Showing posts with label სესხება. Show all posts
Showing posts with label სესხება. Show all posts

Tuesday, April 12, 2011

8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი

მაცომ დამთაგა ამ თამაშზე და ვეცდები რაღაცა დოზით მაინც იყოს პოსტი საინტერესო.
ალბათ უცნაური ჩვევები უფრო საინტერესო იქნება. ასევე დეტალებიც, რომლებიც უჩვეულოა და მარტო შენ გახასიათებს.

1. სიცოცხლეში პირველად ვარ შეყვარებულის ამპუაში. (არ დაგავიწყდეთ რამდენი წლის ვარ :D )
2. ზამთარში, როცა ნასკებით მძინავს, დილით ერთ ფეხზე ყოველთვის გახდილი მხვდება. :D
3. ადამიანებს მალე ვცნობ. (ვინ როგორია გულით).
4. არ მიყვარს რამეს რომ მთხოვენ და მეხვეწებიან. (ეს იმიტომ, რომ მეორეჯერ ხვეწნისას უკვე მიბირებენ).
 5. ძალიან მესაკუთრე ვარ. მეტისმეტად მიყვარს ჩემი ნივთები.
6. არასდროს მისესხებია (borrow not lend) ფული.
7. ბიჭის გამო ზაზუნა მიყიდია. (იმას ჰყავდა და მე ზაზუნა კი არ მინდოდა უბრალოდ საერთოს აღმოჩენა). : D
8. მეშინია კაცების (განსაკუთრებით მთვრალი) ჩხუბის. შეიძლება უცნობების ჩხუბს რომ შევესწრო ტირილი მოვრთო. :)


სულ ესაა რაც გამახსენდა. :)