Saturday, August 13, 2011

<< ჩემი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები >>

ფიქრები, ესაა ის, რასაც ვერასოდეს გაიგებს ვერავინ რა ახლოსაც არ უნდა იყოს ჩემთან.
ყური მოსწიე, თავი მომადე, თვალებში ჩამხედე, მაინც ვერ გაიგებ რაზე ვფიქრობ.
არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი, რაზეც ვფიქრობ. ეს ისეთი ფიქრებია, რომლებსაც სიტყვებით ვერ დაალაგებ.
ბევრს ვფიქრობ თუ არა?
ძალიან ცოტას.
ამას თავი დავანებოთ...
წერილი ფიქრეთის ერთ-ერთ მაცხოვრებელს.

ვიღაცას როგორ უნდა შურდეს შენი? ოდესმე იფიქრებდი, რომ შენივე სქესის წარმომადგენელს შენი შეშურდებოდა? არა შესაშური კი არის მარა... იცი რა სიტყვები თქვა?  "ვიღაც ელ-მა ("ელ" სახელია) როგორ უნდა მაჯობოსო?" ისე აღაშფოთა ამ ფაქტმა. რათქმა უნდა რა შეშურდა ამას ვერ მოგწერ. ეს  მე ვინც ვიცი და კიდე არის ადამინები, რომლებსაც ასევე შურთ შენი.
ვიცი, შენ გაგისწორდება რომ გაიგო რისი შურთ, მარა განზრახ არ მოგწერ.
<ხალხი რას იფიქრებს>
შენი გოგო იცი რეებს შვრება?-- არ იცი. არც დაინტერესებულხარ და იმიტომ.
ის კარგადაა და მეტიც, ზედმეტად კარგად. ზედმეტი კი არაფერი ვარგა.
გგონია ვბოდავ?
არა. ჩემი ფიქრებივით არეულად გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს.
შენი გოგო სხვას ეხუტება და შენზე ფიქრობს. შენი გოგო ჩახუტებისას თვალებს ახელს და საშინელებებს ფიქრობს. თავად მითხრა რეებს ფიქრობს, მარა თვითონ არ თვლის, რომ საშინელებაა. თავს რგავს ვიღაც ბიჭის მკერდზე და ფიქრობს: ის ხომ სხვას ეხუტება, მეც ჩავეხუტები სხვასო და უფრო მაგრად ეკვრის მკერდზე ალკოჰოლმოკიდებული.
შენი გოგო ფიქრობს, რომ ნაძირალა ხარ. ალბათ ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შენ ნაძირალაზე უარესი ხარ. არაუშავს ზიზღი უფრო ძლიერიც არსებობს და მალე მოემატება.
შენი გოგო სხვა ბიჭებს გადარებს.
შენ გოგოს არ უნდა ამდენი ბიჭი, არა, მას ბიჭი სულ არ უნდა, მარა უწევს მათთან ყოფნა.
შენი გოგო ხვდება, რომ გაგა მწარედ გჯობია.
შენი გოგო ყველა შემხვედრს ეხუტება და რაღაცას ეძებს ამ ჩახუტებაში. ჯერ ვერ იპოვა.
შენი გოგო ელოდება ისეთს, ვისი შეხებაც ააკანკალებს და ერთი ტუჩების შეხებით გათიშავს.
შენ გოგოს ბოლო 2 დღის განმავლობაში სიგიჯემდე ენატრები და იკლავს გულში ამას.
შენი გოგო ძლიერია.
შენ გოგოს შეუძლია 4 ბიჭთან იყოს და ამავდროულად არცერთთან.
შენი გოგო ბიჭებს კოცნის და შენი ერთგულია.
შენმა გოგომ  ვერ შეძლო ის, რაც შენ მეორე დღესვე გააკეთე.
შენ გოგოს იმის გაკეთება შეუძლია შენს გამო, რასაც შენ ვერ წარმოიდგენ.
შენს გოგოს ეზინება და არ აძინებ.
შენი გოგო კარგადაა.

შენი გოგო? ბოდიში, მინდოდა მეთქვა შენი ყოფილი გოგო.


Tuesday, August 9, 2011

2 days in Ureki

პოსტი ურეკზე. მე პირველად ვიყავი იქ წელს.

ვიფიქრე იქნება ვინმე, ვინც არ ყოფილა და პოსტი ასე თუ ისე წარმოდგენას შეუქმნის..

ღამის სმენის მერე, მე და დედა 12 საათიან მარშრუტს ურეკისჯენ გავყევით.
გზაში დედის მხარზე ჩამოვდე თავი და მეძინა.
შემდეგ ფოტოების გადაღებით გავერთე. ვიჭყანებოდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს.

