Wednesday, February 9, 2011

მე ლუზერი ვარ !

მივხვდი რა სჭირს ჩემს ბლოგს.. სითბო და გულახდილობა აკლია.. მართალია არც ვტყუი და ყველაფერ სიმართლეს ვწერ, მაგრამ რაღაც აკლია მაინც ამ ყველაფერს.
ის, რაც სხვა ბლოგებს აქვს. ის , რაც მე მომწონს სხვის ბლოგებში. ისინი ისე წერენ, რომ მკითხველის გულს ხვდება, მოქმედებს მათზე. ასეთი პოსტის ავტორს ჰქვია კარგი ბლოგერი ალბათ.
მე არ ვიცი რა მჭირს. ან საკმაოდ გულახდილი არ ვარ, ან იმაზე არ ვწერ, რაზეც ნამდვილად მინდა წერა, ან წერა არ ვიცი (რაც ალბათ ყველაზე დიდი სინამდვილეა).
ჰო ლაპარაკი და წერა არ მეხერხება. კომუნიკაცია მიჭირს. ეს არც სიმორცხვის ბრალია (მორცხვი ნამდვილად არ ვარ) და არც სურვილის ბრალი. უბრალოდ მიჭირს საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოთქმა. ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმა რატომ უნდა გამიგონ და მიხვდნენ რის თქმას ვცდილობ? ჩემი ნათქვამი ძალიან ხშირად ესმით არასწორად, მითუმეტეს იმათ ვინც კარგად არ მიცნობს. რთულია ასე. რახან ჩემი ნათქვამი არ ესმით ისე, როგორც მე ვგულისხმობ, ესე იგი, პრობლემა ჩემშია. მე ვერ გამოვხატავ სიტყვებით სწორად იმას, რისი თქმაც მსურს.
ჩემი ბლოგი ცივი და უემოციოა.
არ იგრძნობა რომ ამ ბლოგს სულიერი ავტორი ჰყავს.
რომ ამ ბლოგზე წერს ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც წერს თავის პრობლემებზე, ან თუნდაც სასიხარულო ამბებზე, სიახლეებზე და ა.შ. ეს არ იგრძნობა.
არც გულწრფელობა არ იგრძნობა მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ მიცრუია.
შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ მე ცოტას ვწერ ჩემს პირადზე და ძირითადად შემეცნებითი პოსტები მაქვს და ეს არეულობა უფრო აფუჭებს ბლოგს.
ჩემს ბლოგს რაღაც აკლია.
მშრალია ჩემი ფორუმი და მოსაბეზრებელი.
ან შეიძენს ამას ან არა.
მე დიდი იმედი მაქვს მაინც, რომ გახდება ისეთი, როგორიც ავტორს უნდა რომ იყოს. :)

პ.ს. მადლობა აქსიომას ბლოგს.




Wednesday, February 2, 2011

ძველისძველი წერილები



ამოვალაგოთ ჩემი დიდი ხნის წინანდელი კონვერტი. ჩემი ხელით გაკეთებულია ^_^ და შიგ ძველი წერილები ინახება. სკოლაში ვიცოდით ასე, ერთმანეთს გოგოები ვუკეთებდით ასეთ საჩუქრებს. :)





ერთ წელს, შობის არდადეგების შემდეგ, ჩემმა კლასელმა ეკამ, დაგვირიგა ასეთი კონვერტები ყველა კლასელს. და აი რა წერია წერილში:
"გილოცავ ახალ
წელს და გისურვებ
რომ ისეთი ბუზღუნა
აღარ იყო როგორიც
 იყავი

Happy new year.


წერილები ზუსტადაა გადმოტანილი.

ამ წერილებიდან 2 ნახატია. მართალია არც ერთი მათგანი არ მგავს მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. :D :D




კვლავ ეკას წერილი. თუმცა სჯობს თავად ნახოთ და გადაწყვიტოთ რა არის :)
















შემდეგ კონვერტში 2 წერილია. ჩემი მამიდაშვილების. თეოსი და თამოსი.
თამოს წერილში ყველაზე მეტად იმაზე ვიცინე, რომ წაწერილი აქვს თეომდე მე დავწერე წერილიო : D :D

