Wednesday, September 29, 2010

Betty Boop


ბეტი ბუფი.


ანიმაციური პერსონაჟი.
დაბადების თარიღი: 8/08/1930
დაბადების ადგილი: ფილმები
ყველაზე ცნობილი როგორც: მოკრძალებული და სუქსუალური ანიმაციური ლედი 1930 წლებში.

ბეტი ბუფი იყო ანიმაციური ლამაზმანი, რომელიც მაქს ლეჩერმა შექმნა "პარამაუნთ სტუდიოს" 42 სერიანი მულტფილმისათვის. თავდაპირველად, ბეტი ბუფი იყო ძაღლი, ხოლო 1930 წელს, იგი ჩამოყალიბდა ლამაზ ქალბატონად, რომლის ქვედაბოლოს აწევა და მისი სამარკო ნიშანი "ბუფ-ბუფ-დუფ" უფრო მაცდუნებელი გახდა ვიდრე მხოლოდ ცეკვა და სიმღერა. მისი პირველი დებიუტი შედგა 1930 წლის 8 აგვისტოს "დიზი დიშის" მულტიპლიკაციური სერიების მეექვსე ნაწილიში. ბუფი იყო სენსაცია იმ დროისათვის და ასამდე მულტფილმში მიიღო მონაწილეობა 1931 წლიდან 1939 წლამდე. ბეტი ბუფის სექსუალურმა გარეგნობამ კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, მისი დიზაინი რამდენჯერმე გადაკეთდა, შედაგად კი მისმა პოპულარულობამ იკლო. ბუფის მომღიმარი სახე გამოსახული იყო ყველანაირ ნივთზე. სამკაულებიდან დაწყებული, ავტომანქანებით დამთავრებული. ბეტი ბუფის ნივთებზე დიდი მოთხოვნა არის 21-ე საუკუნეშიც.

No comments:

Post a Comment