ჭკუანაკლულმა პორტერმა (მებარგულმა) სადგურზე ჩამოგვსვა თვით ურეკის ტრასიდან შორს.
რა გვექნა?
ვიარეთ ფეხით ურეკის მთავარ ტრასამდე.
რჩევა ნომერი 1. არ ჩამოხვიდეთ მარშრუტიდან სანამ აბრა "ურეკის" არ დაინახავთ.
მთავარ ტრასამდე სანამ კუკუშკა გამოივლიდა საბედნიეროდ მანქანამ გაგვიჩერა და ცენტრში, პარკში გაგვიყვანა.
მე სასწრაფოდ გავვარდი პლიაჯზე, დატოვა დედამ მთელი ბარგი და წავიდა ბინის საპოვნელად.
ამაშიც გაუმართლა ჩემს ნათელ დედიკოს და საკმაოდ მოსახერხებელი ოთახი საკმაოდ მოკრძალებულ ფასად იშოვა.
რჩევა ნომერი 2. ბინისთვის საშუალოდ 10 ლარი იანგარიშეთ, თუმცა თქვენ მოინდომეთ და იაფადაც წააწყდებით. :)
პლიაჯზე მოვთავსდი თუ არა ზღვაში შევაჭერი. ურეკის ზღვა საკმაოდ კარგია. არ ჩამოუვარდება ბატუმსა თუ ქობულეთს. დადებითი მხარე კი ის არის ამ სანაპიროზე, რომ ქვიშაა და ფეხები არ გემტვრევა. ჰო ზღვის წყალიც ვიგემე. იცით, საკმაოდ მლაშეა :)
დედაც დაბრუნდა და მზე უკვე 3 წუთში ჩავიდოდა ზღვაში მარა ვინ გაცადა ყურება?
მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მარა თითქმის ჩასვლა ვნახე ^^
სახლში დაბრუნებისა და დაბინავება-მოწყობის შემდეგ გავემზადეთ საღამოს სეირნობისთვის.
საღამოობით თურმე საკმაოდ გრილა. მეტიც, შემცივდა ბოლოს ძალიან.
ჰაერია? ნუ იტყვით. რაღაც არაჩვეულებრივი..
ზღვა და ჰაერი ერთად რა კარგია არა?
საღამოს რა ხდება პარკში.
ურეკი ბავშვებით არის სავსე. პატარა ბავშვების დასასვენებელი ადგილია. როგორც იცით იქ ქვიშა სამკურნალოა და პატარები დაჰყავთ უმეტესად. ახალგაზრდობის ნაკლებობაა. თინეიჯერები 14-15 წლისებიც გამოერევა შიგადაშიგ.
 პარკში კი განსაკუთრებული არაფერი ხდება. გართობაათქო ვერ ვიტყვი. ერთი ორი პატარა ბავშვების ატრაქციონია და სულ ეგაა. კაფე ბარებიც არ ანათებს. მარა არის. (პირადად მე ვიყავი კაფე "სავანეში")
რჩევა ნომერი 3. ახალგაზრდობისა და გართობისთვის იქ არ წახვიდეთ.
იქ თუ ჩავა სასტავი შეუძლია იყიდოს სასმელი და გამოტყვრეს,(მარკეტები იცოცხლე, ბლომადაა) თუმცა სავარაუდოდ ამაზეც გაჭედავს მოსახლეობა. იქ რომ პატარა ბავშვები არიან და "რა დღეში ხართ?" :)
ჰო ღამე ჭიჭყინმა შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ. მერე დაიკიდებთ. :)

მეორე დღეს, დახამებული მზესა და ზღვას ვეგდე პლაჟზე სადაც საკაიფოდ დავწითლდ-დავიხრუკე )  წითელი ჩამოვედი თბილისში. ზღვა უფრო კარგი და სუფთა მომეჩვენა. ტალღებიააააა, იმენა გეფერება :) იცით რა მოსიყვარულეა :)
დილის 9ის ნახევრიდან 12მდე პლიაჟზე რომ ვიჯერე გული მერე წავედით საჭმელად.
დედაჩემი გავაგიჟე :) მთელი 2 დღის განმავლობაში დავძახოდი: მე მალე მივდივარ, ან ეს ბოლო დღეა, ან სულ ერთი დღე მაქვს და ისე ვაკეთებდით, როგორც მე მსურდა.
ჩემი საყვარელი დედიკო <3 ტკბილი და სურვილების ამსრულებელი მარა ყველა სურვილის არა :)
დანაყრების შემდეგ ისევ პლიაჟზე გავედი. იყო 3 საათი. თავად მიხვდებით რომ დამწვრობა გარანტირებული მქონდა მეც შევეგუე ამ ფაქტს. სხვა რა გზა მქონდა? ბოლო დღე იყო :)
ბოლოს როგორც იქნა დედაჩემმა გამომაგდო და გავემზადე თბილისისკენ წამოსასვლელად. დამწვრობა ბანაობის შემდეგ შევამჩნიე, თორე ასე კატასტროფა არ მეგონა.
უკანა გზა იყო კოშმართა შორის ყველაზე კოშმარი. ამას აღარ მოვყვები. ჩემი ტანჯვაც მეყოფა რაც მე მანდ გადავიტანე.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ურეკი შესანიშნავი ადგილია თუ ნამდვილად დასვენება გინა,
თუ მზე და ზღვა გინდა
თუ სიწყნარე გინდა
თუ პატარა ბავშვით ხართ.

მე ვიყავი ურეკში, ფრანების ზღვისპირეთში. ^_^




Wednesday, July 13, 2011

უნიჭო, მარა მთელი გულით ნაწერი

წინათაც მეძინა, ვჭამდი და ვფიქრობდი,
ადრეც ვიცმევდი, ვიხდიდი, ვწვებოდი,
აქამდეც ველოდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი,
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა...
შენ უცებ გამოჩნდი.