თამოს წერილი: "როგორ ხარ? მე ვარ ისე რა! ძალიან მენატრები. ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ. ხო მართლა ხო ჩამოხვალ ჩვენთან არდადეგებზე? ხომ არ გვიბრაზდები ისევ მე და თეოს, რომ ვერ მოვედით მეორე დილით? ვერ მოვახერხეთ თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა. არ გეწყინოს. გახსოვს ჩვენი "ღამე?" სასაცილო იყო ხომ?
დათოს ჩემს და ჩემი ოჯახის მაგივრად მაგრად აკოცე და მიულოცე დაბადების დღე.
მომიკითხე ბიძა, ბიცოლა და ზურა.
        ყველას გილოცავთ აღდგომას.
მეტი რა დაგიწერო არ ვიცი. მომენატრა ჩვენი ჭორაობა.
გახსოვს გვანცა, მაკა და ლია? რომ ჩამოხვალ მასზე რაღაცეებს მოგიყვები. რეზო როგორაა? რეზიკო : D "

თეოს წერილის შინაარსიც იგივეა ვერ გადავწერ დიდია ძალიან. : D


შემდეგი წერილი (არ ვიცი რამდენადაა წერილი) უფრო სწორად ნახევარწერილი, : არის ერთი გვერდის ნახევარი. წერილი მე და ჩემს კლასელს შორის (ნათია) ისტორიის გაკვეთილზეა დაწერილი. ბოლოს გადავწყვიტეთ შუაზე ჩამოგვეხია და ბოლო ზარზე შეგვეერთებინა. მერე კი დაგვავიწყდა და შეგვრჩა ასე ნახევარ ნახევარი. : D
წერილში ჩვენი ჭკუით ვღადაობთ. არადა რომ გადავიკითხე რისი ამოკითხვაც შეიძლებიდა არაფერი სასაცილო არაა.. :D





და  უკანასკნელი არის ბოლო ზარის მოსალოცი ბარათი, რომელსაც ყველას გვაძლევდნენ ლექსად დაწერილს.
ჩემი ასეთია:
" მოხდენილი გოგო ხარ და
მომღერალი ბულბული,
წახვედი და თან წაიღე
ჩვენი სული და გული."

ყველაზე უნიჭო ლექსი ever. :D

სულ ეს იყო ძველი წერილები.
ვალენტინობისას სკოლაში დარიგებულ წერილებსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე. გადავყრიდი ადრე. არადა ძალიან ბევრი იყო.
მაინც კარგია რაღაც ძველს რომ აღმოაჩენ.
10 წლის წინანდელი წერილი ხუმრობა საქმეა? O_o

Monday, January 24, 2011

Billie Holiday

ბილი ჰოლიდეი- ჯაზის ისტორიის ერთ-ერთი პრინცესა, რომლითაც მე მოხიბლული დავრჩი. ყველა ქალს ჯაზის ისტორიაში დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბილი გამოვყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი ამ ჟანრში შეუდარებელია და შეუდარებლადაც ასრულებს, ბილის ნამღერმა გული დამითაგა და შინაგანად ამაკნავლა.
ის ფაქტიც მომწონს ამ ქალში რომ ბილი ჰოლიდეი მისი ნამდვილი  სახელი არაა, მას ელეონორა ფეგენი ჰქვია. ბილი მისი საყვარელი მსახიობის გამო დაირქვა.

ელეონორა დაიბადა ფილადელფიაში. ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მამამისის ვინაობა დაუდგენელია. 11 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა, სამი წლის შემდეგ კი დედასთან ერთად პროსტიტუციის ბრალდებით საკანში აღმოჩნდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ლეგალური შემოსავლის პოვნის მიზნით სამ ღამის კლუბში იწყებს ერთდროულად გამოსვლას, სადაც მშრალი კანონის პერიოდში არალეგალურად იყიდებოდა სპირტიანი სასმელები.

მისი ცხოვრების სტილმაც იმოქმედა ჩემზე. თუ სწორად მახსოვს, იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთმა ჯაზის კრიტიკოსმა ნახა რის შემდეგაც, იგი დიუკ ელინგტონმა ფილმში მიიწვია. მას მერე დაიწყო ბილის პოპულარობის ხანა.

ბილის რომ ვუყურებ სიმღერის დროს, მის თვალებში თითქოს მთელი მისი ტრაგიზმი და მთელი ცხოვრება იხატება. ისეთ სევდას ატარებს ეს გამოხედვა, თვალები რომ მე მბურძგლავს..

როცა ბილი დაიბადა, დედამისი 13 წლის იყო, მამა კი - 15-ის. ბავშვობისას ბილი მეზობლად მდებარე საროსკიპოში მომუშავე მეძავებს ეგზავნებოდა წვრილმანი დავალებების შესასრულებლად. ისინი კი სამაგიეროდ ლუი არმსტრონგისა და ბესი სმითის ჩანაწერების სმენის უფლებას აძლევდნენ.

მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა არის  “Strange Fruit” – „უცნაური ნაყოფი“ - რომელშიც ლინჩის წესით დასჯა არის აღწერილი. მუსიკა თავად ბილი ჰოლიდეის ეკუთვნის.

ბილი ჰოლიდეის არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა. არც მესაყვირე ჯო გაი, რომელსაც 1940 წელს გაეყარა, და არც ლუის მაკკეი არ აღმოჩნდნენ ის მამაკაცები, რომელთაც შეეძლოთ ან სურდათ, ბილი ჰოლიდეი თვითგანადგურებისგან დაეცვათ. 50-იანი წლებისთვის ის ალკოჰოლისა და მარიხუანის ტყვეობაში იმყოფებოდა; მას ხმა არაბუნებრივად დაუბოხდა და გაებზარა. ის ზოგჯერ კონცერტის დროს კარგავდა ხოლმე ხმას. მაგრამ არასოდეს დაუკარგავს სრულიად გამორჩეული, ინდივიდუალური სტილი, ინტიმურობა, ტექსტის წარმოთქმის სპეციფიკურობა.

ბილის სურათებს და კონცერტებს თუ ნახავთ, თმაში დამაგრებულ თეთრ გარდენიას უმალ შეამჩნევთ :)










ქალი იდუმალება
ქალი მელანქოლია
ქალი სენტიმენტალიზმი
ქალი ბლუზი
ქალი ინტიმურობა
ქალი მდუმარება
ჰაეროვანი ქალი.

Friday, January 21, 2011

8 წლის ჩიჩილაკი

წელს ჩვენი ჩიჩილაკი 8 წლის გახდა. 
სასაცილოა არა?  :D
აი რა ხდება. ბებია (დედის დედა) რომ გარდამეცვალა, იმ წელს დედამ ჩიჩილაკი იყიდა და ცარიელ, გაციებულ ბინაში დადგა. ჩიჩილაკი ძალზედ პატარა და საცოდავი შესახედია, ერთი თხელი წვიმით ბემოვლებული. როგორც ჩანს ძალზედ ძვირფასი ადამიანისთვის, რომელმაც არ გადააგდო, არ დაწვა და ელოლიავება ახალდაბადებული ბავშვივით. დედაჩემს რომ სიტყვა ჩაუგდო ამ ჩიჩილაკის გადაგდებაზე, მერე უნდა მოერიდო :D
ყოველ წელს ჩიჩილაკს თმა სცვივა, მისი გამხმარი კულულები ყოველ წელს მცირდება.
 
წელს, როდესაც მამაჩემმა ახალი ჩიჩილაკი იყიდა დედამ იკითხა: "ეს ახალი ჩიჩილაკი თეთრი რატომაა? 
ძველი ჩიჩილაკი ახალთან შედარებით გაყვითლებულია და ფერთა სხვაობა საგრძნობლად დიდია. : D ნუ ლოგიკურია 8 წლის განმავლობაში ფერსაც იცვლიდა. თურმე ჩიჩილაკი სხვა ფერის ყოფილა და არა იმ ფერის, როგორიც ეგონა.
 ყოველ წელს შეიძლება გვქონდა ახალი, უკეთესი, უფრო დიდი ჩიჩილაკი, მაგრამ სადღაც კუთხეში მაინც იდგა ის ჩიჩილაკი, რომელიც ჩვენთან ერთად ხვდებოდა ყოველ ახალ წელს 8 წლის განმავლობაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის მსგავსად.
მშვიდობით ჩიჩილაკო, ხვალ აღარ იქნები. მომავალ წელს ვეღარ გიხილავთ, თუმცა მოგვენატრები.
დედაჩემი ძალზედ უცნაური ადამიანია...
მივცეთ საშუალება იყოს ისეთი, როგორც მას სურს.
დედები სამუდამოდ არ ცოცხლობენ. 
მე მიყვარს დედაჩემი ისევე, როგორც მას უყვარდა თავისი. 






Sunday, December 19, 2010

მხოლოდ შენ...

