"მთელი მარჯვენა მხარე მაქვს წართმეული, ვკვნესი და ვვიშვიშებ. ყველა ექიმთან ვიყავი: დიაგნოზს არაჩვეულებრივად დაგისვამენ, ავადმყოფობას დაწვრილებით აგიწერენ, მაგრამ ვერ გიმკურნალებენ. ამას წინათ ერთ აღფრთოვანებულ სტუდენტს გადავეყარე. მითხრა, თუ მოკვდით, ზუსტად მაინც გეცოდინებათ, რა დაავადებით მოკვდითო! ეს სპეციალისტებთან გაგზავნა რაღა მოიგონეს. ჩვენ მხოლოდ დიაგნოზს გისვამთ, მაგრამ ახლა ამა თუ იმ სპეციალისტთან თუ მიბრძანდებით, ის გიმკურნალებთო. სად, სად გაქრნენ ის ძველი ექიმები, ყველა დაავადებას რომ კურნავდნენ? ახლა მხოლოდ სპეციალისტები დარჩნენ და ისინიც გაზეთებში სტატიების ბეჭდვით არიან დაკავებულები. ცხვირიც რომ წამოგტკივდეს, პარიზში გაგზავნიან: ევროპაში სახელგანთქმული სპეციალისტები მხოლოდ იქ მკურნალობენ ცხვირებსო. ჩახვალ პარიზში, ცხვირს გაგისინჯავს და გეტყვის, მე მხოლოდ მარჯვენა ნესტოს მორჩენა შემიძლია, მარცხენა ნესტოს არ ვმკურნალობ, ჩემი სპეციალობა არ არის, ამიტომ ახლა ვენაში უნდა გაემგზავროთ და განსაკუთრებული სპეციალისტი იქ მიხედავს თქვენს მარცხენა ნესტოსო. სხვა რაღა გზა დამრჩენოდა? ხალხური წამლებით დავიწყე მკურნალობა. "
ფ. დოსტოევსკი
ძალიან ნაცნობი სიტუაცია დღევანდელობაში.
Friday, May 6, 2016
Saturday, February 27, 2016
როგორ ვეთამაშოთ 2–3 წლის ასაკის ბავშვს
როგორ ვეთამაშოთ 2–3 წლის ასაკის ბავშვს
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ ან თქვენ, ან თქვენი ბავშვები, თამაში მთელი ოჯახისთვის სასიკეთოა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ დედები და მამები განსხვავებულად ეთამაშებიან თავიანთ ბავშვს. დედები უპირატესობას ნიჭებენ კომუნიკაციურ და კრეატიულ თამაშებს, როგორიცაა ხელსაქმე და ჩაცმა–გახდის პროცესი. მამებს კი უფრო აქტიური და სახიფათო თამაშები მოსწონთ როგორიცაა, ბოქსი და სხვა ხმაურიანი თამაშობები.
მიუხედავად ამისა, ყველა ასაკისთვის არსებობს 5 მარტივი და მნიშვნელოვანი წესი:
1. თამაში არ უნდა იყოს დაკავშირებული თანხასთან.
2. მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვთ თამაშის სურვილი, რომ დაიწყებთ მიხვდებით თუ როგორი სახალისოა და ისე ჩაგითრევთ ვერც მიხვდებით.
3. თავი აარიდეთ შეჯიბრებებს. თამაშის არსი მდგომარეობს შეთანხმებაში, შეკავშირებაში, ფანტაზიაში და ერთად ყოფნაში.
4. მიეცით ბავშვს საშუალება მან თავად გადაწყვითოს რა ითამაშოს და როგორ ითამაშოს. თქვენ კი მაქსიმალურად შეეცადეთ ბოლომდე აჰყვეთ ამაში. თუ თქვენი ბავშვი რაიმემ ძლიერ გაიტაცა, თქვენც შეუერთდით მას. ფოთოლი, ხვლიკი, ხის კოვზი როგორც ყველასთვის, მისთვისაც საინტერესოა.
5. ნუ იქნებით თავშეკავებული, ჩაერთეთ!
2–3 წლის ასაკის ბავშვთან თამაშის ვარიაციები.
როდესაც ეთამაშები 2 წლის და მის ზემოთ ასაკის ბავშვს, აუცილებელი არაა ჩართო ძვირიანი სათამაშოები, ახალი თამაშები ან მსგავსი სირთულეები. პირიქით, უნდა გაუადვილოთ თამაში, რათა უფრო სახალისო გახდეს მისთვის და მხიარულად გაატაროთ დრო. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ დიდი ფიზიკური ენერგია, რომელიც უნდათ, რომ სადღაც გამოავლინონ და დახარჯონ. საკვირველია, თუ როგორ შეუძლიათ მათ რთული თამაშებით გართობა წვიმიან ამინდში, როდესაც ისინი გარეთ ვერ გადიან.