ახლა ყველაფერი სულ სხვანაირია,
ჩემი ღამის ძილი სულ აირია.
ახლა დილა უფრო ცისფერია,
ჩემი სამყარო ერთ მთლიანშია.

შენა ხარ ჩემი დილის ჩაის ყლუპი,
შენა ხარ ჩემი ნაბიჯი ნელი,
შენა ხარ სარკე, რომელსაც ვეპრანჭები,
შენა ხარ შხაპის ყოველი წვეთი.

შენა ხარ მაშინაც როცა ძილის წინ
შუქებს ვაქრობ, ფეხებზე ვიხდი.
ბალიშიც შენ ხარ თავი რომ მიდევს,
მთვარეც შენა ხარ ასე რომ ველი.

ექიმიც შენ ხარ, რომელიც მსინჯავს,
უსმენს გულს და მეხება ხელით.
ფურცელზე რაღაცას წერს, ხელი უკანკალებს,
შენა ხარ ის უკურნებელი სენი.

შენა ხარ ჩემი სიზმრების გროვა,
რომელსაც ძილში ვეთამაშები,
შენა ხარ ბლა ბლა უაზრო სიტყვები,
შენი ბრალია ძილში რომ ვბოდავ.

გითხარი წინათაც მეძინა, ვჭამდი,
არ მიფეთქავდა მთლად ასე გული,
ახლაც ვჭამ და ვფიქრობ მხოლოდღა,
ყველაფერს ასდის სულ შენი სუნი.

Thursday, July 7, 2011

კითხვა-პასუხი

კაი ხანია პოსტი არ დამიდია ბლოგზე. დღესაც მხოლოდ სურათები დავდე.
თეგ თამაშია კითხვა და პასუხი.
გადავწყვიტე ვითამაშო.
დავწერ უფრო სწორედ.
ეს პოსტი ყველაზე მეტად მე მაინტერესებს ^^

ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?-- პიჟამოთი ზამთარში, პერანგით ზაფხულში.
შავი თუ ლურჯი კალამი? -- შავი.
მოგწონს მოგზაურობა? -- უფრო მოგზაურობის პროცესი, მგზავრობა.
მოგწონს ვინმე? -- არა, მიყვარს.
იცის? -- კი.
ფიქრობ რომ მიმზიდველი ხარ? -- კი
გინდა დაქორწინდე? -- უმეტესად კი..
ვისზე? -- უნდა გითხათ?

კარგი სტუდენტი ხარ? -- კარგი სტუდენტი ვიყავი. დავამთავრე სწავლა
ახლა ბედნიერი ხარ? -- კი.
მოგიტყუებია ვინმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? -- დიახ.
დაბადების ადგილი -- თბილისი

შობა თუ ჰელოუინი? -- შობა რათქმაუნდა ^^
ფერადი თუ შავ-თეთრი ფოტო? -- ფერადი
შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? -- მე არ მჯერა რომ ძლებს.
ასტროლოგიის გჯერა? -- ისეტ პონტში
გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? -- კი.

სვამ? -- გააჩნია რას. ლუდს არა.
ხალხს ამხიარულებ? -- გააჩნია ჩემს ხასიათს. თუ მომინდა ისეთ სისულელეებს ვამბობ ხოლმე, რომ ეცინება ხალხს. თუ არ ვარ მთლად ხასიათზე სხვას კი არა რამდენიც არ უნდა ეცადონ მეც ვერ გამამხიარულებენ.

ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? -- კი რატომაც არა. ოცნებასაც გააჩნია. რეალური უნდა იყოს.
საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი. -- მართა.

მოგიპარავს ოდესმე რამე? -- კი, ორჯერ. ერთი ჩემივე ნივთი იყო.
ერთხელ 5 თეთრიანი მამალო მოვიპარე. და მეორე, ჩემნი თოჯინის კაბა მომპარა მეგობარდა, გადააკეთა და თავის ბარბის ჩააცვა. მეც მოვიპარე ჩემივე კაბაში გამოწყობილი პატარა ბარბი. :დ

როგორი ამინდია ახლა? -- ღამეა და საშინელი ჩახუთული ჰაერი.
ბოლოს როდის შეიჭერი თმა? -- წლინახევრის წინ.
ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? -- კოკას.
როდის იბანავე ბოლოს? -- დღეს შუადღისას.
წყნარი თუ სწრაფი მუსიკა? -- წყნარი ^^
Mcdonalds თუ Burger King? -- ორივე.
ღამე თუ დღე? -- ღამე.  (ჩემი ფარული ბოიფრენდია ღამე)

ბალიშების რაოდენობა. -- ერთი ზამთარში. ზაფხულში არ მიდევს.
პიანინო თუ გიტარა? -- გიტარა.
მომავალი სამსახური. -- რასაც უფალი მომცემს.
ახლანდელი სამსახური. -- სულ სულ ცოტა ხნით უმუშევარი
ახლანდელი სიყვარული? -- კითხვა ვერ გავიგე. სახელი? მყავს თუ არა? კმაყოფილი                                                               ვარ თუ არა? ვთოვებ ამ კითხვას.

ახლანდელი იმედგაცრუება? -- თხოვნა არ შემისრულა საყვარელმა ადამიანმა.
ახლანდელი გაბრაზება? -- დედაჩემი ყოველ 2 წუთში მიშლის ნერვებს
ბოლოს რა ჭამე? -- ვერმიშელი და თევზი.
ბოლო რაღაც რაც შეიძინე -- იმდენი ხანია არაფერი მიყიდია დამავიწყდა კიდეც.                                                                     მარილიანი ჩხირები.