მხოლოდ შენ შეგიძლია გამიგო ისე, როგორც საჭიროა
მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ჩემი ფსიქოლოგი
მხოლოდ შენ ხვდები ისეთ რამეებს, რასაც სხვა ვერავინ მიხვდება
მხოლოდ შენ შეგიძლია მომწერო ქართული ასოებით ინგლისური სიტყვები ^^
მხოლოდ შენ გამოხატავ ისეთ ემოციებს სმაილებით, რომლებიც ზოგჯერ არც არსებობს :)
მხოლოდ შენ ხუმრობ ისე, რომელზეც ძალიან მეცინება
მხოლოდ შენ ხვდები რას ვგულისხმობ სიტყვებს შორის სიცარიელეში
მხოლოდ შენ შეგიძლია მომისმინო და არ მოგბეზრდეს (ნუ არ შეიმჩნევ მაინც) ^^
მხოლოდ შენ ხარ ყოველთვის პირდაპირი და გულახდილი
მხოლოდ შენ შეგიძლია მიმითითო უარყოფიდ მხარეზე ისე, რომ არ მატკინო გული
მხოლოდ შენ შეგიძლია მეჩხუბო კულტურულად
მხოლოდ შენ შეგიძლია დამაყენო საუკეთესო ხასიათზე
მხოლოდ შე შეგიძლია თავი კარგ ადამიანად მაგრძნობინო
მხოლოდ შენ შეგიძლია აიტანო ჩემი უხეშობა და უტაქტობა
მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ისეთი მეგობარი, როგორსაც ვერ ვიპოვი
მხოლოდ შენი ნათქვამი მომენატრე  გამიხარდება სხვანაირად
მხოლოდ შენ ხარ ის ადამიანი ვისითაც ყოველთვის ვიამაყებ
მხოლოდ შენ შეგიძლია მასწავლო და ამიხსნა ის, რის აზრზეც არ ვარ
მხოლოდ შენ შეგიძლია გაიკვირვო ისე, რომელზეც ვგიჯდები (ისე მიყვარს) :დ
მხოლოდ შენ იქნები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, როგორიც მუდამ იყავი
მხოლოდ შენ შეგიძლია წერო ისე, ემოცია "ვაუ" რომ გამოიწვიო
მხოლოდ შენ შეგიძლია ისეთი ცინიზმი გამოხატო, მე რომ შემშურდება
მხოლოდ შენ ხარ ადამიანი, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო
მხოლოდ შენ მიყვარხარ დაუსრულებლად
   და  მეყვარები მუდამ!




3 ფურცელი, რომელსაც ვინახავ...

ბევრმა არ იცის რა სასიამოვნოა, როდესაც ერთხელაც იღებ ძველ ბლოკნოტს და შიგ პოულობ 3 ნახატს. 3 თაბახის ფურცელზე არის 3 სხვადასხვა ბავშვის მიერ ფანქრებით დახატული სურათი.
ბაღში მუშაობისას (2009 წელს) დილამ, ანა მუსმა, და გიორგიმ დამიხატეს ნახატი  და მაჩუქეს. იცით რა სასიამოვნო განცდაა როცა 5 წლის ბავშვი მოდის შენთან და გეუბნება: "miss Ia, this is for you"( ბაღი ინგლისურენოვანი იყო). ეს სიტყვები შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმ მომენტში.
გული სიხარულით ამევსო.. რა მნიშვნელობა აქვს როგორი ნახატია, რამხელაა, რა ხატია, მთვარი აქ ისაა, რომ მან ის შენთვის დახატა. ბავშვმა, რომელმაც ასოები ეს-ესაა ისწავლა იმდენი მოახერხა რომ მკერდზე დამაგრებული ჩემი სახელი გადახატა, თავისი სახელიც მიაწერა და მაჩუქა. :)
შეიძლება არაფერი ისეთი არ მომხდარა, რისთვისაც პოსტის დაწერა ღირდეს, მაგრამ  პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს ერთი წლის მერე რომ იპოვი ამ ნახატებს. :)

აი ნახატებიც.
დილა, თურქი, 5 წლის.




გიორგი, ქართველი, 5 წლის.



ანნა, უნგრელი, 5 წლის.


Wednesday, December 15, 2010

როგორ დავივიწყოთ

 ჩემი ბოდიალი იმაზე, თუ როგორ დავივიწყოთ ადამიანი, რომელიც გვიყვარს/მოგვწონს/გვიზიდავს. თავი დავაღწიოთ აკვიატებულ აზრებს.

სიყვარული იმდენსავე ტკივილს გვაყენებს, რაოდენ დამატკბობელიცაა.. დავიწყების რამოდენიმე გზა, საშუალება, არსებობს.
1. გონებრივი დატვირთვა.
2. ფიზიკური დატვირთვა
3. დადებითის პოვნა.
არის კიდევ სხვა გზები, რომლებიც თავად უნდა აღმოაჩინოთ. უბრალოდ აირჩიეთ ის გზა, რომელიც ნაკლებად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ იფიქროთ და ნაკლებ ტკივილს მოგაყენებთ.

