Monday, May 25, 2015

იავნანა

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა თენდება.მივემგზავრწბით. მარშრუტი-ტაო-კლარჯეთი-კაბადოკიაა. ნაშუადღევს უკვე საზღვარზე ვართ.

მეგობრულად ვესალმებით მესაზღვრეებს. გიდი გვეუბნება, რომ წინ დიდი გზა და არაჩვეულებრივი დღეები გველოდება.

 გავიარეთ შავშეთის მთები, ლამაზი ხეობა. ვნახეთ ადგილი, საიდანაც მდინარე მტკვარი იღებს სათავეს და ვჩქარობთ, რომ დაღამებამდე მოვასწროთ ტბეთის ნახვა. ღამით ართვინში დავბინავდით. რატომღაც ძილი არ მეკარება, ჩემთვის ჩუმად ვლოცულობ და ვევედრები წმინდა გრიგოლ ხანძთელს-ხვალ ხომ ხანძთა და კუდევ ბევრი წმჯნდა ადგილუ გველიდება. მეორე დღეს სხვა ქლაქში მიგვიხდა გაჩერება, აქ რამდენიმე დღე დავყავით. ჩვენი სასტუმროს მეპატრონე ქართველია. ვახშმის შემდეგ გარეთ გამოვედით. ჩვენს წინ პატარა ტკბილწულობის მაღაზიაა. ერთ-ერთ მაღაზიაში ქართველები არიან.
"ქართველები ხართ?" -ვეკითხები.
"რა თქმა უნდა გურჯები ვართ."
იქვე ახალგაზრდა გოგონა ზის, მაყვალივით შავი თვალები აქვს, თავზე თეთრი, დიდი მოსახვევი აფარია და მორიდებით იღიმება.
"რა გქვია გოგოვ? შენც ქართველი ხარ?" -ვეკითხები. ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
"ფატი. ფატიმა, ესეც ქართველია,"-მპასუხობენ-ჩვენ გვეხმარება."
სევდიანად შევსცქერი, რატომღაც იაკობ გოგებაშვილუს იავნანამ რა ჰქმნა გამახსენდა და ვფიქრობ:"ნეტავ შემეძლოს, დავწერდი ახალ იავნანას."

მონაზონი ანგელინა.





No comments:

Post a Comment