Showing posts with label 8. Show all posts
Showing posts with label 8. Show all posts

Thursday, April 21, 2011

8 რამ, რაც ტკივილს მომაყენებს

ძნელად თუ მომაყენებს ვინმე არ რამე ტკივილს. ცოტა არ იყოს მაგ მხრივ გულგრილი ვარ და ძნელია რამე ისეთი მოხდეს მე რომ ტკივილი მომაყენოს მარა მაინც დავწერ.

1. ტკივილს მომაყენებს უდანაშაულოდ და უსამართლო საქციელი. როცა ვიცი რომ მართალი ვარ და რაღაცას მაბრალებენ.

2. საყვარელი ადამიანის დაკარგვას ძნელად გადავიტან.

3. დედაჩემის დაკარგვა უდიდეს ტკივილს მომაყენებს რაც კი განცდილი მექნება.

4. ვინმემ ცუდი სიტყვა რომ მაკადროს მაგის გამო ალბათ გული დამარტყავს. სიცოცხლეში არავის უკადრებია ცუდი სიტყვა, არც ოჯახში მსმენია. რა თქმა უნდა დებილო, საზიზღაროს არ ვგულისხმობ.

5. მრავალი ხნის განმავლობაში რამეს თუ ვაკეთებდი, ვაგროვებდი, ან რამეზე ვწვალობდი ის რომ წყალში ჩამეყაროს.

6. ვინმეს რომ დავეხმარო და მის გამო რამე გავაკეთო და არ დამიფასოს.

7. რაღაცას რომ მიმალავენ გულს მტკენენ. ცუდი აზრები მიჩნდება ხოლმე მერე რომ აი იმიტომ დამიმალეს რომ ბლა ბლა ბლა

8. დიდ ტკივილს მომაყენებს იმ ადამიანმა ზურგი რომ შემაქციოს ვისაც დიდად ვაფასებ.

მგონი ძალიამ მძიმე და სევდიანი პოსტი გამომივიდა.
სულ ცუდები მიწერია.
არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყო.
თვითონ სათაურიც ისეთია...
მადლობა მაცოს დათაგვისთვის. :)

Friday, January 21, 2011

8 წლის ჩიჩილაკი

წელს ჩვენი ჩიჩილაკი 8 წლის გახდა. 
სასაცილოა არა?  :D
აი რა ხდება. ბებია (დედის დედა) რომ გარდამეცვალა, იმ წელს დედამ ჩიჩილაკი იყიდა და ცარიელ, გაციებულ ბინაში დადგა. ჩიჩილაკი ძალზედ პატარა და საცოდავი შესახედია, ერთი თხელი წვიმით ბემოვლებული. როგორც ჩანს ძალზედ ძვირფასი ადამიანისთვის, რომელმაც არ გადააგდო, არ დაწვა და ელოლიავება ახალდაბადებული ბავშვივით. დედაჩემს რომ სიტყვა ჩაუგდო ამ ჩიჩილაკის გადაგდებაზე, მერე უნდა მოერიდო :D
ყოველ წელს ჩიჩილაკს თმა სცვივა, მისი გამხმარი კულულები ყოველ წელს მცირდება.
 
წელს, როდესაც მამაჩემმა ახალი ჩიჩილაკი იყიდა დედამ იკითხა: "ეს ახალი ჩიჩილაკი თეთრი რატომაა? 
ძველი ჩიჩილაკი ახალთან შედარებით გაყვითლებულია და ფერთა სხვაობა საგრძნობლად დიდია. : D ნუ ლოგიკურია 8 წლის განმავლობაში ფერსაც იცვლიდა. თურმე ჩიჩილაკი სხვა ფერის ყოფილა და არა იმ ფერის, როგორიც ეგონა.
 ყოველ წელს შეიძლება გვქონდა ახალი, უკეთესი, უფრო დიდი ჩიჩილაკი, მაგრამ სადღაც კუთხეში მაინც იდგა ის ჩიჩილაკი, რომელიც ჩვენთან ერთად ხვდებოდა ყოველ ახალ წელს 8 წლის განმავლობაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის მსგავსად.
მშვიდობით ჩიჩილაკო, ხვალ აღარ იქნები. მომავალ წელს ვეღარ გიხილავთ, თუმცა მოგვენატრები.
დედაჩემი ძალზედ უცნაური ადამიანია...
მივცეთ საშუალება იყოს ისეთი, როგორც მას სურს.
დედები სამუდამოდ არ ცოცხლობენ. 
მე მიყვარს დედაჩემი ისევე, როგორც მას უყვარდა თავისი.