რა გესმის ახლა? -- მაია ასათიანის ხმა. ჩემები ტელევიზორს უყურებენ.
გაქვს გეგმები WEEKEND-სთვის? -- დაახლოებითი.
რა ქენი დღეს? -- განსაკუთრებული არაფერი. მთელი დღეა სახლში ვარ.
გაიხედე უკან, რა არის? -- კომოდი.

მინდა... -- ნაყინი და კიდე მაღალ ანახღაურებადი სამსახური მინდა
ვისურვებდი? -- ამ ზაფხულს მე რომ მინდა ისე დავისვენო. ^^
მაინტერესებს -- ხვალაც ასე ეცხელება?
ახლა მაცვია -- მოკლე სარაფანა.

გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე.
კეთილი სურვილებით, ილარია.

ჩემი რაღაც-რუღაცეები



ადრე ვაგროვებდი ბლოკნოტებს, ფანქრებს, მერე საშლელებს.
მომინდა თქვენთვისაც მეჩვენებინა.
კალმებსაც ვაგროვებდი სანამ არ დაიტაცეს ოჯახის წევრებმა.

Wednesday, June 15, 2011

აი, როგორ მიცნოთ ქუჩაში

ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე ქუჩაში ადამინებს, რომელთაც მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი. შესაბამისად მივდივარ და ვეუბნები, რომ მე ნია ვარ. თუმცა ჯერ მივმართავ ნიკით, რათა დავრწმუნდე რომ ისაა. ამას წინათ ვნახე ფიესტა, იგივე თათია open air-ზე.
-თათია?
-ჰო? (და გაკვირვებული სახე, რომელსაც აწერია შენ რომელი ხარ, ვერ გცნობ).
-ნია.
-უი.
მე ვერ გიცნობდი შენ რომ არ მოსულიყავიო.
გამიკვირდა, რადგან ასეთი რამ არ უთქვამთ. როგორც წესი, მცნობენ ხოლმე.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დავიწყებ.
პოსტი, რომელზეც დამთაგა უსაყვარლესმა მაცომ.

ნია არის საშუალო სიმაღლის, არა უფრო დაბალს განვეკუთვნები, გოგო. ხო 17 წლის გოგოს ვგავარ. ასე ამბობენ რავი...
მაქვს მორიჟაო თმა, ნაცრისფერი თვალები, რომლის ფერს კარგა ხანს ვერ ნახავთ იმდენად პატარა თვალები მაქვს.
რაც უფრო ადვილად საცნობს გამხდის არის ის ფაქტი, რომ ვატარებ სათვალეს.
ვარ გამხდარი.
მნახავთ ვარკეთილში, სადაც ვცხოვრობ.
ხშირად მნახავთ თავისუფლებაზე, თუმცა ახლა ნაკლებად. სკოლაში დაითხოვეს ბავშვები და :^^.. ასევე დელისზე.
ერთი შტრიხი კიდევ: მნახავთ წიტელი პომადით დათხუპნულს. ^_^
მგონი სულ ესაა..
თუ რამეა მოდით, არ მოგერიდოთ :)

Saturday, June 4, 2011

გრაფიტი

ეს საკონფერენციო თემაა რომელიც უნივერსიტეტში გავაკეთე. გავიმარჯვე და სერტიფიკატიც გადმომცეს :)
დიდია ასე რომ დიდი იმედი არ მაქვს რომ წაიკითხავთ მაგრამ მაინც ვდებ.