მეხსიერების თამაშები
ავიღოთ მაგალითად სათამაშო კარტი. აირჩიეთ ერთი ფიგურის (მაგალითად აგურის) ტუზი, მეფე, დამა, და ვალეტი. ტუზ აგურს ქვემოთ დაუდეთ ტუზი ყვავი და ნახეტ თქვენი ბავშვი იპოვის თუ არა შესაბამის კარტებს (ყვავის მეფეს, დამას, ვალეტს). გაართულეთ თამაში ბავშვის გონებრივ შესაძლებლობების მიხედვით.
კარტით თამაში
შეიძლება ასაკიდან გამომდინარე ბავშვი არაა მზად რთული თამაშებისთვის , თუმცა არსებობს რამოდენიმე სახალისო თამაში კარტით. აიღეთ ძველი, ნაყინის პლასტმასის კოტნეინერი და კარტის დასტა. გაჭერით სიგრძეზე კონტეინერის თავსახური ისე, რომ შიგ კარტი გაეტიოს. შემდეგ თითო– თითოდ ჩაასრიალეთ კარტები კონტეინერში ბავშვმა კი უნდა დაასახელოს ყველა ის კარტი რომელიც ნაყინის ყუთშია. ეს სახალისო თამაშია თუკი ბავშვი ამით ერთობა.
ფუნქციური თამაშის სიმარტივე
თქენს ბავშვს აუცილებლად მოეწონება სენსორული თამაშები როგორიცაა: ქვიშის კოშკების აშენება, ტალახის ღვეზელები, ჩაი წვეულება და თუნდაც ჭურჭლის რეცხვა. ყველა ეს თამაში ძალიან სასიამოვნოა ბავშვისთვის.
თარგმანი ჯასტინ კოლსონის სტატიიდან.
Thursday, January 28, 2016
ჯინსების თაობა
თინა მახარაძე, გეგა კობახიძე, მამა თეოდორე, ეკა (მამაოს შვილი), სოსო წერეთელი, პაატა და კახა ივერიელები, გია ტაბიძე.

Saturday, December 26, 2015
"ტიბეტი არ არის შორს"
ჩემი არ დაბოლების მიზეზი სხვაა– ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ადამიანს ღმერთი ისედაც აძლევს ფანტაზიისა და შემოქმედების უნარს, რომელიც მან (ადამიანმა) დამხმარე, გარეგანი ფაქტორების გარეშე უნდა განავითაროს.
და თუ ვიღაცას ეჩვენება, რომ რომელიმე ნარკოტიკი (თუნდაც ყველაზე მსუბუქი) ადამიანის შემოქმედებით ენერგიას მრავალფეროვანსა და უფრო ნოყიერს ხდის, ეს მხოლოდ დროებითი ილუზიაა და პირიქით, ნებისმიერი ნარკოტიკი საბოლოოდ სწორედ იმ ბუნებრივი საწყისის განვითარებას აფერხებს, ადამიანში თავსითავად, დაბადებიდანვე რომ არსებობს.
თუმცა არსებობს წამები, როცა შეიძლება ისე შორს გაფრინდე, ფხიზელ მდგომარეობაში წარმოდგენაც რომ ძნელია, მაგრამ სიცოცხლის არსიც სწორედ ეგაა–გაფრენა შეძლო, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე...
დათო ტურაშვილი.
და თუ ვიღაცას ეჩვენება, რომ რომელიმე ნარკოტიკი (თუნდაც ყველაზე მსუბუქი) ადამიანის შემოქმედებით ენერგიას მრავალფეროვანსა და უფრო ნოყიერს ხდის, ეს მხოლოდ დროებითი ილუზიაა და პირიქით, ნებისმიერი ნარკოტიკი საბოლოოდ სწორედ იმ ბუნებრივი საწყისის განვითარებას აფერხებს, ადამიანში თავსითავად, დაბადებიდანვე რომ არსებობს.
თუმცა არსებობს წამები, როცა შეიძლება ისე შორს გაფრინდე, ფხიზელ მდგომარეობაში წარმოდგენაც რომ ძნელია, მაგრამ სიცოცხლის არსიც სწორედ ეგაა–გაფრენა შეძლო, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე...დათო ტურაშვილი.
Monday, May 25, 2015
იავნანა
წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა თენდება.მივემგზავრწბით. მარშრუტი-ტაო-კლარჯეთი-კაბადოკიაა. ნაშუადღევს უკვე საზღვარზე ვართ.
მეგობრულად ვესალმებით მესაზღვრეებს. გიდი გვეუბნება, რომ წინ დიდი გზა და არაჩვეულებრივი დღეები გველოდება.
