნობი მიზეზების გამო. მრავალჯერ აუღიათ ინტერვიუ, თუმცა ის არ ამბობს მიზეზს, თუ რატომ მალავს კლინიკის დაარსების ზუსტ თარიღს.
კლინიკა ზაფხულის მერე წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას. მას არც თუ ისე ბევრი პაციენტი ჰყავს. მასში რაოდენობა განსაზღვრულია. 12 კაცზე მეტი არ მიიღება კლინიკაში.
ამ კლინიკაში მკურნალობენ: ნერვულ აშლილობას, ჰალუცინაციებს, დეპრესიას, სიგიჟეს, კრუნჩხვებს, მოლანდებებს და სხვა მრავალ პრობლემებს.
ყოველ პაციენტს 2 ადამიანი ჰყავს მიჩენილი. პირადი ექიმი და მედდა, ექიმის დამხმარე პერსონა. დამხმარე კონსულტანტს ევალება პაციენტთან ახლო მეგპობრული კავშირის დამყარება. როდესაც მას გაუჭირდება მედდა ეხმარება ყველა წვრილმანში. ექიმი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ერევა.
კლინიკა "ბილი" წარმატებით სარგებლობს. თუმცა წარმატების საინდუმლო არავინ იცის.
12 პაციენტის სახელებია: ლიზი, სელი, ლექსო, ლაილა, ბრიჯითი, თორნიკე, ალექსანდრა, სუზი, მიმი, ნეფერტიტი (რომელიც თავის სახელს დღემდე არ ამჟღავნებს), გიგა და ლინდა.
სხვადასხვა ასაკით. 15-დან 20 წლის ჩათვლით.
ყოველ მათგანზე ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლები.
მხოლოდ ერთი პაციენტია 14 წლის. ალექსანდრა.
ყველაზე მეტის, 20 წლის კი არის გიგა.
თორნიკეს და სიუზის ერთმანეთი უყვართ.
სულ ერთად დადიან.

დიდი სილამაზით გამოირჩევა ლიზი. ძალიან იშვიათი გარეგნობა აქვს რაც გიზიდავს. ყოველი ნაკვთი თითქოს დახატული აქვს. დეპრესიას ვერ აღწევს თავს. რაღაცა აწუხებს და ჯერ ვერ დაადგინეს ექიმებმა მისი მთავარი პრობლემა.

სელის
რიჟა თმით იცნობთ. პატარა თვალები აქვს და ხშირად ტირის. მიზეზი რომ ჰკითხოთ არ იცის. ადრე ნარკოტიკებს ღებულობდა. ახლა კი ჩვენთან მკურნალობს.

ლექსო ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი ბიჭია. მისი მთავარი პრობლემა მის ხასიათშია. მთლიანად უნდა შეიცვალოს ახალგაზრდა. ძალიან მძიმე ხასიათი აქვს. მან თავის მოკვლა სცადა რამოდენიმეჯერ.

გიგა ძალიან ჭკვიანია. და მისი ასეთ სიჭკვიანეს ზოგჯერ სავალალო შედეგები მოაქვს. იგი ფიზიკას სწავლობდა და ძალიან წარმატებული სტუდენტი გახლდათ. მოლანდებები აწუხებს ხშირად.

მიმის კარგი ტანი აქვს. მოდელი ყოფილა. ვიღაც ბიჭს შეუცდენია და მას მერე ჰალუცინაციები აწუხებს. მამაკაცების საშინლად ეშინია და ამიტომ მამრობითი სქესის პაციენტებს არიდებენ მიმის.

ნეფერტიტს უყვარს მარტოობა. შეუძლია იჯდეს თავის ოთახში და იქიდან არ გამოვიდეს კვირები. მგონი ეგეც რაღაცას წერს. პოეზია იტაცებს და ლექსებს თხზავს ხოლმე. იგი ალკოჰოლიკია.

თორკინე და სიუზი ერთმანეთზე გამუდმებით ეჭვიანობენ და ეს ეჭვიანობა ზოგჯერ საზღვარს სცდება. მიუხედავად ბევრი კამათისა, ჩხუბისა მათ გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი. ზოგჯერ ექიმები ამბობენ: ალბათ ცოტათი ნაკლებად რომ უყვარდეთ ერთმანეთი სამკურნალო არაფერი ექნებოდათო.

ალექსანდრას, ყველაზე პატარა პაციენტს მახსოვრობასთან აქვს პრობლემები. თითქმის ყველაფერი ავიწყდება ხოლმე. ითიშება და არ ახსოვს ესა თუ ის მონაკვეთი. თუ რა გააკეთა და რატომ გააკეთა.

ბრიჯითი ყველაზე სერიოზული გოგოა კლინიკაში. ექიმები ხშირად ფიქრობენ რომ მას არაფერი სამკურნალო არ სჭირს და ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანია კლინიკაში. ძალიან ჭკვიანია და ფილოსოფია იტაცებს. განათლებულია უაღრესად. ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და დღესაც ამ საქმიანობას აგრძელებს. როცა არ უნდა ნახოთ წიგნს კითხულობს. ჭამის დროს,ძილის წინ, შუადღეს ... მისი პრობლემა სწორედ წიგნებშია. ცოტა დიდი ხანი გჭირდებათ მასთან ლაპარაკი რათა აღმოაჩინოთ თუ როგორ ეფლობა წიგნში და მის გმირებთან აიგივებს თავს. ძალიან რომ ტოპავს ძნელია მასთან გამკლავება. ყოველი წიგნის პერსონაჟში პოულობს თავს.

ლაილა. ძალიან საყვარელია ლაილა.. კეთილია, სულ იღილის. ნაღვლიანი ღიმილი აქვს ლაილას. წყნარი და ნაზია ძალიან. მისი პრობლემა მორცხვობაშია. ძალიან მორცხვია და კომუნიკაციის უნარი არ გააჩნია. კრუნჩხვები ემართებოდა ახალი ხალხის გაცნობისას იმდენად ნერვიულობდა. ლაილას ძალიან გრძელი თმა აქვს და ეს ყველაზე ძვირფასი რამაა მისთვის. თმაზე რომ შეეხო შეიძლება გაგიჟდეს.

ლინდა. საყუარელი და სასაცილო როჟაა. სულ ხუმრობს და ამხიარულებს მთელს კლინიკას. ძალიან გიჟია და სულ აქეთ-იქით დახტის. ლინდა ბევრს ეწევა. ფილტვების პრობლემა აქვს და საშინელი ხველა აწუხებს. ღამ ღამობით ბევრჯერ გადარჩა დახრჩობისგან. მისი ნერვული სისტება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ისეთ რაღაცეებს აკეთებს მომენტებში რომ გაკვირვებული რჩება ყველა. ერთი გარკვეული პრობლემა ვერ იპოვეს. თითქმის ყველაფერი სჭირს. ყველაზე კარგი ისაა, რომ მოკლე ვადიანია ეს მისი გამოხტომები.

ყოველი მათგანი თავისებურად საინტერესო პიროვნებაა.
საინტერესო დაწესებულებაა და დაკვირვების კარგი ობიექტი. :)
ჩანაწერები "ბილის" კლინიკიდან ნელ-ნელა მჟღავნდება.
"ბილი" დაერქვა კლინიკას ერთი ცნობილი გოგონას პატივსაცემად, რომელიც 14 წლის ასაკში გააუპატიურეს. გოგონამ მთელი თავისი ცხოვრება ტანჯვაში გაატარა, თუმცა გააკეთა ისეთი რამ, რითიც თავისი სახელი დაუტოვა მომავალ თაობებს.


------------------------------------------------------------------------------------------------------------