გრაფიტის წარმოშობა და განვითარება
 ტერმინი “გრაფიტი” იტალიური სიტყვიდან წარმოიშვა, რაც ნიშნავს ამოკაწრულს. გრაფიტი არის საყოფაცხოვრებო სახის წარწერა ან ნახატი ამოკაწრული შენობებზე, კედლებზე, ჭურჭელზე და ა.შ. გრაფიტის პირველი ნიმუშები ძველ საბერძნეთში, რომსა და პომპეიში გვხვდება კედლებზე ამოკაწრული მარტივი ნახატების სახით, რომლებიც უბრალო საინფორმაციო დანიშნულებით გამოიყენებოდა. თუმცა არსებობს ნახატები, რომლებიც მმართველების საწინააღმდეგო გზავნილებს ატარებდნენ.
 გრაფიტის მრავალი სახეობა არსებობს. მას სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ: სოციალური გზავნილის გადმოსაცემად, სარეკლამო დანიშნულებით, სიყვარულის ასახსნელად და სხვა. გრაფიტი ჩვეულებრივ ხელით ნაწერია და გამოხატავს რაიმე ინიციალებს ან ზედმეტ სახელებს. ის არის ნაწერის განსხვავებული სტილი, მაგრამ არ არის მიჩნეული ხელოვნების დიდებულ ნიმუშად, რადგან მას აკლია ესთეტიკური ღირებულებები და არ იწვევს სილამაზის გრძნობას მნახველში. Eეს ინიციალები ხელოვნების მიზნით არ გამოიყენება. ზედმეტი სახელები უბრალოდ მათ არსებობას გვამცნობენ. მაგ: “მე აქ ვიყავი.”
 გრაფიტის ერთ-ერთი სახეობა ჯგუფური წარწერებია, რომლებიც უმეტესად გამოხატავენ სამეზობლოში მომხდარ სიახლეებს. კედლებზე ნახატები ფრესკების სახითაც გრაფიტის სახეობაა, მაგრამ ისინი დაკვეთით სრულდება და უფრო მრავალფეროვანია. მას დიდი ძალისხმევა სჭირდება დასასრულებლად, რათა გამოხატავდეს გრაფიტის სახეობის სტილს ან უბრალოდ ტრადიციულ სურათს.
 გრაფიტის ბოლო სახეობაა კრეატიული ნახატი, შესრულებული საღებავებით, რომლებიც გრაფიტის ხელოვნების ნიმუშია.
 თანამედროვე გრაფიტი არის ავანგარდისტული ხელოვნების ერთ-ერთი ნაწილი. იგი არის უნებართვო წარწერა სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაზე, რომელიც ვანდალიზმად ითვლება. იგი წარმოიშვა ნიუ-იორკში და თავდაპირველად ერქვა “ნიუ-იორკის სტილის” გრაფიტი. ხელოვნების ეს ფორმა დაიწყო 1960-იანი წლების მიწურულში, როცა თინეიჯერები იყენებდნენ მარკერებს, რათა საკუთარი სახელები ამოეტვიფრათ ქუჩებში. ამ გზით მათი სახელები ცნობადი ხდებოდა ქალაქში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიუ-იორკამდე ასეთი წარწერები ფილადელპიაში გაჩნდა. ზედმეტსახელები “ცორნბრეად” და“ტოპ ცატ” ანუ ხორბლის პური და მაღალი კატის სტილი პოპულიარული იყო ფილადელპიაში. როცა ეს სტილი გამოჩნდა ნიუ-იორკში, მას უწოდეს “ბროდვეის სტილი”-წაგრძელებული, თხელი ასოების გამო.
 პულვერიზატორების წინსვლამ განაპირობა ინიციალების განვითარება ზომასა და ფერში. საკმარისი არ იყო სახელის ამოტვიფრა გამოსაჩენ ადგილას, რადგან ამის კეთება უკვე ყველას შეეძლო. პულვერიზატორებმა_ ხელსაწყომ, რომლითაც იქმნება ინიციალი, ხელოვნების პროდუქციის ნაწილმა, გამოყო გრაფიტისტები ჩვეულებრილი მხატვრებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან კრეატიული სტილით. “ტაგ” სტილი, რომლის გაკეთებაც ნებისმიერს შეუძლია, ბიძგი მისცა “ტჰროწ უპ” სტილის წარმოშობას, რომელიც ორი ფერით სრულდება; კონტურის სახით და მრგვლოვანი ასოებით. არც ეს სტილია რთული, თუმცა მალე ჩნდება უფრო გართულებული სტილი. “სტამპ” სტილი უფრო რთულია და გამოიხატება სწორი ასოებით. შემდეგ გაჩნდა “პიეცე” სტილი, რომელიც მრავალფეროვანია. ეს სტილი არის კედლის ფერწერა, რომელიც წარმოდგენილია ცნობილი მულტიფლიკაციური გმირების და გრაფიტის ავტორის სახელის სახით. Uუნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა გრაფიტულ ნახატს თან ახლავს შემსრულებლის ზედმეტი სახელი, რადგან მათ სურთ იყვნენ ცნობილნი. მაშასადამე, ახალი და კრეატიული გზა ინიციალების გამოფენისა გამოსაჩენ ადგილას, მისი ამოტვიფრა ყველგან, იყო ფუნდამენტალური საფუძველი თანამედროვე გრაფიტის ხელოვნების განვითარებისა.
