Wednesday, October 6, 2010

My Beloved Brother

                                         ანუ მე ჩემი ძმის და ვარ
ჰო , ერთმა საღამომ გამააზრებინა ეს ფრაზა. კონკრეტულად კი, ადამიანმა, რომელმაც დამანახა ამ ფრაზის აზრი.
მე ჩემი ძმის და ვარ, ის ჩემია..
ჩემი სისხლი და ხორცი.
მე მიხარია ის ფაქტი, რომ მყავს ძმა და მივხვდი რომ იმაზე ძალიან მიყვარს ვიდრე მეგონა..
ზაფხულის holidays დროს ოჯახთან განშორებისას მივხვდი რომ ძალიან მომენატრა..
რა თქმა უნდა ოჯახის ყველა წევრი, მაგრამ ძმა რაღაც განსაკუთრებულად მომენატრა რაც აქამდე არასდროს მქონია.
ჩემი ძმა დიდია.
ჰო, ის ჭკვიანია, დიდია და მზრუნველი.
ნასვამ მდგომარეობაში უფრო საყვარელია,
უფრო მოსიყვარულე
და უფრო გულწრფელი :)

იმ დღეს ფული მომცა. პირველად სიცოცხლეში. ხელფასიდან გამომიყო და კედების საყიდლად ფული მომცა.
მუშაობს და თავის საქმეში მართლა პროფესიონალია.
მისი გულკეთილობით ზოგი სარგებლობს, მაგრამ არ დაეკარგება,,
ამ ქვეყნად არაფერი იკარგება.. დაუფასდება.
მე ის მიყვარს და უბრალოდ ამის სიტყვიერად გამოხატვის სურვილი გამიჩნდა.

და მაინც ეს ის არაა რისი თქმაც მინდოდა,..
საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე.

No comments:

Post a Comment