გავიარეთ შავშეთის მთები, ლამაზი ხეობა. ვნახეთ ადგილი, საიდანაც მდინარე მტკვარი იღებს სათავეს და ვჩქარობთ, რომ დაღამებამდე მოვასწროთ ტბეთის ნახვა. ღამით ართვინში დავბინავდით. რატომღაც ძილი არ მეკარება, ჩემთვის ჩუმად ვლოცულობ და ვევედრები წმინდა გრიგოლ ხანძთელს-ხვალ ხომ ხანძთა და კუდევ ბევრი წმჯნდა ადგილუ გველიდება. მეორე დღეს სხვა ქლაქში მიგვიხდა გაჩერება, აქ რამდენიმე დღე დავყავით. ჩვენი სასტუმროს მეპატრონე ქართველია. ვახშმის შემდეგ გარეთ გამოვედით. ჩვენს წინ პატარა ტკბილწულობის მაღაზიაა. ერთ-ერთ მაღაზიაში ქართველები არიან.
"ქართველები ხართ?" -ვეკითხები.
"რა თქმა უნდა გურჯები ვართ."
იქვე ახალგაზრდა გოგონა ზის, მაყვალივით შავი თვალები აქვს, თავზე თეთრი, დიდი მოსახვევი აფარია და მორიდებით იღიმება.
"რა გქვია გოგოვ? შენც ქართველი ხარ?" -ვეკითხები. ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
"ფატი. ფატიმა, ესეც ქართველია,"-მპასუხობენ-ჩვენ გვეხმარება."
სევდიანად შევსცქერი, რატომღაც იაკობ გოგებაშვილუს იავნანამ რა ჰქმნა გამახსენდა და ვფიქრობ:"ნეტავ შემეძლოს, დავწერდი ახალ იავნანას."
მონაზონი ანგელინა.

Monday, January 26, 2015
ბობოქარი ქარი
შემიყვარე, მითხარი რომ გიყვარვარ,
ნება მომეცი შენთან ერთად ვიფრინო.
ჩემი სიყვარული ქარს ჰგავს
ქარს, ბობოქარს.
მომეალერსე,
დამიოკე ამ წყურვილის გრძნობა,
ნება მიეცი ქარს შენს გულში ქროლის,
ქარი ხომ ბობოქარია.
მეხები,– მანდოლინის ხმა მესმის.
მკოცნი და ამ კოცნით იწყება ჩემი სამყარო.
ჩემი გაზაფხული ხარ,
ჩემი ყველაფერი ხარ,
ნუთუ არ იცი, თვით სიცოცხლე ხარ.
...........................................
როგორც ფოთოლი ხეს
მომეკარი ძვირფასო.
ჩვენ ხომ ქარის არსებები ვართ,
ქარი კი ბობოქარია.
Randy Crawford- wild is the wind
ნება მომეცი შენთან ერთად ვიფრინო.
ჩემი სიყვარული ქარს ჰგავსქარს, ბობოქარს.
მომეალერსე,
დამიოკე ამ წყურვილის გრძნობა,
ნება მიეცი ქარს შენს გულში ქროლის,
ქარი ხომ ბობოქარია.
მეხები,– მანდოლინის ხმა მესმის.
მკოცნი და ამ კოცნით იწყება ჩემი სამყარო.
ჩემი გაზაფხული ხარ,
ჩემი ყველაფერი ხარ,
ნუთუ არ იცი, თვით სიცოცხლე ხარ.
...........................................
როგორც ფოთოლი ხეს
მომეკარი ძვირფასო.
ჩვენ ხომ ქარის არსებები ვართ,
ქარი კი ბობოქარია.
Monday, June 2, 2014
5 რამ, რაც მელამაზება
1. დილა.
განთიადი
მზის პირველი სხივი
გაზმორება
2. ცხენი
მისი სირბილი
მისი ორ ფეხზე დგომა
მისი ჭიხვინი
3.ზამთარი
თოვლი
ბუხარი
წითელი ღვინო
4. ზღვა
ტალღა
უკიდეგანო სივრცე
სუნი
5.ჭამა
პირველი ლუკმა
მეორე ლუკმა
მესამე ლუკმა :D
განთიადი
მზის პირველი სხივი
გაზმორება
2. ცხენი
მისი სირბილი
მისი ორ ფეხზე დგომა
მისი ჭიხვინი
3.ზამთარი
თოვლი
ბუხარი
წითელი ღვინო
4. ზღვა
ტალღა
უკიდეგანო სივრცე
სუნი
5.ჭამა
პირველი ლუკმა
მეორე ლუკმა
მესამე ლუკმა :D
Subscribe to:
Posts (Atom)