 1970_იანი წლების შუასა და მიწურულში, გრაფიტისტებმა დაიწყეს ხატვა მეტროს მატარებლებზე, რომელსაც დაერქვა “სუბწაყ-არტ” ანუ მეტროპოლიტენის ხელოვნება. მატარებელი გახდა გრაფიტისტების ბრძოლის ველი. ეს ის დრო იყო, როცა ყველას სურდა ყოფილიყო მეფე ან დედოფალი მეტროპოლიტენის მხატვრობისა, ანუ ეხატად იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. თუ რომელიმეს სახელი ფერადად იყო წარწერილი მატარებელზე, გარანტირებული იყო, რომ მას ბევრი ადამიანი ნახავდა, განსაკუთრებით სხვა გრაფიტისტები. მეფე ან დედოფალი რომ გახდე, შენი სახელი მრავალ სხვადასხვა ადგილას უნდა დაწერო. Gგარდა ამისა, სტილი და არტისტული ნიჭი მეტად მნიშვნელოვანია. ასევე გაჩნდა ახალი სტილი, რომელიც დაბუშტული და პოპკორნის მსგავსი ასოებით სრულდებოდა და მისი ამოკოთხვა თითქმის შეუძლებელი იყო. ამ სტილს ახასიათებდა კომპიუტერული და გოთიკური ასოები, რომლის ფერიც გადადიოდა ერთი ფერიდან სხვა ფერში და მულტიფლიკაციური გმირების გამოყენება. Uუნარი რთული სტილის შექმნისა არის ის, რაც განასხვავებს ზედმეტი სახელების მწერლებს, ანუ “ტაგგერს” გრაფიტისტებისაგან. თაგერები ბღაჯნიან, ხოლო გრაფიტისტები ხელოვნებას ქმნიან.
 გრაფიტისტების საყოველთაო რეკლამამ სურვილი გაუჩინა ბევრ მხატვარს მონაწილეობა მიეღო ამ ახალი ხელოვნების ფორმის განვითარებაში. Mმიუხედავად ნიუ-იორკის ქალაქის აკრძალვის მცდელობებისა, გრაფიტი აყვავდადა და მოიზიდა მხატვრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Gგრაფიტის დაწინაურების უდიდესი ძალა იყო “ჰიპ-ჰოპ”-ის ფენომენი, რომელიც რეპ მუსიკის კულტურაა.
 ბოლო დროის სიახლე გრაფიტის ხელოვნებაში არის “სატვირთო ხელოვნება”, სადაც გრაფიტისტები ხატავენ სატვირთო მანქანებზე, რკინიგზის გადამზიდებზე იმ იმედით, რომ მათი ხელოვნების ნიმუში მოხვდება ამერიკაში და მთელს კონტინენტს მოივლის.
გრაფიტთან დაკავშირებით არსებობს ორი მთავარი საკითხი. Pპირველი, ის ვინც პასუხისმგებელია ამაზე და მეორე, თუ რატომ იყენებენ გრაფიტისტები “სპრაყცან” ხელოვნებას. Yყველას გასაკვირად გრაფიტი არ არის მხოლოდ ღარიბი, გარეუბნის, დაბალი-კლასის ამერიკელი ბავშვების ხელოვნება. Nნახევარზე მეტი გრაფიტისტები კავკასიის საშუალო კლასის ოჯახებიდან არიან. ამასთანავე გრაფიტისტები მთელს მსოფლიოში არიან მიმობნეულნი. როდესაც იკითხეს : “რომელი ბვშვები არიან გრაფიტით დაინტერესებული?” ოფიცერმა ჰიკლიმ უპასუხა: “ბავშვები, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ. “
 არანაირი კლასიფიკაცია არ არსებობს გრაფიტისტი ბავშვებისა. მათი ასაკი მერყეობს 12-30 წლამდე, ხოლო სქესი განსაზღვრული არ არის. ადრე გრაფიტისტები ნახატზე მარტო მუშაობდნენ რაც მათ საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ შეიქმნა გრაფიტისტების ჯგუფები, რომლებიც 3-დან 10 წევრისაგან შედგებოდა. ამ ჯგუფის წევრი გაგდებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის მათი ჯგუფის გარდა სხვა ჯგუფშიც იქნებოდა გაერთიანებული. ჯგუფში გაწევრიანებსთვის საჭიროა მსურველს ჰქონდეს საკუთარი სტილი. გრაფიტისტების ჯგუფის მეთაურია “მეფე” ან “დედოფალი”_ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა წევრებს შორის საუკეთესო არტისტული უნარით.
ის მიზეზები და ღირებულებები, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი გრაფიტით ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებულია, როგორც თავად ის მხატვრები, ვინც გრაფიტს ქმნიან. მთავარი მიზეზი_ სახელი და საკუთარი ნიჭის ხელოვნების ცნობადობაა. Gგრაფიტი ასევე საკუთარი თავის გამოხატვის ფორმაა. წერის ხელოვნება კრეატიული მეთოდია საზოგადოებასა და სხვა მწერლებთან ურთიერთობისა. Mმხატვრის ინდივიდუალიზმი, გამოხატვა და იდეებია ის, რაც ურთიერთობას აწარმოებს. Aამ სახის კომუნიკაცია ძვირფასია, რადგან ის აერთიანებს ხალხს მიუხედავად მათი კულტურის, ენის და რასისტული განსხვავებისა. Gგარდა ამისა, გრაფიტის შესრულება ჯგუფის მიერ ხელს უწყობს ჯგუფური საერთო მიზნის განხორციელებას. Aამ მიღწევისაგან გამოწვეული გრძნობა არის კავშირი სხვებთან, რომელიც ძვირფასია მხატვრისთვის. თავის წიგნში “გრაფფიტო” ვოლში აღნიშნავს, რომ ზოგი გრაფიტისტი ამ ხელოვნებას მიიჩნევს, პოლიტიკურ და ეკონომიურ კანონების დარღვევის რიტუალად. ზოგი მხატვარი თავის თავს მიიჩნევს რევოლუციონერად, რომლებიც რეაგირებს ხელოვნების წინააღმდეგ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ხელოვნება მარტო ის არ არის, რაც გალერეაშია გამოფენილი კურატორის მიერ. ზოგი მხატვარი კი ხატავს საზოგადო და კერძო საკუთრების ადგილებში, რადგან წინააღმდეგობა გამოხატოს დასავლური კაპიტალიზმის იდეების და კერძო საკუთრებების შესახებ. Gგრაფიტისტები ერთობიან ამით. ძალიან სახალისოდ და ამაღელვებლად მიიჩნევენ. Mიუხედავად ამ ფაქტების სიცხადისა, ისინი მაინც ვერ განმარტავენ სრულად რატომ ითვლება გრაფიტი ნამდვილ ხელოვნების ფორმად, მიუხედავად მთელი რიგი არალეგალური წყაროებისა.