დატვირთვას ვაძლევთ გონებას, რათა მასზე (რაიმეზე) აღარ ვიფიქროთ. ვკითხულობთ, ვსწავლობთ, რათა დატვირთვა მივცეთ გონებას იმის გააზრებაში რასაც ვკითხულობთ. ხშოირად გონება გვეფანტება და ფიქრებით მივდივართ ისევ იმ ადამიანთან (ფაქტთან). როდესაც მივხვდებით, რომ გადავერთეთ, ვუბრუნდებით საკითხ მასალას.  ამ მოქმედების რამოდენიმეჯერ განმეორება შედეგს იძლევა. აკეთებ ერთდროულად 2 რამეს: სწავლობ და ივიწყებ. ასეთი სწავლა არც ისე სახალისოა,  თუმცა ღირს ცდა.

მეორე გზა არის ფიზიკური დატვირთვა. ჩემი აზრით მეორე ხერხი უფრო ეფექტურია..
 ფიზიკური მუშაობა და მოქმედება იმ მხრივ არის კარგი, რომ ადამიანს ძალიან უჭირს ფიქრის ასე უცბად შეწყვეტა. გონებრივი მუშაობის დროს, შესრულებული საკითხი იქნება ნაკლევ ეფექტური, რადგან გონება მაინც გაიქცევა იმ მოვლენებისკენ, რომელიც მას აწუხებს..  ფიზიკური მუშაობის დროს, გონება ფიქრობს, აანალიზებს იმას რაც მას აწუხებს, რისი დავიწყებაც მას სურს. ანუ ადამიანი არ გაურბის ფიქრს.  ფიზიკური მუშაობის დროს, ადამიანს საშუალება ეძლევა 2 საქმე ერთად აკეთოს.. იფიქროს და შეასრულოს საჭირო სამუშაო. გონებრივი მუშაობის დროს, ტვინზე მოდის ორმაგი დატვირთვა რაც დამღლელი და დამაბნეველია, ხოლო ფიზიკური სამუშაოს დროს ადამიანი ფიქრთან ერთად აკეთებს სასიკეთო სამუშაოსაც. ამასთან ყველასთვის ცნობილია, რომ ფიზიკურად დაღლილ ადამიანს მშვიდად სძინავს. :)
ამაზე მახსენდება დოსტოევსის  "ანა კარენინას" ის მონაკვეთი, სადაც  ლევინი ცდილობს დაივიწყოს კიტი, რომელმაც მის სიყვარულს ზურგი აქცია.შეგიძლიათ გადაიკითხოთ ის ფურცლები სადაც იგი მიწაზე მუშაობს, ეხმარება მუშებს. საინტერესო აღწერაა მისი განცდების, ფიქრების.

დავიწყების ან რაიმე ცუდი მოვლენის გადასატანად, იმის მაგივრად რომ დავჯდეთ და დეპრესიაში ჩავვარდეთ, ამას ჯობია ახლი ჰობი გავიჩინოთ. დავინტერესდეთ, აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ რაიმე საქმიანობა.

ყოველ ცუდ მოვლენაში, ყველანაირ არასასიამოვნო ფაქტში არის ისეთი რამ რაც კარგ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ. ყველაფერში შეიძლება ვიპოვოთ დადებითი. თქვენთვითონ მიხვდებით თუ ჩაუკვირდებით. ისწავლეთ ფიქრი ასე: ეს მოხდა ასე, ალბათ უნდა მომხდარიყო. სამაგიეროდ მივხვდი რომ ... ასე და ასე... დავინახოთ მოვლენა დადებითად.

ეცადეთ სახლიდან გახვიდეთ. მოინახულეთ ადგილები, რომლებიც არ გინახავთ. საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც არ გინახავთ. საქართველოს ლამაზი ბუნება ყველამ იცის.. იმოგზაურეთ და გაეცანით ახალ ადგილებს, ახალ ადამიანებს.

პ.ს. ეს არის ჩემი შეხედულება.  შეიძლება სულ სისულელე და უაზრობა იყოს. არც იმას ვამტკიცებ, რომ ნამდვილად  ასეა.. ეს მხოლოდ ჩემი ხედვაა, მეტი არაფერი.
ბლოგზე ხომ ყველა თავის პირად მოსაზრებებს წერს.

წარმატებებს გისურვებთ!                :)