Gგრაფიტი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ვაგონებზე სრულდებოდა და რომელიც განვითარდა დღესდღეობით როგორც პულვერიზატორების ხელოვნება, მართლაც ხელოვნებაა. Gგრაფიტის წარმოშობა შეიცავს დადგენილ ტექნიკასა და სტილს. ხელოვნების ეს სახე დახასიათებულია როგორც “ სტანდარტ-მედიუმ”. მაგალითად ახალბედებს ასწავლიან როგორ გამოიყენონ პულვერიზატორები და აეროზოლები სხვადასხვა არტისტული ეფექტების შესაქმნელად.
Gგრაფიტის ხელოვნება განვითარდა წლების განმავლობაში უბრალო ნაწერებიდან მსოფლიო გრაფიტის ნიმუშებად, რომელიც სრულდება მეთოდების მიხედვით.
Gგრაფიტი არ არის სპონტანური, როგორც “ტაგგინგ”, წარმოსახვით ჩხაპნის ფორმაში. ნამუშევრის დასრულება ითხოვს დიდ წარმოსახვით უნარს, გეგმას და ძალისხმევას. Gგრაფიტისტი თავდაპირველად ადგენს ნახაზს. შემდეგ იგი გეგმავს აზრს და არჩევს ფერებს. შემდეგ იგი ირჩევს თავის ტილოს ან გარეგნულ სახეს და ქმნის წინასწარ ნახაზს. Aამას მოჰყვება ფერებითა და ორნამენტებით შევსება და ბოლო ესკიზიც დასრულებულია.
Gგრაფიტი შეიძლება იქნეს გაგებული ასევე ხაზების, ფერებისა, სტრუქტურის მიხედვით, რათა შევქმნად თხრობა მის შესახებ. სხვა განსაკუთრებული საფუძველი თუ რატომაა გრაფიტი ხელოვნება, არის მისი შემქმნელის მიზანდასახულობა. Gგრაფიტისტები ითხოვენ მათი ხელოვნების აღქმას ისეთ ხელოვნებად, რომელიც შეძლებს გრძნობებისა და აზრების მაყურებელთან გაზიარებას.
Gგრაფიტს მარტო კომუნიკაციის ფუნქცია არ აქვს, იგი ასევე ალამაზებს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა ცარიელი კედელი ან მიტოვებული შენობა. ერთადერთი განსხვავება მუზეუმების ნამუშევრებსა და გრაფიტის ხელოვნებაში არის ის პირობები, რომელშიც გრაფიტი იქმნება, რადგან ხელოვნება დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და გამოფენაზე.
Gგრაფიტის უგულველყოფა არ შეიძლება ასე უბრალოდ, რადგან იგი არ არის საჭირო ადგილას ანუ ჩარჩოში ჩასმული, მუზეუმებსა და გალერეებში გამოფენილი. Mმისი ადგილმდებარეობა კედლებსა და ვაგონებზე თანხმობის გარეშე, ხდის მას არამოთხოვნად ხელოვნებად. შეიძლება ეს ვანდალიზმად ჩაითვალოს, მაგრამ ის მაინც არ განიცდის დისკვალიფიკაციას როგორც ხელოვნება. Yყველა გრაფიტის მაგალითი არ არის ხელოვნების ნიმუში ისევე როგორც ჩარჩოში ჩასმული ნამუშევარი არ არის მხატვრობის ბრწყინვალე ნიმუში, ან ღირსი ხელოვნებად მიჩნევისა.
Gგრაფიტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი რთული გასაგებია. მაგრამ ეს არ გამორიცხავს მას იყოს ხელოვნება, ვინაიდან აბსტრაქტული ხელოვნების ბუნდოვანება ან პიკასოს კუბიზმი, მიუხედავად იმისა რომ რთული აღსაქმელია, არ შეიძლება არ ჩაითვალოს ნამდვილ ხელოვნებად. Gგოლდსმენის ესთეტიკის თეორია მდგომარეობს გრაფიტის ადგილმდებარეობისა და პრეზენტაციის პრობლემის გარკვევაში.
Gგოლდსმენი ამტკიცებს, რომ ხელოვნებას გადავყავართ გრძნობად და ესთეტიკურ სამყაროში. Eეს გადაადგილება გამოწვეულია გალერეის ატმოსფეროთი ან ოპერის ბნელი დარბაზით. გრაფიტთან დაკავშირებით ასეთი რამ არ ხდება, რადგან ის სწრაფად ჩნდება მოულოდნელ ადგილებში.
ჩვენ არ ვართ შეჩვეული თავმოყრილი ხელოვნების ნიმუშების ხილვას გარეთ ისე როგორც მუზეუმებშუია გამოფენილი. ხალხი მიდის მუზეუმებსა და გალერეებში
ხელოვნების ნიმუშების სანახავად, გრაფიტი კი ხელმისაწვდომია ყველგან. წარმოიდგინეთ რა შოკის მომგვრელი სანახავია ფერადი ვაგონის სწრაფი სვლა ნიუ-იორკის ჭუჭყიან სადგურებში. “სპრაყცან” ხელოვნების ის ფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის, რადგან იგი არ არის შეზღუდული გალერეებისა და მუზეუმების სისტემის კანონებით. სწორედ ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული.
Dდადგენილი თეორიაა, რომ ხელოვნება არის ის, რაც მსოფლიომ აღიარა და დამტკიცებულია მსოფლიო ხელოვნების მოღვაწეთა მიერ. მართალია გრაფიტი არ არის არც ერთ გალერეასა და მუზეუმში განთავსებული და ხშირად უარყოფენ მას როგორც ხელოვნებას, მაინც არსებობს ისეთი შემთხვევები როცა მსოფლიო ხელოვნებამ გრაფიტი აღიარა ხელოვნების ფორმად. 1970-იან წლებში ნიუ-იორკის და ევროპის გალერეებმა გრაფიტს დაუთმეს ყურადღება მსოფლიო ხელოვნების მასშტაბით.
Lლი ქვინონსმა. Nნიუ-იორკის გამოჩენილმა მწერალმა და ერთ-ერთმა გრაფიტისტმა მოხატეს მატარებელი თავიდან ბოლომდე. Mმისი ტილოზე შესრულებული ნახატი კი რომში მდებარე კლაუდიო ბრუნის “მასუსას” გალერეაში გამოფინეს. ამის მსგავსად დენმარკის ხელოვანი იაკი კორნბლიტი დაეხმარა რამოდენიმე გრაფიტისტს კარიერის გაკეთებაში მათი ნამუშევრების როტერდამის “ბოყანანო ვონ ბენინგენ”-ის მუზეუმებში გამოფენით 1984-1985 წლებში. 1996 ბარი მაკჯის, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევარი “ტწისტ”-ით დაავალეს შეესრულებინა გრაფიტი სან ფრანცისკოს “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის” კედელზე.
Gგრაფიტის აღიარების შემდეგ ორი ტენდენცია განვითარდა. Pპირველი _ხელოვანები, კოლექციონერები, მხატვრები, კურატორები დაეხმარნენ გრაფიტისტებს სტილის განვითარებაში თავიანთი ცოდნის ახალბედებთან გაზიარებით. მეორე, აღიარებამ გრაფიტს სახელი გაუთქვა მსოფიოს სხვადასხვა მხარეში.
Lლოს ანჯელესმა და ჩიკაგომ აღიარეს გრაფიტისტების ტალანტი და შესთავაზეს კანონიერი გზით გრაფიტის შესრულება, რომელიც წაახალისებდა მხატვრებს და შეამცირებდა მის ვანდალიზმს.
Gგრაფიტის აღიარება ორი მიზეზის გამო ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისა მსოფლიო ხელოვნებაზე. Gგრაფიტის აღიარებამ როგორც ხელოვნება, გაზარდა ინტერესი და ცოდნა ამ ხელოვნების ფორმისა. Mმეორე, გრაფიტის აღიარება გამორიცხავს მის განზოგადებას, აღმოფხვრასა და ვანდალიზმად მიჩნევას. Aარ არის აუცილებელი “სპრაყცან”-ი იყოს არალეგალური ან კედელზე შესრულებული, რომ ჩაითვალოს გრაფიტად, თუმცა ფილოსოფიურად, ამ ყველაფრის გარეშე ის ყველაზე წმინდა ხელოვნება იქნებოდა.
Gგრაფიტის აღიარება ფართო მასშტაბებით გულისხმობდა მისი ტრადიციული მეთოდებით შესრულებას, მაგრამ პირიქით მოხდა. წიგნებში, კინოებში, მხატვრები დაეხმარნენ ხალხს სწორად გაეგოთ გრაფიტი ყოველგვარი ტრადიციული ელემენტების გარეშე.
“წილდსტყლე” ანუ ველური სტილით შესრულებულ ნამუშევარს ყველა მხატვარი თავისი სტილით ასრულებს, ხოლო ფერი, წინა ფონი და უკანა ფონი საერთოა ყველასათვის. Gგრაფიტის მიჩნევა ხელოვნების ფორმად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ხალხმა, რომელიც ტრადიციული ხელოვნების დარგში არიან ჩართულნი ნახოს, რომ ხელოვნება ვითარდება ძველ ჩარჩოებს მიღმა. Aასევე გრაფიტის ხელოვნებად აღიარება ხალხს აჩვენებს, რომ იგი არ არის შესრულებული იმისათვის, რათა იქნეს უარყოფილი მასების მიერ. პირიქით, ის არის ახალი ხელოვნების ფორმა, რომელიც ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს, როგორც ნებისმიერი სხვა ხელოვნების დარგი..
 Gგრაფიტის ფორმა ითვლება ხელოვნებად ოთხი კრიტერიუმის მიხედვით. Pპირველი_ გრაფიტის ხელოვნება განსხვავდება ყოველდღიური გრაფიტული ნამუშევრებისაგან. Mმეორე_ გრაფიტის ხელოვნებას აქვს სტილისა და ხერხების განვითარების ისტორია. Mმესამე_ გრაფიტის ხელოვნება აღიარებულ იქნა მსოფლიოს მიერ. მეოთხე_ ხალხის აღიარება გრაფიტისა ამტკიცებს, რომ ის ხელოვნებაა. გრაფიტის შეფასება, კარგია ის თუ ცუდი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, არის თუ არა იგი ხელოვნება. Gგრაფიტის შეფასება ხდება იმის მიხედვით თუ სად, როდის და როგორ უნდა იქნეს იგი შესრულებული.
 გრაფიტი ნამდვილად ხელოვნებაა, რადგან მხატვარსაც და ხალხსაც ანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას.